შარტავას #35-ში ნაპოვნი მამაკაცი ცოცხალი აღმოჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსნასროლი ჭრილობა აღენიშნება, საავადმყოფოში აპარატზეა მიერთებული, რადგან ექიმებმა გარდაცვალება ვერ დააფიქსირეს. თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
ამასთან თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბურთალოს რაიონში, შარტავას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის ძალოვანი უწყების თანამშრომელია და ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ამავე დროს Ambebi.ge-ს შს სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ნახეთ ვიდეო: რას ჰყვებიან თვითმხილველები შარტავაზე ნაპოვნი მამაკაცის შესახებ, რომელიც ცოცხალი აღმოჩნდა