პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღმოჩნდა თეატრის სცენიდან მოსკოვის წითელ მოედანზე სტალინად გარდასახული ქართველი მსახიობი
როგორ აღმოჩნდა თეატრის სცენიდან მოსკოვის წითელ მოედანზე სტალინად გარდასახული ქართველი მსახიობი

მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძე სტა­ლი­ნის როლ­ზე რუ­სულ ფილმში და­ამ­ტკი­ცეს. მსა­ხი­ობ­მა როლი უკვე ითა­მა­შა და მოს­კო­ვი­დან ორი დღის წინ დაბ­რუნ­და. ფილ­მის პრე­მი­ე­რა რუ­სეთ­ში 9 მა­ისს იგეგ­მე­ბა.

გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძეს სტა­ლი­ნი ქარ­თულ სცე­ნა­ზე რამ­დე­ნი­მე წლის წინ უკვე გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი აქვს სპექ­ტაკლში "7+1", რო­მე­ლიც ლაშა ბუ­ღა­ძის პი­ე­სის მი­ხედ­ვით, რე­ჟი­სორ­მა გოგა ქა­ჩი­ბა­ი­ამ დად­გა.

აი, რას ამ­ბობ­და მსა­ხი­ო­ბი პრე­მი­ე­რის შემ­დეგ ჩვენ­თვის მო­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში: "ეს ლაშა ბუ­ღა­ძის პი­ე­საა და ავ­ტორს თა­ვი­სე­ბუ­რი ხრი­კე­ბი ახა­სი­ა­თებს: სტა­ლი­ნი სა­როს­კი­პო­ში არა­ვის უნა­ხავს და ამ თე­მა­ზე მგო­ნი, არც არ­სად და­წე­რი­ლა; ამი­ტომ სა­ინ­ტე­რე­სოა, მა­გა­ლი­თად, რო­გორ იხ­სნის ფო­თის სა­როს­კი­პო­ში მყო­ფი ბე­ლა­დი სტრესს. რო­დე­საც მუ­შა­ო­ბას შე­ვუ­დე­ქით, ვი­ფიქ­რეთ იმა­ზეც, რომ ისიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო და, შე­სა­ბა­მი­სად, ქალ­თა­ნაც და­დი­ო­და. მაგ­რამ სი­ცილს იწ­ვევს ერთი ფაქ­ტი: რო­დე­საც მე­ძა­ვი გა­ი­გებს, თუ ვისი მომ­სა­ხუ­რე­ბა მო­უ­წევს, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უარს ამ­ბობს, მო­ტი­ვით: "თქვენ ხომ მამა ხართ ჩვე­ნი!" მოკ­ლედ, ეს წარ­მოდ­გე­ნა ჩემს კა­რი­ე­რა­ში "ოქ­როს ასო­ე­ბით" ჩა­ი­წე­რე­ბა".

რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი რუ­სულ ფილმში სტა­ლი­ნის როლ­ზე და რას გა­ნიც­დის ბე­ლა­დად გარ­და­სა­ხუ­ლი მსა­ხი­ო­ბი - ამა­ზე AMBEBI.GE-ს გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძე თა­ვად ესა­უბ­რე­ბა, დი­ა­ლოგს კი სპექ­ტაკლში გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი სტა­ლი­ნით ვი­წყებთ...

- მახ­სოვს, სპექ­ტაკლს ცუდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია...

- კი. მერე ერთი რუ­სუ­ლი არხი იყო ჩა­მო­სუ­ლი და პა­ტა­რა რე­პორ­ტა­ჟი გა­ა­კე­თა, თუ რო­გორ გა­ცო­ცხლდა მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში სტა­ლი­ნი. ცოტა ხნის წინ, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გელ­მა რე­ჟი­სორ­მა კიმ დრუ­ჟი­ნინ­მა კონ­სტრუქ­ტორ კოშ­კინ­ზე კი­ნოს გა­და­ღე­ბა გა­და­წყვი­ტა. კოშ­კი­ნი "ტე 34" ტან­კის ავ­ტო­რი გახ­ლდათ, რა­მაც საბ­ჭო­თა კავ­შირს გერ­მა­ნი­ას­თან ბრძო­ლა­ში წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა. სტა­ლი­ნი ამ ფილ­მის სა­ფი­ნა­ლო სცე­ნა­ში ჩნდე­ბა, რო­დე­საც "წი­თელ მო­ე­დან­ზე" კრემლთან, ორი ტან­კის ფონ­ზე კონ­სტრუქ­ტო­რი კოშ­კი­ნი მო­დის და გე­ნე­რა­ლი­ტეტ­თან ერ­თად, სტა­ლინს ტან­კის შე­სა­ხებ პა­ტაკს აბა­რებს.

- გა­მო­დის, სა­ფი­ნა­ლო სცე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობთ.

- დიახ, პა­ტა­რა სცე­ნაა. რაც შე­ე­ხე­ბა სინ­ჯებს, სა­ა­გენ­ტომ, რო­მელ­საც რაჟ­დენ კირ­ვა­ლიშ­ვი­ლი და თაკო ცქვი­ტი­ნი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ, რუ­სებს, სტა­ლი­ნის რო­ლის­თვის მსა­ხი­ობს რომ ეძებ­დნენ, სუ­რა­თე­ბი გა­უგ­ზავ­ნეს, რო­გორც ვიცი, დუტა სხირტლა­ძის, სოსო ლა­ღი­ძის ფო­ტო­ე­ბი გა­იგ­ზავ­ნა და მათ შო­რის, ჩე­მიც (ვი­საც სტა­ლი­ნი კი­ნო­სა თუ სცე­ნა­ზე გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი ჰყავს). პირ­ვე­ლი ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რე, მე­ო­რეც და სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში სინ­ჯებ­ზე მი­მიწ­ვის, სა­დაც როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს. მოს­კოვ­ში 2-დღი­ა­ნი გა­და­ღე­ბა მქონ­და. სა­ინ­ტე­რე­სო იყო გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი, "წი­თელ მო­ე­დან­ზე" სტა­ლი­ნის როლ­ში ჩემი შეს­ვლა და გა­მოს­ვლა... 

- "წი­თელ მო­ე­დან­ზე" სტა­ლი­ნის ტყავ­ში რა იგ­რძე­ნით?

- რო­დე­საც "წი­თელ მო­ე­დან­ზე," სტა­ლი­ნად გარ­და­სა­ხუ­ლი დავ­დი­ო­დი, ვიგ­რძე­ნი, რამ­ხე­ლა ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა და რომ ადა­მი­ა­ნის­თვის ძა­ლა­უფ­ლე­ბაა ყვე­ლა­ზე მა­გა­რი რამ... რუსი მსა­ხი­ო­ბე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ აქ სტა­ლინს აფა­სე­ბენ, ბო­ლოს და ბო­ლოს ამ­ხე­ლა იმ­პე­რია შექ­მნა, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ქო­ნე­ბა არ დარ­ჩე­ნია, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ფერს იმ­პე­რი­ის­თვის აკე­თებ­დაო. ასე რომ, მისი ხიბ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა გახ­ლდათ და გინდ და­ი­ჯე­რეთ და გინ­და - არა, რო­დე­საც იმ მო­ე­დან­ზე გა­ვი­ა­რე, სა­დაც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იყო, ყვე­ლა სტა­ლინს უყუ­რებ­და... მო­წი­წე­ბა, შიში, სიყ­ვა­რუ­ლი, პა­ტი­ვის­ცე­მა - ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად ჰქონ­დათ. სუ­რა­თებს იღებ­დნენ. მათ გუ­ლებ­ში ბე­ლა­დი ისევ ცო­ცხლობს... ორი დღე მო­ედ­ნის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, კრემლთან შე­თან­ხმე­ბით, გა­და­კე­ტი­ლი იყო, სა­დაც გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნი იყო მო­წყო­ბი­ლი.

- მოკ­ლედ, ორი დღე სტა­ლი­ნი იყა­ვით...

- კი და ეს გოგა ქა­ჩი­ბა­ი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­დე­საც თე­ატ­რში რო­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა და­ი­წყო, მი­თხრა, - შენ უნდა იყო იო­სებ ბე­სა­რი­ო­ნო­ვიჩ სტა­ლი­ნიო. ცოტა შე­მე­შინ­და. ამ­ხე­ლა სტა­ლი­ნის თა­მაშს რო­გორ შევ­ძლებ­დი. კო­მე­დი­უ­რი ჟან­რი რომ იყო, უცებ ესეც ვერ გა­ვი­გე...

- თან, სტა­ლი­ნი ფო­თის სა­როს­კი­პო­ში, ბოზ მაყ­ვა­ლას­თან ერ­თად უნდა წარ­მო­გედ­გი­ნათ...

- ლაშა ბუ­ღა­ძემ სპექ­ტაკ­ლი რომ ნახა, მო­ი­ხიბ­ლა, არა­და, რო­გორც ვიცი, სი­ტყვა­ძუნ­წია, მარ­ტი­ვად არ იხიბ­ლე­ბა და თან, პირ­და­პი­რი მთქმე­ლიც არის. თუ რამე არ მოს­წონს, ამ­ბობს... მოკ­ლედ, სცე­ნი­დან პირ­და­პირ "წი­თელ მო­ე­დან­ზე" აღ­მოვ­ჩნდი.

- გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნი­დან ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხე და მგო­ნი, მარ­თლა გავ­ხართ...

- გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მაც და­ა­დას­ტუ­რა და გარ­შე­მომ­ყო­ფებ­მა, ვინც კი მნა­ხა, მით უფრო, რომ გრი­მიც მი­ნი­მა­ლუ­რი მქონ­და.

- გა­რეგ­ნუ­ლი მსგავ­სე­ბა გა­სა­გე­ბია, მისი თვი­სე­ბე­ბი: სიმ­კაც­რე, ტი­რა­ნო­ბა, ას­კე­ტიზ­მი - ეს თუ არის თქვენ­ში?

- მსგავ­სი არა­ფე­რი, ერ­თა­დერ­თი - მეც ქარ­თვე­ლი ვარ. და­ნარ­ჩე­ნი, ის სა­ერ­თოდ სხვა­გან იყო...

- არც სტა­ლი­ნის­ტი ხართ?

- არც სტა­ლი­ნის­ტი, არც ლე­ნი­ნის­ტი და არც ლე­ი­ბო­რის­ტი, არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კა! ზო­გა­დად მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, არა იმი­ტომ, რომ ქარ­თვე­ლი ვარ, დიდ პა­ტივს ვცემ ქარ­თველ ერს. სა­ნამ მოს­კოვ­ში გავფრინ­დე­ბო­დი, სამი კვი­რის წინ, ნიუ-იორკში ვი­ყა­ვი, მა­ნ­ჰე­ტენ­ზე ვცხოვ­რობ­დი. 2 კვი­რით ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ან­თან გახ­ლდით. სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხე ამე­რი­კუ­ლი ყოფა, მა­ლე­ვე ჩავფრინ­დი მოს­კოვ­ში - 2 მე­გა­პო­ლისს ერ­თდრო­უ­ლად და­ვე­ჯა­ხე. ამე­რი­კა ძლი­ე­რია, სხვა სამ­ყა­როა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხი მა­ღა­ლია, რუ­სე­თი და კონ­კრე­ტუ­ლად, მოს­კო­ვი სხვა­ნა­ი­რია, უპირ­ვე­ლე­სად ცივი, ნაღ­დი იმ­პე­რი­აა, ამ სი­ტყვის სრუ­ლი გა­გე­ბით, მაგ­რამ იქ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თა­ნაც შე­იძ­ლე­ბა კონ­ტაქ­ტი.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ალექს
0

აბა სტალინს ბუღაძეც შეუყვანია ისტორიაში ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

როგორ აღმოჩნდა თეატრის სცენიდან მოსკოვის წითელ მოედანზე სტალინად გარდასახული ქართველი მსახიობი

როგორ აღმოჩნდა თეატრის სცენიდან მოსკოვის წითელ მოედანზე სტალინად გარდასახული ქართველი მსახიობი

მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი გიორგი მაისურაძე სტალინის როლზე რუსულ ფილმში დაამტკიცეს. მსახიობმა როლი უკვე ითამაშა და მოსკოვიდან ორი დღის წინ დაბრუნდა. ფილმის პრემიერა რუსეთში 9 მაისს იგეგმება.

გიორგი მაისურაძეს სტალინი ქართულ სცენაზე რამდენიმე წლის წინ უკვე განსახიერებული აქვს სპექტაკლში "7+1", რომელიც ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით, რეჟისორმა გოგა ქაჩიბაიამ დადგა.

აი, რას ამბობდა მსახიობი პრემიერის შემდეგ ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში: "ეს ლაშა ბუღაძის პიესაა და ავტორს თავისებური ხრიკები ახასიათებს: სტალინი საროსკიპოში არავის უნახავს და ამ თემაზე მგონი, არც არსად დაწერილა; ამიტომ საინტერესოა, მაგალითად, როგორ იხსნის ფოთის საროსკიპოში მყოფი ბელადი სტრესს. როდესაც მუშაობას შევუდექით, ვიფიქრეთ იმაზეც, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო და, შესაბამისად, ქალთანაც დადიოდა. მაგრამ სიცილს იწვევს ერთი ფაქტი: როდესაც მეძავი გაიგებს, თუ ვისი მომსახურება მოუწევს, მასთან ურთიერთობაზე უარს ამბობს, მოტივით: "თქვენ ხომ მამა ხართ ჩვენი!" მოკლედ, ეს წარმოდგენა ჩემს კარიერაში "ოქროს ასოებით" ჩაიწერება".

როგორ აღმოჩნდა ქართველი მსახიობი რუსულ ფილმში სტალინის როლზე და რას განიცდის ბელადად გარდასახული მსახიობი - ამაზე AMBEBI.GE-ს გიორგი მაისურაძე თავად ესაუბრება, დიალოგს კი სპექტაკლში განსახიერებული სტალინით ვიწყებთ...

- მახსოვს, სპექტაკლს ცუდი გამოხმაურება არ მოჰყოლია...

- კი. მერე ერთი რუსული არხი იყო ჩამოსული და პატარა რეპორტაჟი გააკეთა, თუ როგორ გაცოცხლდა მოზარდმაყურებელთა თეატრში სტალინი. ცოტა ხნის წინ, სანკტ-პეტერბურგელმა რეჟისორმა კიმ დრუჟინინმა კონსტრუქტორ კოშკინზე კინოს გადაღება გადაწყვიტა. კოშკინი "ტე 34" ტანკის ავტორი გახლდათ, რამაც საბჭოთა კავშირს გერმანიასთან ბრძოლაში წარმატება მოუტანა. სტალინი ამ ფილმის საფინალო სცენაში ჩნდება, როდესაც "წითელ მოედანზე" კრემლთან, ორი ტანკის ფონზე კონსტრუქტორი კოშკინი მოდის და გენერალიტეტთან ერთად, სტალინს ტანკის შესახებ პატაკს აბარებს.

- გამოდის, საფინალო სცენაში მონაწილეობთ.

- დიახ, პატარა სცენაა. რაც შეეხება სინჯებს, სააგენტომ, რომელსაც რაჟდენ კირვალიშვილი და თაკო ცქვიტინიძე ხელმძღვანელობენ, რუსებს, სტალინის როლისთვის მსახიობს რომ ეძებდნენ, სურათები გაუგზავნეს, როგორც ვიცი, დუტა სხირტლაძის, სოსო ლაღიძის ფოტოები გაიგზავნა და მათ შორის, ჩემიც (ვისაც სტალინი კინოსა თუ სცენაზე განსახიერებული ჰყავს). პირველი ეტაპი წარმატებით გავიარე, მეორეც და სანკტ-პეტერბურგში სინჯებზე მიმიწვის, სადაც როლზე დამამტკიცეს. მოსკოვში 2-დღიანი გადაღება მქონდა. საინტერესო იყო გადაღების პროცესი, "წითელ მოედანზე" სტალინის როლში ჩემი შესვლა და გამოსვლა... 

- "წითელ მოედანზე" სტალინის ტყავში რა იგრძენით?

- როდესაც "წითელ მოედანზე," სტალინად გარდასახული დავდიოდი, ვიგრძენი, რამხელა ადამიანი ყოფილა და რომ ადამიანისთვის ძალაუფლებაა ყველაზე მაგარი რამ... რუსი მსახიობები მეუბნებოდნენ, რომ აქ სტალინს აფასებენ, ბოლოს და ბოლოს ამხელა იმპერია შექმნა, გარდაცვალების შემდეგ, ქონება არ დარჩენია, რადგანაც ყველაფერს იმპერიისთვის აკეთებდაო. ასე რომ, მისი ხიბლი ძალაუფლება გახლდათ და გინდ დაიჯერეთ და გინდა - არა, როდესაც იმ მოედანზე გავიარე, სადაც ათასობით ადამიანი იყო, ყველა სტალინს უყურებდა... მოწიწება, შიში, სიყვარული, პატივისცემა - ყველაფერი ერთად ჰქონდათ. სურათებს იღებდნენ. მათ გულებში ბელადი ისევ ცოცხლობს... ორი დღე მოედნის გარკვეული ნაწილი, კრემლთან შეთანხმებით, გადაკეტილი იყო, სადაც გადასაღები მოედანი იყო მოწყობილი.

- მოკლედ, ორი დღე სტალინი იყავით...

- კი და ეს გოგა ქაჩიბაიას დამსახურებაა, როდესაც თეატრში როლების განაწილება დაიწყო, მითხრა, - შენ უნდა იყო იოსებ ბესარიონოვიჩ სტალინიო. ცოტა შემეშინდა. ამხელა სტალინის თამაშს როგორ შევძლებდი. კომედიური ჟანრი რომ იყო, უცებ ესეც ვერ გავიგე...

- თან, სტალინი ფოთის საროსკიპოში, ბოზ მაყვალასთან ერთად უნდა წარმოგედგინათ...

- ლაშა ბუღაძემ სპექტაკლი რომ ნახა, მოიხიბლა, არადა, როგორც ვიცი, სიტყვაძუნწია, მარტივად არ იხიბლება და თან, პირდაპირი მთქმელიც არის. თუ რამე არ მოსწონს, ამბობს... მოკლედ, სცენიდან პირდაპირ "წითელ მოედანზე" აღმოვჩნდი.

- გადასაღები მოედნიდან ფოტოები ვნახე და მგონი, მართლა გავხართ...

- გადამღებმა ჯგუფმაც დაადასტურა და გარშემომყოფებმა, ვინც კი მნახა, მით უფრო, რომ გრიმიც მინიმალური მქონდა.

- გარეგნული მსგავსება გასაგებია, მისი თვისებები: სიმკაცრე, ტირანობა, ასკეტიზმი - ეს თუ არის თქვენში?

- მსგავსი არაფერი, ერთადერთი - მეც ქართველი ვარ. დანარჩენი, ის საერთოდ სხვაგან იყო...

- არც სტალინისტი ხართ?

- არც სტალინისტი, არც ლენინისტი და არც ლეიბორისტი, არანაირი პოლიტიკა! ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით, არა იმიტომ, რომ ქართველი ვარ, დიდ პატივს ვცემ ქართველ ერს. სანამ მოსკოვში გავფრინდებოდი, სამი კვირის წინ, ნიუ-იორკში ვიყავი, მანჰეტენზე ვცხოვრობდი. 2 კვირით ხათუნა იოსელიანთან გახლდით. საკუთარი თვალით ვნახე ამერიკული ყოფა, მალევე ჩავფრინდი მოსკოვში - 2 მეგაპოლისს ერთდროულად დავეჯახე. ამერიკა ძლიერია, სხვა სამყაროა, თავისუფლების ხარისხი მაღალია, რუსეთი და კონკრეტულად, მოსკოვი სხვანაირია, უპირველესად ცივი, ნაღდი იმპერიაა, ამ სიტყვის სრული გაგებით, მაგრამ იქ არიან ადამიანები, ვისთანაც შეიძლება კონტაქტი.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE