სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკოლი" - ბავშვის ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი ბაზარზე
"ნიკოლი" - ბავშვის ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი ბაზარზე

მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სა და და­ბა­ლი ფა­სის თან­ხვედ­რა - ეს "ნი­კო­ლია", სა­ბავ­შვო ტან­საც­მლის ქარ­თუ­ლი ბრენ­დი, რო­მე­ლიც 2017 წლის თე­ბერ­ვალ­ში შე­იქ­მნა და პირ­ვე­ლი კო­ლექ­ცია მა­ის­ში გა­მო­უშ­ვა, თუმ­ცა უკვე საკ­მა­ოდ პოპ­ლა­რულ და მო­თხოვ­ნად ბრენ­დად იქცა.

"ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შვო ტან­საც­მე­ლის ბრენ­დის "ნი­კო­ლის" შექ­მნის იდეა ოჯახ­ში გაჩ­ნდა. რო­გორც სამ­კერ­ვა­ლო ბიზ­ნეს­ში, ასე­ვე გა­ყიდ­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ოჯა­ხის წევ­რებს გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გვქონ­და დაგ­რო­ვე­ბუ­ლი, რაც იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა გახ­და. "ნი­კო­ლის" შექ­მნას, ასე­ვე, ბიძ­გი მის­ცა ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ­მა ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შვო ტა­ნი­სა­მო­სის სიმ­ცი­რემ. დროა, ქარ­თულ­მა პრო­დუქტმა თა­ვი­სი ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­როს ბა­ზარ­ზე და ჰქონ­დეს პრე­ტენ­ზია, რომ კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ოს უცხო­ურ ბრენ­დებს," - გან­მარ­ტავს სტარ­ტა­პის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა ნი­კო­ლაშ­ვი­ლი.

სტარ­ტა­პი აწარ­მო­ებს ყვე­ლა სა­ხის ტა­ნი­სა­მოსს 2 დან 10 წლამ­დე ბი­ჭე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის­თვის. მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, შეკ­ვე­თას ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ბავ­შვის ტა­ნი­სა­მოს­ზე იღე­ბენ.

"პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ კომ­პლექ­სუ­რი და ხან­გრძლი­ვია, იწყე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი ქსო­ვი­ლის მო­ძი­ე­ბით, რაც ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლია. სა­წყის ეტაპ­ზე ქსო­ვი­ლის იმ­პორ­ტს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. თი­თო­ე­უ­ლი მო­დე­ლის ეს­კი­ზი იქ­მნე­ბა, შემ­დგომ მო­დე­ლის ნი­მუ­ში იხ­ვე­წე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად და წარ­მო­ე­ბა­ში ეშ­ვე­ბა," - აღ­ნიშ­ნავს სტარ­ტა­პე­რი.

"ნი­კოლ­მა" უკვე შექ­მნა ორი, სა­ზა­ფხუ­ლო და სა­შე­მოდ­გო­მო კო­ლექ­ცია. პრო­დუქ­ცია ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში იყი­დე­ბა. თბი­ლი­სის მას­შტა­ბით მი­ტა­ნის სერ­ვი­სი უფა­სოა, რე­გი­ო­ნებ­ში კი 5 ლარი ღირს. ცოტა ხნის წინ კო­პა­ნი­ამ სა­ვაჭ­რო კუნ­ძუ­ლი დად­გა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "გლ­და­ნი მოლ­ში".

"მიგ­ვაჩ­ნია, რომ სტარ­ტა­პის და­წყე­ბა კომ­პლექ­სუ­რი პრო­ცე­სია. რო­გორც ადა­მი­ა­ნუ­რი, ასე­ვე ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­ას მო­ი­თხოვს. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მო­ძი­ე­ბა­სა და ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ძი­ე­ბას დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ახ­ლავს თან. "ნი­კო­ლის" გან­ვი­თა­რე­ბა მომ­ხმა­რე­ბე­ლის მზარ­დი მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ეტა­პობ­რი­ვად და­გეგ­მი­ლია ობი­ექ­ტე­ბის გახ­სნა პო­პუ­ლა­რულ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს გავ­ხვდეთ უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მე­ბი კლი­ენ­ტის­თვის. პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტი მომ­ხმა­რე­ბელ­თან არის ყვე­ლა­ზე ეფე­ქუ­რი გზა, რომ პრო­დუქ­ტი უფრო მო­თხოვ­ნა­დი გახ­დეს," - გან­მარ­ტავს ნიკა ნი­კო­ლაშ­ვი­ლი.

"სტარ­ტა­პის შექ­მნა მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის. სულ ახ­ლა­ხანს ჩა­ვერ­თეთ პროგ­რა­მა­ში "თი­ბი­სი სტარ­ტა­პე­რი", მათ­გან და­ფი­ნან­სე­ბა მი­ვი­ღეთ და აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­სურ­სით და პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით ბიზ­ნე­სის სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბას ვგეგ­მავთ"- ამ­ბობს ნიკა.

სტარ­ტა­პი უკვე საკ­მა­ოდ მო­თხოვ­ნა­დია ბა­ზარ­ზე, რა­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ნი­კო­ლის" გვერ­დის 48 000 "მომ­წო­ნე­ბე­ლიც" ადას­ტუ­რებს.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ფო­ტო­ე­ბი: Advan/ედ­ვე­ნი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"ნიკოლი" - ბავშვის ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი ბაზარზე

"ნიკოლი" - ბავშვის ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი ბაზარზე

მაღალი ხარისხისა და დაბალი ფასის თანხვედრა - ეს "ნიკოლია", საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი, რომელიც 2017 წლის თებერვალში შეიქმნა და პირველი კოლექცია მაისში გამოუშვა, თუმცა უკვე საკმაოდ პოპლარულ და მოთხოვნად ბრენდად იქცა.

"ქართული საბავშვო ტანსაცმელის ბრენდის "ნიკოლის" შექმნის იდეა ოჯახში გაჩნდა. როგორც სამკერვალო ბიზნესში, ასევე გაყიდვების მიმართულებით ოჯახის წევრებს გარკვეული გამოცდილება გვქონდა დაგროვებული, რაც იდეის განხორციელების წინაპირობა გახდა. "ნიკოლის" შექმნას, ასევე, ბიძგი მისცა ადგილობრივ ბაზარზე არსებულმა ქართული საბავშვო ტანისამოსის სიმცირემ. დროა, ქართულმა პროდუქტმა თავისი ადგილი დაიმკვიდროს ბაზარზე და ჰქონდეს პრეტენზია, რომ კონკურენცია გაუწიოს უცხოურ ბრენდებს," - განმარტავს სტარტაპის დამფუძნებელი ნიკა ნიკოლაშვილი.

სტარტაპი აწარმოებს ყველა სახის ტანისამოსს 2 დან 10 წლამდე ბიჭებისა და გოგონებისთვის. მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შეკვეთას ნებისმიერი ასაკის ბავშვის ტანისამოსზე იღებენ.

"პროცესი საკმაოდ კომპლექსური და ხანგრძლივია, იწყება ხარისხიანი ქსოვილის მოძიებით, რაც ადგილობრივ ბაზარზე წარმოუდგენლად რთულია. საწყის ეტაპზე ქსოვილის იმპორტს ვახორციელებთ. თითოეული მოდელის ესკიზი იქმნება, შემდგომ მოდელის ნიმუში იხვეწება ტექნოლოგიურად და წარმოებაში ეშვება," - აღნიშნავს სტარტაპერი.

"ნიკოლმა" უკვე შექმნა ორი, საზაფხულო და საშემოდგომო კოლექცია. პროდუქცია ონლაინ რეჟიმში იყიდება. თბილისის მასშტაბით მიტანის სერვისი უფასოა, რეგიონებში კი 5 ლარი ღირს. ცოტა ხნის წინ კოპანიამ სავაჭრო კუნძული დადგა სავაჭრო ცენტრ "გლდანი მოლში".

"მიგვაჩნია, რომ სტარტაპის დაწყება კომპლექსური პროცესია. როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური რესურსების ინვესტიციას მოითხოვს. კვალიფიციური კადრების მოძიებასა და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციის მოძიებას დიდი გამოწვევები ახლავს თან. "ნიკოლის" განვითარება მომხმარებელის მზარდი მოთხოვნის შესაბამისად მიმდინარეობს.

ეტაპობრივად დაგეგმილია ობიექტების გახსნა პოპულარულ სავაჭრო ობიექტებში, რაც საშუალებას მოგვცემს გავხვდეთ უფრო ხელმისაწვდომები კლიენტისთვის. პირდაპირი კონტაქტი მომხმარებელთან არის ყველაზე ეფექური გზა, რომ პროდუქტი უფრო მოთხოვნადი გახდეს," - განმარტავს ნიკა ნიკოლაშვილი.

"სტარტაპის შექმნა მარტივი ნამდვილად არ არის. სულ ახლახანს ჩავერთეთ პროგრამაში "თიბისი სტარტაპერი", მათგან დაფინანსება მივიღეთ და აღნიშნული რესურსით და პროგრამის მხარდაჭერით ბიზნესის სამომავლო განვითარებას ვგეგმავთ"- ამბობს ნიკა.

სტარტაპი უკვე საკმაოდ მოთხოვნადია ბაზარზე, რასაც სოციალურ ქსელში "ნიკოლის" გვერდის 48 000 "მომწონებელიც" ადასტურებს.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: Advan/ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი