საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მითხრეს სანამ მონასტერს არ ააშენებ, მანამდე არ მოხვიდეო, ანუ ჯერ არ მოვკვდები..." - რას ყვება ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომიდან გამოსვლის შემდეგ
"მითხრეს სანამ მონასტერს არ ააშენებ, მანამდე არ მოხვიდეო, ანუ ჯერ არ მოვკვდები..." - რას ყვება ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომიდან გამოსვლის შემდეგ

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ­ქი­მან­დრი­ტი ან­თი­მოზ ბი­ჩი­ნაშ­ვი­ლი კო­მა­ში ჩა­ვარ­და. მისი დის­შვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს მას შემ­დეგ, რაც ინ­სულ­ტი მი­ი­ღო. ახლა კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბერი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ პენ­სი­ა­ზე გა­ვი­და, გუ­შინ კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს. ან­თი­მოზ ბი­ჩი­ნაშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

- მე­გო­ბა­რი და­მე­ღუ­პა, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, 3-4 დღე სა­ერ­თოდ არ მე­ძი­ნა და სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა. ავ­ლაბ­რი­დან მოვ­დი­ო­დი მან­ქა­ნით და უცებ გა­ვი­თი­შე სა­ჭეს­თან, სას­წრა­ფოდ გა­და­მიყ­ვა­ნა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა კლი­ნი­კა­ში, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, თა­ვი­დან იქაც ეგო­ნათ ინ­სულ­ტი მი­ვი­ღე, მაგ­რამ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში როცა მო­მა­თავ­სეს, გა­ირ­კვა რომ სტრე­სის, ნერ­ვი­უ­ლო­ბის და გა­დაღ­ლი­ლო­ბის ფონ­ზე, ორ­გა­ნიზ­მში რა­ღაც ირ­ღვე­ვა და შე­საძ­ლოა მოხ­დეს შაქ­რის დო­ნის უე­ცა­რი და­წე­ვა. ასე მოხ­და ჩემს შემ­თხვე­ვა­შიც, ღმერ­თმა და­მი­ფა­რა, მარ­თლა ინ­სულ­ტი რომ არ მი­ვი­ღე.

- ახლა რო­გორ გრძნობთ თავს?

- სუს­ტად ვარ, შე­საძ­ლოა ისევ გან­მე­ორ­დეს ეს, ამი­ტომ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა მჭირ­დე­ბა. ჯერ სახ­ლში ვარ, გუ­შინ გა­მომ­წე­რეს, რო­გორც კი შევ­ძლებ ჩემს უწ­მინ­დესს მო­ვი­ნა­ხუ­ლებ და ამის შემ­დეგ მივ­ხე­დავ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას. რო­გორც კი გა­ი­გო, ჩვენ­მა უწ­მინ­დეს­მა ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა, იმ დღეს­ვე გა­მოგ­ზავ­ნა ოთხი მა­მაო კლი­ნი­კა­ში, პა­რაკ­ლი­სი ჩა­ა­ტა­რეს და ყო­ველ­დღე კი­თხუ­ლობ­და ჩემს ამ­ბავს.

- ვინ და­გეხ­მა­რე­ბათ მკურ­ნა­ლო­ბა­ში?

- არ ვიცი, ფული მარ­თლა არ მაქვს... ვა­ლე­ბით ვცხოვ­რობ, მაგ­რამ ვიცი ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. გიჟს ვგა­ვარ, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში წვე­რი და თმა გა­დამ­პარ­სეს. 25 წელი ვიზ­რდი­დი და ახლა ვერ ვე­გუ­ე­ბი ჩემს თავს ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. პატ­რო­ნი რომ მყო­ლო­და და ვინ­მეს ეთ­ქვა, რომ მღვდე­ლი ვარ, ალ­ბათ არ გა­დამ­პარ­სავ­დნენ... როცა კო­მა­ში ვი­ყა­ვი, თქვენ არ იცით, იქ რა სა­ოც­რე­ბე­ბი ვნა­ხე... მი­თხრეს სა­ნამ მო­ნას­ტერს არ აა­შე­ნებ, მა­ნამ­დე არ მოხ­ვი­დეო, ანუ ჯერ არ მოვ­კვდე­ბი. კი­დევ ვნა­ხე სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბა, რო­მელ­საც ვერ ავ­ხსნი, ენი­თა­ღუ­წე­რე­ლი სი­ლა­მა­ზის ბუ­ნე­ბა იყო, ოღონდ დე­და­მი­წა­ზე არ ხდე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი...

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"მითხრეს სანამ მონასტერს არ ააშენებ, მანამდე არ მოხვიდეო, ანუ ჯერ არ მოვკვდები..." - რას ყვება ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომიდან გამოსვლის შემდეგ

"მითხრეს სანამ მონასტერს არ ააშენებ, მანამდე არ მოხვიდეო, ანუ ჯერ არ მოვკვდები..." - რას ყვება ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომიდან გამოსვლის შემდეგ

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომაში ჩავარდა. მისი დისშვილის განცხადებით, ის ალადაშვილის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს მას შემდეგ, რაც ინსულტი მიიღო. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ბერი, რომელიც რამდენიმე თვის წინ პენსიაზე გავიდა, გუშინ კლინიკიდან გაწერეს. ანთიმოზ ბიჩინაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- მეგობარი დამეღუპა, ძალიან განვიცადე, 3-4 დღე საერთოდ არ მეძინა და სწორედ ამან განაპირობა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ავლაბრიდან მოვდიოდი მანქანით და უცებ გავითიშე საჭესთან, სასწრაფოდ გადამიყვანა ჩემმა მეგობარმა კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში ვიყავი, თავიდან იქაც ეგონათ ინსულტი მივიღე, მაგრამ რეანიმაციაში როცა მომათავსეს, გაირკვა რომ სტრესის, ნერვიულობის და გადაღლილობის ფონზე, ორგანიზმში რაღაც ირღვევა და შესაძლოა მოხდეს შაქრის დონის უეცარი დაწევა. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც, ღმერთმა დამიფარა, მართლა ინსულტი რომ არ მივიღე.

- ახლა როგორ გრძნობთ თავს?

- სუსტად ვარ, შესაძლოა ისევ განმეორდეს ეს, ამიტომ ძვირადღირებული მკურნალობა მჭირდება. ჯერ სახლში ვარ, გუშინ გამომწერეს, როგორც კი შევძლებ ჩემს უწმინდესს მოვინახულებ და ამის შემდეგ მივხედავ საკუთარ ჯანმრთელობას. როგორც კი გაიგო, ჩვენმა უწმინდესმა ჩემი მდგომარეობა, იმ დღესვე გამოგზავნა ოთხი მამაო კლინიკაში, პარაკლისი ჩაატარეს და ყოველდღე კითხულობდა ჩემს ამბავს.

- ვინ დაგეხმარებათ მკურნალობაში?

- არ ვიცი, ფული მართლა არ მაქვს... ვალებით ვცხოვრობ, მაგრამ ვიცი ყველაფერი კარგად იქნება. გიჟს ვგავარ, რეანიმაციაში წვერი და თმა გადამპარსეს. 25 წელი ვიზრდიდი და ახლა ვერ ვეგუები ჩემს თავს ამ მდგომარეობაში. პატრონი რომ მყოლოდა და ვინმეს ეთქვა, რომ მღვდელი ვარ, ალბათ არ გადამპარსავდნენ... როცა კომაში ვიყავი, თქვენ არ იცით, იქ რა საოცრებები ვნახე... მითხრეს სანამ მონასტერს არ ააშენებ, მანამდე არ მოხვიდეო, ანუ ჯერ არ მოვკვდები. კიდევ ვნახე საოცარი ბუნება, რომელსაც ვერ ავხსნი, ენითაღუწერელი სილამაზის ბუნება იყო, ოღონდ დედამიწაზე არ ხდებოდა ეს ყველაფერი...

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი