პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი საგნები სკოლებში: რას ისწავლიან მოსწავლეები "მე და საზოგადოების" და "თავდაცვა-უსაფრთხოების" გაკვეთილებზე
ახალი საგნები სკოლებში: რას ისწავლიან მოსწავლეები "მე და საზოგადოების" და "თავდაცვა-უსაფრთხოების" გაკვეთილებზე

უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში თბი­ლი­სის 150-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სა­გა­ნი "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა" შევა. პირ­ველ გაკ­ვე­თილს მე­სა­მეკ­ლა­სელ მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად მათი მშობ­ლე­ბიც და­ეს­წრე­ბი­ან. სა­გაკ­ვე­თი­ლო თემა კი "ჩემი ოჯა­ხია".

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვამ გა­ნუ­ცხა­და, მშობ­ლე­ბის დას­წრე­ბა წინა თვე­ებ­ში არას­წო­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამო გა­და­წყდა.

"გაკ­ვე­თი­ლი სა­დამ­რი­გებ­ლო სა­ა­თის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა, ანუ არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­წი­ლია და ვინც სურ­ვილს გა­მოთ­ქვამს, ისი­ნი და­ეს­წრე­ბი­ან. ჩვენც გავ­ტეს­ტავთ, თუ რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა საგ­ნის სწავ­ლე­ბა. პირ­ვე­ლი თემა - "ჩემი ოჯა­ხი" მთლი­ა­ნად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვთ. ამ ერთ თე­მას გა­ივ­ლი­ან და მერე შევ­ხე­დავთ შე­დე­გებს - შე­იძ­ლე­ბა სხვა თე­მებ­ზე გა­და­ვიდ­ნენ, შე­იძ­ლე­ბა მთელ წელ­ზე გა­ი­წე­როს," - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ბა­ვამ.

150-ე სკო­ლის გარ­და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში პი­ლო­ტი­რე­ბას კი­დევ რამ­დე­ნი­მე სკო­ლა გეგ­მავს. მათ შო­რის სა­გა­რე­ჯოს 1-ელი, რუს­თა­ვის მე-6, თბი­ლი­სის 156-ე და ზეს­ტა­ფო­ნის მე-6 სკო­ლე­ბი. ჩი­ქო­ბა­ვას თქმით, პე­და­გო­გებ­მა თე­მე­ბი თა­ვად და­ა­მუ­შა­ვეს და წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­განს ეტა­პობ­რი­ვად და­ა­მა­ტე­ბენ.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს სა­გა­ნი წელს არ ინერ­გე­ბა. უბ­რა­ლოდ ჩვენ რამ­დე­ნი­მე სკო­ლას­თან სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში ვი­მუ­შა­ვეთ. პე­და­გო­გებ­მა თა­ვი­ან­თი გეგ­მე­ბი მო­ამ­ზა­დეს. ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო არ არ­სე­ბობს და სა­პი­ლო­ტე სკო­ლებ­ში პე­და­გო­გებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს გეგ­მა, თუ რო­გორ აა­გებ­დნენ თა­ვად სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს. მო­მა­ვა­ლი წლი­დან კი ყვე­ლა სკო­ლა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნად შევა. უკვე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოც მზად იქ­ნე­ბა და პე­და­გო­გე­ბიც გა­დამ­ზად­დე­ბი­ან," - აღ­ნიშ­ნა მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვამ.

ამას გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლებ­ში ახა­ლი სა­გა­ნი შე­დის. საგ­ნის სა­მუ­შაო სა­ხელ­წო­დე­ბაა - "თავ­დაც­ვა და უსაფრ­თხო­ე­ბა". გა­ნათ­ლე­ბი­სა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი ახა­ლი საგ­ნი­სათ­ვის სა­ჭი­რო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ზე უკვე მუ­შა­ო­ბენ. ბავ­შვე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი წიგ­ნე­ბის გარ­და სა­ჭი­როა პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შე­მუ­შა­ვე­ბა და მათი გა­დამ­ზა­დე­ბა. ახა­ლი სა­გა­ნი არ­ჩე­ვით საგ­ნებს, სა­შუ­ა­ლო და სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რებ­ზე მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ე­მა­ტე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვამ გა­ნუ­ცხა­და, ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­გან წა­მო­ვი­და, სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ი­ზი­ა­რეს. თუმ­ცა, საგ­ნის სა­თა­უ­რი, შე­საძ­ლოა შე­იც­ვა­ლოს.

"სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვა და უსაფრ­თო­ე­ბა" - ასე­თი სა­გა­ნი სკო­ლებ­ში პრინ­ციპ­ში ახ­ლაც ის­წავ­ლე­ბა. მე-4, მე-8 და მე-12 კლა­სებ­ში ეს სა­გა­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. გარ­და ამი­სა, ჩვენ კი­დევ გვაქვს სა­გა­ნი " სამ­ხედ­რო ის­ტო­რია და ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვა". ეს სა­გა­ნი სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე არ­ჩე­ვი­თია. ამ კურ­სის გაძ­ლი­ე­რე­ბა გვინ­და. არ­სე­ბუ­ლი არ­ჩე­ვი­თი კურ­სი გა­და­მუ­შავ­დე­ბა.

აღ­მოჩ­ნდა, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ზე მუ­შა­ო­ბენ, რაც ძა­ლი­ან დიდი პლუ­სია, რად­გან 30-მდე არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნი გვაქვს და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო 3 თუ 4 მათ­გან­ში არ­სე­ბობს. ამ­დე­ნად, თუკი ამ კურსს სას­წავ­ლო რე­სურ­სი შე­მო­ეშ­ვე­ლე­ბა, ის უფრო მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე­ბა," - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ბა­ვამ.

საგ­ნის მი­ზა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის, სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ჩვე­ნე­ბაა. ჩი­ქო­ბა­ვას თქმით, მას­ში შევა მა­სა­ლა "სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვი­და­ნაც" - თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის დროს. თე­ო­რი­ას­თან ერ­თად ბავ­შვე­ბი პრაქ­ტი­კა­საც გა­ივ­ლი­ან - და­ი­გეგ­მე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის წაყ­ვა­ნა სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე და ა.შ.

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში საგ­ნობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბის გარ­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ავ­ტო­რე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან. ამის შემ­დეგ პე­და­გო­გე­ბი გა­დამ­ზად­დე­ბი­ან და სა­გა­ნი სკო­ლებ­ში მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შევა. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბას ბევ­რი სკო­ლა გა­მო­ხა­ტავს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­დი­დან და­ი­წყე­ბა სკო­ლებ­ში ახა­ლი საგ­ნის სწავ­ლე­ბა, ჩი­ქო­ბა­ვას თქმით, ეს იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რამ­დენ ხან­ში დას­რულ­დე­ბა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ზე მუ­შა­ო­ბა.

"თე­მე­ბი შერ­ჩე­უ­ლია, ში­ნა­არ­სი გან­სა­ზღვრუ­ლია, პირ­ვე­ლა­დი ვერ­სია არ­სე­ბობს. ახლა იგი მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებს უნდა მო­ერ­გოს და მას­წავ­ლე­ე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი ნა­წი­ლი უნდა გა­ი­მარ­თოს. აქ არა მხო­ლოდ მოს­წავ­ლის წიგ­ნი, არა­მედ პე­და­გო­გის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოც იგ­ლის­ხმე­ბა, სა­დაც გაკ­ვეთ­ლე­ბის მი­ხედ­ვით გა­ი­წე­რე­ბა ნი­მუ­შე­ბი.

მაქ­სი­მა­ლუ­რად კარგ ხა­რისხზე გვინ­და გა­ვი­დეთ. მო­მა­ვალ სექ­ტემ­ბრამ­დე რა­ღაც მო­ეს­წრე­ბა, მაგ­რამ დრო­ის გამო ხა­რისხზე უარს ვერ ვი­ტყვით. ამი­ტომ, შევ­ხე­დავთ, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა მუ­შა­ო­ბა. შე­ვეც­დე­ბით, რომ მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის მზად იყოს," - აღ­ნიშ­ნა ჩი­ქო­ბა­ვამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ახალი საგნები სკოლებში: რას ისწავლიან მოსწავლეები "მე და საზოგადოების" და "თავდაცვა-უსაფრთხოების" გაკვეთილებზე

ახალი საგნები სკოლებში: რას ისწავლიან მოსწავლეები "მე და საზოგადოების" და "თავდაცვა-უსაფრთხოების" გაკვეთილებზე

უახლოეს დღეებში თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში საგანი "მე და საზოგადოება" შევა. პირველ გაკვეთილს მესამეკლასელ მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლებიც დაესწრებიან. საგაკვეთილო თემა კი "ჩემი ოჯახია".

როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ განუცხადა, მშობლების დასწრება წინა თვეებში არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო გადაწყდა.

"გაკვეთილი სადამრიგებლო საათის ფარგლებში ჩატარდება, ანუ არასავალდებულო ნაწილია და ვინც სურვილს გამოთქვამს, ისინი დაესწრებიან. ჩვენც გავტესტავთ, თუ როგორ წარიმართება საგნის სწავლება. პირველი თემა - "ჩემი ოჯახი" მთლიანად დამუშავებული აქვთ. ამ ერთ თემას გაივლიან და მერე შევხედავთ შედეგებს - შეიძლება სხვა თემებზე გადავიდნენ, შეიძლება მთელ წელზე გაიწეროს," - განაცხადა ჩიქობავამ.

150-ე სკოლის გარდა უახლოეს მომავალში პილოტირებას კიდევ რამდენიმე სკოლა გეგმავს. მათ შორის საგარეჯოს 1-ელი, რუსთავის მე-6, თბილისის 156-ე და ზესტაფონის მე-6 სკოლები. ჩიქობავას თქმით, პედაგოგებმა თემები თავად დაამუშავეს და წლის განმავლობაში, თავიანთი შესაძლებლობიდან გამომდინარე, საგანს ეტაპობრივად დაამატებენ.

"მოგეხსენებათ, ეს საგანი წელს არ ინერგება. უბრალოდ ჩვენ რამდენიმე სკოლასთან საპილოტე რეჟიმში ვიმუშავეთ. პედაგოგებმა თავიანთი გეგმები მოამზადეს. ჯერჯერობით სახელმძღვანელო არ არსებობს და საპილოტე სკოლებში პედაგოგებმა წარმოადგინეს გეგმა, თუ როგორ ააგებდნენ თავად საგაკვეთილო პროცესს. მომავალი წლიდან კი ყველა სკოლაში სავალდებულო საგნად შევა. უკვე სახელმძღვანელოც მზად იქნება და პედაგოგებიც გადამზადდებიან," - აღნიშნა მარიამ ჩიქობავამ.

ამას გარდა საქართველოს სკოლებში ახალი საგანი შედის. საგნის სამუშაო სახელწოდებაა - "თავდაცვა და უსაფრთხოება". განათლებისა და თავდაცვის სამინისტროები ახალი საგნისათვის საჭირო სახელმძღვანელოზე უკვე მუშაობენ. ბავშვებისათვის განკუთვნილი წიგნების გარდა საჭიროა პედაგოგებისათვის სახელმძღვანელოს შემუშავება და მათი გადამზადება. ახალი საგანი არჩევით საგნებს, საშუალო და საბაზო საფეხურებზე მხოლოდ ამის შემდეგ დაემატება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ განუცხადა, ინიციატივა, რომელიც თავდაცვის სამინისტროსგან წამოვიდა, სიამოვნებით გაიზიარეს. თუმცა, საგნის სათაური, შესაძლოა შეიცვალოს.

"სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთოება" - ასეთი საგანი სკოლებში პრინციპში ახლაც ისწავლება. მე-4, მე-8 და მე-12 კლასებში ეს საგანი სავალდებულოა. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ გვაქვს საგანი " სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა". ეს საგანი საშუალო საფეხურზე არჩევითია. ამ კურსის გაძლიერება გვინდა. არსებული არჩევითი კურსი გადამუშავდება.

აღმოჩნდა, რომ თავდაცვის სამინისტროში სახელმძღვანელოზე მუშაობენ, რაც ძალიან დიდი პლუსია, რადგან 30-მდე არჩევითი საგანი გვაქვს და სახელმძღვანელო 3 თუ 4 მათგანში არსებობს. ამდენად, თუკი ამ კურსს სასწავლო რესურსი შემოეშველება, ის უფრო მეტად პოპულარული გახდება," - განაცხადა ჩიქობავამ.

საგნის მიზანი მოსწავლეებისათვის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემების, სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ჩვენებაა. ჩიქობავას თქმით, მასში შევა მასალა "სამოქალაქო თავდაცვიდანაც" - თუ როგორ უნდა მოიქცნენ საგანგებო სიტუაციების დროს. თეორიასთან ერთად ბავშვები პრაქტიკასაც გაივლიან - დაიგეგმება მოსწავლეების წაყვანა სამხედრო ბაზაზე და ა.შ.

სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესში საგნობრივი ექსპერტების გარდა პროფესიონალი ავტორებიც ჩაერთვებიან. ამის შემდეგ პედაგოგები გადამზადდებიან და საგანი სკოლებში მხოლოდ ამის შემდეგ შევა. განათლების სამინისტროში იმედოვნებენ, რომ დაინტერესებას ბევრი სკოლა გამოხატავს.

რაც შეეხება იმას, თუ როდიდან დაიწყება სკოლებში ახალი საგნის სწავლება, ჩიქობავას თქმით, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანში დასრულდება სახელმძღვანელოზე მუშაობა.

"თემები შერჩეულია, შინაარსი განსაზღვრულია, პირველადი ვერსია არსებობს. ახლა იგი მოსწავლის საჭიროებებს უნდა მოერგოს და მასწავლეების მეთოდოლოგიური ნაწილი უნდა გაიმართოს. აქ არა მხოლოდ მოსწავლის წიგნი, არამედ პედაგოგის სახელმძღვანელოც იგლისხმება, სადაც გაკვეთლების მიხედვით გაიწერება ნიმუშები.

მაქსიმალურად კარგ ხარისხზე გვინდა გავიდეთ. მომავალ სექტემბრამდე რაღაც მოესწრება, მაგრამ დროის გამო ხარისხზე უარს ვერ ვიტყვით. ამიტომ, შევხედავთ, როგორ წარიმართება მუშაობა. შევეცდებით, რომ მომავალი სასწავლო წლისათვის მზად იყოს," - აღნიშნა ჩიქობავამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ