საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭიქა ღვინო თუ დიეტური "კოლა" - ტრამპის სადღეგრძელოს გაერო-ში ხმაური მოჰყვა
ჭიქა ღვინო თუ დიეტური "კოლა" - ტრამპის სადღეგრძელოს გაერო-ში ხმაური მოჰყვა

გა­ე­რო-ში გა­მარ­თულ ვახ­შამ­ზე დო­ნალდ ტრამპმა ჭიქა ღვი­ნო შეს­ვა. ეს ფაქ­ტი სრუ­ლი­ად შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩე­ბო­და მსოფ­ლიო მე­დი­ის­თვის, რომ არა აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ალ­კოჰო­ლის მი­მართ - მისი ძმა, ფრედ ტრამ­პი ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მი­ღე­ბის გამო გარ­და­იც­ვა­ლა, ამი­ტომ დო­ნალდ ტრამ­პი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სას­მელ­ზე უარს ამ­ბობ­და.

თუმ­ცა გა­ე­როს "დიდი, ძა­ლი­ან დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლის" შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მი სა­დღეგ­რძე­ლოს შემ­დეგ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჭიქა კა­ბერ­ნე­ზე უარი არ თქვა.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის მიერ პი­რო­ბის დარ­ღვე­ვას ხმა­უ­რი მოჰ­ყვა, რე­პორ­ტი­ო­რე­ბი "ტვი­ტერ­ზე" გა­მოთ­ქვა­მენ ვა­რა­უდს, რომ ჭი­ქა­ში, რო­მე­ლიც დო­ნალდ ტრამპს ხელ­ში ეჭი­რა, ღვი­ნის ნაც­ვლად დი­ე­ტუ­რი "კოკა-კოლა", ანდა - ყუ­რძნის წვე­ნი ჩა­ას­ხეს.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა კო­მენ­ტა­რის­თვის თეთრ სახ­ლსაც მი­მარ­თეს, თუმ­ცა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან პა­სუ­ხი ვერ მი­ი­ღეს.

ამას­თან, სა­ყუ­რა­დღე­ბო იყო მისი სა­დღეგ­რძე­ლო გა­ე­რო-ს "დიდ პო­ტენ­ცი­ალ­ზეც", რად­გან მა­ნამ­დე ტრამპს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია მწვა­ვედ არა­ერ­თხელ გა­უკ­რი­ტი­კე­ბია.

"წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაკ­რი­ტი­კებ­დი გა­ე­როს, თუმ­ცა, ისიც აღ­ვნიშ­ნე, რომ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს," - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა. მი­სი­ვე თქმით, დიდი პა­ტი­ვია, რომ გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ას მისი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქი, ნიუ-იორ­კი მას­პინ­ძლობს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ჭიქა ღვინო თუ დიეტური "კოლა" - ტრამპის სადღეგრძელოს გაერო-ში ხმაური მოჰყვა

ჭიქა ღვინო თუ დიეტური "კოლა" - ტრამპის სადღეგრძელოს გაერო-ში ხმაური მოჰყვა

გაერო-ში გამართულ ვახშამზე დონალდ ტრამპმა ჭიქა ღვინო შესვა. ეს ფაქტი სრულიად შეუმჩნეველი დარჩებოდა მსოფლიო მედიისთვის, რომ არა აშშ-ს პრეზიდენტის დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ - მისი ძმა, ფრედ ტრამპი ალკოჰოლის ჭარბი მიღების გამო გარდაიცვალა, ამიტომ დონალდ ტრამპი წლების განმავლობაში სასმელზე უარს ამბობდა.

თუმცა გაეროს "დიდი, ძალიან დიდი პოტენციალის" შესახებ ნათქვამი სადღეგრძელოს შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჭიქა კაბერნეზე უარი არ თქვა.

სოციალურ ქსელებში აშშ-ს პრეზიდენტის მიერ პირობის დარღვევას ხმაური მოჰყვა, რეპორტიორები "ტვიტერზე" გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ჭიქაში, რომელიც დონალდ ტრამპს ხელში ეჭირა, ღვინის ნაცვლად დიეტური "კოკა-კოლა", ანდა - ყურძნის წვენი ჩაასხეს.

ჟურნალისტებმა კომენტარისთვის თეთრ სახლსაც მიმართეს, თუმცა ადმინისტრაციისგან პასუხი ვერ მიიღეს.

ამასთან, საყურადღებო იყო მისი სადღეგრძელო გაერო-ს "დიდ პოტენციალზეც", რადგან მანამდე ტრამპს საერთაშორისო ორგანიზაცია მწვავედ არაერთხელ გაუკრიტიკებია.

"წლების განმავლობაში ვაკრიტიკებდი გაეროს, თუმცა, ისიც აღვნიშნე, რომ ამ ორგანიზაციას დიდი პოტენციალი აქვს," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, დიდი პატივია, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეას მისი მშობლიური ქალაქი, ნიუ-იორკი მასპინძლობს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"