პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური ქართული ჩაი, რომელიც წნევის, გულისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემას მოგიგვარებთ
უნიკალური ქართული ჩაი, რომელიც წნევის, გულისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემას მოგიგვარებთ

წარ­მო­შო­ბით თუში, არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი, 19 წლის გი­ორ­გი სეხ­ნი­ა­ი­ძე უკვე ორი წე­ლია სო­ფელ შე­ნა­ქოს კლდე­ებ­ზე მოკ­რე­ფი­ლი ბა­ლა­ხის­გან ჩაის აწარ­მო­ებს. ჩაი სამ­კურ­ნა­ლოს გარ­და, უნი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბის, არა­მედ უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბა­საც სულ უფრო მე­ტად იპყრობს. მალე მას ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ, კერ­ძოდ, ჩი­ნეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­შიც და­ა­გე­მოვ­ნე­ბენ.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­სარ­გებ­ლო, სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო საქ­მე შე­მო­სავ­ლი­ა­ნიც გა­ხა­დო - გი­ორ­გი სა­კუ­თა­რი აგ­რო­წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა...

- მცე­ნა­რე­ე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ბე­ბომ გა­მი­ჩი­ნა. ის, რო­გორც ყვე­ლა თუში ქალი, ხელ­საქ­მი­თაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ქსოვს, ამუ­შა­ვებს თე­ქას, იყე­ნებს მა­ტყლს და ბუ­ნებ­რივ სა­ღე­ბა­ვებს. სხვა­თა შო­რის, არ არ­სე­ბობს მცე­ნა­რე, რო­მე­ლიც ქსო­ვილს რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხის ფერს არ აძ­ლევს. მცე­ნა­რე­ე­ბის მო­საგ­რო­ვებ­ლად ბე­ბოს ხში­რად დავ­ყვე­ბო­დი, ბა­ლა­ხე­ბის შე­სა­ხებ მის­გან ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­ღებ­დი. ბოლო ორი წე­ლია ამ სა­კითხს მარ­კე­ტინ­გუ­ლი კუ­თხით მი­ვუ­დე­ქი, მო­ვი­ძიე ლი­ტე­რა­ტუ­რა, და­ვა­მუ­შა­ვე, შე­ვის­წავ­ლე ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი და აღ­მოჩ­ნდა, რომ ბა­ლა­ხე­უ­ლი ჩაი ბა­ზარ­ზე თით­ქმის არ მო­ი­პო­ვე­ბა. გარ­და ამი­სა, არ მინ­და ამ მცე­ნა­რე­ე­ბის შე­სა­ხებ ცოდ­ნა და­ი­კარ­გოს და შე­სა­ბა­მი­სად, მათი მოხ­მა­რე­ბა შე­წყდეს. რა­ტომ უნდა ჩა­ა­ნაც­ვლოს 100%-ით ქი­მი­ურ­მა პრე­პა­რა­ტებ­მა ჩვე­ნი სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი და სა­ღე­ბა­ვე­ბი?! თუ­შეთ­ში კა­ფე­ტე­რი­ას ვა­მუ­შა­ვებთ, სა­დაც ბა­ლა­ხე­უ­ლის ჩაის უცხო­ე­ლებს ვთა­ვა­ზობ­დი. ერთ-ერთი დიდი სტი­მუ­ლი ჩაის წარ­მო­ე­ბის და­სა­წყე­ბად ტუ­რის­ტე­ბის მიერ გა­მო­ჩე­ნი­ლი მო­წო­ნე­ბა და ინ­ტე­რე­სი იყო. ჩაი ერ­თნა­ი­რად მოს­წონთ ევ­რო­პი­დან, აზი­ი­დან, აფ­რი­კი­დან თუ ამე­რი­კი­დან ჩა­მო­სულ მომ­ხმა­რებ­ლებს. ისი­ნი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი და გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი არი­ან რო­გორც თუ­შე­თის არ­ქი­ტექ­ტუ­რი­თა და ლან­დშაფ­ტით, ისე სამ­ზა­რე­უ­ლო­თი.

- ეს მცე­ნა­რე­ე­ბი თუ­შე­თის­თვის ენ­დე­მუ­რია?

- ენ­დე­მუ­რი არ არის, მაგ­რამ გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქვს და გარ­და ამი­სა, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში ხა­რობს.

- გარ­და სა­სი­ა­მოვ­ნო გე­მოვ­ნუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი­სა, რა სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ხსე­ნე­ბუ­ლი ბა­ლა­ხე­ბის ნა­ყე­ნი?

- რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბაა და ყვე­ლას თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს - ამ­შვი­დებს, არე­გუ­ლი­რებს წნე­ვას, შვე­ლის კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მებს. მისი სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა გუ­ლის, კბი­ლის ტკი­ვი­ლის, ღრძი­ლე­ბის, ჰე­პა­ტი­ტე­ბის, ღვიძ­ლის, გა­მო­ნა­ყა­რი­სა და დი­ა­ბე­ტის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. სა­წყის ეტაპ­ზე და­ფა­სო­ე­ბუ­ლი სა­ხით ბე­გ­ქონ­და­რა, თავ­შა­ვა და კრა­ზა­ნა წარ­მო­ვად­გი­ნე. ეს სამი მცე­ნა­რე მა­ი­სი­დან აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე ყვა­ვის. შე­ვარ­ჩიე ის სა­ხე­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­და­რე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მო­ი­პო­ვე­ბა და სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა.

- ამ­ბობთ, რომ ამ მცე­ნა­რე­ებს გა­და­შე­ნე­ბის საფრ­თხე ელით. ამის გამო მათ "მო­ში­ნა­უ­რე­ბას" ხომ არ აპი­რებთ?

- გა­და­შე­ნე­ბის საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ, თუკი მოკ­რე­ფის წესს და­ვი­ცავთ. ამი­ტომ, ბა­ლა­ხის მოკ­რე­ფის მსურ­ვე­ლებს ყო­ველ­თვის ვაძ­ლევ რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად მაკ­რატ­ლით მო­იჭ­რას, რათა ფესვთა სის­ტე­მა არ და­ზი­ან­დეს. ძი­რი­ა­ნად არ უნდა ამო­ვი­ღოთ. ჩვენს თა­ო­ბებს უნდა შე­მორ­ჩეთ ეს მცე­ნა­რე­ე­ბი. მო­უფრ­თხილ­დნენ, შე­ის­წავ­ლონ. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ში­ნა­უ­რე­ბას, არ ვფიქ­რობ, რად­გან მისი უნი­კა­ლუ­რო­ბა სწო­რედ მისი ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბო­ბაა. მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ეს გახ­ლავთ. თა­ნაც, ჩვე­ნი მარ­კე­ტინ­გუ­ლი გათ­ვლა ხა­რისხზე გა­დის და არა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უნიკალური ქართული ჩაი, რომელიც წნევის, გულისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემას მოგიგვარებთ

უნიკალური ქართული ჩაი, რომელიც წნევის, გულისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემას მოგიგვარებთ

წარმოშობით თუში, არქიტექტურის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, 19 წლის გიორგი სეხნიაიძე უკვე ორი წელია სოფელ შენაქოს კლდეებზე მოკრეფილი ბალახისგან ჩაის აწარმოებს. ჩაი სამკურნალოს გარდა, უნიკალური გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და არა მხოლოდ ქართველების, არამედ უცხოელი ტურისტების ყურადღებასაც სულ უფრო მეტად იპყრობს. მალე მას ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, კერძოდ, ჩინეთსა და გერმანიაშიც დააგემოვნებენ.

როგორ შეიძლება სასარგებლო, საინტერესო და სახალისო საქმე შემოსავლიანიც გახადო - გიორგი საკუთარი აგროწარმოების შესახებ გვიყვება...

- მცენარეების მიმართ ინტერესი ბებომ გამიჩინა. ის, როგორც ყველა თუში ქალი, ხელსაქმითაა გატაცებული, ქსოვს, ამუშავებს თექას, იყენებს მატყლს და ბუნებრივ საღებავებს. სხვათა შორის, არ არსებობს მცენარე, რომელიც ქსოვილს რაიმე კონკრეტული სახის ფერს არ აძლევს. მცენარეების მოსაგროვებლად ბებოს ხშირად დავყვებოდი, ბალახების შესახებ მისგან ბევრ ინფორმაციას ვიღებდი. ბოლო ორი წელია ამ საკითხს მარკეტინგული კუთხით მივუდექი, მოვიძიე ლიტერატურა, დავამუშავე, შევისწავლე ქართული ბაზარი და აღმოჩნდა, რომ ბალახეული ჩაი ბაზარზე თითქმის არ მოიპოვება. გარდა ამისა, არ მინდა ამ მცენარეების შესახებ ცოდნა დაიკარგოს და შესაბამისად, მათი მოხმარება შეწყდეს. რატომ უნდა ჩაანაცვლოს 100%-ით ქიმიურმა პრეპარატებმა ჩვენი სამკურნალო მცენარეები და საღებავები?! თუშეთში კაფეტერიას ვამუშავებთ, სადაც ბალახეულის ჩაის უცხოელებს ვთავაზობდი. ერთ-ერთი დიდი სტიმული ჩაის წარმოების დასაწყებად ტურისტების მიერ გამოჩენილი მოწონება და ინტერესი იყო. ჩაი ერთნაირად მოსწონთ ევროპიდან, აზიიდან, აფრიკიდან თუ ამერიკიდან ჩამოსულ მომხმარებლებს. ისინი აღფრთოვანებული და განცვიფრებული არიან როგორც თუშეთის არქიტექტურითა და ლანდშაფტით, ისე სამზარეულოთი.

- ეს მცენარეები თუშეთისთვის ენდემურია?

- ენდემური არ არის, მაგრამ გემოვნური თვისებები აბსოლუტურად განსხვავებული აქვს და გარდა ამისა, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ხარობს.

- გარდა სასიამოვნო გემოვნური მახასიათებლებისა, რა სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ხსენებული ბალახების ნაყენი?

- რამდენიმე სახეობაა და ყველას თავისი დანიშნულება აქვს - ამშვიდებს, არეგულირებს წნევას, შველის კუჭ-ნაწლავის პრობლემებს. მისი სხვადასხვა სახეობა გულის, კბილის ტკივილის, ღრძილების, ჰეპატიტების, ღვიძლის, გამონაყარისა და დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება. საწყის ეტაპზე დაფასოებული სახით ბეგქონდარა, თავშავა და კრაზანა წარმოვადგინე. ეს სამი მცენარე მაისიდან აგვისტოს ბოლომდე ყვავის. შევარჩიე ის სახეობები, რომლებიც შედარებით დიდი რაოდენობით მოიპოვება და სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა.

- ამბობთ, რომ ამ მცენარეებს გადაშენების საფრთხე ელით. ამის გამო მათ "მოშინაურებას" ხომ არ აპირებთ?

- გადაშენების საფრთხე არ ემუქრებათ, თუკი მოკრეფის წესს დავიცავთ. ამიტომ, ბალახის მოკრეფის მსურველებს ყოველთვის ვაძლევ რეკომენდაციას, რომ ის აუცილებლად მაკრატლით მოიჭრას, რათა ფესვთა სისტემა არ დაზიანდეს. ძირიანად არ უნდა ამოვიღოთ. ჩვენს თაობებს უნდა შემორჩეთ ეს მცენარეები. მოუფრთხილდნენ, შეისწავლონ. რაც შეეხება მოშინაურებას, არ ვფიქრობ, რადგან მისი უნიკალურობა სწორედ მისი ველურ ბუნებაში არსებობაა. მთავარი ღირებულება ეს გახლავთ. თანაც, ჩვენი მარკეტინგული გათვლა ხარისხზე გადის და არა რაოდენობაზე... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი