ვინჩესტერის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 20 წლის ზემოთ 32 ქალმა და ამდენივე მამაკაცმა. მოხალისეებს უჩვენებდნენ ფერად ფოტოებს, რომლებზეც გამოსახული იყო ქალისა და მამაკაცის სახე. მათ სთხოვეს შეეფასებინათ სახის ცალკეული დეტალი (თვალები, ტუჩები, თმა, ცხვირი) ან მთლიანი სახე.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ქალები და მამაკაცები მიმზიდველობის შეფასებისას, ყველაზე მეტ ყურადღებას თვალებს უთმობნდნენ. თმა და ტუჩებიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. შედარებით ნაკლები მნიშვნელობა ამ კუთხით ცხვირს ენიჭებოდა... განაგრძეთ კითხვა