პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამარცხვინო მდგომარეობა" თბილისის ერთ-ერთ სკოლაში - ფოტოები თემქაზე მდებარე სასწავლო დაწესებულებიდან
"სამარცხვინო მდგომარეობა" თბილისის ერთ-ერთ სკოლაში - ფოტოები თემქაზე მდებარე სასწავლო დაწესებულებიდან

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რამ­დე­ნი­მე მშო­ბელ­მა მი­მარ­თა და აც­ნო­ბა, რომ თბი­ლი­სის ზო­გი­ერ­თი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის სა­პირ­ფა­რე­შო­ებ­ში ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი და­ცუ­ლი არ არის, არ იკე­ტე­ბა კარი, ასე­ვე არ­სე­ბობს საპ­ნის და ხელ­სა­ხო­ცის პრობ­ლე­მა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ა­გენ­ტომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა, სა­დაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ სკო­ლე­ბის სა­პირ­ფა­რე­შო­ებ­ში ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი და­ცუ­ლია და მო­ნი­ტო­რინგს რა­ი­მე სა­ხის დარ­ღვე­ვა ჯერ არ აღ­მო­უ­ჩე­ნია.

"მდგო­მა­რე­ო­ბა ყველ­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მოს­წო­რე­ბუ­ლია. სა­დაც ადრე არ იყო სა­ხარ­ბი­ე­ლო, იმ გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ, რაც მი­ნის­ტრის მხრი­დან სკო­ლებს მი­ე­ცათ, ად­მი­ნის­ტრა­ცია ამ პრო­ცესს მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს. შე­დე­გი ესაა - სა­პირ­ფა­რე­შო­ებ­ში პრობ­ლე­მა აღ­მო­ფხვრი­ლია," - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნატა ასა­თი­ან­მა.

თუმ­ცა, სულ სხვას მოწ­მობს "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც ასა­ხუ­ლია ის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც თბი­ლის­ში, თექ­მა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ სკო­ლა­შია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და ფო­ტო­ე­ბი ცენ­ტრის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ნინო ტლა­შა­ძემ მოგ­ვა­წო­და და შე­სა­ბა­მი­სი გან­მარ­ტე­ბაც გა­ა­კე­თა:

"ერთი კვი­რაა ვა­წარ­მო­ებ მი­მო­წე­რას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან და დღეს უკვე ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის სა­ხე­ლით ვაგ­ზავ­ნით ოფი­ცი­ა­ლურ მი­მარ­თვებს მი­ნის­ტრის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­ა­გენ­ტოს სა­ხელ­ზე და ვი­თხოვ თბი­ლი­სის 138-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში არ­სე­ბულ ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბას.

გიგ­ზავ­ნით ფო­ტო­ებს რაც პი­რა­დად მე გა­და­ვი­ღე ამ სკო­ლა­ში, ჩემი შვი­ლი მე­ო­რე კლა­სის მოს­წავ­ლეა 138-ე სკო­ლა­ში; მისი საკ­ლა­სო ოთა­ხი უკა­რო სა­პირ­ფა­რე­შოს გვერ­დი­თაა რო­მელ­შიც ნეტა მარ­ტო საპ­ნის პრობ­ლე­მა იყოს... აუ­ტა­ნე­ლი სუნი დგას დე­რე­ფან­შიც.

ფაქ­ტი­უ­რად ყო­ველ­გვა­რი ჰი­გი­ე­ნუ­რი სტან­დარ­ტე­ბია დარ­ღვე­უ­ლი, ამას­თან, არ არის უსაფრ­თხო გა­რე­მო ბავ­შვე­ბის­თვის. ჭერი და ია­ტა­კი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის მერე არ გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლა" - წერს ნინო ტლა­შა­ძე.

"სამარცხვინო მდგომარეობა" თბილისის ერთ-ერთ სკოლაში - ფოტოები თემქაზე მდებარე სასწავლო დაწესებულებიდან

"სამარცხვინო მდგომარეობა" თბილისის ერთ-ერთ სკოლაში - ფოტოები თემქაზე მდებარე სასწავლო დაწესებულებიდან

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე მშობელმა მიმართა და აცნობა, რომ თბილისის ზოგიერთი საჯარო სკოლების საპირფარეშოებში ჰიგიენის ნორმები დაცული არ არის, არ იკეტება კარი, ასევე არსებობს საპნის და ხელსახოცის პრობლემა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტომ განათლების სამინისტროს მიმართა, სადაც განაცხადეს, რომ სკოლების საპირფარეშოებში ჰიგიენის ნორმები დაცულია და მონიტორინგს რაიმე სახის დარღვევა ჯერ არ აღმოუჩენია.

"მდგომარეობა ყველგან მაქსიმალურად გამოსწორებულია. სადაც ადრე არ იყო სახარბიელო, იმ გაფრთხილების შემდეგ, რაც მინისტრის მხრიდან სკოლებს მიეცათ, ადმინისტრაცია ამ პროცესს მკაცრად აკონტროლებს. შედეგი ესაა - საპირფარეშოებში პრობლემა აღმოფხვრილია," - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა.

თუმცა, სულ სხვას მოწმობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ასახულია ის არასახარბიელო მდგომარეობა, რაც თბილისში, თექმაზე მდებარე ერთ-ერთ სკოლაშია. აღნიშნული ინფორმაცია და ფოტოები ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნინო ტლაშაძემ მოგვაწოდა და შესაბამისი განმარტებაც გააკეთა:

"ერთი კვირაა ვაწარმოებ მიმოწერას განათლების სამინისტროსთან და დღეს უკვე ჩვენი ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის სახელით ვაგზავნით ოფიციალურ მიმართვებს მინისტრის და ინფრასტრუქტურის სააგენტოს სახელზე და ვითხოვ თბილისის 138-ე საჯარო სკოლაში არსებულ ძალიან სამარცხვინო მდგომარეობაზე რეაგირებას.

გიგზავნით ფოტოებს რაც პირადად მე გადავიღე ამ სკოლაში, ჩემი შვილი მეორე კლასის მოსწავლეა 138-ე სკოლაში; მისი საკლასო ოთახი უკარო საპირფარეშოს გვერდითაა რომელშიც ნეტა მარტო საპნის პრობლემა იყოს... აუტანელი სუნი დგას დერეფანშიც.

ფაქტიურად ყოველგვარი ჰიგიენური სტანდარტებია დარღვეული, ამასთან, არ არის უსაფრთხო გარემო ბავშვებისთვის. ჭერი და იატაკი საბჭოთა კავშირის დაშლის მერე არ გარემონტებულა" - წერს ნინო ტლაშაძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი