პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მეზღვაურები ლიბიის ტყვეობაში - რა ელის სამ ქართველს, რომლებსაც კონტრაბანდისტობა ბრალდებათ?
ქართველი მეზღვაურები ლიბიის ტყვეობაში - რა ელის სამ ქართველს, რომლებსაც კონტრაბანდისტობა ბრალდებათ?

ლი­ბი­ის დე­და­ქა­ლაქ ტრი­პო­ლის ერთ-ერთი ცი­ხის იზო­ლა­ტორ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სამი მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბა, რომ­ლე­ბიც ლი­ბი­ის სა­ნა­პი­რო დაც­ვის ძა­ლებ­მა ტან­ზა­ნი­ის დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი ტან­კე­რი REX-დან, მიმ­დი­ნა­რე წლის 30 აგ­ვის­ტოს, ხმელ­თა­შუა ზღვა­ში, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის კონ­ტრა­ბან­დით გა­და­ზიდ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა, მა­მუ­კა ახა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გემი 30 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა, სა­ა­გენ­ტომ ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ 13 სექ­ტემ­ბერს, სა­ღა­მოს მი­ი­ღო ერთ-ერთი მე­ზღვა­უ­რის ოჯა­ხის­გან. მა­მუ­კა ახა­ლა­ძის ინფრო­მა­ცი­ით, მათ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­დეს. ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბის და­კა­ვე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, არა­ლე­გა­ლუ­რი ტვირ­თით ნა­ოს­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. თუმ­ცა, და­ზუს­ტე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროც.

"ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ნავ­თო­ბო ტან­კერ REX-ის კა­პი­ტა­ნი, 55 წლის ბა­თუ­მე­ლი გე­ნა­დი კო­მა­ხი­ძეა, - მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი ორი ქარ­თვე­ლი კი, რო­მან კა­კა­ლა­ძე და ნუკ­რი ხოხ­ბა. და­კა­ვე­ბულ 11 მე­ზღვა­ურს შო­რის, თურ­ქე­თის ხუთი და ინ­დო­ე­თის ორი მო­ქა­ლა­ქეც არის... ტან­კე­რის ეკი­პა­ჟის ყვე­ლა წევ­რს, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს სამ მო­ქა­ლა­ქეს, ბრა­ლად "ლი­ბი­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თა და კონ­ტრა­ბან­დუ­ლი ტვირ­თის გა­და­ტა­ნა ედე­ბათ".

ტან­კერ­მა ლი­ბი­ის­კენ გეზი 2017 წლის 11 ივ­ლისს, სტამ­ბო­ლის ტუზ­ლას ნავ­სად­გუ­რი­დან გას­ვლის შემ­დეგ აიღო. ლი­ბი­ის სა­ნა­პი­რო დაც­ვა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ აგ­ვის­ტოს ბო­ლო­დან გემს უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ. მათ თქმით, ბერ­ძნუ­ლი ტან­კე­რი REX-ი ქვეყ­ნის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ ზუ­ვა­რას­თან, აბუ კა­მა­შის პორ­ტში ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, ღა­მით შე­ვი­და, სა­დაც კონ­ტრა­ბან­დუ­ლი 1 160 000 დი­ზე­ლით და­იტ­ვირ­თა, რის გა­მოც, ის და­ა­პა­ტიმ­რეს.

და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბის ოჯა­ხე­ბი, მათ კონ­ტრა­ბან­და­ში გა­რე­ვას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ. მათი თქმით, ტან­კე­რი მა­შინ და­ა­კა­ვეს, როცა ლი­ბი­ის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი წყლე­ბი უკვე და­ტო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და. გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში, რო­მან კა­კა­ლა­ძის მამა, მე­რაბ კა­კა­ლა­ძე შვი­ლის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეყ­რდნო­ბა და ამ­ბობს, რომ მათ ნე­იტ­რა­ლურ წყლებ­ში ყოფ­ნი­სას ფორ­მი­ა­ნი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი და­ად­გნენ თან და უკან და­აბ­რუ­ნეს. რამ­დე­ნი­მე დღე გემ­ზე ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი, შემ­დეგ კი, იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს...

მას შემ­დეგ, რაც ლი­ბი­ის "არა­ბუ­ლი ჯა­მა­ჰი­რი­ის დიდი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის" და­არ­სე­ბი­დან 42 წლის თავ­ზე, მო­სახ­ლე­ო­ბა ქვეყ­ნის "ბე­ბერ პატ­რი­არ­ქს" აუ­ჯანყდა და მისი რე­ჟი­მი სის­ხლისმღვრე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ომით დას­რულ­და, იქ ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო აღარ არ­სე­ბობს და ჯერ კი­დევ კა­და­ფის მმარ­თვე­ლო­ბის დროს და­წყე­ბუ­ლი ნავ­თო­ბის კონ­ტრა­ბან­და უზარ­მა­ზარ შავ ბიზ­ნე­სად იქცა...

საქ­მე ის არის, რომ ლი­ბია ახლა რამ­დე­ნი­მე ზო­ნად არის და­ყო­ფი­ლი, - იქ მნიშ­ვნე­ლო­ვან ტე­რი­ტო­რი­ებს ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ალ ქა­ი­და", მათი გა­ნა­ყო­ფი "ან­სარ ალ შა­რია" და ISIS აკონ­ტრო­ლე­ბენ. ზუ­ვა­რა­ში, სა­ი­და­ნაც ლი­ბი­ის მხა­რის მტკი­ცე­ბით, ტან­კერ­მა REX-მა კონ­ტრა­ბან­დუ­ლი დი­ზე­ლი წა­მო­ი­ღო, ISIS-ის გავ­ლე­ნა საკ­მა­ოდ დი­დია. თუმ­ცა, კონ­ტრა­ბან­დას­თან კავ­შირს, ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ ეგ­ვიპ­ტე­ში, რო­მე­ლიც ლი­ბი­ა­საც ფა­რავს, ქა­ი­რო­ში ად­ვო­კა­ტი და­ი­ქი­რა­ვა, რო­მე­ლიც ტრი­პო­ლი­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბის საქ­მე­ში უკვე ჩა­ერ­თო. "ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად ტრი­პო­ლის სამ­ხედ­რო პორ­ტში, ათამ­დე ტან­კე­რი და გე­მია და­კა­ვე­ბუ­ლი, ტრი­პო­ლის ცი­ხე­ში კი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი უცხო­ე­ლი მე­ზღვა­უ­რი სას­ჯელს ელის.

2016 წლის ივ­ნი­სი­დან, უკვე წე­ლი­წა­დი და ოთხი თვეა, ლი­ბი­ა­ში ბერ­ძნუ­ლი ტან­კე­რის "თე­მე­ტე­რო­ნის" კა­პი­ტა­ნი, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ტე­კუ­ჩე­ვია და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი. კი­დევ ორ რუს მე­ზღვა­ურ­თან ერ­თად, მა­საც "კონ­ტრა­ბან­დუ­ლი ნავ­თო­ბის" გა­და­ტა­ნა ბრალ­დე­ბა.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ქარ­თველ მე­ზღვა­უ­რებს სხვა ქვეყ­ნის წყლებ­ში აკა­ვე­ბენ, - 2009 წელს, ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბი პა­ნა­მის დრო­შის ქვეშ მცუ­რავ სატ­ვირ­თო გე­მით, ფი­ლი­პი­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ა­კა­ვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გემს ფი­ლი­პი­ნებ­ზე ის­რა­ე­ლის წარ­მო­ე­ბის საბ­რძო­ლო ია­რა­ღი კონ­ტრა­ბან­დუ­ლი გზით გა­დაჰ­ქონ­და... ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბის თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი­თა და მათი ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ირ­კვე­ვა, რომ მათ არა­ფე­რი იცოდ­ნენ გემ­ზე არ­სე­ბუ­ლი ტვირ­თის შე­სა­ხებ.

2015 წელს, სა­ბერ­ძნეთ­ში, ორი ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რი დიდი ოდე­ნო­ბით კონ­ტრა­ბან­დუ­ლი ტვირ­თის, კონ­კრე­ტუ­ლად, 11 ათა­სამ­დე ყუთი სი­გა­რე­ტის ლი­ბი­ა­ში გა­და­ტა­ნის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს...

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტი იყო, სო­მა­ლე­ლი მე­კობ­რე­ე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბის ამ­ბა­ვი, - მალ­ტის დრო­შის ქვეშ მცუ­რავ ტან­კერ­ზე 15 ქარ­თვე­ლი და 3 თურ­ქი მე­ზღვა­უ­რი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სო­მა­ლელ­მა მე­კობ­რე­ებ­მა ისი­ნი 2010 წლის 8 სექ­ტემ­ბერს, ადე­ნის სრუ­ტე­ში და­ა­ტყვე­ვეს. მე­კობ­რე­ე­ბი გე­მის მფლო­ბე­ლი ბერ­ძნუ­ლი კომ­პა­ნი­ის­გან გა­მო­სას­ყი­დის სა­ხით რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვ­დნენ. თან­ხის გა­დახ­და­ზე გემთმფლო­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ უარი გა­ნა­ცხა­და და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩიხ­ში იყო შე­სუ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სო­მა­ლი­ში სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცია ჩა­ვი­და. თით­ქმის წე­ლი­წად­ნა­ხევ­რი­ა­ნი ტყვე­ო­ბის შემ­დეგ, ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

ფოტო: VOA

ქართველი მეზღვაურები ლიბიის ტყვეობაში - რა ელის სამ ქართველს, რომლებსაც კონტრაბანდისტობა ბრალდებათ?

ქართველი მეზღვაურები ლიბიის ტყვეობაში - რა ელის სამ ქართველს, რომლებსაც კონტრაბანდისტობა ბრალდებათ?

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის ერთ-ერთი ციხის იზოლატორში, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება, რომლებიც ლიბიის სანაპირო დაცვის ძალებმა ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი REX-დან, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, ხმელთაშუა ზღვაში, ნავთობპროდუქტების კონტრაბანდით გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მამუკა ახალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გემი 30 აგვისტოს დააკავეს, თუმცა, სააგენტომ ინფორმაცია მხოლოდ 13 სექტემბერს, საღამოს მიიღო ერთ-ერთი მეზღვაურის ოჯახისგან. მამუკა ახალაძის ინფრომაციით, მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. ეკიპაჟის წევრების დაკავება, სავარაუდოდ, არალეგალური ტვირთით ნაოსნობას უკავშირდება. თუმცა, დაზუსტებული მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს. პროცესში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტროც.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, სანავთობო ტანკერ REX-ის კაპიტანი, 55 წლის ბათუმელი გენადი კომახიძეა, - მასთან ერთად დაკავებული ორი ქართველი კი, რომან კაკალაძე და ნუკრი ხოხბა. დაკავებულ 11 მეზღვაურს შორის, თურქეთის ხუთი და ინდოეთის ორი მოქალაქეც არის... ტანკერის ეკიპაჟის ყველა წევრს, მათ შორის საქართველოს სამ მოქალაქეს, ბრალად "ლიბიის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და კონტრაბანდული ტვირთის გადატანა ედებათ".

ტანკერმა ლიბიისკენ გეზი 2017 წლის 11 ივლისს, სტამბოლის ტუზლას ნავსადგურიდან გასვლის შემდეგ აიღო. ლიბიის სანაპირო დაცვა ირწმუნება, რომ აგვისტოს ბოლოდან გემს უთვალთვალებდნენ. მათ თქმით, ბერძნული ტანკერი REX-ი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ზუვარასთან, აბუ კამაშის პორტში ნებართვის გარეშე, ღამით შევიდა, სადაც კონტრაბანდული 1 160 000 დიზელით დაიტვირთა, რის გამოც, ის დააპატიმრეს.

დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახები, მათ კონტრაბანდაში გარევას კატეგორიულად უარყოფენ. მათი თქმით, ტანკერი მაშინ დააკავეს, როცა ლიბიის ტერიტორიული წყლები უკვე დატოვებული ჰქონდა. გამოცემასთან საუბარში, რომან კაკალაძის მამა, მერაბ კაკალაძე შვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა და ამბობს, რომ მათ ნეიტრალურ წყლებში ყოფნისას ფორმიანი, შეიარაღებული პირები დაადგნენ თან და უკან დააბრუნეს. რამდენიმე დღე გემზე ჰყავდათ დაკავებული, შემდეგ კი, იზოლატორში გადაიყვანეს...

მას შემდეგ, რაც ლიბიის "არაბული ჯამაჰირიის დიდი სოციალისტური სახალხო რესპუბლიკის" დაარსებიდან 42 წლის თავზე, მოსახლეობა ქვეყნის "ბებერ პატრიარქს" აუჯანყდა და მისი რეჟიმი სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომით დასრულდა, იქ ერთიანი სახელმწიფო აღარ არსებობს და ჯერ კიდევ კადაფის მმართველობის დროს დაწყებული ნავთობის კონტრაბანდა უზარმაზარ შავ ბიზნესად იქცა...

საქმე ის არის, რომ ლიბია ახლა რამდენიმე ზონად არის დაყოფილი, - იქ მნიშვნელოვან ტერიტორიებს ტერორისტული ორგანიზაცია "ალ ქაიდა", მათი განაყოფი "ანსარ ალ შარია" და ISIS აკონტროლებენ. ზუვარაში, საიდანაც ლიბიის მხარის მტკიცებით, ტანკერმა REX-მა კონტრაბანდული დიზელი წამოიღო, ISIS-ის გავლენა საკმაოდ დიდია. თუმცა, კონტრაბანდასთან კავშირს, ქართველი მეზღვაურები კატეგორიულად უარყოფენ.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოს საელჩომ ეგვიპტეში, რომელიც ლიბიასაც ფარავს, ქაიროში ადვოკატი დაიქირავა, რომელიც ტრიპოლიში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საქმეში უკვე ჩაერთო. "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ამჟამად ტრიპოლის სამხედრო პორტში, ათამდე ტანკერი და გემია დაკავებული, ტრიპოლის ციხეში კი რამდენიმე ათეული უცხოელი მეზღვაური სასჯელს ელის.

2016 წლის ივნისიდან, უკვე წელიწადი და ოთხი თვეა, ლიბიაში ბერძნული ტანკერის "თემეტერონის" კაპიტანი, რუსეთის მოქალაქე ტეკუჩევია დაპატიმრებული. კიდევ ორ რუს მეზღვაურთან ერთად, მასაც "კონტრაბანდული ნავთობის" გადატანა ბრალდება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართველ მეზღვაურებს სხვა ქვეყნის წყლებში აკავებენ, - 2009 წელს, ქართველი მეზღვაურები პანამის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემით, ფილიპინების ხელისუფლებამ დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, გემს ფილიპინებზე ისრაელის წარმოების საბრძოლო იარაღი კონტრაბანდული გზით გადაჰქონდა... ქართველი მეზღვაურების თითის ანაბეჭდებითა და მათი ჩვენების მიხედვით, ირკვევა, რომ მათ არაფერი იცოდნენ გემზე არსებული ტვირთის შესახებ.

2015 წელს, საბერძნეთში, ორი ქართველი მეზღვაური დიდი ოდენობით კონტრაბანდული ტვირთის, კონკრეტულად, 11 ათასამდე ყუთი სიგარეტის ლიბიაში გადატანის ბრალდებით დააკავეს...

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფაქტი იყო, სომალელი მეკობრეების მიერ დაკავებული ქართველი მეზღვაურების ამბავი, - მალტის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდნენ, სომალელმა მეკობრეებმა ისინი 2010 წლის 8 სექტემბერს, ადენის სრუტეში დაატყვევეს. მეკობრეები გემის მფლობელი ბერძნული კომპანიისგან გამოსასყიდის სახით რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვდნენ. თანხის გადახდაზე გემთმფლობელმა კომპანიამ უარი განაცხადა და მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული. მოგვიანებით, სომალიში საქართველოს დელეგაცია ჩავიდა. თითქმის წელიწადნახევრიანი ტყვეობის შემდეგ, ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ფოტო: VOA

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე