პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელოვნების ფესტივალი „კამერა ობსკურა: ბერლინი - თბილისი“ დღეს საზეიმოდ დაიხურება
ხელოვნების ფესტივალი „კამერა ობსკურა: ბერლინი - თბილისი“ დღეს საზეიმოდ დაიხურება

ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი "კა­მე­რა ობსკუ­რა: ბერ­ლი­ნი - თბი­ლი­სი" დღეს ფაბ­რი­კა­ში სა­ზე­ი­მოდ და­ი­ხუ­რე­ბა.

ღია ცის ქვეშ ქარ­თუ­ლი-გერ­მა­ნულ სა­ღა­მო­ზე, რო­მე­ლიც თბი­ლი­სი­სა და ბერ­ლი­ნის მე­გობ­რო­ბას ეძღვნე­ბა, პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თე­ბა ახ­ლად შექ­მნი­ლი ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი ჯაზ-კვინ­ტე­ტის კონ­ცერ­ტი რეზო კიკ­ნა­ძის (საქ­სა­ფო­ნი), მანფრედ ბრი­უნდლის (ბასი), მა­თი­ას ლინ­დერ­მა­ი­ე­რის (საყ­ვი­რი), ლუკა თო­ფუ­რი­ას (კლა­ვი­ში), ირაკ­ლი ჭო­ლა­ძის (და­სარ­ტყა­მი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი) შე­მად­გენ­ლო­ბით.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯაზ-კვინ­ტე­ტის კონ­ცერ­ტამ­დე, ფაბ­რი­კის ტე­რი­ტო­რია და­ერ­თმო­ბა ბერ­ლი­ნი-თბი­ლი­სის მე­გობ­რო­ბის ზე­იმს, ფაბ­რი­კის ეზო­ში თე­მა­ტუ­რი პრო­ექ­ცი­ე­ბი მო­ე­წყო­ბა და გა­ი­მარ­თე­ბა კი­ნოჩ­ვე­ნე­ბაც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­საყ­ვი­რე მა­თი­ას ლინ­დერ­მა­ი­ერს 2012 წელს მო­გე­ბუ­ლი აქვს Biberach Jazz პრი­ზი და kurt Maas-ის ჯილ­დო, ხოლო მანფრედ ბრი­უნდლის, ვა­ი­მა­რის მუ­სი­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს, 2012 წელს მი­ღე­ბუ­ლი აქვს ისე­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო, რო­გო­რი­ცაა SWR Jazz პრი­ზი. ის არის მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი კულ­ტუ­რა­თა­შო­რი­სი ჯა­ზის ჯილ­დოს, პირ­ვე­ლი ACHAVA ჯა­ზის ჯილ­დოს ინი­ცი­ა­ტო­რი და სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, 19 წლის მან­ძილ­ზე ვა­ი­მარ­ში Internatonal Jazzmile Workshop-ის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ამა­ვე სა­ღა­მოს ბერ­ლი­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი დი­ჯე­ე­ბი შტე­ფან გოლდმა­ნი და ბერ­ლი­ნის ელექტრო­ნუ­ლი სცე­ნის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ლე­გენ­და­რუ­ლი კლუ­ბის WATERGATE-ის რე­ზი­დენ­ტი პატ­ლა­კი და­უკ­რა­ვენ. პატ­ლა­კის რო­გორც DJ-ს და პრო­დი­უ­სე­რის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია ხან­გრძლივ­მა მე­გობ­რო­ბამ მა­თი­ას მა­ი­ერ­თან. მისი პირ­ვე­ლი EP გა­მო­ვი­და ჰამ­ბურ­გის ლე­იბ­ლით liebe*detail.

შტე­ფან გოლდმა­ნი ქმნის ინო­ვა­ცი­ურ,ელექტრო­ნულ მუ­სი­კას, რო­მე­ლიც ტექ­ნოს სა­ფუძ­ველ­ზე (თრე­ქი, რას­ტე­რი,სემპლი და ლუპი) არის აგე­ბუ­ლი. ტექ­ნოთ­რე­ქე­ბის გარ­და, ძი­რი­თა­დად მუ­შა­ობს ცეკ­ვე­ბის, ან­სამ­ბლე­ბი­სა და ფილ­მე­ბის­თვის (შეკ­ვე­თე­ბი MaerzMusik Berlin-ის NyMusikk ნო­ვერ­გი­ი­სა და BASF კულ­ტუ­რის პროგ­რა­მის­გან). გა­მოშ­ვე­ბუ­ლი აქვს მრა­ვა­ლი ჩა­ნა­წე­რი, და­არ­სა ლე­იბ­ლი Marco და არის DJ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. მრა­ვალ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებს შო­რის გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს Live პერ­ფორ­მან­სე­ბი ისეთ პრო­ექ­ტებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა: LACMA ლოს ან­ჟე­ლე­სი, The Mutek Festival მონ­რე­ა­ლი, The Honen in Temple Kyoto და The Centro Cultural Kirchner ბუ­ე­ნოს აი­რეს­ში.ბერ­ლინ­ში მისი სა­ხე­ლი მკვეთ­რად ასო­ცირ­დე­ბა კლუბ­თან "Berghain", რომ­ლის­თვი­საც აქვს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მა­ტი "ელექტრო­ა­კუს­ტი­კუ­რი სა­ლო­ნი".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო-გერ­მა­ნი­ის წლის ფარ­გლებ­ში ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი "კა­მე­რა ობსკუ­რა: ბერ­ლი­ნი-თბი­ლი­სი", რო­მე­ლიც 19 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო და 24 სექ­ტემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს მხარ­და­ჭე­რით და გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნია RCCR Projects-ის, ქარ­თუ­ლი სა­ა­გენ­ტო Ex: Sound-ის ორ­გა­ნი­ზე­ბით წელს პირ­ვე­ლად იმარ­თე­ბა.

"ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი "Camera Obscura ბერ­ლი­ნი-თბი­ლი­სი" გერ­მა­ნე­ლი და ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მუ­სი­კის სფე­რო­ებ­ში დი­ა­ლო­გის გაღ­რმა­ვე­ბას ეძღვნე­ბა, თუმ­ცა მის ძი­რი­თად თე­მას ორი დე­და­ქა­ლა­ქის - თბი­ლი­სი­სა და ბერ­ლი­ნის კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი წარ­მო­ად­გენს. ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მო­ი­ცავს კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის კონ­ცერტს, ჯაზ კონ­ცერტს, ფო­ტო­გა­მო­ფე­ნას, დის­კუ­სი­ებ­სა და კლუ­ბურ სა­ღა­მოს ბერ­ლი­ნე­ლი დი­ჯე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ გერ­მა­ნი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი ის ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­და იმი­სა, რომ სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ, ქარ­თველ კო­ლე­გებს თა­ვის პრო­ფე­სი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც გა­უ­ზი­ა­რე­ბენ", - აცხა­დე­ბენ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ხელოვნების ფესტივალი „კამერა ობსკურა: ბერლინი - თბილისი“ დღეს საზეიმოდ დაიხურება

ხელოვნების ფესტივალი „კამერა ობსკურა: ბერლინი - თბილისი“ დღეს საზეიმოდ დაიხურება

ხელოვნების ფესტივალი „კამერა ობსკურა: ბერლინი - თბილისი“ დღეს ფაბრიკაში საზეიმოდ დაიხურება.

ღია ცის ქვეშ ქართული-გერმანულ საღამოზე, რომელიც თბილისისა და ბერლინის მეგობრობას ეძღვნება, პირველად გაიმართება ახლად შექმნილი ქართულ-გერმანული ჯაზ-კვინტეტის კონცერტი რეზო კიკნაძის (საქსაფონი), მანფრედ ბრიუნდლის (ბასი), მათიას ლინდერმაიერის (საყვირი), ლუკა თოფურიას (კლავიში), ირაკლი ჭოლაძის (დასარტყამი ინსტრუმენტები) შემადგენლობით.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ჯაზ-კვინტეტის კონცერტამდე, ფაბრიკის ტერიტორია დაერთმობა ბერლინი-თბილისის მეგობრობის ზეიმს, ფაბრიკის ეზოში თემატური პროექციები მოეწყობა და გაიმართება კინოჩვენებაც.

აღსანიშნავია, რომ მესაყვირე მათიას ლინდერმაიერს 2012 წელს მოგებული აქვს Biberach Jazz პრიზი და kurt Maas-ის ჯილდო, ხოლო მანფრედ ბრიუნდლის, ვაიმარის მუსიკის უნივერსიტეტის პროფესორს, 2012 წელს მიღებული აქვს ისეთი პრესტიჟული ჯილდო, როგორიცაა SWR Jazz პრიზი. ის არის მსოფლიოში პირველი კულტურათაშორისი ჯაზის ჯილდოს, პირველი ACHAVA ჯაზის ჯილდოს ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 19 წლის მანძილზე ვაიმარში Internatonal Jazzmile Workshop-ის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ამავე საღამოს ბერლინიდან ჩამოსული დიჯეები შტეფან გოლდმანი და ბერლინის ელექტრონული სცენის ერთ-ერთი პირველი ლეგენდარული კლუბის WATERGATE-ის რეზიდენტი პატლაკი დაუკრავენ. პატლაკის როგორც DJ-ს და პროდიუსერის შემოქმედებაზე გავლენა იქონია ხანგრძლივმა მეგობრობამ მათიას მაიერთან. მისი პირველი EP გამოვიდა ჰამბურგის ლეიბლით liebe*detail.

შტეფან გოლდმანი ქმნის ინოვაციურ,ელექტრონულ მუსიკას, რომელიც ტექნოს საფუძველზე (თრექი, რასტერი,სემპლი და ლუპი) არის აგებული. ტექნოთრექების გარდა, ძირითადად მუშაობს ცეკვების, ანსამბლებისა და ფილმებისთვის (შეკვეთები MaerzMusik Berlin-ის NyMusikk ნოვერგიისა და BASF კულტურის პროგრამისგან). გამოშვებული აქვს მრავალი ჩანაწერი, დაარსა ლეიბლი Marco და არის DJ მსოფლიოს მასშტაბით. მრავალ საერთაშორისო პროექტებს შორის გაკეთებული აქვს Live პერფორმანსები ისეთ პროექტებში, როგორებიცაა: LACMA ლოს ანჟელესი, The Mutek Festival მონრეალი, The Honen in Temple Kyoto და The Centro Cultural Kirchner ბუენოს აირესში.ბერლინში მისი სახელი მკვეთრად ასოცირდება კლუბთან “Berghain“, რომლისთვისაც აქვს ღონისძიებების სპეციალური ფორმატი „ელექტროაკუსტიკური სალონი“.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში ხელოვნების ფესტივალი „კამერა ობსკურა: ბერლინი-თბილისი“, რომელიც 19 სექტემბერს დაიწყო და 24 სექტემბრამდე გაგრძელდება, გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით და გერმანული კომპანია RCCR Projects-ის, ქართული სააგენტო Ex: Sound-ის ორგანიზებით წელს პირველად იმართება.

”ხელოვნების ფესტივალი „Camera Obscura ბერლინი-თბილისი“ გერმანელი და ქართველი ხელოვანების მონაწილეობით ორ ქვეყანას შორის ხელოვნებისა და მუსიკის სფეროებში დიალოგის გაღრმავებას ეძღვნება, თუმცა მის ძირითად თემას ორი დედაქალაქის - თბილისისა და ბერლინის კულტურული ურთიერთობები წარმოადგენს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს კლასიკური მუსიკის კონცერტს, ჯაზ კონცერტს, ფოტოგამოფენას, დისკუსიებსა და კლუბურ საღამოს ბერლინელი დიჯეების მონაწილეობით. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ გერმანიიდან ჩამოსული ის ცნობილი ხელოვანები, რომლებიც გარდა იმისა, რომ საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენენ, ქართველ კოლეგებს თავის პროფესიულ გამოცდილებასაც გაუზიარებენ”, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება