მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის შაბათი საუკეთესო დღე წიგნის კითხვისთვის?
რატომ არის შაბათი საუკეთესო დღე წიგნის კითხვისთვის?

წიგ­ნის კი­თხვა ადა­მი­ან­თა დიდი ნა­წი­ლის­თვის გან­ტვირ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო დღე­ე­ბი, გა­უ­თა­ვე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბი, სამ­სა­ხუ­რი, სა­ცო­ბე­ბი, ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი... ყო­ვე­ლი მე­ო­რე წუ­წუ­ნებს, რომ გა­დარ­ბე­ნა­ზეა, დაღ­ლი­ლია, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის დრო არ რჩე­ბა... ნაკ­ლე­ბი დრო გვრჩე­ბა გან­ტვირ­თვი­სა და კი­თხვის­თვი­საც. ამავდრო­უ­ლად წიგ­ნის კი­თხვის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. გარ­და ამი­სა, ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ კი­თხვა ყვე­ლა­ზე უკეთ ავი­თა­რებს აზ­როვ­ნე­ბას, წარ­მო­სახ­ვის უნარს და კი­თხვის პრო­ცე­სი აჩ­ქა­რებს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ტვი­ნის უჯრე­დე­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცეს­საც კი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, დღე­ში 20 გვერდს მა­ინც უნდა ვკი­თხუ­ლობ­დეთ იმის­თვის, რომ აქ­ტი­ურ მკი­თხვე­ლე­ბად მი­ვიჩ­ნე­ო­დეთ, თუმ­ცა გა­დატ­ვირ­ტუ­ლი გრა­ფი­კის გამო ხში­რად ამ 20 გვერ­დის წა­კი­თხვის სა­შუ­ა­ლე­ბაც ნაკ­ლე­ბად გვეძ­ლე­ვა, მაგ­რამ კვი­რა­ში ერთი დღე ნამ­დვი­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა, რო­დე­საც თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია მო­ი­წყოს სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ტვირ­თვა წიგ­ნით ხელ­ში.

"მინ­და, შა­ბა­თი დღე კი­თხვის დღედ და­ვა­წე­სო" _ თქვა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ საკ­ვი­ა­რაო ქა­და­გე­ბა­ში ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე წლის წინ და ეს მო­წო­დე­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფად აი­ტა­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა. შა­ბა­თი მარ­თლაც არის დღე, რო­დე­საც დატ­ვირ­თუ­ლი კვი­რის შემ­დეგ მყუდ­რო გა­რე­მო­ში კარ­გი წიგ­ნის კი­თხვით შეგ­ვიძ­ლია შე­ვიქ­ცი­ოთ თავი. ამ მო­წო­დე­ბას არა­მარ­ტო მკი­თხვე­ლე­ბი, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ბიბ­ლუ­სიც" გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ამ საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა "ბიბ­ლუს­მა" შა­ბა­თის აქ­ცია შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა თა­ვი­სი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის. შა­ბა­თის აქ­ცია ყო­ველკ­ვი­რე­ულ, სის­ტე­მა­ტი­ურ ხა­სი­ათს ატა­რებს და მკი­თხველს მუდ­მი­ვად სთა­ვა­ზობს სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნებს დიდი ფას­დაკ­ლე­ბით. ყო­ველ შა­ბათს "ბიბ­ლუ­სის" ყვე­ლა ფი­ლი­ალ­ში მი­სულ მომ­ხმა­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს ბიბ­ლუ­სის მიერ წი­ნას­წარ შერ­ჩე­უ­ლი 3 წიგ­ნი 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბით შე­ი­ძი­ნოს და შა­ბა­თი დღე ახა­ლი წიგ­ნის კი­თხვით და­ი­წყოს. მნიშ­ვნე­ლოვ­ნია ის, რომ წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი ცდი­ლობს ყვე­ლა ტი­პის მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და რო­გორც წესი, შა­ბა­თის აქ­ცი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ხოლ­მე რო­გორც მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ზრდას­რულ­თათ­ვის, ასე­ვე სა­ბავ­შვო და შე­მეც­ნე­ბი­თი წიგ­ნე­ბი.

ასე რომ, თუ გიყ­ვართ წიგ­ნე­ბის კი­თხვა, მაგ­რამ გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის გამო სა­მუ­შაო დღე­ებ­ში ამას ვერ ახერ­ხებთ შა­ბა­თი დღის გა­მო­ყე­ნე­ბა ამ კუ­თხით ნამ­დვი­ლად სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ერთი მხრივ ამ დღეს ყო­ველ­თვის მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გვაქვს, მე­ო­რე მხრივ კი თუ მთე­ლი კვი­რა ისე გა­ვი­და, რომ ვერ გა­და­წყვი­ტეთ რო­მე­ლი წიგ­ნი წა­ი­კი­თხოთ, შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ "ბიბ­ლუ­სის" შა­ბა­თის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, შე­ი­ძი­ნოთ წიგ­ნი ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად და წიგ­ნის კი­თხვის დღედ და­წე­სე­ბუ­ლი შა­ბა­თი სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ტა­როთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რატომ არის შაბათი საუკეთესო დღე წიგნის კითხვისთვის?

რატომ არის შაბათი საუკეთესო დღე წიგნის კითხვისთვის?

წიგნის კითხვა ადამიანთა დიდი ნაწილისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. დატვირთული სამუშაო დღეები, გაუთავებელი საქმეები, სამსახური, საცობები, ოჯახი, შვილები... ყოველი მეორე წუწუნებს, რომ გადარბენაზეა, დაღლილია, საკუთარი თავისთვის დრო არ რჩება... ნაკლები დრო გვრჩება განტვირთვისა და კითხვისთვისაც. ამავდროულად წიგნის კითხვის გარეშე შეუძლებელია სრულფასოვანი განათლების მიღება. გარდა ამისა, ცნობილი ფაქტია, რომ კითხვა ყველაზე უკეთ ავითარებს აზროვნებას, წარმოსახვის უნარს და კითხვის პროცესი აჩქარებს დაზიანებული ტვინის უჯრედების აღდგენის პროცესსაც კი. როგორც ამბობენ, დღეში 20 გვერდს მაინც უნდა ვკითხულობდეთ იმისთვის, რომ აქტიურ მკითხველებად მივიჩნეოდეთ, თუმცა გადატვირტული გრაფიკის გამო ხშირად ამ 20 გვერდის წაკითხვის საშუალებაც ნაკლებად გვეძლევა, მაგრამ კვირაში ერთი დღე ნამდვილად მოიძებნება, როდესაც თითოეულ ადამიანს შეუძლია მოიწყოს სასიამოვნო განტვირთვა წიგნით ხელში.

„მინდა, შაბათი დღე კითხვის დღედ დავაწესო“ _ თქვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვიარაო ქადაგებაში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ და ეს მოწოდება ძალიან სწრაფად აიტაცა საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. შაბათი მართლაც არის დღე, როდესაც დატვირთული კვირის შემდეგ მყუდრო გარემოში კარგი წიგნის კითხვით შეგვიძლია შევიქციოთ თავი. ამ მოწოდებას არამარტო მკითხველები, არამედ საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსიც“ გამოეხმაურა. ამ საკვირაო ქადაგების შემდეგ გადაწყვიტა „ბიბლუსმა“ შაბათის აქცია შეეთავაზებინა თავისი მომხმარებლისთვის. შაბათის აქცია ყოველკვირეულ, სისტემატიურ ხასიათს ატარებს და მკითხველს მუდმივად სთავაზობს საინტერესო წიგნებს დიდი ფასდაკლებით. ყოველ შაბათს „ბიბლუსის“ ყველა ფილიალში მისულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ბიბლუსის მიერ წინასწარ შერჩეული 3 წიგნი 50%-მდე ფასდაკლებით შეიძინოს და შაბათი დღე ახალი წიგნის კითხვით დაიწყოს. მნიშვნელოვნია ის, რომ წიგნების მაღაზიათა ქსელი ცდილობს ყველა ტიპის მკითხველის ინტერესები გაითვალისწინოს და როგორც წესი, შაბათის აქციაში წარმოდგენილია ხოლმე როგორც მხატვრული ლიტერატურა ზრდასრულთათვის, ასევე საბავშვო და შემეცნებითი წიგნები.

ასე რომ, თუ გიყვართ წიგნების კითხვა, მაგრამ გადატვირთული გრაფიკის გამო სამუშაო დღეებში ამას ვერ ახერხებთ შაბათი დღის გამოყენება ამ კუთხით ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ერთი მხრივ ამ დღეს ყოველთვის მეტი თავისუფალი დრო გვაქვს, მეორე მხრივ კი თუ მთელი კვირა ისე გავიდა, რომ ვერ გადაწყვიტეთ რომელი წიგნი წაიკითხოთ, შეგიძლიათ გაეცნოთ „ბიბლუსის“ შაბათის შემოთავაზებას, შეიძინოთ წიგნი ხელმისაწვდომ ფასად და წიგნის კითხვის დღედ დაწესებული შაბათი სასიამოვნოდ გაატაროთ.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს