პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება თვითმხილველი, რომელმაც თემქაზე დაჭრილი ბიჭი საავადმყოფოში მიიყვანა
რას ჰყვება თვითმხილველი, რომელმაც თემქაზე დაჭრილი ბიჭი საავადმყოფოში მიიყვანა

თემ­ქა­ზე დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა მი­იყ­ვა­ნა. რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და აგ­ვი­ა­ნებ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და დაჭ­რი­ლი კლი­ნი­კამ­დე თა­ვად მი­ეყ­ვა­ნა.

"ჩემს კორ­პუს­თან და­ვი­ნა­ხე ხალ­ხი. როცა მი­ვე­დი, ბიჭი ეგდო მი­წა­ზე და სის­ხლის­გან იც­ლე­ბო­და. სას­წრა­ფოს ელო­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ უცებ გა­ვა­ჩე­რე გამ­ვლე­ლი მან­ქა­ნა და წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. გზა­ში გონ­ზე იყო, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი ვერ მი­თხრა. ამი­ტომ ვე­ლო­დე­ბი, მა­ინ­ტე­რე­სებს რო­გორ არის. ბიჭს არ ვიც­ნობ, მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მა­მა­კაც­მა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

ამ დრო­ის­თვის თემ­ქა­ზე დაჭ­რილ 26 წლის მა­მა­კაცს ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა. მკურ­ნა­ლი ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შეყ­ვა­ნის მო­მენ­ტში ბიჭს გულ­მკერ­დის ზედა, უკა­ნა არე­ში ბას­რი საგ­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

"შე­მოყ­ვა­ნის მო­მენ­ტის­თვის პა­ცი­ენ­ტი გონ­ზე იყო. ამ წუ­თებ­ში მას ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა. რამ­დე­ნად სა­ში­შია და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სი­ცო­ცხლის­თვის, ამას ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გა­ვი­გებთ. ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე ვერც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ბა­ზე და ვერც იმა­ზე, თუ რა სა­ხის ჩა­რე­ვა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო, ვე­რა­ფერს გე­ტყვით", - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა.

თემ­ქა­ზე, ზღვის უბ­ნის მე-10 კვარტლის 24-ე კორ­პუს­თან ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი დაჭ­რეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის დროს დაჭ­რი­ლი გო­გო­ნას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ორნი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც გას­რო­ლის შემ­დეგ გა­იქ­ცნენ. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 117-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რას ჰყვება თვითმხილველი, რომელმაც თემქაზე დაჭრილი ბიჭი საავადმყოფოში მიიყვანა

რას ჰყვება თვითმხილველი, რომელმაც თემქაზე დაჭრილი ბიჭი საავადმყოფოში მიიყვანა

თემქაზე დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცმა მიიყვანა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა აგვიანებდა და იძულებული გახდა დაჭრილი კლინიკამდე თავად მიეყვანა.

"ჩემს კორპუსთან დავინახე ხალხი. როცა მივედი, ბიჭი ეგდო მიწაზე და სისხლისგან იცლებოდა. სასწრაფოს ელოდებოდნენ, მაგრამ უცებ გავაჩერე გამვლელი მანქანა და წამოვიყვანეთ საავადმყოფოში. გზაში გონზე იყო, მაგრამ ვერაფერი ვერ მითხრა. ამიტომ ველოდები, მაინტერესებს როგორ არის. ბიჭს არ ვიცნობ, მის შესახებ არაფერი ვიცი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მამაკაცმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ამ დროისთვის თემქაზე დაჭრილ 26 წლის მამაკაცს ოპერაცია უტარდება. მკურნალი ექიმის ინფორმაციით, საავადმყოფოში შეყვანის მომენტში ბიჭს გულმკერდის ზედა, უკანა არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა.

"შემოყვანის მომენტისთვის პაციენტი გონზე იყო. ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება. რამდენად საშიშია დაზიანებები სიცოცხლისთვის, ამას ოპერაციის შემდეგ გავიგებთ. ოპერაციის დასრულებამდე ვერც მისი ჯანმრთელობის მდგომარებაზე და ვერც იმაზე, თუ რა სახის ჩარევა გახდება საჭირო, ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა ექიმმა.

თემქაზე, ზღვის უბნის მე-10 კვარტლის 24-ე კორპუსთან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს დაჭრილი გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელები ორნი იყვნენ, რომლებიც გასროლის შემდეგ გაიქცნენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სროლა გურჯაანში - გარდაცვლილია ერთი ახალგაზრდა, ერთი კი მძიმედ არის დაჭრილი

"ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში" - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17 პირს პატიმრობა შეეფარდა