პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ლანჩავა: "ადვოკატთა ასოციაცია NGO არ არის, მისი თავმჯდომარე სახელმწიფოებრივად უნდა აზროვნებდეს"
დავით ლანჩავა: "ადვოკატთა ასოციაცია NGO არ არის, მისი თავმჯდომარე სახელმწიფოებრივად უნდა აზროვნებდეს"

ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტი და­ვით ლან­ჩა­ვა მი­იჩ­ნევს, რომ მისი კონ­კუ­რენ­ტი, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ამო­წურ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. რო­გორც ლან­ჩა­ვამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და, მან არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სწო­რედ იმის გამო გა­და­წყვი­ტა, რომ გა­უჩ­ნდა პრო­ტეს­ტი მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რის ქმე­დე­ბე­ბის გამო. ლან­ჩა­ვას თქმით, ხა­ტი­აშ­ვი­ლი და მისი ჯგუ­ფი სა­კუ­თარ მემ­კვიდ­რეს ლო­ბი­რე­ბას გა­უ­წევს და სწო­რედ ამი­ტომ, არ­ჩევ­ნებ­ში მისი კონ­კუ­რენ­ტი არა უშუ­ა­ლოდ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი, არა­მედ ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა.

"ჯერ არა­ვინ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლა კან­დი­და­ტად, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რი კონ­კუ­რე­ტი იქ­ნე­ბა ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას ვადა ამო­ე­წუ­რა. მე და ზაზა მე­გობ­რე­ბი ვართ, ძა­ლი­ან დიდი დის­კუ­სია გვაქვს ერ­თმა­ნეთ­ში და პო­ლე­მი­კა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ სა­კი­თხებ­ზე, მათ შო­რის მის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, რო­მელ­საც მე არ ვე­თან­ხმე­ბი და ვამ­ბობ, რომ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, შენ გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი გაქვს, რად­გან ხარ სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და უნდა მოქ­მე­დებ­დეს ად­ვო­კა­ტე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და არა შენი მო­საზ­რე­ბე­ბით.

მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი მწვა­ვე დის­კუ­სი­ე­ბი­სა, ჩვენ მა­ინც მე­გობ­რე­ბი ვრჩე­ბით და არ გა­დავ­დი­ვართ ზღვარს, მაგ­რამ არ­სე­ბობს სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტუ­ლად ან ზა­ზას ან დათო ლან­ჩა­ვას გა­და­სა­წყვე­ტი არაა. ესე­ნი გლო­ბა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბია, რო­მე­ლიც ასო­ცი­ა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბას ეხე­ბა. ვის­წავ­ლოთ კულ­ტუ­რა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მოს­ვლის და წას­ვლის. ეს ყვე­ლას ეხე­ბა არა­მარ­ტო ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას, ეს ეხე­ბა ზო­გა­დად ქარ­თულ აზ­როვ­ნე­ბას - იმ­დე­ნად მოგ­ვწონს და შევ­დი­ვართ ჩვენს მი­სი­ა­სა და როლ­ში, რომ უკვე ვფიქ­რობთ მემ­კვიდ­რე­ე­ბის და­ტო­ვე­ბა­ზე და ჩვენ ვწყვეტთ, ვინ უნდა იყოს და ვინ უნდა გა­აგ­რძე­ლოს", - გა­ნა­ცხა­და ლან­ჩა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მოქ­მე­დი ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტის გა­მარ­ჯვე­ბის პრო­ცესს ლო­ბი­რებს, რაც არას­წო­რია.

"რაც არ უნდა ცხე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი გვქონ­დეს, არ გა­და­ვალთ იმ ზღვარს და არ და­ვარ­ღვევთ იმ ელე­მენ­ტა­რულ ნორ­მებს, რო­მე­ლიც ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას და­ა­ზი­ა­ნებს. ჩვენ არ ვებ­რძვით პი­როვ­ნე­ბებს, ჩვენ ვებ­რძვით არას­წორ ხედ­ვებს, არას­წორ გან­ვი­თა­რე­ბას. ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცია არ უნდა იქ­ცეს იმად, რაც დღეს არის, ანუ უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად. ეს "NGO" არაა. ეს არის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სტრუქ­ტუ­რა, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად უნდა აზ­როვ­ნებ­დეს მისი თავ­მჯდო­მა­რე, კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში უნდა იყოს ყვე­ლას­თან. ის კონფრონ­ტა­ცი­ა­ში კი არ უნდა იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ებ­თან, ეს ად­ვო­კატ­თა კორ­პუ­სის ინ­ტე­რე­სი არაა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ლან­ჩა­ვამ.

sponsored by ContentRoom

დავით ლანჩავა: "ადვოკატთა ასოციაცია NGO არ არის, მისი თავმჯდომარე სახელმწიფოებრივად უნდა აზროვნებდეს"

დავით ლანჩავა: "ადვოკატთა ასოციაცია NGO არ არის, მისი თავმჯდომარე სახელმწიფოებრივად უნდა აზროვნებდეს"

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა მიიჩნევს, რომ მისი კონკურენტი, უფლებამოსილების ამოწურვის მიუხედავად, ზაზა ხატიაშვილი იქნება. როგორც ლანჩავამ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, მან არჩევნებში მონაწილეობა სწორედ იმის გამო გადაწყვიტა, რომ გაუჩნდა პროტესტი მოქმედი თავმჯდომარის ქმედებების გამო. ლანჩავას თქმით, ხატიაშვილი და მისი ჯგუფი საკუთარ მემკვიდრეს ლობირებას გაუწევს და სწორედ ამიტომ, არჩევნებში მისი კონკურენტი არა უშუალოდ დასახელებული კანდიდატი, არამედ ზაზა ხატიაშვილი იქნება.

"ჯერ არავინ დასახელებულა კანდიდატად, მაგრამ რეალური კონკურეტი იქნება ზაზა ხატიაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მას ვადა ამოეწურა. მე და ზაზა მეგობრები ვართ, ძალიან დიდი დისკუსია გვაქვს ერთმანეთში და პოლემიკა ძალიან სერიოზულ საკითხებზე, მათ შორის მის გამოხატვის თავისუფლებაზე, რომელსაც მე არ ვეთანხმები და ვამბობ, რომ კანონის მიხედვით, შენ გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული გაქვს, რადგან ხარ საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენელი და უნდა მოქმედებდეს ადვოკატების ინტერესებიდან გამომდინარე და არა შენი მოსაზრებებით.

მიუხედავად ჩვენი მწვავე დისკუსიებისა, ჩვენ მაინც მეგობრები ვრჩებით და არ გადავდივართ ზღვარს, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც კონკრეტულად ან ზაზას ან დათო ლანჩავას გადასაწყვეტი არაა. ესენი გლობალური საკითხებია, რომელიც ასოციაციის განვითარებას ეხება. ვისწავლოთ კულტურა თანამდებობაზე მოსვლის და წასვლის. ეს ყველას ეხება არამარტო ადვოკატთა ასოციაციას, ეს ეხება ზოგადად ქართულ აზროვნებას - იმდენად მოგვწონს და შევდივართ ჩვენს მისიასა და როლში, რომ უკვე ვფიქრობთ მემკვიდრეების დატოვებაზე და ჩვენ ვწყვეტთ, ვინ უნდა იყოს და ვინ უნდა გააგრძელოს", - განაცხადა ლანჩავამ.

მისივე თქმით, ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი ხელმძღვანელი საკუთარი კანდიდატის გამარჯვების პროცესს ლობირებს, რაც არასწორია.

"რაც არ უნდა ცხელი არჩევნები გვქონდეს, არ გადავალთ იმ ზღვარს და არ დავარღვევთ იმ ელემენტარულ ნორმებს, რომელიც ჩვენს ურთიერთობას დააზიანებს. ჩვენ არ ვებრძვით პიროვნებებს, ჩვენ ვებრძვით არასწორ ხედვებს, არასწორ განვითარებას. ადვოკატთა ასოციაცია არ უნდა იქცეს იმად, რაც დღეს არის, ანუ უფლებების დამცველ ორგანიზაციად. ეს "NGO" არაა. ეს არის სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, სახელმწიფოებრივად უნდა აზროვნებდეს მისი თავმჯდომარე, კომუნიკაციაში უნდა იყოს ყველასთან. ის კონფრონტაციაში კი არ უნდა იყოს ხელისუფლების ორგანოებთან, ეს ადვოკატთა კორპუსის ინტერესი არაა", - განაცხადა დავით ლანჩავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი