საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ანდრიაძე გიორგი მარგველაშვილს "საქართველოს ერთიანობის მტრების - თურქეთის მოქალაქეებისთვის" ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაში ადანაშაულებს
გიორგი ანდრიაძე გიორგი მარგველაშვილს "საქართველოს ერთიანობის მტრების - თურქეთის მოქალაქეებისთვის" ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაში ადანაშაულებს

სა­პატ­რი­არ­ქოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ან­დრი­ა­ძე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს.

მი­მარ­თვა­ში ან­დრი­ა­ძე პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს "სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის მტრე­ბის - თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის" სა­ქარ­თვე­ლოს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და პარ­ლა­მენტს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვას სთხოვს.

"სამ­წუ­ხა­როდ, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი მო­მე­მარ­თა თქვენ­თვის, ვი­ნა­ი­დან ამოვ­წუ­რე ყვე­ლა კა­ნო­ნი­ე­რი მცდე­ლო­ბა ინ­ფორ­მა­ცია მი­მე­ღო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

საქ­მე ეხე­ბა 2016 ან 2017 წლებ­ში პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მიერ თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქის მი­მართ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე გა­წე­უ­ლი ღვაწ­ლი­სათ­ვის ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ.

გთხოვთ, გა­მო­ი­თხო­ვოთ იმ პი­როვ­ნე­ბე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი, ვი­საც ამ პე­რი­ოდ­ში ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. ვი­ნა­ი­დან ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის ღია და აშ­კა­რა მტე­რი, რო­მე­ლიც დღემ­დე აცხა­დებს, რომ ლაზი და მეგ­რე­ლი იდენ­ტო­ბით ქარ­თვე­ლი არ არის და ამით ხელს უწყობს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­სა და ქარ­თვე­ლი ერის დაშ­ლა­სა და ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბას. სწო­რედ ასეთ პი­როვ­ნე­ბას მი­ა­ნი­ჭა პრე­ზი­დენ­ტმა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა.

გთხოვთ, გა­ა­სა­ჯა­რო­ვოთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი, რო­მელ­თაც 2016-2017 წლებ­ში მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ამას გთხოვთ თქვენ იმი­ტომ, რომ სწო­რედ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ იქნა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე და ქარ­თველ­მა ერმა მხო­ლოდ და მხო­ლოდ თქვენ­და­მი ნდო­ბის გამო მის­ცა მას ხმა. სამ­წუ­ხა­როდ, რე­ა­ლო­ბაა ის, რომ ქარ­თვე­ლი ერი ხმას მის­ცემ­და ყვე­ლას, ვი­საც თქვენ და­ა­სა­ხე­ლებ­დით, მათ შო­რის პინგვინ­საც კი. ამი­ტომ პო­ლი­ტი­კუ­რი და ზნე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სწო­რედ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზეა ე.წ პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბებ­ზე. მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტი ლა­ზე­ბი­სათ­ვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უა­რის თქმა­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის მტრე­ბის - თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის - სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა­ზე.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მო­ვი­თხოვ თქვენ­გან გა­ა­სა­ჯა­რო­ვეთ თქვენს მიერ დას­მუ­ლი ე.წ პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ", - ნათ­ქვა­მია ღია წე­რილ­ში, თუმ­ცა ან­დრი­ა­ძე "სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის მტრე­ბის" ვი­ნა­ო­ბას, რომ­ლებ­საც მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ა­ნი­ჭა, არ აკონ­კრე­ტებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

გიორგი ანდრიაძე გიორგი მარგველაშვილს "საქართველოს ერთიანობის მტრების - თურქეთის მოქალაქეებისთვის" ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაში ადანაშაულებს

გიორგი ანდრიაძე გიორგი მარგველაშვილს "საქართველოს ერთიანობის მტრების - თურქეთის მოქალაქეებისთვის" ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაში ადანაშაულებს

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობას ღია წერილით მიმართავს.

მიმართვაში ანდრიაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს "საქართველოს ერთიანობის მტრების - თურქეთის მოქალაქეებისთვის" საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაში ადანაშაულებს და პარლამენტს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას სთხოვს.

"სამწუხაროდ, იძულებული გავხდი მომემართა თქვენთვის, ვინაიდან ამოვწურე ყველა კანონიერი მცდელობა ინფორმაცია მიმეღო საქართველოს პრეზიდენტის მიერ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ბრძანებულების შესახებ.

საქმე ეხება 2016 ან 2017 წლებში პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ თურქეთის მოქალაქის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს წინაშე გაწეული ღვაწლისათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

გთხოვთ, გამოითხოვოთ იმ პიროვნებების მონაცემები, ვისაც ამ პერიოდში ორმაგი მოქალაქის სტატუსი მიენიჭა. ვინაიდან ჩემი ინფორმაციით, მათ შორის არის საქართველოს ერთიანობის ღია და აშკარა მტერი, რომელიც დღემდე აცხადებს, რომ ლაზი და მეგრელი იდენტობით ქართველი არ არის და ამით ხელს უწყობს ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ერის დაშლასა და ურთიერთდაპირისპირებას. სწორედ ასეთ პიროვნებას მიანიჭა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ორმაგი მოქალაქეობა.

გთხოვთ, გაასაჯაროვოთ იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომელთაც 2016-2017 წლებში მარგველაშვილისგან მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა. ყოველივე ამას გთხოვთ თქვენ იმიტომ, რომ სწორედ "ქართული ოცნების" მიერ იქნა შეთავაზებული მოქალაქე მარგველაშვილის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე და ქართველმა ერმა მხოლოდ და მხოლოდ თქვენდამი ნდობის გამო მისცა მას ხმა. სამწუხაროდ, რეალობაა ის, რომ ქართველი ერი ხმას მისცემდა ყველას, ვისაც თქვენ დაასახელებდით, მათ შორის პინგვინსაც კი. ამიტომ პოლიტიკური და ზნეობრივი პასუხისმგებლობა სწორედ საპარლამენტო უმრავლესობაზეა ე.წ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. მათ შორის საქართველოს პატრიოტი ლაზებისათვის მოქალაქეობაზე უარის თქმაზე და საქართველოს ერთიანობის მტრების - თურქეთის მოქალაქეებისათვის - საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე.

როგორც საქართველოს მოქალაქე მოვითხოვ თქვენგან გაასაჯაროვეთ თქვენს მიერ დასმული ე.წ პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილებები საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ", - ნათქვამია ღია წერილში, თუმცა ანდრიაძე "საქართველოს ერთიანობის მტრების" ვინაობას, რომლებსაც მარგველაშვილმა ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა, არ აკონკრეტებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები