ოქტომბრიდან ტალანტების შოუ "ნიჭიერი" ახალ სეზონს იწყებს. სატელევიზიო პროექტმა კონკურსანტების შერჩევა ქვეყნის მასშტაბით უკვე დაიწყო. მთავარი სიახლე პროექტის გარშემო ის ფაქტია, რომ "ნიჭიერი", რომელიც შვიდი სეზონის განმავლობაში "რუსთავი 2"-ის ეთერით გადიოდა, ამიერიდან "იმედის" ეთერში გააგრძელებს ტალანტების ძიებას. უკვე ცნობილია ჟიურისა და წამყვანების ვინაობა.
"ნიჭიერის" ჟიურიში იქნებიან: მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, ქვეყნის პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი და მსახიობი რუსკა მაყაშვილი. პროექტის წამყვანები გიორგი ყიფშიძე და ვანიკო თარხნიშვილი იქნებიან.