პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით

ჩვე­ნი პლა­ნე­ტა სი­ურპრი­ზე­ბით არის აღ­სავ­სე. ხან­და­ხან გვგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით მის შე­სა­ხებ, მაგ­რამ დე­და­მი­წა­ზე ისე­თი ად­გი­ლე­ბიც არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც გვა­ფიქ­რებს, რომ ეს არა­მი­წი­ე­რი სი­ლა­მა­ზე, სა­დღაც სხვა პლა­ნე­ტა­ზეა...

გთა­ვა­ზობთ დე­და­მი­წის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი არც თუ ისე ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნის თვა­ლი არის მიჩ­ვე­უ­ლი. ფო­ტო­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­გექ­მნე­ბათ, თით­ქოს ჩვე­ნი კოს­მო­სუ­რი სახ­ლის ზღვარს გაც­დით...

მა­რი­ე­ტას კუნ­ძუ­ლის ფა­რუ­ლი პლი­ა­ჟი, მექ­სი­კა

კლდე­ებს შო­რის და­მა­ლუ­ლი ზღვის სა­ნა­პი­რო, რო­მე­ლიც მა­რი­ე­ტას კუნ­ძუ­ლებ­ზე სამ­ხედ­რო გა­მოც­დე­ბის შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით 100 წლის წინ წარ­მო­იშ­ვა. დღეს­დღე­ო­ბით, კუნ­ძულს ნაკ­რძა­ლის სტა­ტუ­სი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. აკ­ვა­ტო­რი­ის მი­და­მო­ებ­ში კი დამ­სვე­ნებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ თვალ-ყური ადევ­ნონ დელ­ფი­ნებ­სა და ვე­შა­პებს.

რო­რა­ი­მას მთა, ბრა­ზი­ლია-ვე­ნე­სუ­ე­ლა-გა­ი­ა­ნა

ერთი შე­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა გვე­გო­ნოს, რომ შენს თვალ­წინ მი­წის მო­ნაკ­ვე­თია, რო­მე­ლიც ღრუბ­ლებ­ში და­ცუ­რავს. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ეს რო­რა­ი­ა­მას მთაა. ზო­გი­ერ­თი მას "სა­მა­გი­დო მთას" უწო­დებს. მის მწვერ­ვალ­ზე ღრუ­ბე­ლი არა­სო­დეს ქრე­ბა, ხოლო მცე­ნა­რე­ე­ბის სა­ხე­ო­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა მხო­ლოდ ამ მთის მი­და­მო­ებ­ში ხა­რობს.

Zhangye Danxia ეროვ­ნუ­ლი გე­ო­პარ­კი, ჩი­ნე­თი

ე.წ. "ფე­რა­დი ფე­ნო­ვა­ნი ღვე­ზე­ლი­ვით მთე­ბი", ერ­თმა­ნეთ­ზე ქვი­შაქ­ვი­სა და სხვა­დას­ხვა გე­ო­ლო­გი­უ­რი ჯი­შის შე­ნა­ერ­თის შე­დე­გია, რო­მე­ლიც 24 მი­ლი­ო­ნი წელი გრძელ­დე­ბო­და. მი­ლი­ო­ნო­ბით წლე­ბის მან­ძილ­ზე ქარ­მა და წვი­მამ ამ ად­გილს სხვა­დას­ხვა ფორ­მა მი­ა­ნი­ჭა.

"სალ­ვა­დორ და­ლის უდაბ­ნო", ბო­ლი­ვია

100 კვ. მეტ­რის მეტ ფარ­თობ­ზე გაშ­ლი­ლი უსი­ცო­ცხლო უდაბ­ნო თით­ქოს პირ­და­პირ გე­ნი­ო­სის ტი­ლო­დან გად­მო­ვი­და ფო­ტო­სუ­რათ­ზე. გლუ­ვი, თით­ქოს აკ­ვა­რე­ლის სა­ღე­ბა­ვით გა­ფე­რა­დე­ბუ­ლი მთე­ბი, უც­ნა­უ­რი ლო­დე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­სა­ი­დან გაზ­რდილ ხე­ებს გვა­გო­ნე­ბენ და უსას­რუ­ლო ქვი­შა... თით­ქოს სწო­რედ აქ ქმნი­და სალ­ვა­დორ დალი მის სი­უ­რრე­ა­ლის­ტურ შე­დევ­რებს.

და­ნა­კი­ლის ღრმუ­ლი, ეთი­ო­პია

და­ნა­კი­ლის ღრმუ­ლი შე­იძ­ლე­ბა კა­ცობ­რი­ო­ბის აკ­ვნად ჩა­ით­ვა­ლოს, ვი­ნა­ი­დან სწო­რად აქ არის ნა­პოვ­ნი ლუ­სის ნეშ­ტი (მეც­ნი­ე­რე­ბა­ში პირ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი ჰო­მი­ნი­დის). ად­გი­ლობ­რი­ვი გო­გირ­დის ტბე­ბის გამო, სა­დაც უნი­კა­ლუ­რი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი ბი­ნად­რო­ბენ, აქა­უ­რი ლან­დშაფ­ტი იოს - იუ­პი­ტე­რის ერთ-ერთ თა­ნამ­გზავრს გვა­გო­ნებს.

მთვა­რის ველი, ატა­კა­მას უდაბ­ნო, ჩილე

მთვა­რის ველი დე­და­მი­წის ერთ-ერთ გვავ­ლი­ან ად­გი­ლას მდე­ბა­რე­ობს, კერ­ძოდ ატა­კა­მას უდაბ­ნო­ში. ად­გი­ლობ­რი­ვი პე­ი­ზა­ჟი ძა­ლი­ან წა­ა­გა­ვის მთვა­რის პე­ი­ზა­ჟებს, ვი­ნა­ი­დან აქა­უ­რი ტბე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით მა­რი­ლი­ა­ნი ქერ­ქი­სა­გან შედ­გე­ბა, ხოლო ქვის კლდე­ე­ბი კი ორი­ვე­გან ზე­და­პირ­ზე აღი­მარ­თე­ბა.

მფრი­ნა­ვი გე­ი­ზე­რი, ნე­ვა­და, აშშ

"ფლა­ის" გე­ო­თერ­მუ­ლი წყა­რო ადა­მი­ა­ნის ჩა­რე­ვის წყა­ლო­ბით წარ­მო­იქ­მნა: ჭის აშე­ნე­ბი­სას შეც­დო­მა იყო დაშ­ვე­ბუ­ლი, რის შე­დე­გა­დაც მდუ­ღა­რე წყალ­მა გა­რეთ გა­მო­აღ­წია. მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ­მა მი­ნე­რა­ლებ­მა 1.5 მეტ­რი­ა­ნი ვულ­კა­ნი შექ­მნეს, რო­მე­ლიც დღემ­დე ზო­მა­ში მა­ტუ­ლობს.

"მრუ­დე ტყე", პო­მე­რა­ნია, პო­ლო­ნე­თი

და­ახ­ლო­ე­ბით 400-ზე მეტი ფიჭ­ვი, რო­მელ­თა ტანი ჩრდი­ლო­ე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით იღუ­ნე­ბა, პო­ლო­ნე­თის ერთ-ერთ ტყე­ში იზ­რდე­ბა. ეს ფე­ნო­მე­ნი დღემ­დე ამო­უც­ნო­ბია: ზოგი ამ მოვ­ლე­ნას ბუ­ნე­ბას აბ­რა­ლებს, ზოგი კი ადა­მი­ანს.

სო­კოტ­რას არ­ქი­პე­ლა­გი, იე­მე­ნი

სო­კოტ­რას პე­ი­ზა­ჟებს გან­სა­კუთ­რე­ბულ უც­ნა­უ­რო­ბა­სა და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვო­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ე­ბი - 10-მეტ­რი­ა­ნი წი­თე­ლი დრა­ცე­ნე­ბი ანი­ჭე­ბენ. ხეს თუ ქერ­ქს მო­ვაჭ­რით, წვე­ნის გა­მო­ყო­ფას იწყებს, რო­მე­ლიც სის­ხლს წა­ა­გავს. ასე­თი სა­ხე­ო­ბის ხე­ე­ბი გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­გი­ლი­სა, არ­სად არის, ამი­ტო­მაც არ­ქი­პე­ლა­გი არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ად­გი­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს.

"პე­რი­ტო-მო­რე­ნოს მყინ­ვა­რი", პა­ტა­გო­ნია, არ­გენ­ტი­ნა

პე­რი­ტო-მო­რე­ნოს მყინ­ვა­რის სა­ი­დუმ­ლო იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ დაპ­რე­სი­ლი ყი­ნუ­ლი პა­ლიტ­რის ყვე­ლა ფერს მო­ი­ცავს, გარ­და ლურ­ჯი­სა. ამ დი­დე­ბუ­ლი მყინ­ვა­რის არა მხო­ლოდ და­ნახ­ვა, არა­მედ მოს­მე­ნაც კი არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ყი­ნუ­ლი გაბ­ზარ­ვი­სას სა­ო­ცარ და უნი­კა­ლურ მე­ლო­დი­ებს წარ­მოქ­მნის.

მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

sponsored by ContentRoom

10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით

10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით

ჩვენი პლანეტა სიურპრიზებით არის აღსავსე. ხანდახან გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით მის შესახებ, მაგრამ დედამიწაზე ისეთი ადგილებიც არსებობს, რომლებიც გვაფიქრებს, რომ ეს არამიწიერი სილამაზე, სადღაც სხვა პლანეტაზეა...

გთავაზობთ დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობას, სადაც ყველაფერი არც თუ ისე ბუნებრივად გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის თვალი არის მიჩვეული. ფოტოების დათვალიერებისას, შთაბეჭდილება შეგექმნებათ, თითქოს ჩვენი კოსმოსური სახლის ზღვარს გაცდით...

მარიეტას კუნძულის ფარული პლიაჟი, მექსიკა

კლდეებს შორის დამალული ზღვის სანაპირო, რომელიც მარიეტას კუნძულებზე სამხედრო გამოცდების შემდეგ დაახლოებით 100 წლის წინ წარმოიშვა. დღესდღეობით, კუნძულს ნაკრძალის სტატუსი აქვს მინიჭებული. აკვატორიის მიდამოებში კი დამსვენებლებს საშუალება ეძლევათ თვალ-ყური ადევნონ დელფინებსა და ვეშაპებს.

რორაიმას მთა, ბრაზილია-ვენესუელა-გაიანა

ერთი შეხედვით, შეიძლება გვეგონოს, რომ შენს თვალწინ მიწის მონაკვეთია, რომელიც ღრუბლებში დაცურავს. სინამდვილეში კი ეს რორაიამას მთაა. ზოგიერთი მას "სამაგიდო მთას" უწოდებს. მის მწვერვალზე ღრუბელი არასოდეს ქრება, ხოლო მცენარეების სახეობების უმეტესობა მხოლოდ ამ მთის მიდამოებში ხარობს.

Zhangye Danxia ეროვნული გეოპარკი, ჩინეთი

ე.წ. "ფერადი ფენოვანი ღვეზელივით მთები", ერთმანეთზე ქვიშაქვისა და სხვადასხვა გეოლოგიური ჯიშის შენაერთის შედეგია, რომელიც 24 მილიონი წელი გრძელდებოდა. მილიონობით წლების მანძილზე ქარმა და წვიმამ ამ ადგილს სხვადასხვა ფორმა მიანიჭა.

"სალვადორ დალის უდაბნო", ბოლივია

100 კვ. მეტრის მეტ ფართობზე გაშლილი უსიცოცხლო უდაბნო თითქოს პირდაპირ გენიოსის ტილოდან გადმოვიდა ფოტოსურათზე. გლუვი, თითქოს აკვარელის საღებავით გაფერადებული მთები, უცნაური ლოდები, რომლებიც არსაიდან გაზრდილ ხეებს გვაგონებენ და უსასრულო ქვიშა... თითქოს სწორედ აქ ქმნიდა სალვადორ დალი მის სიურრეალისტურ შედევრებს.

დანაკილის ღრმული, ეთიოპია

დანაკილის ღრმული შეიძლება კაცობრიობის აკვნად ჩაითვალოს, ვინაიდან სწორად აქ არის ნაპოვნი ლუსის ნეშტი (მეცნიერებაში პირველი ცნობილი ჰომინიდის). ადგილობრივი გოგირდის ტბების გამო, სადაც უნიკალური მიკროორგანიზმები ბინადრობენ, აქაური ლანდშაფტი იოს - იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრს გვაგონებს.

მთვარის ველი, ატაკამას უდაბნო, ჩილე

მთვარის ველი დედამიწის ერთ-ერთ გვავლიან ადგილას მდებარეობს, კერძოდ ატაკამას უდაბნოში. ადგილობრივი პეიზაჟი ძალიან წააგავის მთვარის პეიზაჟებს, ვინაიდან აქაური ტბებიც განსაკუთრებით მარილიანი ქერქისაგან შედგება, ხოლო ქვის კლდეები კი ორივეგან ზედაპირზე აღიმართება.

მფრინავი გეიზერი, ნევადა, აშშ

"ფლაის" გეოთერმული წყარო ადამიანის ჩარევის წყალობით წარმოიქმნა: ჭის აშენებისას შეცდომა იყო დაშვებული, რის შედეგადაც მდუღარე წყალმა გარეთ გამოაღწია. მის შემადგენლობაში არსებულმა მინერალებმა 1.5 მეტრიანი ვულკანი შექმნეს, რომელიც დღემდე ზომაში მატულობს.

"მრუდე ტყე", პომერანია, პოლონეთი

დაახლოებით 400-ზე მეტი ფიჭვი, რომელთა ტანი ჩრდილოეთის მიმართულებით იღუნება, პოლონეთის ერთ-ერთ ტყეში იზრდება. ეს ფენომენი დღემდე ამოუცნობია: ზოგი ამ მოვლენას ბუნებას აბრალებს, ზოგი კი ადამიანს.

სოკოტრას არქიპელაგი, იემენი

სოკოტრას პეიზაჟებს განსაკუთრებულ უცნაურობასა და არაჩვეულებრივობას ადგილობრივი ხეები - 10-მეტრიანი წითელი დრაცენები ანიჭებენ. ხეს თუ ქერქს მოვაჭრით, წვენის გამოყოფას იწყებს, რომელიც სისხლს წააგავს. ასეთი სახეობის ხეები გარდა აღნიშნული ადგილისა, არსად არის, ამიტომაც არქიპელაგი არაამქვეყნიური ადგილის შთაბეჭდილებას ტოვებს.

"პერიტო-მორენოს მყინვარი", პატაგონია, არგენტინა

პერიტო-მორენოს მყინვარის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ დაპრესილი ყინული პალიტრის ყველა ფერს მოიცავს, გარდა ლურჯისა. ამ დიდებული მყინვარის არა მხოლოდ დანახვა, არამედ მოსმენაც კი არის შესაძლებელი. ყინული გაბზარვისას საოცარ და უნიკალურ მელოდიებს წარმოქმნის.

მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

მეცნიერების უნიკალური დასკვნა მუსიკის დადებით გავლენაზე - "კლასიკის მოსმენა ჯანმრთელობას და მეხსიერებას აუმჯობესებს"

"შეფ მარკეტერის" ფინალი, კონკურსანტების მიერ მომზადებული ხინკალი და უამრავი საჩუქარი

როგორ შევხვდეთ 2020 წელს, რომ თეთრი მეტალის ვირთხის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ