მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსხვილი ყაზახური ტურისტული კომპანიები აჭარით ინტერესდებიან
მსხვილი ყაზახური ტურისტული კომპანიები აჭარით ინტერესდებიან

მსხვი­ლი ყა­ზა­ხუ­რი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი აჭა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას იწყე­ბენ. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ინ­ფო­ტუ­რის ფარ­გლებ­ში ტურ­სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბი რე­გი­ონს სტუმ­რო­ბენ.

ოთხდღი­ა­ნი ინ­ფო­ტუ­რი­სას მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რე­გი­ო­ნის სა­ზღვაო-სამ­თო და ეკო­ტუ­რის­ტულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ეც­ნო­ბი­ან. ისი­ნი უკვე სტუმ­რობ­დნენ ბა­თუმ­ში არ­სე­ბულ მა­ღალ და სა­შუ­ა­ლო ბი­უ­ჯე­ტი­ან სას­ტუმ­რო­ებს, სა­დაც ტუ­რის­ტე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სერ­ვი­სებ­სა და ურ­თი­ერ­თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხებს გა­ეც­ნენ.

ყა­ზა­ხურ და ქარ­თულ ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ებს შო­რის მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბის მიზ­ნით სას­ტუმ­რო ინ­ტუ­რის­ტში მო­ე­წყო ორ­მხრი­ვი შეხ­ვედ­რე­ბი, სა­დაც ქარ­თველ­მა და ყა­ზახ­მა კო­ლე­გებ­მა კონ­კრე­ტუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი პა­კე­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე ისა­უბ­რეს. საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე კი მო­ე­წყო აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პო­ტენ­ცი­ა­ლის პრე­ზენ­ტა­ცია.

დღეს, ინ­ფო­ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უკვე მთი­ან აჭა­რას ეწ­ვე­ვი­ან, სა­დაც რე­გი­ო­ნის ეკო­ტუ­რის­ტულ და ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რულ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს გა­ეც­ნო­ბი­ან. ასე­ვე, მო­ი­ნა­ხუ­ლე­ბენ ად­გი­ლობ­რივ ღვი­ნის მარ­ნებს, სა­დაც ფოლკ­ლო­რის მოს­მე­ნის და ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ. ინ­ფო­ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რე­გი­ონს ხვალ და­ტო­ვე­ბენ.

"ჩვენ ბოლო წლე­ბია რე­გი­ონს აქ­ტი­ურ რეკ­ლა­მი­რე­ბას ვუ­წევთ ყა­ზა­ხეთ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, აჭა­რა მიმ­ზიდ­ვე­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლი გახ­და ყა­ზა­ხი ტუ­რის­ტე­ბი­სა და ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის. წელს, ყა­ზა­ხე­თის მსხვილ ქა­ლა­ქებ­ში გარე რეკ­ლა­მით, სა­ბორ­ტო ჟურ­ნა­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბით, რე­ი­ტინ­გულ და წამ­ყვან ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში,

ონ­ლა­ინ მე­დი­ა­ში აჭა­რის შე­სა­ხებ გა­სუ­ლი რე­პორ­ტა­ჟე­ბით კი­დევ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და რე­გი­ო­ნი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი წლის და­სა­წყის­ში ყა­ზა­ხეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს-ტუ­რის­ტუ­ლი ფო­რუ­მის გაგ­რძე­ლე­ბაა, სა­დაც რე­გი­ო­ნის სა­ინ­ვეს­ტი­ციო და ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალს ყა­ზა­ხი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გა­ეც­ნო. ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვაგ­რძე­ლებთ რე­გი­ო­ნის რეკ­ლა­მი­რე­ბას, ამ­ჯე­რად უკვე წამ­ყვან ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ებ­თან, რომ­ლე­ბიც უკვე უშუ­ა­ლოდ რე­გი­ონ­ში ტუ­რის­ტე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით იმუ­შა­ვე­ბენ," - გან­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან ღლონტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

მსხვილი ყაზახური ტურისტული კომპანიები აჭარით ინტერესდებიან

მსხვილი ყაზახური ტურისტული კომპანიები აჭარით ინტერესდებიან

მსხვილი ყაზახური ტურისტული კომპანიები აჭარის მიმართულებით მუშაობას იწყებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ინფოტურის ფარგლებში ტურსააგენტოების მენეჯერები რეგიონს სტუმრობენ.

ოთხდღიანი ინფოტურისას მონაწილეები რეგიონის საზღვაო-სამთო და ეკოტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობიან. ისინი უკვე სტუმრობდნენ ბათუმში არსებულ მაღალ და საშუალო ბიუჯეტიან სასტუმროებს, სადაც ტურისტებისთვის მნიშვნელოვან სერვისებსა და ურთიერთანამშრომლობის საკითხებს გაეცნენ.

ყაზახურ და ქართულ ტურისტულ სააგენტოებს შორის მჭიდრო ურთიერთობის დამყარების მიზნით სასტუმრო ინტურისტში მოეწყო ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართველმა და ყაზახმა კოლეგებმა კონკრეტული ტურისტული პაკეტების შემუშავებაზე ისაუბრეს. საქმიანი შეხვედრის დაწყებამდე კი მოეწყო აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია.

დღეს, ინფოტურის მონაწილეები უკვე მთიან აჭარას ეწვევიან, სადაც რეგიონის ეკოტურისტულ და ისტორიულ-კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან. ასევე, მოინახულებენ ადგილობრივ ღვინის მარნებს, სადაც ფოლკლორის მოსმენის და ადგილობრივი კერძების დაგემოვნების საშუალება მიეცემათ. ინფოტურის მონაწილეები რეგიონს ხვალ დატოვებენ.

"ჩვენ ბოლო წლებია რეგიონს აქტიურ რეკლამირებას ვუწევთ ყაზახეთში. შესაბამისად, აჭარა მიმზიდველი ტურისტული ადგილი გახდა ყაზახი ტურისტებისა და ინვესტორებისთვის. წელს, ყაზახეთის მსხვილ ქალაქებში გარე რეკლამით, საბორტო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიებით, რეიტინგულ და წამყვან ტელევიზიებში,

ონლაინ მედიაში აჭარის შესახებ გასული რეპორტაჟებით კიდევ უფრო პოპულარული გახდა რეგიონი. ეს ყველაფერი კი წლის დასაწყისში ყაზახეთში ჩატარებული ბიზნეს-ტურისტული ფორუმის გაგრძელებაა, სადაც რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს ყაზახი ბიზნესმენები და სექტორში დასაქმებული ორგანიზაციები გაეცნო. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ რეგიონის რეკლამირებას, ამჯერად უკვე წამყვან ტურისტულ სააგენტოებთან, რომლებიც უკვე უშუალოდ რეგიონში ტურისტების ჩამოყვანის მიმართულებით იმუშავებენ," - განცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი