სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუგდიდის ყველაზე ლამაზი ეზო, რომელსაც 46 წლის კაცი შვიდი წელია საკუთარი ხელით აშენებს - დაათვალიერეთ ფოტოები
ზუგდიდის ყველაზე ლამაზი ეზო, რომელსაც 46 წლის კაცი შვიდი წელია საკუთარი ხელით აშენებს - დაათვალიერეთ ფოტოები

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახა­ლა­ბას­თუ­მან­ში მცხოვ­რებ­მა პა­ა­ტა გო­გე­ლი­ამ სხვა­დას­ხვა დე­კო­რა­ტი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბით სა­კუ­თა­რი ეზოს მო­წყო­ბა შვი­დი წლის წინ და­ი­წყო. მის ეზო­ში 100-მდე სხა­ვა­დას­ხვა ჯი­შის მცე­ნა­რე ხა­რობს, მათ შო­რის: ბზა (კოლ­ხუ­რი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და მე­ჩხე­რი), ტი­ტას ხე, სე­ქო­ია, ნე­კერ­ჩხა­ლი, ბაძ­გი (მა­რადმწვა­ნე ზოგ­ჯერ ფო­თოლმცვი­ვა­ნი ხე­ე­ბი და ბუჩ­ქე­ბი) და ა.შ.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

46 წლის პა­ა­ტა გო­გე­ლი­ას მცე­ნა­რის ჯი­შე­ბი თა­ვად გა­მო­ყავს და მათ სხვა­დას­ხვა ფორ­მას აძ­ლევს. სახ­ლის მფლო­ბე­ლი ამ­ბობს, რომ ეზოს ლად­შაფ­ტის მო­წყო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ამის­თვის მცე­ნა­რი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

"რამ­დე­ნი­მე წე­ლია ამ საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, მიყ­ვარს მცე­ნა­რე­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად მათ მოვ­ლას დიდ დროს ვან­დო­მებ. სა­ნამ მცე­ნა­რეს ფორ­მას შე­ვუც­ვლი, დი­ზა­ინს ვხა­ტავ, შემ­დეგ კი ნა­ხა­ტის მი­ხედ­ვით ვჭრი მათ. შე­იძ­ლე­ბა მცე­ნა­რე­ე­ბი ისე იყოს დარ­გუ­ლი, ერ­თმა­ნეთს ხელს უშ­ლიდ­ნენ. თუმ­ცა, სწო­რი ჭრი­სა და მათ­თვის ფორ­მის მი­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში გა­დარ­გვას თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ" - ამ­ბობს ლან­დშაფ­ტის დი­ზა­ი­ნე­რი.

ეზო­ე­ბის მო­წყო­ბა დე­კო­რა­ტო­რის­თვის შე­მო­სავ­ლის წყა­როა, თუმ­ცა ის ამის მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლას არ თან­ხმდე­ბა, რად­გან თვლის, რომ მცე­ნა­რის მოვ­ლა ყვე­ლას არ შე­უძ­ლია.

"რო­დე­საც ვხე­დავ ადა­მი­ა­ნე­ბის ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მცე­ნა­რე­ე­ბის მი­მართ, რაც არ უნდა შე­მომ­თა­ვა­ზონ არ ვთან­ხმდე­ბი. გარ­კვე­ულ­წი­ლად ფსი­ქო­ლო­გიც და ფი­ლო­სო­ფო­სიც ვარ, ვცნობ ადა­მი­ა­ნებს და ვხვდე­ბი მათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მცე­ნა­რე­ე­ბის მი­მართ. ადა­მი­ანს უნდა უყ­ვარ­დეს თა­ვი­სი ეზო და რაც მთა­ვა­რია მცე­ნა­რე­ე­ბი. მცე­ნა­რეს რომ გა­უ­გო ადა­მი­ან­მა, მი­ნი­მა­ლუ­რად ფსი­ქო­ლო­გიც უნდა იყო. ეს ყვე­ლას არ შე­უძ­ლია" - გვე­უბ­ნე­ბა გო­გე­ლია.

პა­ა­ტა გო­გე­ლია 2011-2016 წლებ­ში ზუგ­დი­დის ბო­ტა­ნი­კურ ბაღს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ მას მა­შინ ბა­ღის სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა­მებრ მო­წყო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის მო­წყო­ბის გეგ­მა, რო­მე­ლიც თა­ვად შე­ი­მუ­შა­ვა, ახ­ლაც აქვს.

გო­გე­ლი­ას ეზო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა/დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბი - სა­ქარ­თვე­ლოს" ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­კურ­სის მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ნო. დე­კო­რა­ტო­რის ეზო, "ზუგ­დი­დის ყვე­ლა­ზე სუფ­თა ეზოს" ნო­მი­ნა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. კონ­კურ­სი ზუგ­დი­დის გამ­გე­ო­ბის ა(ა)იპ "ზუგ­დიდ­და­სუფ­თა­ვე­ბის ცენ­ტრის" მხარ­და­ჭე­რით იმარ­თე­ბა.

თა­თია რო­გა­ვა

AMBEBI.GE

ნონა
0

ძალიან ნიჭიერი, მშრომელი და კეთილშობილი ადამიანი შეძლებს მარტო ასეთი სამოთხის გაშენებას. ქედს ვიხრი ასეთი ადამიანების წინაშე. ბრავოოოოო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ზუგდიდის ყველაზე ლამაზი ეზო, რომელსაც 46 წლის კაცი შვიდი წელია საკუთარი ხელით აშენებს - დაათვალიერეთ ფოტოები

ზუგდიდის ყველაზე ლამაზი ეზო, რომელსაც 46 წლის კაცი შვიდი წელია საკუთარი ხელით აშენებს - დაათვალიერეთ ფოტოები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მცხოვრებმა პაატა გოგელიამ სხვადასხვა დეკორატიული ელემენტებით საკუთარი ეზოს მოწყობა შვიდი წლის წინ დაიწყო. მის ეზოში 100-მდე სხავადასხვა ჯიშის მცენარე ხარობს, მათ შორის: ბზა (კოლხური, ჩვეულებრივი და მეჩხერი), ტიტას ხე, სექოია, ნეკერჩხალი, ბაძგი (მარადმწვანე ზოგჯერ ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქები) და ა.შ.

იხილეთ ფოტოგალერეა

46 წლის პაატა გოგელიას მცენარის ჯიშები თავად გამოყავს და მათ სხვადასხვა ფორმას აძლევს. სახლის მფლობელი ამბობს, რომ ეზოს ლადშაფტის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის მცენარისადმი სიყვარული აუცილებელია.

"რამდენიმე წელია ამ საქმით ვარ დაკავებული, მიყვარს მცენარეები და შესაბამისად მათ მოვლას დიდ დროს ვანდომებ. სანამ მცენარეს ფორმას შევუცვლი, დიზაინს ვხატავ, შემდეგ კი ნახატის მიხედვით ვჭრი მათ. შეიძლება მცენარეები ისე იყოს დარგული, ერთმანეთს ხელს უშლიდნენ. თუმცა, სწორი ჭრისა და მათთვის ფორმის მიცემის შემთხვევაში გადარგვას თავიდან ავიცილებთ" - ამბობს ლანდშაფტის დიზაინერი.

ეზოების მოწყობა დეკორატორისთვის შემოსავლის წყაროა, თუმცა ის ამის მიუხედავად ყველას არ თანხმდება, რადგან თვლის, რომ მცენარის მოვლა ყველას არ შეუძლია.

"როდესაც ვხედავ ადამიანების ზერელე დამოკიდებულებას მცენარეების მიმართ, რაც არ უნდა შემომთავაზონ არ ვთანხმდები. გარკვეულწილად ფსიქოლოგიც და ფილოსოფოსიც ვარ, ვცნობ ადამიანებს და ვხვდები მათ დამოკიდებულებას მცენარეების მიმართ. ადამიანს უნდა უყვარდეს თავისი ეზო და რაც მთავარია მცენარეები. მცენარეს რომ გაუგო ადამიანმა, მინიმალურად ფსიქოლოგიც უნდა იყო. ეს ყველას არ შეუძლია" - გვეუბნება გოგელია.

პაატა გოგელია 2011-2016 წლებში ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ხელმძღვანელობდა, თუმცა ამბობს, რომ მას მაშინ ბაღის საკუთარი შეხედულებებისამებრ მოწყობის საშუალება არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ბოტანიკური ბაღის მოწყობის გეგმა, რომელიც თავად შეიმუშავა, ახლაც აქვს.

გოგელიას ეზო საზოგადოებამ "მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს" ფარგლებში მიმდინარე კონკურსის მეშვეობით გაიცნო. დეკორატორის ეზო, "ზუგდიდის ყველაზე სუფთა ეზოს" ნომინაციაში მონაწილეობს. კონკურსი ზუგდიდის გამგეობის ა(ა)იპ "ზუგდიდდასუფთავების ცენტრის" მხარდაჭერით იმართება.

თათია როგავა

AMBEBI.GE

მთავრობამ ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლოს

უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშას ტრაქტორმა გადაუარა - მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

"შესაძლოა, ბანკებს კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში საშეღავათო პერიოდის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ..." - რომან კაკულია