პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გასაყიდი ბინა ბევრია, რეალური კლიენტი ცოტა - რა მდგომარეობაა უძრავი ქონების ბაზარზე
გასაყიდი ბინა ბევრია, რეალური კლიენტი ცოტა - რა მდგომარეობაა უძრავი ქონების ბაზარზე

1 ივ­ლი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყვე­ლა მე­წარ­მე ფი­ზი­კურ და იუ­რი­დი­ულ პირს ფა­სის ლარ­ში მი­თი­თე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ე­კის­რა. რამ­დე­ნად იქო­ნია გავ­ლე­ნა ამან უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე და რო­გო­რია ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი - AMBEBI.GE უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო­ებს გა­ე­სა­უბ­რა.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ბა­ზარ­ზე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფა­სის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა არ ფიქ­სირ­დე­ბა, თუმ­ცა ფასი მა­ინც დო­ლა­რის კურ­სის ცვლი­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან ფა­სის ლარ­ში მი­თი­თე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და, თუმ­ცა დო­ლა­რი ლა­რებ­ში გა­და­ყავთ და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად სა­ბაზ­რო კურსს უკავ­ში­რე­ბენ და არა ოფი­ცი­ა­ლურს. პრაქ­ტი­კუ­ლად ფასი მა­ინც დო­ლარ­ზეა მიბ­მუ­ლი. რე­ა­ლურ შემ­თხვე­ვა­ში კი როცა უკვე კლი­ენ­ტი გა­მოჩ­ნდე­ბა, შე­საძ­ლოა სულ სხვა ფა­სით გა­ი­ყი­დოს, ამი­ტო­მაც რთუ­ლი სათ­ქმე­ლია ფას­მა აი­წია თუ არა. ჩვენ ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა ლარ­ში გვაქვს გაშ­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა ბი­ნის პატ­რო­ნი იმ თან­ხას ითხოვს რამ­დე­ნი­ცაა კურ­სიც", - აცხა­დებს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტოს kibe.ge-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნელი გო­გუ­ა­ძე.

მისი თქმით, გა­სა­ყი­დი ბინა ძა­ლი­ან ბევ­რია რე­ა­ლუ­რი კლი­ენ­ტი ცოტა, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ძველ ბი­ნებს ეხე­ბა. "ახა­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამი­ტო­მაც მყიდ­ვე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ებს მი­მარ­თავს, ძველ ბი­ნებ­ზე კი მო­თხოვ­ნა ძა­ლი­ან შემ­ცირ­და. რო­გორც ე.წ "ხრუ­შოვ­კას იშ­ვი­ა­თად ყი­დუ­ლო­ბენ, თუ ყი­დუ­ლო­ბენ ძა­ლი­ან და­ბალ ფა­სად, ასე­ვეა ძველ ბი­ნებ­ზეც. ახა­ლი აშე­ნე­ბუ­ლი ბინა ძა­ლი­ან ბევ­რია, თან არც ისე­თი ცუდი პი­რო­ბე­ბით იყი­დე­ბა", - აცხა­დებს გო­გუ­ა­ძე.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­ი­ტის saqme.ge-ს დი­რექ­ტო­რის ნიკა ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე ფა­სის ლარ­ში მი­თი­თე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბამ გა­ურ­კვევ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. "ბევ­რი გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს და არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ ლარ­ში მი­თი­თე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ფიქ­რო­ბენ, რომ დო­ლარ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ფასი ლარ­შია. ამას ისიც და­ე­მა­ტა, რომ ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ იუ­რი­დი­ულ პი­რებს აქვთ ანუ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ებს და ა.შ. რო­გორც გა­ირ­კვა ფი­ზი­კურ პირს შე­უძ­ლია გან­ცხა­დე­ბა კვლავ დო­ლა­რის სა­ხით გა­მო­აქ­ვეყ­ნოს. ვი­ღაც ლარ­ში უთი­თებს ვი­ღაც დო­ლარ­ში, ამან სი­ტუ­ა­ცია არია", - ამ­ბობს saqme.ge-ს დი­რექ­ტო­რი.

ჯა­ფა­რი­ძის შე­ფა­სე­ბით, უმ­ჯო­ბე­სია ლა­რი­ზა­ცია ყვე­ლას შე­ხე­ბო­და და არა მხო­ლოდ გარ­კვე­ულ სეგ­მენტს.

"ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ყვე­ლა ფი­ზი­კუ­რიც და იუ­რი­დი­უ­ლიც ლარ­ზე უნდა გა­და­ვი­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სებს, რე­ა­ლუ­რად ფა­სე­ბი იგი­ვე დარ­ჩა. როცა დო­ლა­რი ძა­ლი­ან ავარ­და ზე­მოთ, მა­გა­ლი­თად, როცა 1.75 იყო და 2.30-2.40 გახ­და, რა თქმა უნდა, ფა­სებ­საც შე­ე­ხო. როცა ადა­მი­ანს ლარ­ში აქვს ხელ­ფა­სი, რა თქმა უნდა, 50 ათა­სი დო­ლა­რის გა­დახ­და უფრო გა­უ­ჭირ­დე­ბა, ვიდ­რე ადრე. ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ ისე­თი პრო­პორ­ცი­ით არა რო­გორც კურ­სი შე­იც­ვა­ლა", - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ. მისი თქმით, გა­ყიდ­ვე­ბის კუ­თხით სექ­ტემ­ბე­რი აქ­ტი­უ­რი თვეა.

"15 სექ­ტემ­ბრრი­დან მყიდ­ვე­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ხდე­ბა ხოლ­მე. ასე­ვე, ზა­ფხუ­ლის და­სა­წყი­სია საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი. აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვე­ბი­დან სექ­ტემ­ბრის 15-მდე ჩა­ვარ­დნი­ლი პე­რი­ო­დია. ახლა გა­ქი­რა­ვე­ბის სე­ზო­ნიც იწყე­ბა აქ­ტი­უ­რად", - აღ­ნიშ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტოს myclient.ge-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რის გვან­ცა გუ­ჯე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბი­ნე­ბის ლარ­ში მი­თი­თე­ბის შემ­დეგ ფას­ზე რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა არ მომ­ხდა­რა.

"ბი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა არც ავარ­დნი­ლა და არც ჩა­მო­ვად­ნი­ლა. არც ახალ აშე­ნე­ბულ­ზე და არც ძველ ბი­ნა­ზე ფა­სის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა არ ფიქ­სირ­დე­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში დო­ლა­რის ფა­სის გაზ­რდის შემ­დეგ, მომ­ხმა­რე­ბელს ბევ­რად მეტი თან­ხის გა­დახ­და უწევთ, ვიდ­რე თუნ­დაც ორი კვი­რის წინ მო­უ­წევ­დათ. გარ­კვე­ლი ზე­გავ­ლე­ნა კურსს ფას­ზე, რა თქმა უნდა აქვს, თუმ­ცა მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა არ ფიქ­სირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გუ­ჯე­ლაშ­ვილ­მა.

ლიკა ამი­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

გასაყიდი ბინა ბევრია, რეალური კლიენტი ცოტა - რა მდგომარეობაა უძრავი ქონების ბაზარზე

გასაყიდი ბინა ბევრია, რეალური კლიენტი ცოტა - რა მდგომარეობაა უძრავი ქონების ბაზარზე

1 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ფასის ლარში მითითების ვალდებულება დაეკისრა. რამდენად იქონია გავლენა ამან უძრავი ქონების ბაზარზე და როგორია ბოლოდროინდელი ტენდენციები - AMBEBI.GE უძრავი ქონების სააგენტოებს გაესაუბრა.

სპეციალისტების შეფასებით, ბაზარზე უძრავი ქონების ფასის მკვეთრი ცვლილება არ ფიქსირდება, თუმცა ფასი მაინც დოლარის კურსის ცვლილებაზეა დამოკიდებული.

"მოგეხსენებათ პირველი ივლისიდან ფასის ლარში მითითება სავალდებულო გახდა, თუმცა დოლარი ლარებში გადაყავთ და ჩვეულებრივად საბაზრო კურსს უკავშირებენ და არა ოფიციალურს. პრაქტიკულად ფასი მაინც დოლარზეა მიბმული. რეალურ შემთხვევაში კი როცა უკვე კლიენტი გამოჩნდება, შესაძლოა სულ სხვა ფასით გაიყიდოს, ამიტომაც რთული სათქმელია ფასმა აიწია თუ არა. ჩვენ ყველა განცხადება ლარში გვაქვს გაშვებული, თუმცა ბინის პატრონი იმ თანხას ითხოვს რამდენიცაა კურსიც", - აცხადებს უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge-ს დამფუძნებელი ნელი გოგუაძე.

მისი თქმით, გასაყიდი ბინა ძალიან ბევრია რეალური კლიენტი ცოტა, ეს განსაკუთრებით ძველ ბინებს ეხება. "ახალი მშენებლობები ძალიან კარგად მიმდინარეობს, ამიტომაც მყიდველების უმრავლესობა სამშენებლო კომპანიებს მიმართავს, ძველ ბინებზე კი მოთხოვნა ძალიან შემცირდა. როგორც ე.წ "ხრუშოვკას იშვიათად ყიდულობენ, თუ ყიდულობენ ძალიან დაბალ ფასად, ასევეა ძველ ბინებზეც. ახალი აშენებული ბინა ძალიან ბევრია, თან არც ისეთი ცუდი პირობებით იყიდება",  - აცხადებს გოგუაძე.

უძრავი ქონების განცხადებების საიტის saqme.ge-ს დირექტორის ნიკა ჯაფარიძის განცხადებით, უძრავ ქონებაზე ფასის ლარში მითითების ვალდებულებამ გაურკვევლობა გამოიწვია. "ბევრი განცხადებას აქვეყნებს და არ ითვალისწინებს, რომ ლარში მითითება აუცილებელია. ფიქრობენ, რომ დოლარში მითითებული ფასი ლარშია. ამას ისიც დაემატა, რომ ლართან მიმართებაში ვალდებულება მხოლოდ იურიდიულ პირებს აქვთ ანუ სამშენებლო კომპანიებს და ა.შ. როგორც გაირკვა ფიზიკურ პირს შეუძლია განცხადება კვლავ დოლარის სახით გამოაქვეყნოს. ვიღაც ლარში უთითებს ვიღაც დოლარში, ამან სიტუაცია არია", - ამბობს saqme.ge-ს დირექტორი.

ჯაფარიძის შეფასებით, უმჯობესია ლარიზაცია ყველას შეხებოდა და არა მხოლოდ გარკვეულ სეგმენტს.

"ერთხელ და სამუდამოდ ყველა ფიზიკურიც და იურიდიულიც ლარზე უნდა გადავიდეს. რაც შეეხება ფასებს, რეალურად ფასები იგივე დარჩა. როცა დოლარი ძალიან ავარდა ზემოთ, მაგალითად, როცა 1.75 იყო და 2.30-2.40 გახდა, რა თქმა უნდა, ფასებსაც შეეხო. როცა ადამიანს ლარში აქვს ხელფასი, რა თქმა უნდა, 50 ათასი დოლარის გადახდა უფრო გაუჭირდება, ვიდრე ადრე. ლარის გაუფასურებამ ცვლილებები გამოიწვია, მაგრამ ისეთი პროპორციით არა როგორც კურსი შეიცვალა", - განაცხადა ჯაფარიძემ. მისი თქმით, გაყიდვების კუთხით სექტემბერი აქტიური თვეა.

"15 სექტემბრრიდან მყიდველების გააქტიურება ხდება ხოლმე. ასევე, ზაფხულის დასაწყისია საკმაოდ აქტიური პერიოდი. აგვისტოს შუა რიცხვებიდან სექტემბრის 15-მდე ჩავარდნილი პერიოდია. ახლა გაქირავების სეზონიც იწყება აქტიურად", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

უძრავი ქონების სააგენტოს myclient.ge-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის გვანცა გუჯელაშვილის განცხადებით, ბინების ლარში მითითების შემდეგ ფასზე რადიკალური ცვლილება არ მომხდარა.

"ბინის ღირებულება არც ავარდნილა და არც ჩამოვადნილა. არც ახალ აშენებულზე და არც ძველ ბინაზე ფასის მკვეთრი ცვლილება არ ფიქსირდება. ბოლო პერიოდში დოლარის ფასის გაზრდის შემდეგ, მომხმარებელს ბევრად მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე თუნდაც ორი კვირის წინ მოუწევდათ. გარკველი ზეგავლენა კურსს ფასზე, რა თქმა უნდა აქვს, თუმცა მკვეთრი ცვლილება არ ფიქსირდება", - განაცხადა გუჯელაშვილმა.

ლიკა ამირაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი