პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომან გოცირიძე - თქვენი კონსტიტუციის თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები
რომან გოცირიძე - თქვენი კონსტიტუციის თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები

თქვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­ის თავი და ტანი არის ივა­ნიშ­ვი­ლი, თქვენ ხართ ფე­ხე­ბი, - ასე მი­მარ­თა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა რო­მან გო­ცი­რი­ძემ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე, სა­დაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მე­სა­მე მოს­მე­ნით გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­მან გო­ცი­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კონ­სტი­ტუ­ცია, რომ­ლის მი­ღე­ბა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ცდი­ლობს, არის კრი­ზი­სუ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი "არ აპა­ტი­ებს".

"ეს არის კონ­სტი­ტუ­ცია, რო­მელ­საც არ ჰყავს არ­სად არც ერთი მხარ­დამ­ჭე­რი გარ­და, ერ­თა­დერ­თი პარ­ტი­ი­სა. ვინ გი­ჭერთ გა­რეთ მხარს? ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნა ნა­ხეთ რომ არის უარ­ყო­ფი­თი. თქვენ ერთი სა­ტე­ლი­ტი პარ­ტი­აც კი ვერ მო­ძებ­ნეთ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი გაქვთ. ვერ მო­ძებ­ნეთ ვერც ერთი, რო­მე­ლიც იტყო­და, რომ ეს კონ­სტი­ტუ­ცია მოს­წონს. თქვენ ერთი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც კი ვერ მო­ძებ­ნეთ რო­მე­ლიც ელე­მენ­ტა­რუ­ლად ნა­მუს­ზე აი­ღებ­და ხელს და ამ დო­კუ­მენტს გა­ა­მარ­თლებ­და. უფრო მე­ტიც, ერთი ექ­სპერ­ტი ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც კი ვერ გა­მო­ა­ჩი­ნეთ, რო­მე­ლიც იტყო­და, რომ ეს კონ­სტი­ტუ­ცია კარ­გია.

არა­და, არ გაკ­ლი­ათ არც მა­ს­მე­დია და არც ექ­სპერ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა. 2030-ის მთე­ლი სა­ექ­სპერ­ტო სამ­ყა­რო შე­კა­რით და 5-6 კაცი პარ­ლა­მენ­ტშიც არის. სად არი­ან ახლა ისი­ნი?

აქ ხა­ტო­ვა­ნი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი გა­ის­მა და ძვე­ლი კონ­სტი­ტუ­ცია ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლებს შე­ა­და­რეთ. ამ კონ­სტი­ტუ­ცი­ის თავი და ტანი არის ივა­ნიშ­ვი­ლი, თქვენ ხართ ფე­ხე­ბი. აი ამა­შია საქ­მე და თქვენ არა­ვინ არა­ფერს გე­კი­თხე­ბათ კონ­სტი­ტუ­ცი­ის შექ­მნა­ში.

ეს არის კრი­ზი­სუ­ლი დო­კუ­მენ­ტი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამ დო­კუ­მენ­ტის მი­ღე­ბას არ გა­პა­ტი­ებთ", - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ეკა ბე­სე­ლი­ამ.

"სა­ხე­ლი ჰქვია იმ კონ­სტი­ტუ­ცი­ას, რო­მელ­საც ჩვენ დღეს ვცვლით - მას თა­ვის სა­ხით ად­გას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ტანი არის კო­ლექ­ტი­უ­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე, სა­დაც კონ­სტი­ტუ­ცია მე­სა­მე მოს­მე­ნით უნდა მი­ი­ღონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რომან გოცირიძე - თქვენი კონსტიტუციის თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები

რომან გოცირიძე - თქვენი კონსტიტუციის თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები

თქვენი კონსტიტუციის თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები, - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

რომან გოცირიძის განცხადებით, კონსტიტუცია, რომლის მიღებასაც "ქართული ოცნება" ცდილობს, არის კრიზისული დოკუმენტი, რომელსაც ქართველი ხალხი "არ აპატიებს".

"ეს არის კონსტიტუცია, რომელსაც არ ჰყავს არსად არც ერთი მხარდამჭერი გარდა, ერთადერთი პარტიისა. ვინ გიჭერთ გარეთ მხარს? ვენეციის კომისიის დასკვნა ნახეთ რომ არის უარყოფითი. თქვენ ერთი სატელიტი პარტიაც კი ვერ მოძებნეთ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი გაქვთ. ვერ მოძებნეთ ვერც ერთი, რომელიც იტყოდა, რომ ეს კონსტიტუცია მოსწონს. თქვენ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც კი ვერ მოძებნეთ რომელიც ელემენტარულად ნამუსზე აიღებდა ხელს და ამ დოკუმენტს გაამართლებდა. უფრო მეტიც, ერთი ექსპერტი ტელევიზიითაც კი ვერ გამოაჩინეთ, რომელიც იტყოდა, რომ ეს კონსტიტუცია კარგია.

არადა, არ გაკლიათ არც მასმედია და არც ექსპერტების ნაკლებობა. 2030-ის მთელი საექსპერტო სამყარო შეკარით და 5-6 კაცი პარლამენტშიც არის. სად არიან ახლა ისინი?

აქ ხატოვანი გამონათქვამები გაისმა და ძველი კონსტიტუცია ადამიანის სხეულებს შეადარეთ. ამ კონსტიტუციის თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები. აი ამაშია საქმე და თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ კონსტიტუციის შექმნაში.

ეს არის კრიზისული დოკუმენტი და ქართველი ხალხი ამ დოკუმენტის მიღებას არ გაპატიებთ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის სხდომაზე განცხადება გააკეთა უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ.

"სახელი ჰქვია იმ კონსტიტუციას, რომელსაც ჩვენ დღეს ვცვლით - მას თავის სახით ადგას მიხეილ სააკაშვილი და ტანი არის კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა ეკა ბესელიამ რიგგარეშე სხდომაზე, სადაც კონსტიტუცია მესამე მოსმენით უნდა მიიღონ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."