ხავერდისხმიანი იტალიელი შემსრულებელი, 2 ათასზე მეტი ერთგული მეგობარი დარბაზში და 3 მილიონზე მეტი აბონენტი, რომელსაც მუდმივი კავშირის სამყარო აერთიანებს - ასე შეხვდა "მაგთი" 20 წლის იუბილეს!
პირველი ზარი მაგთის ქსელში 1997 წლის 22 სექტემბერს განხორციელდა, 20 წლის შემდეგ კი კომპანია საიუბილეო თარიღს მთელს საქართველოში სრული საკომუნიკაციო სერვისით ხვდება, რაც მოიცავს: მობილურ კავშირს, ინტერნეტს, ტელევიზიას და ფიქსირებულ ტელეფონიას.
სადღესასწაულო ღონისძიებაზე, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა, "მაგთის" ერთგული მეგობრები იყვნენ მიწვეულნი: ცნობილი სახეები და ხმები კომპანიის სარეკლამო კამპანიებიდან, მსახიობები, რომელთა სატელევიზიო კარიერა "მაგთის" ცნობილი რეკლამებიდან დაიწყო, ხელოვანები, რომელთათვისაც მაგთი წლებია მუდმივი კავშირის სამყაროა...
ფილარმონიაში შეკრებილ აუდიტორიას მაგთის 20-წლიანი ისტორიის შესახებ მომზადებული ფილმი აჩვენეს - რა გზა გამოიარა მობილურმა ოპერატორმა ომგამოვლილი, ბნელი 90-იანებიდან 21-ე საუკუნემდე - ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ერამდე.
თითქმის 20-წუთიანი ფილმის ჩვენების შემდეგ, აუდიტორიას სიურპრიზი ელოდა - ხავერდისხმიანი იტალიელი შემსრულებელი მარიო ბიონდი თავის ბენდთან ერთად.
ხმელთაშუაზღვის ტემპერამენტი და მსუყე სოულის ქარიზმა - იტალიელმა ღრმა და თბილი ხმით, არაორდინალური შესრულების მანერით, მაგთიკომის თანამშრომლებს, მომხმარებლებსა და პარტნიორებს დაუვიწყარი ერთსაათიანი სიამოვნება აჩუქა. ქართველ აუდიტორიასთან რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრით ბიონდი თავადაც კმაყოფილი დარჩა: "მეორედ ვარ საქართველოში, მიხარია რომ ამჯერად დიდ აუდიტორიასთან შეხვედრის საშუალება მომეცა. მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს და მსმენელს ასეთი დახვედრისთვის" - აღნიშნა შემსრულებელმა კონცერტის ბოლოს.
"20 წელი... საიმედო კავშირის, უწყვეტი განვითარების, ტექნოლოგიური პროგრესის, ქვეყნის გაძლიერების, ქართული საქმის კეთების.... მაგთიკომის 3 მილიონზე მეტი აბონენტი კომპანიის წარმატების თანამონაწილეა, მადლობას ვუხდი მათ ერთგულებისათვის და იმისთვის, რომ ირჩევენ მაგთიკომის საიმედო მობილურ, ფიქსირებულ, ინტერნექსელს, IP და სატელიტურ ტელევიაზიას. მინდა მადლობა გადავუხადო მაგთის 2800-კაციან გუნდს, რომელიც მილიონობით აბონენტს 24-საათიან რეჟიმში ემსახურება, ცხოვრებას უმარტივებს და მეტ კომფორტს უქმნის" - აღნიშნა მიმართვაში "მაგთიკომის" დამფუძნებელმა გია ჯოხთაბერიძემ.
სანდო, პროფესიონალი და გამორჩეული პარტნიორი - ასე აფასებენ "მაგთის" მუშაობას ის აბონენტები, რომლებსაც კომპანიასთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. სამ მილიონზე მეტი აბონენტის უწყვეტ კავშირს მაგთიკომი დღეისთვის ყველაზე ვრცელი არეალის ფარგლებში ახერხებს და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის 98 პროცენტს ფარავს.
ამასთან მაგთიმ პირველმა შესთავაზა მომხმარებლებს ფიქსირებული ტელეფონია - 2008 წლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქალაქეებს უკაბელო ჩDMA ტექნოლოგიის სახლის ტელეფონით სარგებლობის საშუალება აქვთ. 2012 წელს კი კომპანიის ახალი ბრენდის - მაგთისატის საშუალებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო - საკაბელო ტელევიზიასთან შედარებით, თანამგზავრული მაუწყებლობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, რაც ხელმისაწვდომს ხდის სატელევიზიო სიგნალს იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ეს აქამდე შეუძლებელი იყო.
2016 წელს კი, როცა მაგთიკომმა "კავკასუს ონლაინის" აქტივები შეიძინა, ის გახდა პირველი და ერთადერთი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სრულ საკომუნიკაციო სერვისს - ინტერნეტს, ტელევიზიას, მობილურ და ფიქსირებულ ტელეფონიზაციას სთავაზობს. წინ ამბიციური გეგმებია - საქართველოს სრული ინტერნეტიზაცია. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მალე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი ყველას ექნება.