საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"5 დღის გარდაცვლილები იყვნენ... მეორე ძმა კი ამ ხნის განმავლობაში ბინაში ცხოვრობდა" - რა გახდა გლდანში და-ძმის გარდაცვალების მიზეზი
"5 დღის გარდაცვლილები იყვნენ... მეორე ძმა კი ამ ხნის განმავლობაში ბინაში ცხოვრობდა" - რა გახდა გლდანში და-ძმის გარდაცვალების მიზეზი

შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და რამ­დე­ნი­მე დღის წინ გლ­და­ნის მე­ო­რე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში, სა­დაც 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი და-ძმა, ლალი და მიტო ლ-ები სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ბი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იპო­ვეს.

ცხედ­რე­ბის ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­დას­ვე­ნე­ბის შემ­დეგ საქ­მე­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო. რო­გორც შსს-ში გვი­თხრეს, საქ­მე თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის, 115-ე მუხ­ლით აღიძ­რა, თუმ­ცა ასე­ვე და­ა­მა­ტეს, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და მისი მსვლე­ლო­ბი­სას შე­საძ­ლოა მუხ­ლი შე­იც­ვა­ლო­სო.

ერთ-ერთ მი­ზე­ზად გა­ზით გა­გუდ­ვაც სა­ხელ­დე­ბა, თუმ­ცა, გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი­სა და მე­ზობ­ლე­ბის ვერ­სი­ით, შე­საძ­ლოა, სულ სხვა შემ­თხვე­ვას­თან გვქონ­დეს საქ­მე. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, და-ძმა ღა­მით, ძი­ლი­სას არის გარ­დაც­ვლი­ლი, გა­ზით გა­გუდ­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, მათი მე­სა­მე ძმაც უნდა და­ღუ­პუ­ლი­ყო - ამ უკა­ნას­კნელს ფსი­ქი­კუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი აქვს და ღა­მით მუ­დამ სახ­ლშია. გარ­დაც­ვლი­ლე­ბის მე­ზო­ბე­ლი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არა ისურ­ვა, შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებ­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რას" ესა­უბ­რა:

"და­ნამ­დვი­ლე­ბით არა­ფე­რი ვი­ცით რა მოხ­და, თავ­და­პირ­ვე­ლად თქვეს თით­ქოს გაზი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მი­ზე­ზი, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, გა­ზით გა­გუდ­ვა მანდ არა­ფერ შუ­ა­ში უნდა იყოს... ლალი დიდი ხანი რომ არ გა­მოჩ­ნდა ეზო­ში, ერ­თმა­ნეთს ვე­კი­თხე­ბო­დით, - ნე­ტავ სად არის, რა­ტომ არ ჩან­სო? ბოლო დღე­ებ­ში მე­ზობ­ლე­ბი ბი­ნი­დან გა­მო­სულ­მა სა­ში­ნელ­მა სუნ­მა იმ­დე­ნად შე­ა­წუ­ხა, რომ საბ­რა­ლო­ებს კარ­ზე და­უ­კა­კუ­ნეს და კარი რომ არა­ვი­ან გა­უ­ღო, შე­ვიდ­ნენ, - კარი ღია იყო... შე­ვიდ­ნენ და ეს სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თიც ნა­ხეს, - და-ძმა ლო­გი­ნებ­ში იწვა, ცხედ­რებს ხრწნა ჰქონ­და უკვე და­წყე­ბუ­ლი... ამ­ბო­ბენ, 5 დღის გარ­დაც­ვლი­ლე­ბი მა­ინც იყ­ვნე­ნო.

ლა­ლის მე­ო­რე ძმა, რო­მელ­საც ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­ნა­ში აგ­რძე­ლებ­და ცხოვ­რე­ბას, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მოს­ვლი­სას შინ არ იყო. რო­დე­საც მო­ძებ­ნეს და მო­იყ­ვა­ნეს, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იმე­ო­რებ­და, - რას ჰქვია, და­ი­ხოც­ნენ, სძი­ნავ­თო... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"5 დღის გარდაცვლილები იყვნენ... მეორე ძმა კი ამ ხნის განმავლობაში ბინაში ცხოვრობდა" - რა გახდა გლდანში და-ძმის გარდაცვალების მიზეზი

"5 დღის გარდაცვლილები იყვნენ... მეორე ძმა კი ამ ხნის განმავლობაში ბინაში ცხოვრობდა" - რა გახდა გლდანში და-ძმის გარდაცვალების მიზეზი

შემზარავი ტრაგედია დატრიალდა რამდენიმე დღის წინ გლდანის მეორე მიკრორაიონში, სადაც 60 წელს გადაცილებული და-ძმა, ლალი და მიტო ლ-ები საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გარდაცვლილები იპოვეს.

ცხედრების ექსპერტიზაზე გადასვენების შემდეგ საქმეზე საგამოძიებო მოკვლევა დაიწყო. როგორც შსს-ში გვითხრეს, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის, 115-ე მუხლით აღიძრა, თუმცა ასევე დაამატეს, გამოძიება მიმდინარეობს და მისი მსვლელობისას შესაძლოა მუხლი შეიცვალოსო.

ერთ-ერთ მიზეზად გაზით გაგუდვაც სახელდება, თუმცა, გარდაცვლილების ახლობლებისა და მეზობლების ვერსიით, შესაძლოა, სულ სხვა შემთხვევასთან გვქონდეს საქმე. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, და-ძმა ღამით, ძილისას არის გარდაცვლილი, გაზით გაგუდვის შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, მათი მესამე ძმაც უნდა დაღუპულიყო - ამ უკანასკნელს ფსიქიკური დარღვევები აქვს და ღამით მუდამ სახლშია. გარდაცვლილების მეზობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არა ისურვა, შემთხვევის დეტალებზე "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

"დანამდვილებით არაფერი ვიცით რა მოხდა, თავდაპირველად თქვეს თითქოს გაზი უნდა ყოფილიყო მიზეზი, მაგრამ, ვფიქრობ, გაზით გაგუდვა მანდ არაფერ შუაში უნდა იყოს... ლალი დიდი ხანი რომ არ გამოჩნდა ეზოში, ერთმანეთს ვეკითხებოდით, - ნეტავ სად არის, რატომ არ ჩანსო? ბოლო დღეებში მეზობლები ბინიდან გამოსულმა საშინელმა სუნმა იმდენად შეაწუხა, რომ საბრალოებს კარზე დაუკაკუნეს და კარი რომ არავიან გაუღო, შევიდნენ, - კარი ღია იყო... შევიდნენ და ეს საშინელი სურათიც ნახეს, - და-ძმა ლოგინებში იწვა, ცხედრებს ხრწნა ჰქონდა უკვე დაწყებული... ამბობენ, 5 დღის გარდაცვლილები მაინც იყვნენო.

ლალის მეორე ძმა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, ამ ხნის განმავლობაში ბინაში აგრძელებდა ცხოვრებას, თუმცა სამართალდამცავების მოსვლისას შინ არ იყო. როდესაც მოძებნეს და მოიყვანეს, გაკვირვებული იმეორებდა, - რას ჰქვია, დაიხოცნენ, სძინავთო... განაგრძეთ კითხვა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია