პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით 19 წლის მეეზოვე გოგონა, რომელიც ექიმობაზე ოცნებობს: "თბილისში ქირის ფული იყო საჭირო და დასუფთავებაში დავიწყე მუშაობა"
გაიცანით 19 წლის მეეზოვე გოგონა, რომელიც ექიმობაზე ოცნებობს: "თბილისში ქირის ფული იყო საჭირო და დასუფთავებაში დავიწყე მუშაობა"

19 წლის ქრის­ტი­ნე ტუ­ფუ­რია ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში, და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს და თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბის სი­სუფ­თა­ვე­ზე დი­ლი­დან ზრუ­ნავს.

გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სა­მუ­შა­ოს პა­რა­ლე­ლუ­რად კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტის მე-3 კურ­სის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტია, ინ­ტერ­ნეტ­სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფო­ტოგ­რაფ­მა გოგა ჩა­ნა­დირ­მა გა­იც­ნო. სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­სა­ხებ უფრო ვრცლად AMBEBI.GE-ს მკი­თხველს თა­ვად ქრის­ტი­ნე უამ­ბობს:

"თბი­ლის­ში მე და ჩემი და ვცხოვ­რობთ, ჩემი ოჯა­ხი აფხა­ზეთ­ში, გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოტო­ბა­ი­ა­ში ცხოვ­რობს. რა­ხან ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვცხოვ­რობ­დი, როცა ჩა­ვა­ბა­რე, სწავ­ლა სა­ხელ­მწი­ფომ და­მი­ფი­ნან­სა. ჩემს მშობ­ლებს შე­მო­სა­ვა­ლი არ აქვთ, თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად კი ქი­რის ფული იყო სა­ჭი­რო, ამი­ტომ თბი­ლი­სის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა".

- რამ­დე­ნად რთუ­ლია სწავ­ლას­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა?

- სხვა­თა შო­რის თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, მუ­შა­ო­ბას დი­ლის 7 სა­ათ­ზე ვი­წყებ და 11 სა­ათ­ზე ვას­რუ­ლებ. სწავ­ლა­ში ხელი რომ არ შემ­შლო­და ლექ­ტო­რებს და­ვე­ლა­პა­რა­კე და სხვა­დას­ხვა ჯგუფ­თან ერ­თად ვეს­წრე­ბი ლექ­ცი­ებს. ნელ-ნელა შე­ვეჩ­ვიე ამ სი­ტუ­ა­ცი­ას, ხალ­ხმაც გა­მიც­ნო. თან ძა­ლი­ან კარ­გი უფ­რო­სი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მყავს, სამ­სა­ხუ­რიც ხელს მი­წყობს, რომ სწავ­ლა­ში ხელი არ შე­მე­შა­ლოს.

- რო­გორც ვიცი სტა­ჟი­რე­ბა­საც გა­დი­ო­დი...

- სა­ნამ და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­ში და­ვი­წყებ­დი მუ­შა­ო­ბას, ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში სტა­ჟი­ო­რად ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ ხელ­ფასს არ ვი­ღებ­დი. რთუ­ლია კლი­ნი­კა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. 24 სა­ა­თი მი­წევ­და ყოფ­ნა, ლექ­ცი­ე­ბიც უნდა გა­მეც­დი­ნა და შე­მო­სა­ვა­ლიც არ მქონ­და, ისიც კი არ ვი­ცო­დი, რო­დის მომ­ცემ­დნენ ხელ­ფასს, ამი­ტომ და­ვა­ნე­ბე თავი და თბი­ლი­სის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურს მივ­მარ­თე. გალ­ში დღეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ამი­ტომ შე­მო­სა­ვა­ლი მჭირ­დე­ბო­და.

ადრე გალ­ში ხიდი იყო, სა­ი­და­ნაც ხალ­ხი აფხა­ზე­თი­დან გად­მო­დი­ო­და, ეხლა ის ხიდი აღარ არ­სე­ბობს, რუ­სებ­მა ჩა­კე­ტეს გა­და­სას­ვლე­ლი. იც­ვლე­ბა სა­ბუ­თე­ბის სა­კი­თხიც. ყო­ველ თვე ახა­ლი სა­ბუ­თია გა­სა­კე­თე­ბე­ლი და აფხა­ზე­ბის­თვის ეს ერ­თგვა­რი ბიზ­ნე­სია. ხალ­ხს არ აქვს და­საქ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. თავი სხვა­დას­ხვა სე­ზონ­ზე მო­სუ­ლი მო­სავ­ლით გა­აქვთ. წელს თხი­ლის იმე­დი გვქონ­და, თუმ­ცა მო­სა­ვა­ლი სა­ერ­თოდ არ მო­ვი­და...

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლას, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა არ მქო­ნია. მე ქარ­თუ­ლი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და შემ­დეგ ეს სკო­ლა რა­ტომ­ღაც რუ­სუ­ლი გახ­და. აფხა­ზებ­მა თა­ვი­დან­ვე იცოდ­ნენ, რომ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში გვინ­და ცხოვ­რე­ბა, მათ ურ­ჩევ­ნი­ათ იქე­დან წა­მო­ვი­დეთ, დავ­ტო­ვოთ ტე­რი­ტო­რია, რად­გან ჩვენს ნა­სახ­ლა­რებ­ში რუ­სებს ასახ­ლე­ბენ, რჩე­ბათ სახ­ლე­ბი და ტე­რი­ტო­რი­ე­ბი.

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია სახ­ლში არ ჩავ­სულ­ვარ, ახა­ლი სა­ბუ­თი მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი და თუ ვერ გა­ვა­კე­თე ალ­ბათ ვე­ღარც ჩა­ვალ.

აფხა­ზე­თი დღეს ჯო­ჯო­ხეთს უფრო გავს ვიდ­რე სა­მო­თხეს, სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვია მი­ტო­ვე­ბუ­ლი და გა­დამ­წვა­რი სახ­ლე­ბი, და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი და მი­წას­თა­ნაა გას­წო­რე­ბუ­ლი. ვინც იქ დარ­ჩა, ცდი­ლობს სახ­ლებს მო­უ­ა­რონ თო­რემ სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს ეს მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოს­წორ­დეს, კი­დევ ძა­ლი­ან მინ­და კლი­ნი­კა­ში და­ვი­წყო მუ­შა­ო­ბა. ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი უცხო­ეთ­ში წას­ვლა­ზე ფიქ­რო­ბენ, მაგ­რამ მე არ მინ­და, ვერ ვე­ლე­ვი სა­ქარ­თვე­ლოს. მინ­და, რომ აქ ვი­მუ­შაო და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ექი­მი გავ­ხდე.

ფოტო: გოგა ჩა­ნა­დი­რი

ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გაიცანით 19 წლის მეეზოვე გოგონა, რომელიც ექიმობაზე ოცნებობს: "თბილისში ქირის ფული იყო საჭირო და დასუფთავებაში დავიწყე მუშაობა"

გაიცანით 19 წლის მეეზოვე გოგონა, რომელიც ექიმობაზე ოცნებობს: "თბილისში ქირის ფული იყო საჭირო და დასუფთავებაში დავიწყე მუშაობა"

19 წლის ქრისტინე ტუფურია ნაძალადევის რაიონში, დასუფთავების სამსახურში მუშაობს და თბილისის ქუჩების სისუფთავეზე დილიდან ზრუნავს.

გოგონა, რომელიც სამუშაოს პარალელურად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტის მე-3 კურსის წარმატებული სტუდენტია, ინტერნეტსაზოგადოებას ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გაიცნო. საკუთარი თავის შესახებ უფრო ვრცლად AMBEBI.GE-ს მკითხველს თავად ქრისტინე უამბობს:

"თბილისში მე და ჩემი და ვცხოვრობთ, ჩემი ოჯახი აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ცხოვრობს. რახან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვცხოვრობდი, როცა ჩავაბარე, სწავლა სახელმწიფომ დამიფინანსა. ჩემს მშობლებს შემოსავალი არ აქვთ, თბილისში საცხოვრებლად კი ქირის ფული იყო საჭირო, ამიტომ თბილისის დასუფთავების სამსახურში დავიწყე მუშაობა".

- რამდენად რთულია სწავლასთან ერთად მუშაობა?

- სხვათა შორის თავიდან ძალიან გამიჭირდა, მუშაობას დილის 7 საათზე ვიწყებ და 11 საათზე ვასრულებ. სწავლაში ხელი რომ არ შემშლოდა ლექტორებს დაველაპარაკე და სხვადასხვა ჯგუფთან ერთად ვესწრები ლექციებს. ნელ-ნელა შევეჩვიე ამ სიტუაციას, ხალხმაც გამიცნო. თან ძალიან კარგი უფროსი და თანამშრომლები მყავს, სამსახურიც ხელს მიწყობს, რომ სწავლაში ხელი არ შემეშალოს.

- როგორც ვიცი სტაჟირებასაც გადიოდი...

- სანამ დასუფთავების სამსახუში დავიწყებდი მუშაობას, ერთ-ერთ კლინიკაში სტაჟიორად ვმუშაობდი, მაგრამ ხელფასს არ ვიღებდი. რთულია კლინიკაში დაიწყო მუშაობა. 24 საათი მიწევდა ყოფნა, ლექციებიც უნდა გამეცდინა და შემოსავალიც არ მქონდა, ისიც კი არ ვიცოდი, როდის მომცემდნენ ხელფასს, ამიტომ დავანებე თავი და თბილისის დასუფთავების სამსახურს მივმართე. გალში დღეს საკმაოდ რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, ამიტომ შემოსავალი მჭირდებოდა.

ადრე გალში ხიდი იყო, საიდანაც ხალხი აფხაზეთიდან გადმოდიოდა, ეხლა ის ხიდი აღარ არსებობს, რუსებმა ჩაკეტეს გადასასვლელი. იცვლება საბუთების საკითხიც. ყოველ თვე ახალი საბუთია გასაკეთებელი და აფხაზებისთვის ეს ერთგვარი ბიზნესია. ხალხს არ აქვს დასაქმების საშუალება. თავი სხვადასხვა სეზონზე მოსული მოსავლით გააქვთ. წელს თხილის იმედი გვქონდა, თუმცა მოსავალი საერთოდ არ მოვიდა...

რაც შეეხება თბილისში ჩამოსვლას, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ მქონია. მე ქართული სკოლა დავამთავრე და შემდეგ ეს სკოლა რატომღაც რუსული გახდა. აფხაზებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ ჩვენ საქართველოში გვინდა ცხოვრება, მათ ურჩევნიათ იქედან წამოვიდეთ, დავტოვოთ ტერიტორია, რადგან ჩვენს ნასახლარებში რუსებს ასახლებენ, რჩებათ სახლები და ტერიტორიები.

დაახლოებით ერთი წელია სახლში არ ჩავსულვარ, ახალი საბუთი მაქვს გასაკეთებელი და თუ ვერ გავაკეთე ალბათ ვეღარც ჩავალ.

აფხაზეთი დღეს ჯოჯოხეთს უფრო გავს ვიდრე სამოთხეს, საშინელი სანახავია მიტოვებული და გადამწვარი სახლები, დაცარიელებულია ყველაფერი და მიწასთანაა გასწორებული. ვინც იქ დარჩა, ცდილობს სახლებს მოუარონ თორემ საშინელი მდგომარეობაა. დიდი სურვილი მაქვს ეს მდგომარეობა გამოსწორდეს, კიდევ ძალიან მინდა კლინიკაში დავიწყო მუშაობა. ქართველი სტუდენტები უცხოეთში წასვლაზე ფიქრობენ, მაგრამ მე არ მინდა, ვერ ველევი საქართველოს. მინდა, რომ აქ ვიმუშაო და წარმატებული ექიმი გავხდე.

ფოტო: გოგა ჩანადირი

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

აჭარაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მუქარას, მინდა ყველას შევახსენო, რომ იძულებული გაგვხადეს შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება" - ცერცვაძე

ნაირა კანალდია, რომელსაც აფხაზეთის ომის ყველაზე მძიმე ამბავი უკავშირდება, გარდაიცვალა