მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოქალაქეების საოცარი ჟესტი: ათასობით ამსტერდამელი მომაკვდავი მერის სახლთან შეიკრიბა მისთვის პატივის მისაგებად
მოქალაქეების საოცარი ჟესტი: ათასობით ამსტერდამელი მომაკვდავი მერის სახლთან შეიკრიბა მისთვის პატივის მისაგებად

ჰო­ლან­დი­ა­ში, ამ­სტერ­დამ­ში, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ხდარ­მა ფაქ­ტმა, მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. 20 სექ­ტემ­ბერს ათი ათა­სო­ბით ამ­სტერ­და­მე­ლი შე­იკ­რი­ბა იმ ქუ­ჩა­ზე, სა­დაც ქა­ლა­ქის მერი ებერ­ჰარდ ვან დერ ლა­ა­ნი ცხოვ­რობს. შეკ­რე­ბი­ლებ­მა ტრან­სპა­რან­ტე­ბით, პე­ტარ­დე­ბის ხმით და სტვე­ნით მთე­ლი ქუჩა აახ­მა­უ­რეს, თუმ­ცა ისი­ნი არა­ფერს აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ - უბ­რა­ლოდ, ამ ფორ­მით მი­ა­გეს პა­ტი­ვი ქა­ლა­ქის მერს, რო­მე­ლიც სა­სიკ­ვდი­ლო სე­ნი­თაა ავად და სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ დღე­ებს ით­ვლის...

ტა­ში­სა და აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის შემ­დეგ, შეკ­რე­ბი­ლებ­მა ჰო­ლან­დი­უ­რი სიმ­ღე­რა "Aan de Amsterdamse grachten" (ითარ­გმნე­ბა რო­გორც, ამ­სტერ­და­მის არ­ხებ­თან) ერ­თხმად შე­ას­რუ­ლეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

მათ­თან გა­სა­სა­უბ­რებ­ლად, სახ­ლი­დან გა­მო­ვი­და ებერ­ჰარდ ლა­ა­ნის მე­უღ­ლე ფემ­კე, თა­ვის სამ შვილ­თან ერ­თად და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და შეკ­რე­ბი­ლებს სა­ო­ცა­რი ჟეს­ტის­თვის: "თქვე­ნი მერი ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და აქ მდგა­რი­ყო თქვენს გვერ­დით, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, მას ეს­მის თქვე­ნი და ძა­ლი­ან ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბია. ჩემი მე­უღ­ლის სა­ხე­ლით, მინ­და მად­ლო­ბა მო­გახ­სე­ნოთ ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ჟეს­ტის­თვის და იმ მხარ­და­ჭე­რის­თვის, რა­საც თქვენ გა­მო­ხა­ტავთ მის მი­მართ ბოლო დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მის­თვის", - აღ­ნიშ­ნა ფემ­კე ვან დერ ლა­ა­ნიმ.

62 წლის ვან დერ ლა­ანს ფილ­ტვის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი იან­ვარ­ში და­უს­ვეს. მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე უი­მე­დო იყო, თუმ­ცა ქა­ლა­ქის მერ­მა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სად­მი ღია წე­რილ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ იქამ­დე უხელ­მძღვა­ნე­ლებ­და ქა­ლაქს, სა­ნამ ამის ძალა ექ­ნე­ბო­და. ბოლო რვა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უ­ა­რეს­და, ამი­ტო­მაც 19 სექ­ტემ­ბერს მერ­მა კი­დევ ერთი წე­რი­ლით მი­მარ­თა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს და აც­ნო­ბა, რომ პოსტს ტო­ვებ­და, რად­გან ექი­მებ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ მის­თვის არაფ­რის გა­კე­თე­ბა აღარ შე­უძ­ლი­ათ.

ებერ­ჰარდ ვან დერ ლა­ა­ნი ამ­სტერ­და­მის მერი 2010 წლი­დან იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

მოქალაქეების საოცარი ჟესტი: ათასობით ამსტერდამელი მომაკვდავი მერის სახლთან შეიკრიბა მისთვის პატივის მისაგებად

მოქალაქეების საოცარი ჟესტი: ათასობით ამსტერდამელი მომაკვდავი მერის სახლთან შეიკრიბა მისთვის პატივის მისაგებად

ჰოლანდიაში, ამსტერდამში, რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ფაქტმა, მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. 20 სექტემბერს ათი ათასობით ამსტერდამელი შეიკრიბა იმ ქუჩაზე, სადაც ქალაქის მერი ებერჰარდ ვან დერ ლაანი ცხოვრობს. შეკრებილებმა ტრანსპარანტებით, პეტარდების ხმით და სტვენით მთელი ქუჩა აახმაურეს, თუმცა ისინი არაფერს აპროტესტებდნენ - უბრალოდ, ამ ფორმით მიაგეს პატივი ქალაქის მერს, რომელიც სასიკვდილო სენითაა ავად და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლის...

ტაშისა და აპლოდისმენტების შემდეგ, შეკრებილებმა ჰოლანდიური სიმღერა "Aan de Amsterdamse grachten" (ითარგმნება როგორც, ამსტერდამის არხებთან) ერთხმად შეასრულეს.

იხილეთ ვიდეო

მათთან გასასაუბრებლად, სახლიდან გამოვიდა ებერჰარდ ლაანის მეუღლე ფემკე, თავის სამ შვილთან ერთად და მადლობა გადაუხადა შეკრებილებს საოცარი ჟესტისთვის: "თქვენი მერი ბედნიერი იქნებოდა აქ მდგარიყო თქვენს გვერდით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. თუმცა, მას ესმის თქვენი და ძალიან ნასიამოვნებია. ჩემი მეუღლის სახელით, მინდა მადლობა მოგახსენოთ ამ არაჩვეულებრივი ჟესტისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც თქვენ გამოხატავთ მის მიმართ ბოლო დღეების მანძილზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის", - აღნიშნა ფემკე ვან დერ ლაანიმ.

62 წლის ვან დერ ლაანს ფილტვის კიბოს დიაგნოზი იანვარში დაუსვეს. მდგომარეობა თავიდანვე უიმედო იყო, თუმცა ქალაქის მერმა მოქალაქეებისადმი ღია წერილში განაცხადა, რომ იქამდე უხელმძღვანელებდა ქალაქს, სანამ ამის ძალა ექნებოდა. ბოლო რვა თვის განმავლობაში მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, ამიტომაც 19 სექტემბერს მერმა კიდევ ერთი წერილით მიმართა თანამოქალაქეებს და აცნობა, რომ პოსტს ტოვებდა, რადგან ექიმებმა შეატყობინეს, რომ მისთვის არაფრის გაკეთება აღარ შეუძლიათ.

ებერჰარდ ვან დერ ლაანი ამსტერდამის მერი 2010 წლიდან იყო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"