საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაჭედილი რეფორმა" - მილიონზე მეტი ავტომობილისთვის სავალდებულო ტექდათვალიერება შესაძლოა 1 იანვრიდან ვერ ამოქმედდეს
"გაჭედილი რეფორმა" - მილიონზე მეტი ავტომობილისთვის სავალდებულო ტექდათვალიერება შესაძლოა 1 იანვრიდან ვერ ამოქმედდეს

2018 წლის 1 იან­ვრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბე­ბი ჯერ კი­დევ გა­სულ წელს კეთ­დე­ბო­და.

რო­გორც "ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს" ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ცენ­ტრში გა­ნუ­ცხა­დეს, 2018 წლის 1 იან­ვრი­დან ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა მსუ­ბუ­ქი, 3.5 ტო­ნამ­დე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის.

ამ კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რი­ცხვი 1.2 მი­ლი­ო­ნია, თუმ­ცა ამ დრომ­დე ინ­სპექ­ტი­რე­ბა არ­ცერთ ავ­ტო­მო­ბილს არ აქვს გავ­ლი­ლი. სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­და­ვა­დე­ბა­ზეც სა­უბ­რო­ბენ და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მისი ამოქ­მე­დე­ბა 1 იან­ვრი­დან რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სულ წელს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე გზის­თვის ვარ­გი­სო­ბა­ზე სა­ვალ­დე­ბუ­ლო პე­რი­ო­დუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის სა­კი­თხებ­თან სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვის მიზ­ნით ინ­ტე­რეს­თა გა­მო­ხატ­ვა გა­მო­ა­ცხა­და, რო­მელ­შიც შვე­ი­ცა­რულ­მა კომ­პა­ნი­ამ SGS SURVEILANCE SA გი­მარ­ჯვა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­ხელ­მწი­ფოს­თვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნდა შე­ი­მუ­შა­ოს.

"იმი­სათ­ვის, რომ ინ­სპექ­ტი­რე­ბა ერ­თი­ა­ნად ყვე­ლა მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის არ გახ­დეს სა­ვალ­დე­ბუ­ლო, გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მუ­შავ­დე­ბა. შე­საძ­ლოა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი წლო­ვა­ნე­ბის ან სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით და­ი­ყოს და ამის მი­ხედ­ვით ინ­სპექ­ტი­რე­ბა სხვა­დას­ხვა დროს ამოქ­მედ­დეს," - აღ­ნიშ­ნა­ვენ აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ცენ­ტრში.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"გაჭედილი რეფორმა" - მილიონზე მეტი ავტომობილისთვის სავალდებულო ტექდათვალიერება შესაძლოა 1 იანვრიდან ვერ ამოქმედდეს

"გაჭედილი რეფორმა" - მილიონზე მეტი ავტომობილისთვის სავალდებულო ტექდათვალიერება შესაძლოა 1 იანვრიდან ვერ ამოქმედდეს

2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ განცხადებები ჯერ კიდევ გასულ წელს კეთდებოდა.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ცენტრში განუცხადეს, 2018 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება მსუბუქი, 3.5 ტონამდე ავტომობილებისთვის.

ამ კატეგორიის ავტომობილების რიცხვი 1.2 მილიონია, თუმცა ამ დრომდე ინსპექტირება არცერთ ავტომობილს არ აქვს გავლილი. სფეროს სპეციალისტები ტექდათვალიერების ვალდებულების გადავადებაზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მისი ამოქმედება 1 იანვრიდან რთულად წარმოსადგენია.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ეკონომიკის სამინისტრომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების საკითხებთან საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, რომელშიც შვეიცარულმა კომპანიამ SGS SURVEILANCE SA გიმარჯვა, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფოსთვის რეკომენდაციები უნდა შეიმუშაოს.

"იმისათვის, რომ ინსპექტირება ერთიანად ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის არ გახდეს სავალდებულო, გარკვეული რეგულაციები მუშავდება. შესაძლოა ავტომობილები წლოვანების ან სანომრე ნიშნების მიხედვით დაიყოს და ამის მიხედვით ინსპექტირება სხვადასხვა დროს ამოქმედდეს," - აღნიშნავენ აკრედიტაციის ცენტრში.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი