პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
70 წელი კაპას და სტეინბეკის საქართველოში მოგზაურობიდან და "რუსული დღიურის" თანამედროვე ვერსია
70 წელი კაპას და სტეინბეკის საქართველოში მოგზაურობიდან და "რუსული დღიურის" თანამედროვე ვერსია

"თბი­ლი­სის ფოტო ფეს­ტი­ვა­ლის" ფარ­გლებ­ში, "თი­ბი­სი გა­ლე­რე­ამ" ორ გა­მო­ფე­ნა­სა და ალ­ბო­მის - "რუ­სუ­ლი დღი­უ­რის კვალ­დაკ­ვალ" პრე­ზენ­ტა­ცი­ას უმას­პინ­ძლა.

Magnum Photos და­მა­არ­სებ­ლის, ცნო­ბი­ლი ომის ფო­ტოგ­რა­ფის, რო­ბერტ კა­პა­სა და ამე­რი­კე­ლი ნო­ბე­ლი­ან­ტი მწერ­ლის, ჯოს სტე­ინ­ბე­კის მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სამ ქვე­ყა­ნა­ში - რუ­სეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში 70 წელი შეს­რულ­და. 1947 წელს, ამ სამ ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­დე­გად, კა­პამ და სტე­ინ­ბეკ­მა ფას­და­უ­დე­ბე­ლი და უჩ­ვე­უ­ლო მა­სა­ლა შექ­მნეს მსოფ­ლი­ოს­თვის უც­ნო­ბი "საბ­ჭო­თა ადა­მი­ა­ნის" ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც მოჰ­ყვა მოგ­ზა­უ­რო­ბის ამ­სახ­ვე­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი "ნიუ იორკ ჰე­რალდ ტრი­ბუნ­ში" და "ლე­დის ჰომ ჯურ­ნალ­ში".

გა­მო­ი­ცა სტე­ინ­ბე­კის წიგ­ნი "რუ­სუ­ლი დღი­უ­რი", რო­მელ­საც თან ახ­ლდა რო­ბერტ კა­პას მიერ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი.

წლე­ვან­დე­ლი იუ­ბი­ლის ფარ­გლებ­ში, სა­ა­გენ­ტომ Magnum Photos ამ პრო­ექ­ტის ახა­ლი ვერ­სია შექ­მნა თა­ნა­მედ­რო­ვე ფო­ტოგ­რა­ფი­სა და მწერ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რომ­ლებ­მაც 70 წლის შემ­დეგ, მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­ში გა­ი­ა­რეს კა­პა­სა და სტე­ინ­ბე­კის მარ­შრუ­ტი და აღ­წე­რეს ადა­მი­ა­ნე­ბის დღე­ვან­დე­ლი ყოფა იმა­ვე სივ­რცე­ში.

კა­პას როლი შე­ას­რუ­ლა Magnum Photos დღე­ვან­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა ომის ფო­ტოგ­რაფ­მა, რუ­სე­თი­სა და პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის სა­უ­კე­თე­სო მცოდ­ნემ, თო­მას დვორ­ჟაკ­მა, რო­მელ­მაც ეს ქვეყ­ნე­ბი ცნო­ბილ ბრი­ტა­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტთან ჯუ­ლი­უს შტრა­უს­თან ერ­თად გა­ი­ა­რა. შტრა­უ­სი "დე­ი­ლი ტე­ლეგ­რა­ფის" მოს­კო­ვის ბი­უ­როს ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლია; ასე­ვე იყო კო­სო­ვოს, ერა­ყი­სა და ბალ­კა­ნე­თის კონ­ფლიქ­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მომ­ხილ­ვევ­ლი.

თო­მას დვორ­ჟა­კი­სა და ჯუ­ლი­უს შტრა­უ­სის მოგ­ზა­უ­რო­ბა, აგ­ვის­ტო­ში, 4 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და. ფო­ტოგ­რა­ფი და ჟურ­ნა­ლის­ტი ასე­ვე სო­ხუმ­ში ჩა­ვიდ­ნენ და ფირ­ზე აღ­ბეჭ­დეს ქა­ლა­ქი. მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­დე­გად შე­იქ­მნა უნი­კა­ლუ­რი მა­სა­ლა - ფო­ტო­ე­ბი და ჩა­ნა­წე­რე­ბი, რუ­სუ­ლი დღი­უ­რის თა­ნა­მედ­რო­ვე ვერ­სია. პრო­ექტს მხარ­და­ჭე­რა თი­ბი­სი ბან­კმა გა­უ­წია. პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბიც -დვორ­ჟა­კი­სა და კა­პას ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა და ალ­ბო­მი "რუ­სუ­ლი დღი­უ­რის კვალ­დაკ­ვალ", და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა სა­ზო­გა­დე­ო­ბამ სწო­რედ თი­ბი­სი ბან­კის გა­ლე­რე­ებ­ში იხი­ლეს. ალ­ბომ­ში ასე­ვე შე­სუ­ლია კა­პა­სა და სტე­ინ­ბე­კის ფო­ტო­ე­ბი­სა და ტექ­სტე­ბის ნა­წი­ლი.

"ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და თი­ბი­სი ბან­კის ჩარ­თვა ამ პრო­ექ­ტში. კა­პას მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში1947 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი დიდი ხა­ნია თი­ბი­სი ბან­კში ინა­ხე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით იმ პე­რი­ო­დი­დან, რო­დე­საც პირ­ვე­ლად შედ­გა კა­პას გა­მო­ფე­ნა, მაგ­რამ ამ­ჯე­რად სრუ­ლი­ად სხვა დატ­ვირ­თვა მი­ე­ცა პრო­ექტს. ორი­ვე გა­მო­ფე­ნის ერ­თდრო­უ­ლად წარ­მოდ­გე­ნით, დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა ერ­თმა­ნე­თის­თვის შე­ე­და­რე­ბი­ნა 70 წლის წი­ნან­დე­ლი და დღე­ვან­დე­ლი, ორი­ვე დიდი ფო­ტოგ­რა­ფის მიერ აღ­ბეჭ­დი­ლი, რე­ა­ლო­ბა. ამან სრუ­ლი­ად სხვა მას­შტა­ბი და კონ­ტექ­სტი შეს­ძი­ნა პრო­ექტს" - გა­ნა­ცხა­და, თი­ბი­სი ბან­კის არტ კუ­რა­ტორ­მა, ნინა ახვლე­დი­ან­მა.

პრო­ექ­ტით "Magnum Retold" ("მაგ­ნუ­მის ის­ტო­რი­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ") Magnum Photos აგ­რძე­ლებს მსოფ­ლი­ოს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ამ­ბე­ბის თხრო­ბას. პრო­ექ­ტი გუ­ლის­ხმობს ფო­ტოგ­რა­ფი­ის ის­ტო­რი­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნე­ბის თა­ვი­დან გა­და­ღე­ბას.

ნინო ბა­სი­ლაშ­ვი­ლი

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

70 წელი კაპას და სტეინბეკის საქართველოში მოგზაურობიდან და "რუსული დღიურის" თანამედროვე ვერსია

70 წელი კაპას და სტეინბეკის საქართველოში მოგზაურობიდან და "რუსული დღიურის" თანამედროვე ვერსია

"თბილისის ფოტო ფესტივალის" ფარგლებში, "თიბისი გალერეამ" ორ გამოფენასა და ალბომის - "რუსული დღიურის კვალდაკვალ" პრეზენტაციას უმასპინძლა.

Magnum Photos დამაარსებლის, ცნობილი ომის ფოტოგრაფის, რობერტ კაპასა და ამერიკელი ნობელიანტი მწერლის, ჯოს სტეინბეკის მოგზაურობიდან საბჭოთა კავშირის სამ ქვეყანაში - რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში 70 წელი შესრულდა. 1947 წელს, ამ სამ ქვეყანაში მოგზაურობის შედეგად, კაპამ და სტეინბეკმა ფასდაუდებელი და უჩვეულო მასალა შექმნეს მსოფლიოსთვის უცნობი "საბჭოთა ადამიანის" ცხოვრების შესახებ, რასაც მოჰყვა მოგზაურობის ამსახველი პუბლიკაციები "ნიუ იორკ ჰერალდ ტრიბუნში" და "ლედის ჰომ ჯურნალში".

გამოიცა სტეინბეკის წიგნი "რუსული დღიური", რომელსაც თან ახლდა რობერტ კაპას მიერ მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები.

წლევანდელი იუბილის ფარგლებში, სააგენტომ Magnum Photos ამ პროექტის ახალი ვერსია შექმნა თანამედროვე ფოტოგრაფისა და მწერლის მონაწილეობით, რომლებმაც 70 წლის შემდეგ, მიმდინარე წლის აგვისტოში გაიარეს კაპასა და სტეინბეკის მარშრუტი და აღწერეს ადამიანების დღევანდელი ყოფა იმავე სივრცეში.

კაპას როლი შეასრულა Magnum Photos დღევანდელმა პრეზიდენტმა, მსოფლიოში ცნობილმა ომის ფოტოგრაფმა, რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო მცოდნემ, თომას დვორჟაკმა, რომელმაც ეს ქვეყნები ცნობილ ბრიტანელ ჟურნალისტთან ჯულიუს შტრაუსთან ერთად გაიარა. შტრაუსი "დეილი ტელეგრაფის" მოსკოვის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელია; ასევე იყო კოსოვოს, ერაყისა და ბალკანეთის კონფლიქტების საერთაშორისო მიმომხილვევლი.

თომას დვორჟაკისა და ჯულიუს შტრაუსის მოგზაურობა, აგვისტოში, 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდა. ფოტოგრაფი და ჟურნალისტი ასევე სოხუმში ჩავიდნენ და ფირზე აღბეჭდეს ქალაქი. მოგზაურობის შედეგად შეიქმნა უნიკალური მასალა - ფოტოები და ჩანაწერები, რუსული დღიურის თანამედროვე ვერსია. პროექტს მხარდაჭერა თიბისი ბანკმა გაუწია. პროექტის საბოლოო შედეგებიც -დვორჟაკისა და კაპას ფოტოგამოფენა და ალბომი "რუსული დღიურის კვალდაკვალ", დაინტერესებულმა საზოგადეობამ სწორედ თიბისი ბანკის გალერეებში იხილეს. ალბომში ასევე შესულია კაპასა და სტეინბეკის ფოტოებისა და ტექსტების ნაწილი.

"ძალიან ბუნებრივად მოხდა თიბისი ბანკის ჩართვა ამ პროექტში. კაპას მიერ საქართველოში1947 წელს გადაღებული ფოტოები დიდი ხანია თიბისი ბანკში ინახება დაახლოებით იმ პერიოდიდან, როდესაც პირველად შედგა კაპას გამოფენა, მაგრამ ამჯერად სრულიად სხვა დატვირთვა მიეცა პროექტს. ორივე გამოფენის ერთდროულად წარმოდგენით, დამთვალიერებელს შესაძლებლობა მიეცა ერთმანეთისთვის შეედარებინა 70 წლის წინანდელი და დღევანდელი, ორივე დიდი ფოტოგრაფის მიერ აღბეჭდილი, რეალობა. ამან სრულიად სხვა მასშტაბი და კონტექსტი შესძინა პროექტს" - განაცხადა, თიბისი ბანკის არტ კურატორმა, ნინა ახვლედიანმა.

პროექტით "Magnum Retold" ("მაგნუმის ისტორიების კვალდაკვალ") Magnum Photos აგრძელებს მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ამბების თხრობას. პროექტი გულისხმობს ფოტოგრაფიის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების თავიდან გადაღებას.

ნინო ბასილაშვილი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი