რაჭაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
თვითმხილველების თქმით, სოფელ ხოტევში ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ადგილობრივის ეზოში შევარდა. შემთხვევის შედეგად ტრაილერის სამი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.