მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გერმანელი არქიტექტორი შტეფან ბრაუნფელზი პანელ-დისკუსიას „ურბანული განვითარება“ გამართავს
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გერმანელი არქიტექტორი შტეფან ბრაუნფელზი პანელ-დისკუსიას „ურბანული განვითარება“ გამართავს

21 სექ­ტემ­ბერს 19:00 სა­ათ­ზე ფაბ­რი­კა­ში (ნი­ნოშ­ვი­ლის #8) ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის "კა­მე­რა ობსკუ­რა: ბერ­ლი­ნი -თბი­ლი­სი" ფარ­გლებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი გერ­მა­ნე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი შტე­ფან ბრა­უნ­ფელ­ზის პა­ნელ-დის­კუ­სია გა­ი­მარ­თე­ბა თე­მა­ზე ქა­ლა­ქის ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა. ბრა­უნ­ფელ­ზი სა­მუ­ზე­უ­მო არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და რეს­ტავ­რა­ცი­ის ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ლის­ტია. მან სა­ხე­ლი მუ­ზე­უ­მებ­ზე, სამ­თავ­რო­ბო და სა­ო­ფი­სე შე­ნო­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბით და­იმ­კვიდ­რა. სწო­რედ მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და 90-იან­წლებ­ში დრეზ­დე­ნის ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის რეს­ტავ­რა­ცია და ის­ტო­რი­უ­ლი ციხე-სი­მაგ­რის გა­მაგ­რე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი კა­სელ­ში. 1991 წლი­დან 1993 წლამ­დე დრეზ­დე­ნის ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის­თვის ქა­ლა­ქის დამ­გეგ­მა­ვი გახ­და. მის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ნა­მუ­შევ­რებს შო­რის არის მი­უნ­ხე­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის პი­ნა­კო­თე­კა და Wilhelmshöhe-ს ცი­ხე­სი­მაგ­რე კა­სელ­ში. ბრა­უნ­ფელ­სი ასე­ვე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ბერ­ლინ­ში მარი-ელი­სა­ბედ-ლუ-დერ­სის სა­პარ­ლა­მენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა­სა და ბერ­ლი­ნის­პა­ულ-ლი­ო­ბეს სახ­ლის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ზე. 2003 წელს ბრა­ნუ­ფელზს მი­უნ­ხე­ნის ქა­ლა­ქის­გან მი­ე­ნი­ჭა ჯილ­დო "München leuchtet".

სა­ქარ­თვე­ლო-გერ­მა­ნი­ის წლის ფარ­გლებ­ში ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი "კა­მე­რა ობსკუ­რა: ბერ­ლი­ნი-თბი­ლი­სი", რო­მე­ლიც 19 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო და 24 სექ­ტემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს მხარ­და­ჭე­რით და გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნია RCCR Projects-ის, ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია Ex: Sound-ის ორ­გა­ნი­ზე­ბით წელს პირ­ვე­ლად იმარ­თე­ბა.

ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი"Camera Obscura ბერ­ლი­ნი-თბი­ლი­სი" გერ­მა­ნე­ლი და ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მუ­სი­კის სფე­რო­ებ­ში დი­ა­ლო­გის გაღ­რმა­ვე­ბას ეძღვნე­ბა, თუმ­ცა მის ძი­რი­თად თე­მას ორი დე­და­ქა­ლა­ქის - თბი­ლი­სი­სა და ბერ­ლი­ნის კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი წარ­მო­ად­გენს. ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მო­ი­ცავს კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის კონ­ცერტს, ჯაზ კონ­ცერტს, ფო­ტო­გა­მო­ფე­ნას, დის­კუ­სი­ებ­სა და კლუ­ბურ სა­ღა­მოს ბერ­ლი­ნე­ლი დი­ჯე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ გერ­მა­ნი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი ის ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­და იმი­სა, რომ სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ, ქარ­თველ კო­ლე­გებს თა­ვის პრო­ფე­სი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც გა­უ­ზი­ა­რე­ბენ.

ფეს­ტი­ვა­ლის ერთი დღე, 22 სექ­ტემ­ბერს ელექტრო­ნულ კლუ­ბურ მუ­სი­კას და­ეთ­მო­ბა, ბერ­ლი­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი დი­ჯე­ე­ბი შტე­ფან გოლდმა­ნი და ბერ­ლი­ნის ელექტრო­ნუ­ლი სცე­ნის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ლე­გენ­და­რუ­ლი კლუ­ბის WATERGATE-ის რე­ზი­დენ­ტი პატ­ლა­კი კაფე "გა­ლე­რი­ში" და­უკ­რა­ვენ.

ფეს­ტი­ვალს "კა­მე­რა ობსკუ­რა: ბერ­ლი­ნი - თბი­ლი­სი"23 სექ­ტემ­ბერს ფაბ­რი­კა­ში ღია ცის ქვეშ და­ას­რუ­ლებს ახ­ლად­შექ­მნი­ლი ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი ჯაზ-კვინ­ტე­ტის კონ­ცერ­ტი რეზო კიკ­ნა­ძის (საქ­სა­ფო­ნი), მანფრედ ბრუნდლის (ბასი), მა­თი­ას ლინ­დერ­მა­ი­ე­რის(საყ­ვი­რი), ლუ­კა­თო­ფუ­რი­ას (კლა­ვი­ში), ირაკ­ლი ჭო­ლა­ძის(და­სარ­ტყა­მი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი ) შე­მად­გენ­ლო­ბით. ჯაზ-კვინ­ტე­ტის კონ­ცერ­ტამ­დე, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ფაბ­რი­კის ტე­რი­ტო­რია და­ერ­თმო­ბა ბერ­ლი­ნი-თბი­ლი­სის მე­გობ­რო­ბის ზე­იმს, 18:00 სა­ა­თი­დან ფაბ­რი­კის ეზო­ში თე­მა­ტუ­რი პრო­ექ­ცი­ე­ბი მო­ე­წყო­ბა, გა­ი­მარ­თე­ბა კი­ნოჩ­ვე­ნე­ბაც და გერ­მა­ნუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­დან კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბაც იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"კა­მე­რა ობსკუ­რა: ბერ­ლი­ნი - თბი­ლი­სი"

ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მა:

ხუთ­შა­ბა­თი, 21 სექ­ტემ­ბე­რი, 19:00 სა­ა­თი, ფაბ­რი­კა

ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა

შტე­ფან ბრა­უნ­ფელ­ზის ლექ­ცია არ­ქი­ტექ­ტუ­რის შე­სა­ხებ

პა­რას­კე­ვი, 22 სექ­ტემ­ბე­რი, 23:00 სა­ა­თი, კაფე "გა­ლე­რი"

ან­დერგრა­უნდ ბერ­ლი­ნი

კლუ­ბუ­რი ღამე DJ პატ­ლაკ­თან და DJ შტე­ფან გოლდმან­თან ერ­თად

შა­ბა­თი, 23 სექ­ტემ­ბე­რი, 18:00 სა­ა­თი, ფაბ­რი­კა

თბი­ლი­სის შეხ­ვედ­რა ბერ­ლინ­თან

გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტი ღია ცის ქვეშ

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის გთხოვთ მი­მარ­თოთ:

გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო, "სა­ქარ­თვე­ლო-გერ­მა­ნი­ის წლის" PR-მე­ნე­ჯერს მზე­ხა მა­ხა­რა­ძეს

ტელ.: 593 59 28 72,

ფეს­ტი­ვა­ლის "Camera Obscura: ბერ­ლი­ნი-თბი­ლი­სი" ორ­გა­ნი­ზა­ტორს მა­ნა­ნა მუს­ხე­ლიშ­ვილს ტელ.: 599 17 11 66

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გერმანელი არქიტექტორი შტეფან ბრაუნფელზი პანელ-დისკუსიას „ურბანული განვითარება“ გამართავს

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გერმანელი არქიტექტორი შტეფან ბრაუნფელზი პანელ-დისკუსიას „ურბანული განვითარება“ გამართავს

21 სექტემბერს 19:00 საათზე ფაბრიკაში (ნინოშვილის #8) ხელოვნების ფესტივალის „კამერა ობსკურა: ბერლინი -თბილისი“ ფარგლებში თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გერმანელი არქიტექტორი შტეფან ბრაუნფელზის პანელ-დისკუსია გაიმართება თემაზე ქალაქის ურბანული განვითარება. ბრაუნფელზი სამუზეუმო არქიტექტურისა და რესტავრაციის ძალიან გამოცდილი სპეცილისტია. მან სახელი მუზეუმებზე, სამთავრობო და საოფისე შენობებზე მუშაობით დაიმკვიდრა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა 90-იანწლებში დრეზდენის ისტორიული ნაწილის რესტავრაცია და ისტორიული ციხე-სიმაგრის გამაგრების სამუშაოები კასელში. 1991 წლიდან 1993 წლამდე დრეზდენის ისტორიული ნაწილის რეკონსტრუქციისთვის ქალაქის დამგეგმავი გახდა. მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორის არის მიუნხენის თანამედროვეობის პინაკოთეკა და Wilhelmshöhe-ს ციხესიმაგრე კასელში. ბრაუნფელსი ასევე პასუხისმგებელია ბერლინში მარი-ელისაბედ-ლუ-დერსის საპარლამენტო ბიბლიოთეკასა და ბერლინისპაულ-ლიობეს სახლის პარლამენტის შენობაზე. 2003 წელს ბრანუფელზს მიუნხენის ქალაქისგან მიენიჭა ჯილდო “München leuchtet”.

საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში ხელოვნების ფესტივალი „კამერა ობსკურა: ბერლინი-თბილისი“, რომელიც 19 სექტემბერს დაიწყო და 24 სექტემბრამდე გაგრძელდება, გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით და გერმანული კომპანია RCCR Projects-ის, ქართული კომპანია Ex: Sound-ის ორგანიზებით წელს პირველად იმართება.

ხელოვნების ფესტივალი„Camera Obscura ბერლინი-თბილისი“ გერმანელი და ქართველი ხელოვანების მონაწილეობით ორ ქვეყანას შორის ხელოვნებისა და მუსიკის სფეროებში დიალოგის გაღრმავებას ეძღვნება, თუმცა მის ძირითად თემას ორი დედაქალაქის - თბილისისა და ბერლინის კულტურული ურთიერთობები წარმოადგენს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს კლასიკური მუსიკის კონცერტს, ჯაზ კონცერტს, ფოტოგამოფენას, დისკუსიებსა და კლუბურ საღამოს ბერლინელი დიჯეების მონაწილეობით. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ გერმანიიდან ჩამოსული ის ცნობილი ხელოვანები, რომლებიც გარდა იმისა, რომ საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენენ, ქართველ კოლეგებს თავის პროფესიულ გამოცდილებასაც გაუზიარებენ.

ფესტივალის ერთი დღე, 22 სექტემბერს ელექტრონულ კლუბურ მუსიკას დაეთმობა, ბერლინიდან ჩამოსული დიჯეები შტეფან გოლდმანი და ბერლინის ელექტრონული სცენის ერთ-ერთი პირველი ლეგენდარული კლუბის WATERGATE-ის რეზიდენტი პატლაკი კაფე „გალერიში“ დაუკრავენ.

ფესტივალს „კამერა ობსკურა: ბერლინი - თბილისი“23 სექტემბერს ფაბრიკაში ღია ცის ქვეშ დაასრულებს ახლადშექმნილი ქართულ-გერმანული ჯაზ-კვინტეტის კონცერტი რეზო კიკნაძის (საქსაფონი), მანფრედ ბრუნდლის (ბასი), მათიას ლინდერმაიერის(საყვირი), ლუკათოფურიას (კლავიში), ირაკლი ჭოლაძის(დასარტყამი ინსტრუმენტები ) შემადგენლობით. ჯაზ-კვინტეტის კონცერტამდე, მთელი დღის განმავლობაში ფაბრიკის ტერიტორია დაერთმობა ბერლინი-თბილისის მეგობრობის ზეიმს, 18:00 საათიდან ფაბრიკის ეზოში თემატური პროექციები მოეწყობა, გაიმართება კინოჩვენებაც და გერმანული სამზარეულოდან კერძების დაგემოვნებაც იქნება შესაძლებელი.

„კამერა ობსკურა: ბერლინი - თბილისი“

ფესტივალის პროგრამა:

ხუთშაბათი, 21 სექტემბერი, 19:00 საათი, ფაბრიკა

ურბანული განვითარება

შტეფან ბრაუნფელზის ლექცია არქიტექტურის შესახებ

პარასკევი, 22 სექტემბერი, 23:00 საათი, კაფე „გალერი“

ანდერგრაუნდ ბერლინი

კლუბური ღამე DJ პატლაკთან და DJ შტეფან გოლდმანთან ერთად

შაბათი, 23 სექტემბერი, 18:00 საათი, ფაბრიკა

თბილისის შეხვედრა ბერლინთან

გერმანულ-ქართული კონცერტი ღია ცის ქვეშ

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ:

გერმანიის საელჩო, „საქართველო-გერმანიის წლის“ PR-მენეჯერს მზეხა მახარაძეს

ტელ.: 593 59 28 72,

ფესტივალის „Camera Obscura: ბერლინი-თბილისი“ ორგანიზატორს მანანა მუსხელიშვილს ტელ.: 599 17 11 66

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება