28 წლის თიკო ბერეჟიანს, რომელიც საკეისრო კვეთის შემდეგ, 1 თვეა მართვით სუნთქვაზე იმყოფება, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
"21 აგვისტოს კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შევიყვანეთ. 23-ში გაუკეთდა საკეისრო კვეთა, ნაწლავების გადახლართვა ჰქონდა. ჯერ საკეისროკვეთა ჩატარდა, შემდეგ ჩაერია უკვე ქირურგი და ნაწლავების ოპერაცია ჩატარდა. ოპერაციის დროს მოხდა ასპირაცია და კუჭის წვენი გადავიდა ფულტვებში. ამან დიდი პრობლემები გამოიწვია. ფილტვების ნაწილი დამწვარია. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. გერმანიიდან ჩამოვიტანეთ ანტიბიოტიკი, რომელიც 6 ათასი ევრო დაგვიჯდა. დამეთანხმებით ეს პატარა ანხა არ არის. ამას ემატება კლინიკაში გადასახდელი ყოველდღიური თანხა, რომელიც 750 ლარს შეადგენს. ჩემს დას ერთი თვის წინ ტყუპები შეეძინა, რომელიც თვალით არ უნახავს. ასევე ჰყავს 6 წლის ბიჭი. იმისთვის, რომ ჩემი დის მკურნალობა გაგრძელდეს აუცილებელია შესაბამისი თანხების მოძიება, რაშიც საზოგადოების დახმარება გვესაჭიროება" - განუცხადა Ambebi.ge-ს პაციენტის დამ ვერა ბერეჟიანმა.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ დარიცხონ თანხა შემდეგ ანგარიშზე: საქართველოს ბანკი GE34BG0000000850803300
პირადი ნომერი: 26001016391
მიმღები: ვერა ბერეჟიანი