პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მცდელობა ჰქონდა ყოველდღე, დღეს დააგვირგვინა" - დირექტორს, რომლის ბაღიდანაც აღსაზრდელი გადმოვარდა, შესაძლოა უფლებამოსილება შეუჩერდეს
"მცდელობა ჰქონდა ყოველდღე, დღეს დააგვირგვინა" - დირექტორს, რომლის ბაღიდანაც აღსაზრდელი გადმოვარდა, შესაძლოა უფლებამოსილება შეუჩერდეს

თბი­ლი­სის მერი ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელს ავა­ლებს, გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე, შე­უ­ჩე­როს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა დი­რექ­ტორ­სა და იმ აღ­მზრდე­ლებს, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვი­სას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე, - აღ­ნიშ­ნუ­ლია მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც 206-ე ბაღ­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცელ­და.

"თბი­ლი­სის მე­რია გმობს მომ­ხდარს და მი­მარ­თავს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­მო­ი­ძი­ონ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი. ამას­თა­ნა­ვე, თბი­ლი­სის მერი ავა­ლებს ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელს, გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე, შე­უ­ჩე­როს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ბაგა-ბა­ღის დი­რექ­ტორ­სა და იმ აღ­მზრდე­ლებს, რომ­ლე­ბიც ამ კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვი­სას უშუ­ა­ლოდ ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე.

მო­ვუ­წო­დებთ ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებს, თავი შე­ი­კა­ვონ არა­ე­თი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან. აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია მაქ­სი­მა­ლუ­რად ითა­ნამ­შრომ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას­თან", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, ბაგა-ბა­ღე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა თე­მურ თორ­დი­ნა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ სა­ბავ­შვო ბაღ­ში მუ­შა­ობს მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ათ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

"რა თქმა უნდა, ეს ფაქ­ტი არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ჩემი აზ­რით, ალ­ბათ, გა­ე­პა­რათ ბავ­შვი და სა­ძი­ნებ­ლი­დან, მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან გა­დახ­ტა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი მა­შინ­ვე მი­ვი­და ბაღ­ში. მიმ­დი­ნა­რე­ობს მოკ­ვლე­ვა. და­ვად­გენთ უყუ­რა­დღე­ბო­ბა იყო მი­ზე­ზი, თუ რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი მოხ­და. და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაწ­ვდით მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს. მეც ვაც­ნო­ბი­ე­რებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რო­გორც ბა­ღე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, მაგ­რამ ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ვი­საც უშუ­ა­ლოდ ევა­ლე­ბო­და ბავ­შვზე ყუ­რა­დღე­ბა, ალ­ბათ, მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გე­ბა. მოვ­ლე­ნებს არ მინ­და გა­ვუს­წრო, მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბი გვე­ცო­დი­ნე­ბა, ალ­ბათ, 2 სა­ათ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღებთ უმ­კაც­რეს ზო­მებს. მომ­ხდა­რი ფაქ­ტი საკ­მა­ოდ და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი და მძი­მეა", - გა­ნა­ცხა­და თე­მურ თორ­დი­ნა­ვამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში 206-ე სა­ბავ­შვო ბა­ღის დი­რექ­ტორს, რომ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დგას, ამ­ბობს რომ მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­დნილ მცი­რე­წლო­ვანს გად­მოხ­ტო­მის მცდე­ლო­ბა აქამ­დე რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­და. მა­რი­ნა გო­გო­ლა­ძის თქმით, ბავ­შვთან მას­წავ­ლებ­ლე­ბი და აღ­მზრდე­ლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა გა­ურ­კვე­ვე­ლია, რო­გორ მოხ­და შემ­თხვე­ვა:

"არა­ვი­თა­რი მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან გად­მოხ­ტო­მა არ იყო, რო­მე­ლი სარ­თუ­ლი­დან უნდა გად­მომხტა­რი­ყო?! ბავ­შვი არის ინ­კლუ­ზი­უ­რი და პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი­დან გად­მოხ­ტა. ყვე­ლა იქ ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ინ­კლუ­ზი­უ­რი ბავ­შვე­ბი მო­გეხ­სე­ნე­ბათ... მცდე­ლო­ბა ჰქონ­და დღეს კი არა, ყო­ველ­დღე და დღეს და­აგ­ვირ­გვი­ნა", - გა­ნა­ცხა­და "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უ­ბარ­ში 206-ე ბა­ღის დი­რექ­ტორ­მა მა­რი­ნა გო­გო­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ღის მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბას, ის სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. რო­გორც ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კის ექიმ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, 3 წლის ბავ­შვს მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი ამ ეტაპ­ზე არ აღე­ნიშ­ნე­ბა, მას მარ­ცხე­ნა ფილ­ტვი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

"და­ი­წყო ან­ტი­შო­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა. შემ­დგო­მი კვლე­ვე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბი­სათ­ვის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ამ დრო­ი­სათ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რია. რო­გორც თა­ვის, ასე­ვე კის­რის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი არ არის. ამ ეტა­ზე ოპე­რა­ცი­ულ ჩა­რე­ვას არ სა­ჭი­რო­ებს. დი­ნა­მი­კუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბავ­შვის მკურ­ნალ­მა ექიმ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მცდელობა ჰქონდა ყოველდღე, დღეს დააგვირგვინა" - დირექტორს, რომლის ბაღიდანაც აღსაზრდელი გადმოვარდა, შესაძლოა უფლებამოსილება შეუჩერდეს

"მცდელობა ჰქონდა ყოველდღე, დღეს დააგვირგვინა" - დირექტორს, რომლის ბაღიდანაც აღსაზრდელი გადმოვარდა, შესაძლოა უფლებამოსილება შეუჩერდეს

თბილისის მერი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ავალებს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც კონკრეტული შემთხვევისას ახორციელებდნენ ზედამხედველობას სასწავლო პროცესზე, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში, რომელიც 206-ე ბაღში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გავრცელდა.

"თბილისის მერია გმობს მომხდარს და მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. ამასთანავე, თბილისის მერი ავალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ამ კონკრეტული შემთხვევისას უშუალოდ ახორციელებდნენ ზედამხედველობას სასწავლო პროცესზე.

მოვუწოდებთ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, თავი შეიკავონ არაეთიკური განცხადებებისგან. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბავშვო ბაღში მუშაობს მონიტორინგის სამსახური, რომლის შედეგებიც დაახლოებით 2 საათში გახდება ცნობილი.

"რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არ უნდა მომხდარიყო. ჩემი აზრით, ალბათ, გაეპარათ ბავშვი და საძინებლიდან, მეორე სართულიდან გადახტა. აქედან გამომდინარე, მონიტორინგის სამსახური მაშინვე მივიდა ბაღში. მიმდინარეობს მოკვლევა. დავადგენთ უყურადღებობა იყო მიზეზი, თუ რაიმე კონკრეტული ფაქტი მოხდა. დამატებით ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით მედიასაშუალებებს. მეც ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, როგორც ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვისაც უშუალოდ ევალებოდა ბავშვზე ყურადღება, ალბათ, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მოვლენებს არ მინდა გავუსწრო, მონიტორინგის შედეგები გვეცოდინება, ალბათ, 2 საათში და შესაბამისად, მივიღებთ უმკაცრეს ზომებს. მომხდარი ფაქტი საკმაოდ დასაფიქრებელი და მძიმეა", - განაცხადა თემურ თორდინავამ.

რაც შეეხება ზემო ფონიჭალაში 206-ე საბავშვო ბაღის დირექტორს, რომლის პასუხისმგებლობის საკითხი დგას, ამბობს რომ მეორე სართულიდან გადმოვარდნილ მცირეწლოვანს გადმოხტომის მცდელობა აქამდე რამდენჯერმე ჰქონდა. მარინა გოგოლაძის თქმით, ბავშვთან მასწავლებლები და აღმზრდელები იყვნენ, თუმცა გაურკვეველია, როგორ მოხდა შემთხვევა:

"არავითარი მეორე სართულიდან გადმოხტომა არ იყო, რომელი სართულიდან უნდა გადმომხტარიყო?! ბავშვი არის ინკლუზიური და პირველი სართულიდან გადმოხტა. ყველა იქ ვიყავით, მაგრამ ინკლუზიური ბავშვები მოგეხსენებათ... მცდელობა ჰქონდა დღეს კი არა, ყოველდღე და დღეს დააგვირგვინა", - განაცხადა "რუსთავი 2"-თან საუბარში 206-ე ბაღის დირექტორმა მარინა გოგოლაძემ.

რაც შეეხება ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობას, ის სტაბილურად მძიმეა. როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 3 წლის ბავშვს მოტეხილობები ამ ეტაპზე არ აღენიშნება, მას მარცხენა ფილტვი აქვს დაზიანებული.

"დაიწყო ანტიშოკური მკურნალობა. შემდგომი კვლევებისა და მკურნალობისათვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. ამ დროისათვის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილურია. როგორც თავის, ასევე კისრის კომპიუტერული კვლევა ჩაუტარდა, მაგრამ ამ ეტაპზე მოტეხილობები არ არის. ამ ეტაზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. დინამიკური დაკვირვება გაგრძელდება", - განაცხადა ბავშვის მკურნალმა ექიმმა.

"პირველი 15 წუთი არის უფასო, შემდეგ კი..."  - 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება

"ბათუმის ბულვარში კარვები დაიდგმება და ადამიანებს შევთავაზებთ ნებაყოფლობით ტესტირებას" - ამირან გამყრელიძე

ტურისტულ რეგიონებში კაფე-ბარების, რესტორნების და სასტუმროების პერსონალს ინტენსიური ტესტირება ჩაუტარდება