პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოხუმი" - რაგბის გუნდი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების შვილები თამაშობენ
"სოხუმი" - რაგბის გუნდი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების შვილები თამაშობენ

ცოტა ხნის წინ ბავ­შვთა რაგბს კი­დევ ერთი გუნ­დი შე­ე­მა­ტა. ეს გუნ­დი სხვე­ბის­გან იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, ძი­რი­თა­დად, იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის შვი­ლე­ბი თა­მა­შო­ბენ და სა­ხე­ლიც შე­სა­ბა­მი­სი ჰქვია - სო­ხუ­მი. სა­ი­დან გაჩ­ნდა იდეა და ვინ უდ­გას ამ წა­მო­წყე­ბას სა­თა­ვე­ში, ამა­ზე კო­მე­ნატ­რი ერთ-ერთ ინი­ცი­ა­ტორს, ლე­ვან ჯო­ბა­ვას ვთხო­ვეთ:

- გა­ე­რო-ს ქალ­თა ორი­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და რაგ­ბის კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბით, რუხ­ში, რო­მე­ლიც არის სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის მიმ­დე­ბა­რე სო­ფე­ლი, ვარ­ჯი­შობ­დნენ რაგბ­ში. ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი დათო დგე­ბუ­ა­ძე, ყო­ველ­გვა­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე ავარ­ჯი­შებ­და იქ პა­ტა­რებს. ბავ­შვე­ბი კი ვარ­ჯი­შობ­დნენ, მაგ­რამ რად­გან გუნ­დის სა­ხე­ლი არ ჰქონ­დათ, შეხ­ვედ­რებს ვერ მარ­თავ­დნენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვარ­ჯი­ში ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ თა­მა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მი­ნი­მუმ მო­ტი­ვა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად. დათო დგე­ბუ­ა­ძეს გა­უჩ­ნდა იდეა, რომ კლუბ­ში მი­ეყ­ვა­ნა დევ­ნი­ლი ბავ­შვე­ბი და გუნ­დის­თვის დაგ­ვერ­ქვა "სო­ხუ­მი". ჩენი მე­გობ­რე­ბის (ალექ­სი ჩი­ქო­ვა­ნი, გუ­რამ ნავ­რო­ზაშ­ვი­ლი, შოთა ჩი­ნა­ჩა­ლა­ძე) დახ­მა­რე­ბით, გა­კეთ­და ფორ­მის დი­ზა­ი­ნი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გუნდს არც თუ ცოტა ფი­ნან­სე­ბი სჭირ­დე­ბა შე­ნახ­ვის­თვის. ფორ­მე­ბია შე­სა­კე­რი, ტრან­პორ­ტი­რე­ბის ხარ­ჯე­ბია სა­ჭი­რო, მწვრთნე­ლე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა და სხვ. და ეს ყვე­ლა­ფე­რი 6 თვით, თა­ვის თავ­ზე აიღო მი­ხე­ილ ჭკუ­ა­სელ­მა. იმე­დია, მას სხვე­ბიც მი­ბა­ძა­ვენ და რაგ­ბის კლუბ "სო­ხუმს", სა­დაც უმაგ­რე­სი ბი­ჭე­ბი თა­მა­შო­ბენ, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მნე­ბა. სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბი (აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბა, სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო და სხვ.) არ შეგ­ვი­წუ­ხე­ბია და თუ თა­ნად­გო­მის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბათ, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით.

- რა რე­აქ­ცია ჰქონ­დათ ბავ­შვებს, როცა გა­ი­გეს, რომ უკვე კლუ­ბი ექ­ნე­ბათ, რო­მელ­საც ერ­ქმე­ვა "სო­ხუ­მი"?

- ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ. ამ ბავ­შვე­ბის­თვის ფუ­ფუ­ნე­ბაა, კლუ­ბის წევ­რე­ბი რომ იქ­ნე­ბი­ან, სის­ტე­მა­ტუ­რად ექ­ნე­ბათ ვარ­ჯშე­ბი, ექ­ნე­ბათ სა­კუ­თა­რი ფორ­მა და რაც მთა­ვა­რია, ივ­ლი­ან შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ხა­რუ­ლო იყო ეს სა­ხე­ლი ვე­ტე­რა­ნი მო­რაგ­ბე­ე­ბის­თვის, რო­მელ­თა­გან ზოგი სო­ხუ­მი­და­ნაა, ზოგს შე­ხე­ბა ჰქო­ნია და იცის, თუ რა მა­გა­რი ად­გი­ლია სო­ხუ­მი. ეს არ იქ­ნე­ბა, მხო­ლოდ სა­რაგ­ბო კლუ­ბი. სხვა ტი­პის მუ­შა­ო­ბაც გვინ­და მათ­თან. წლის ბო­ლოს ვგეგ­მავთ 2-3 კვი­რი­ა­ნი შეკ­რე­ბა მო­ვუ­წყოთ "რაგ­ბი აქა­უ­რო­ბას" ფარ­გლებ­ში, სა­დაც მათ შეხ­ვდე­ბი­ან ის­ტო­რი­კო­სე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რის მცოდ­ნე­ე­ბი და სხვ. სა­დაც ამ ბავ­შვებს მო­უყ­ვე­ბი­ან წარ­სულ­ზე, ესა­უბ­რე­ბი­ან ლი­ეტ­რა­ტუ­რა­ზე და ზო­გა­დად, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე. ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი სა­ლექ­ციო კური ჰქონ­დეს მთა­ში სი­ა­რულ­ზე და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ან ჯა­საღ კვე­ბა­ზე, შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეს და ეს ლექ­ცია წა­უ­კი­თხოს ბავ­შვებს.

- რუხი ახ­ლო­საა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას­თან, ხომ არ ჰქო­ნი­ათ იქ მცხოვ­რებ ბავ­შვებს სურ­ვი­ლი, რომ ჩა­ერ­თონ და გახ­დნენ მო­რაგ­ბე­ე­ბი?

- სამ­წუ­ხა­როდ, იქ მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს, რა­ი­მე ქარ­თულ­თან შე­ხე­ბის გამო ად­გი­ლო­ბი­რი­ვი, დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უქ­მნის ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მებს და ჩვენ არც შეგ­ვი­თა­ვა­ზე­ბია, რად­გან არ გვინ­და რა­ი­მე საფრ­თხე შე­ვუქ­მნათ, ხოლო თუ თვი­თონ გა­მოთ­ქვა­მენ სურ­ვილს, ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით და ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვი­წყობთ ხელს. მინ­და ასე­ვე ვთქვა, რომ კლუბ­ში მხო­ლოდ დევ­ნი­ლი ოჯა­ხის შვი­ლე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან, ნე­ბის­მი­ერ ბავ­შვს, ვინც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს პი­რო­ბებს, ყვე­ლას შე­უძ­ლია გუნდში მოს­ვლა. ეს არაა მხო­ლოდ ლე­ვან ჯო­ბა­ვას ან დათო დგე­ბუ­ა­ძის გუნ­დი, რო­გორც რაგ­ბია ყვე­ლას თა­მა­ში, ისეა სო­ხუ­მი ყვე­ლას ტკი­ვი­ლი. რაგ­ბი აძ­ლი­ე­რებს და რაგ­ბი აერ­თი­ა­ნებს. ორი­ვე ეს დღეს ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა და მინ­და, რომ ეს გუნ­დი იყოს ყვე­ლას გუნ­დი. გუნ­დის მი­ზა­ნია, რომ ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც გა­სარ­თო­ბის სიმ­ცი­რე აქვთ, იდე­ა­ლე­ბის სიმ­ცი­რე აქვთ და­ვუდ­გეთ გვერ­დში და ვა­ნა­ხოთ, რომ შრო­მა ფას­დე­ბა.

პ.ს. რაგ­ბის გუნ­დი "სო­ხუ­მი" პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამს, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მოვა დრო, ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი სო­ხუმ­ში ჩა­ა­ტა­რებს არა­ერთ თა­მაშს და სო­ხუმ­ში მცხოვ­რებ­ნიც მალე იტყვი­ან "რაგ­ბი ჩვე­ნი თა­მა­შია".

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"სოხუმი" - რაგბის გუნდი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების შვილები თამაშობენ

"სოხუმი" - რაგბის გუნდი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების შვილები თამაშობენ

ცოტა ხნის წინ ბავშვთა რაგბს კიდევ ერთი გუნდი შეემატა. ეს გუნდი სხვებისგან იმითაა გამორჩეული, რომ მის შემადგენლობაში, ძირითადად, იძულებით გადაადგილებული ოჯახების შვილები თამაშობენ და სახელიც შესაბამისი ჰქვია - სოხუმი. საიდან გაჩნდა იდეა და ვინ უდგას ამ წამოწყებას სათავეში, ამაზე კომენატრი ერთ-ერთ ინიციატორს, ლევან ჯობავას ვთხოვეთ:

- გაერო-ს ქალთა ორიგანიზაციისა და რაგბის კავშირის დახმარებით, რუხში, რომელიც არის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი, ვარჯიშობდნენ რაგბში. ჩვენი მეგობარი დათო დგებუაძე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ავარჯიშებდა იქ პატარებს. ბავშვები კი ვარჯიშობდნენ, მაგრამ რადგან გუნდის სახელი არ ჰქონდათ, შეხვედრებს ვერ მართავდნენ. მოგეხსენებათ, ვარჯიში ძალიან კარგია, მაგრამ თამაში აუცილებელია, მინიმუმ მოტივაციის ასამაღლებლად. დათო დგებუაძეს გაუჩნდა იდეა, რომ კლუბში მიეყვანა დევნილი ბავშვები და გუნდისთვის დაგვერქვა "სოხუმი". ჩენი მეგობრების (ალექსი ჩიქოვანი, გურამ ნავროზაშვილი, შოთა ჩინაჩალაძე) დახმარებით, გაკეთდა ფორმის დიზაინი. მოგეხსენებათ, გუნდს არც თუ ცოტა ფინანსები სჭირდება შენახვისთვის. ფორმებია შესაკერი, ტრანპორტირების ხარჯებია საჭირო, მწვრთნელების ანაზღაურება და სხვ. და ეს ყველაფერი 6 თვით, თავის თავზე აიღო მიხეილ ჭკუასელმა. იმედია, მას სხვებიც მიბაძავენ და რაგბის კლუბ "სოხუმს", სადაც უმაგრესი ბიჭები თამაშობენ, ფინანსური პრობლემები არ შეექმნება. სამთავრობო სტრუქტურები (აფხაზეთის მთავრობა, სპორტის სამინისტრო და სხვ.) არ შეგვიწუხებია და თუ თანადგომის სურვილი ექნებათ, დიდი სიამოვნებით.

- რა რეაქცია ჰქონდათ ბავშვებს, როცა გაიგეს, რომ უკვე კლუბი ექნებათ, რომელსაც ერქმევა "სოხუმი"?

- ძალიან გაუხარდათ. ამ ბავშვებისთვის ფუფუნებაა, კლუბის წევრები რომ იქნებიან, სისტემატურად ექნებათ ვარჯშები, ექნებათ საკუთარი ფორმა და რაც მთავარია, ივლიან შეჯიბრებებზე. განსაკუთრებით სასიხარულო იყო ეს სახელი ვეტერანი მორაგბეებისთვის, რომელთაგან ზოგი სოხუმიდანაა, ზოგს შეხება ჰქონია და იცის, თუ რა მაგარი ადგილია სოხუმი. ეს არ იქნება, მხოლოდ სარაგბო კლუბი. სხვა ტიპის მუშაობაც გვინდა მათთან. წლის ბოლოს ვგეგმავთ 2-3 კვირიანი შეკრება მოვუწყოთ "რაგბი აქაურობას" ფარგლებში, სადაც მათ შეხვდებიან ისტორიკოსები, ლიტერატურის მცოდნეები და სხვ. სადაც ამ ბავშვებს მოუყვებიან წარსულზე, ესაუბრებიან ლიეტრატურაზე და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესზე. ვიღაცას შეიძლება ძალიან კარგი სალექციო კური ჰქონდეს მთაში სიარულზე და უსაფრთხოებაზე ან ჯასაღ კვებაზე, შეიძლება მოვიდეს და ეს ლექცია წაუკითხოს ბავშვებს.

- რუხი ახლოსაა ოკუპირებულ ტერიტორიასთან, ხომ არ ჰქონიათ იქ მცხოვრებ ბავშვებს სურვილი, რომ ჩაერთონ და გახდნენ მორაგბეები?

- სამწუხაროდ, იქ მცხოვრებ ადამიანებს, რაიმე ქართულთან შეხების გამო ადგილობირივი, დე-ფაქტო ხელისუფლება უქმნის ძალიან დიდ პრობლემებს და ჩვენ არც შეგვითავაზებია, რადგან არ გვინდა რაიმე საფრთხე შევუქმნათ, ხოლო თუ თვითონ გამოთქვამენ სურვილს, ძალიან მოხარულები ვიქნებით და ყველანაირად შევიწყობთ ხელს. მინდა ასევე ვთქვა, რომ კლუბში მხოლოდ დევნილი ოჯახის შვილები არ იქნებიან, ნებისმიერ ბავშვს, ვინც დააკმაყოფილებს პირობებს, ყველას შეუძლია გუნდში მოსვლა. ეს არაა მხოლოდ ლევან ჯობავას ან დათო დგებუაძის გუნდი, როგორც რაგბია ყველას თამაში, ისეა სოხუმი ყველას ტკივილი. რაგბი აძლიერებს და რაგბი აერთიანებს. ორივე ეს დღეს ძალიან გვჭირდება და მინდა, რომ ეს გუნდი იყოს ყველას გუნდი. გუნდის მიზანია, რომ ბავშვებს, რომლებსაც გასართობის სიმცირე აქვთ, იდეალების სიმცირე აქვთ დავუდგეთ გვერდში და ვანახოთ, რომ შრომა ფასდება.

პ.ს. რაგბის გუნდი "სოხუმი" პირველ ნაბიჯებს დგამს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, ჩვენი ეროვნული გუნდი სოხუმში ჩაატარებს არაერთ თამაშს და სოხუმში მცხოვრებნიც მალე იტყვიან "რაგბი ჩვენი თამაშია".

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი