უკვე ორ თვეზე მეტია, 1-ელი ივლისიდან, მართვის მოწმობას ქულები საგზაო მოძრაობის 50-ზე მეტი წესის დარღვევის შემთხვევაში აკლდება. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მართვის მოწმობისთვის მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას იწვევს.
"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით, მართვის მოწმობას 1-ელი ივლისიდან 100 ქულა მიენიჭა, ხოლო თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. კალენდარული წლის განმავლობაში 100 ქულის ნულამდე შემცირების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება შეუწყდება და მის მისაღებად გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.
როგორ უნდა გაარკვიოთ, რამდენი ქულა დაგაკლდათ და რამდენი დაგრჩათ მართვის მოწმობაზე? ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, მოქალაქეებს ქულების დაკლების შესახებ შეატყობინოს შემდეგი გზებით: