ბათუმში Check in Georgia-ს მხარდაჭერით საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი - Ad Black Sea იმართება

ბათუმში Check in Georgia-ს მხარდაჭერით საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი - Ad Black Sea იმართება

21-23 სექტემბერს ბათუმში Check in Georgia-ს მხარდაჭერით საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი - Ad Black Sea იმართება. ფესტივალის ორგანიზატორები საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოს ასოციაცია და უკრაინის სარეკლამო კოალიცია არიან. სამი დღის განმავლობაში, ბათუმში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები მოიყრიან თავს.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ სემინარებს და მიიღონ უახლესი ინფორმაცია სარეკლამო ინდუსტრიაში არსებული ტრენდების შესახებ. ფესტივალი სარეკლამო ინდუსტრიის მოღვაწეების, ექსპერტებისა და სპეციალისტებისთვის საერთაშორისო მოედანს წარმოადგენს.

AD Black Sea 2017-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და ამასთან, მონაწილეების წახალისებაა. წელს ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის სარეკლამო ბიზნესში დასაქმებული კომპანიები, რომლებიც თავიანთ პროდუქციას წარმოადგენენ. სარეკლამო-საკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეები კრეატიულ სარეკლამო პროექტებს წარადგენენ 10 ნომინაციაზე: Film, Film & Craft, Print & Publishing, Out of Home, Radio, Design & Branding, Digital & Mobile, Advertising Campaigns, Media, Branding Content & Visual Storytelling.

ფესტივალში მონაწილეებს, ტრადიციულად, შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სარეკლამო სფეროს მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები, საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების არაერთგზის გამარჯვებულები. ჟიური გამარჯვებულ მონაწილეებს ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვებს. საუკეთესო კომპანიას კი გადაეცემა გრან-პრი. ფინალური შედეგები 23 სექტემბერს AD Black Sea 2017-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდება.

საქართველოში ფესტივალი AD Black Sea პირველად 2015 წელს ჩატარდა და პირველივე წელს არამარტო ქართული, არამედ მთელი რეგიონის ყურადღება მიიპყრო. 2017 წელს კი ღონისძიება სახელმწიფო პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი