მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომელმაც სამეწარმეო საქმიანობიდან 1 წელში 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომელმაც სამეწარმეო საქმიანობიდან 1 წელში 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლოს" ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბი­დან ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი - 17 429 052 ლარი - დე­პუ­ტატ კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვილს აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

მიმ­დი­ნა­რე წლის 27 ივ­ნისს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ფლობს 451 კვა­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს დმა­ნის­ში; 500 კვ. მეტ­რის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს და 1250 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვეთს წავ­კის­ში; 888 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს დე­და­ქა­ლაქ­ში; 12 357 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვეთს წავ­კის­ში; 6 363 კვ. მეტ­რი­სა და 3 091 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თებს წავ­კის­ში; 31,40 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბი­სა და 32 კვ. მეტ­რის ბი­ნებს დმა­ნის­ში; 1 682 კვ. მეტ­რის არა­სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს თბი­ლის­ში; 4 499 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვეთს დმა­ნის­ში და 200 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს დმა­ნის­ში.

კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვილს ასე­ვე ეკუთ­ვნის სს "ელექტრო­ნი­კა 94"-ის 21 624 აქ­ცია; სს "პსპ და­ზღვე­ვას" 5 000 000 აქ­ცია, რო­მე­ლიც 2016 წელს 5 000 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა; მის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე "პსპ და­ზღვე­ვას" 9 000 000 აქ­ცია, რო­მე­ლიც 2015 წელს 9 000 000 ლა­რად აქვს შე­ძე­ნი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­პუ­ტა­ტის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში მას "ბან­კი ქარ­თუს" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 65,36 დო­ლა­რი; 5 412,70 ლარი; 0,29 ევრო; 2 578,48 დო­ლა­რი; 698,34 ევრო ჰქონ­და.

სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ოქ­რი­აშ­ვი­ლი 11 კომ­პა­ნი­ის პარტნი­ო­რია. ეს კომ­პა­ნი­ე­ბია: შპს "ჯე­ო­მე­დი", რომ­ლის 25%-იან წილს ფლობს; შპს "პსპ ფარ­მა", რომ­ლის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია; შპს "აქსა მე­დი­ქალ"; შპს "პსპ სა­ქარ­თვე­ლო", სა­წარ­მოს 59%-იანი წილი ეკუთ­ვნის დე­პუ­ტატს; შპს "სა­ნი­მე­დი", რომ­ლის 100%-იანი წილი მას ეკუთ­ვნის; შპს GMP Production, მას სა­წარ­მოს 95% ეკუთ­ვნის; 15%-იანი წილი აქვს შპს "მარ­გვეთ­ში"; შპს "პატ­რია მე­დი­კა"; შპს "ჯი­სი­თი"; სს "პსპ და­ზღვე­ვა" და შპს "მან­და­რი­ნი". ამას­თან, დე­პუ­ტა­ტი 2 კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ო­ნე­რია, სა­უ­ბა­რია შპს "ალ­ფა­სა" და სს "ელექტრო­ნი­კა 94-ზე". ამ კომ­პა­ნი­ე­ბი­დან გა­სულ წელს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს მხო­ლოდ 2 სა­წარ­მოს საქ­მი­ა­ნო­ბით აქვს შე­მო­სა­ვა­ლი მი­ღე­ბუ­ლი.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომელმაც სამეწარმეო საქმიანობიდან 1 წელში 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომელმაც სამეწარმეო საქმიანობიდან 1 წელში 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანგარიშის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობიდან ყველაზე მაღალი შემოსავალი - 17 429 052 ლარი - დეპუტატ კახაბერ ოქრიაშვილს აქვს მიღებული.

მიმდინარე წლის 27 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის წევრი ფლობს 451 კვარატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დმანისში; 500 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს და 1250 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს წავკისში; 888 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დედაქალაქში; 12 357 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს წავკისში; 6 363 კვ. მეტრისა და 3 091 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთებს წავკისში; 31,40 კვ. მეტრი ფართობისა და 32 კვ. მეტრის ბინებს დმანისში; 1 682 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს თბილისში; 4 499 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს დმანისში და 200 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს დმანისში.

კახაბერ ოქრიაშვილს ასევე ეკუთვნის სს "ელექტრონიკა 94"-ის 21 624 აქცია; სს "პსპ დაზღვევას" 5 000 000 აქცია, რომელიც 2016 წელს 5 000 000 ლარად შეიძინა; მის საკუთრებაშია ასევე "პსპ დაზღვევას" 9 000 000 აქცია, რომელიც 2015 წელს 9 000 000 ლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში მას "ბანკი ქართუს" მიმდინარე ანგარიშზე 65,36 დოლარი; 5 412,70 ლარი; 0,29 ევრო; 2 578,48 დოლარი; 698,34 ევრო ჰქონდა.

სამეწარმეო საქმიანობას რაც შეეხება, ოქრიაშვილი 11 კომპანიის პარტნიორია. ეს კომპანიებია: შპს "ჯეომედი", რომლის 25%-იან წილს ფლობს; შპს "პსპ ფარმა", რომლის 100%-იანი წილის მფლობელია; შპს "აქსა მედიქალ"; შპს "პსპ საქართველო", საწარმოს 59%-იანი წილი ეკუთვნის დეპუტატს; შპს "სანიმედი", რომლის 100%-იანი წილი მას ეკუთვნის; შპს GMP Production, მას საწარმოს 95% ეკუთვნის; 15%-იანი წილი აქვს შპს "მარგვეთში"; შპს "პატრია მედიკა"; შპს "ჯისითი"; სს "პსპ დაზღვევა" და შპს "მანდარინი". ამასთან, დეპუტატი 2 კომპანიის აქციონერია, საუბარია შპს "ალფასა" და სს "ელექტრონიკა 94-ზე". ამ კომპანიებიდან გასულ წელს პარლამენტის წევრს მხოლოდ 2 საწარმოს საქმიანობით აქვს შემოსავალი მიღებული.

განაგრძეთ კითხვა

"ვრცელდება ჭორები, რომ მთავრობა ყაზბეგში შეზღუდვების დაწესებას აპირებს..." - პრემიერი ლარსის საბაჟოსა და სვანეთში არსებულ ვითარებაზე

LIVE: "პალიტრანიუსის" სპეციალური გამოშვება - გიორგი შაქარაშვილის საქმე

ოქრიაშვილის მხარდაჭერის გამო დმანისის მერი "ქართული ოცნების" რიგებიდან გარიცხეს