პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...
საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...

გრი­ბო­ე­დო­ვის ქუჩა #18... მე­ო­რე სარ­თულ­ზე ამა­ვა­ლი ხის კიბე... მი­სა­ღე­ბი ოთა­ხი და ის­ტო­რი­უ­ლი მა­გი­და - ლარ­ნაკ­ში წი­თე­ლი მი­ხა­კე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­კუ­თა­რი თვა­ლით არას­დროს მი­ნა­ხავს, რო­გორ ცხოვ­რობ­და ამ სახ­ლში ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის ოჯა­ხი და არც ამის ვი­დე­ო­კად­რე­ბი არ­სე­ბობს, ყო­ველ ჯერ­ზე აქ სტუმ­რო­ბი­სას ისე­თი გან­ცდა მე­უფ­ლე­ბა, რომ ეს ად­გი­ლი წარ­სულ­თან "კონ­ტაქ­ტის" სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. აქ სრუ­ლი­ად თვალ­ნა­თე­ლია მას­პინ­ძლის სამ­ყა­რო და სუ­ლი­ე­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. თით­ქოს გაც­რე­ცი­ლი სი­ლუ­ე­ტე­ბი "ცო­ცხლდე­ბი­ან" და ეპი­ზო­დუ­რად "ხე­დავ": რო­გორ ზის სა­წერ მა­გი­დას­თან პო­ე­ტი, რო­გორ დარ­ბის ოთახ­ში მისი პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი და რო­გორ ეგე­ბე­ბა ტი­ცი­ა­ნის მე­უღ­ლე სტუმ­რებს, რომ­ლე­ბიც ამ სახ­ლს მრავ­ლად ახ­სოვს...

რო­დე­საც ნინო მა­ყაშ­ვი­ლი ტი­ცი­ანს გაჰ­ყვა ცო­ლად, ეს ბინა ბი­ძამ, ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძემ აჩუ­ქა. მრგვა­ლი მა­გი­დი­სა და რამ­დე­ნი­მე სკა­მის გარ­და აქ არა­ფე­რი იდგა. ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა ნელ-ნელა შე­მა­ტეს ავე­ჯი და ნივ­თე­ბი. მი­სა­ღებ­ში ახ­ლაც დგას ის ძვე­ლი მრგვა­ლი მა­გი­და, რო­მელ­ზეც ზამ­თარ-ზა­ფხულ წი­თელ­მი­ხა­კე­ბი­ა­ნი ლარ­ნა­კი იდგა, ამ ყვა­ვილს არ იშო­რებ­და კოს­ტი­უ­მის ღილ-კი­ლო­დან თა­ვად პო­ე­ტიც... მა­გი­დის გარ­შე­მო ის­ხდნენ "ცის­ფერ­ყან­წე­ლე­ბი", სხვა ქარ­თვე­ლი და რუსი პო­ე­ტე­ბი თუ მწერ­ლე­ბი: ესე­ნი­ნი, მა­ი­ა­კოვ­სკი, პას­ტრე­ნა­კი, ან­დრეი ბელი... ის­ხდნენ და ჭიქა ჩა­ი­ზე ღა­მე­ებს ათე­ნებ­დნენ ლექ­სე­ბის კი­თხვა­ში.

ამ სახ­ლში პო­ე­ტი, მისი მე­უღ­ლე ნინო მა­ყაშ­ვი­ლი და ქა­ლიშ­ვი­ლი ნიტა (ტა­ნიტ) 1921-დან 1937 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე ცხოვ­რობ­დნენ, ანუ მა­ნამ, სა­ნამ ტი­ცი­ანს ბევრ სხვა­სა­ვით ან­ტი­საბ­ჭო­თა მოღ­ვა­წე­ო­ბის აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვებ­დნენ. 1937 წლის რეპ­რე­სი­ე­ბის შემ­დეგ, ნი­ნოს ერთი ოთა­ხი და­უ­ტო­ვეს, მერე ბი­ნა­ში სხვე­ბიც შე­უ­სახ­ლეს, თუმ­ცა 1957 წელს, პო­ე­ტის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა. 1985 წლი­დან პო­ე­ტის ბი­ნა­ში მუ­ზე­უ­მი გა­იხ­სნა (რო­მე­ლიც პო­ე­ტის ქა­ლიშ­ვი­ლის სა­ძი­ნე­ბელ­სა და მი­სა­ღებ ოთახს მო­ი­ცავს) და კედ­ლებ­მა, პო­ე­ტის ქა­ლიშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით, ძვე­ლე­ბუ­რი იერი და­იბ­რუ­ნა.

უამ­რა­ვი ნივ­თი წარ­სულ­ში გაბ­რუ­ნებს, მათ შო­რის: ავე­ჯი, ცის­ფე­რი ყან­წი, კა­ლა­მი, სა­მელ­ნე, სა­ნა­თი, ჩი­ბუ­ხი, ჭურ­ჭე­ლი, ნინო მა­ყაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი სა­და­ფის ზარ­დახ­შა. იქ­ვეა პი­ე­რო­სა და კო­ლომ­ბი­ნას ფი­გუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­ო­ლო იაშ­ვილ­მა ტი­ცი­ან­სა და მის მე­უღ­ლეს ქორ­წი­ლის დღეს აჩუ­ქა. კედ­ლებ­ზე კი ტი­ცი­ა­ნის პორ­ტრე­ტე­ბი და ფო­ტო­ე­ბია გა­მო­ფე­ნი­ლი  გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...

საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...

გრიბოედოვის ქუჩა #18... მეორე სართულზე ამავალი ხის კიბე... მისაღები ოთახი და ისტორიული მაგიდა - ლარნაკში წითელი მიხაკებით. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალით არასდროს მინახავს, როგორ ცხოვრობდა ამ სახლში ტიციან ტაბიძის ოჯახი და არც ამის ვიდეოკადრები არსებობს, ყოველ ჯერზე აქ სტუმრობისას ისეთი განცდა მეუფლება, რომ ეს ადგილი წარსულთან "კონტაქტის" საშუალებას იძლევა. აქ სრულიად თვალნათელია მასპინძლის სამყარო და სულიერი ღირებულებები. თითქოს გაცრეცილი სილუეტები "ცოცხლდებიან" და ეპიზოდურად "ხედავ": როგორ ზის საწერ მაგიდასთან პოეტი, როგორ დარბის ოთახში მისი პატარა ქალიშვილი და როგორ ეგებება ტიციანის მეუღლე სტუმრებს, რომლებიც ამ სახლს მრავლად ახსოვს...

როდესაც ნინო მაყაშვილი ტიციანს გაჰყვა ცოლად, ეს ბინა ბიძამ, ალექსანდრე ჭავჭავაძემ აჩუქა. მრგვალი მაგიდისა და რამდენიმე სკამის გარდა აქ არაფერი იდგა. ახალდაქორწინებულებმა ნელ-ნელა შემატეს ავეჯი და ნივთები. მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა, ამ ყვავილს არ იშორებდა კოსტიუმის ღილ-კილოდან თავად პოეტიც... მაგიდის გარშემო ისხდნენ "ცისფერყანწელები", სხვა ქართველი და რუსი პოეტები თუ მწერლები: ესენინი, მაიაკოვსკი, პასტრენაკი, ანდრეი ბელი... ისხდნენ და ჭიქა ჩაიზე ღამეებს ათენებდნენ ლექსების კითხვაში.

ამ სახლში პოეტი, მისი მეუღლე ნინო მაყაშვილი და ქალიშვილი ნიტა (ტანიტ) 1921-დან 1937 წლის ოქტომბრამდე ცხოვრობდნენ, ანუ მანამ, სანამ ტიციანს ბევრ სხვასავით ანტისაბჭოთა მოღვაწეობის აბსურდული ბრალდებით დააკავებდნენ. 1937 წლის რეპრესიების შემდეგ, ნინოს ერთი ოთახი დაუტოვეს, მერე ბინაში სხვებიც შეუსახლეს, თუმცა 1957 წელს, პოეტის რეაბილიტაციის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. 1985 წლიდან პოეტის ბინაში მუზეუმი გაიხსნა (რომელიც პოეტის ქალიშვილის საძინებელსა და მისაღებ ოთახს მოიცავს) და კედლებმა, პოეტის ქალიშვილის მითითებით, ძველებური იერი დაიბრუნა.

უამრავი ნივთი წარსულში გაბრუნებს, მათ შორის: ავეჯი, ცისფერი ყანწი, კალამი, სამელნე, სანათი, ჩიბუხი, ჭურჭელი, ნინო მაყაშვილისეული სადაფის ზარდახშა. იქვეა პიეროსა და კოლომბინას ფიგურები, რომლებიც პაოლო იაშვილმა ტიციანსა და მის მეუღლეს ქორწილის დღეს აჩუქა. კედლებზე კი ტიციანის პორტრეტები და ფოტოებია გამოფენილი  განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს