პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამქრალი გოგონები" ჩეჩნეთში: "ყოფილა შემთხვევა, როდესაც მამამ ქალიშვილი მოგუდა და მისი ცხედარი მოიშორა..."
"გამქრალი გოგონები" ჩეჩნეთში: "ყოფილა შემთხვევა, როდესაც მამამ ქალიშვილი მოგუდა და მისი ცხედარი მოიშორა..."

გე­ე­ბის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის შემ­დეგ, ჩეჩ­ნეთ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქა­ლე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბა იწყე­ბა... ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლეს­ბო­სე­ლი ქა­ლე­ბიც იგი­ვე, ან ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, უფრო მძი­მე ზე­წო­ლას გა­ნიც­დი­ან, ვიდ­რე გე­ე­ბი, რად­გან ქა­ლის უფ­ლე­ბე­ბი იქ ისე­დაც და­უც­ვე­ლია...

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში 22 წლის გო­გო­ნამ სცა­და სახ­ლი­დან გაქ­ცე­ვა - ის ჯერ მოს­კოვ­ში წას­ვლას აპი­რებ­და, სა­დაც ელო­დე­ბოდ­ნენ კი­დეც. რო­გორც კი სახ­ლში მარ­ტო დარ­ჩა, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის წე­რი­ლი და­ტო­ვა, რომ ასე ცხოვ­რე­ბა აღარ შე­ეძ­ლო და ტაქ­სი­ში ჩაჯ­და... გზი­დან მე­გო­ბარ გო­გო­ნას და­უ­რე­კა და თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბო...

ტაქ­სის მძღო­ლი მიხ­ვდა, რომ შე­საძ­ლო იყო ამის გამო ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნო­და, რად­გან მან არ იცო­და, რის გამო გარ­ბო­და სახ­ლი­დან გო­გო­ნა. ად­გი­ლობ­რი­ვი მენ­ტა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სრუ­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, რომ მის­თვის ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბა და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ... მან გო­გო­ნას კა­რე­ბი ჩა­უ­კე­ტა და უკან, სახ­ლში მი­აბ­რუ­ნა... ერთ კვი­რა­ში გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა... ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ვირუ­სი გა­ურ­თულ­და, თუმ­ცა, მისი მე­გობ­რე­ბი სხვა ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ, - ის მო­წამ­ლეს: "იმ დროს, რო­დე­საც ის გარ­და­იც­ვა­ლა, მას­თან ერ­თად სახ­ლში მხო­ლოდ უფ­რო­სი ძმა იყო... მისი გა­ცი­ე­ბის და ზო­გა­დად, შე­უძ­ლოდ ყოფ­ნის შე­სა­ხებ არა­ვინ ვი­ცო­დით...", - წერს გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა.

გარ­დაც­ვლი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, თუმ­ცა, ამა­ზე ოჯახ­ში ხმა­მაღ­ლა არას­დროს სა­უბ­რობ­და. ერთხე­ლაც მისი მი­მო­წე­რა ოჯა­ხის წევ­რებს ხელ­ში ჩა­უ­ვარ­დათ. გო­გო­ნას სცე­მეს, სახ­ლში ჩა­კე­ტეს და ტე­ლე­ფო­ნი ჩა­მო­არ­თვეს... არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უფ­რო­სი ძმა მას მუდ­მი­ვად "სთა­ვა­ზობ­და" ია­რა­ღით თავი მო­ეკ­ლა და ჰპირ­დე­ბო­და, რომ ოჯა­ხი ამ ფაქტს თვით­მკვლე­ლო­ბად კი არ გა­ა­სა­ღებ­და, იტყო­და, რომ მას ია­რა­ღი გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით გა­უ­ვარ­და, მაგ­რამ გო­გო­ნამ ამა­ზე სას­ტი­კი უარი უთხრა.

ერთ-ერთი გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, ის ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში და­აწ­ვი­ნეს... გა­მო­წე­რის შემ­დეგ, კი­დევ ერთხელ სცა­და სახ­ლი­დან გაქ­ცე­ვა, რაც მის­თვის სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა... სა­ეჭ­ვო მი­ზე­ზით გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ცხე­დარს ექ­სპერ­ტი­ზა არ ჩა­უ­ტარ­და. 

სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქა­ლე­ბი­სა და მა­მა­კა­ცე­ბის პრობ­ლე­მე­ბი მსგავ­სია, - ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი მათ "ღირ­სე­ბის სა­სა­მარ­თლო­ებს" უწყო­ბენ, რაც რო­გორც წესი, მათი "გაქ­რო­ბით" ან სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბით სრულ­დე­ბა... მათ­ზე ძა­ლოვ­ნე­ბიც ნა­დი­რო­ბენ და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მათ მო­ი­ხელ­თე­ბენ, ოჯა­ხი ჩუ­მად არის, რად­გან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი აშან­ტა­ჟე­ბენ - ემუქ­რე­ბი­ან, რომ მათი ოჯა­ხის წევ­რის ცხოვ­რე­ბის წესს ყვე­ლას გა­ა­გე­ბი­ნე­ბენ, რაც ჩეჩ­ნეთ­ში საგ­ვა­რე­უ­ლო სირ­ცხვილს ნიშ­ნავს...

გე­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ლეს­ბო­სე­ლი ქა­ლე­ბი არას­დროს მოხ­ვედ­რი­ლან "სა­ი­დუმ­ლო ცი­ხე­ში". არც შან­ტა­ჟი­სა და ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მსხვერ­პლი გამ­ხდა­რან, თუმ­ცა, მათ მი­მართ და­უნ­დო­ბე­ლია ოჯა­ხი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მე­ბი და ძმე­ბი, რომ­ლე­ბიც "ქა­ლიშ­ვილს სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბი­ან..."

საქ­მე ის არის, რომ ჩე­ჩე­ნი მა­მა­კა­ცე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ქა­ლებს სხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­მუ­შა­ოდ ან სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლის უფ­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი აქვთ. შა­რი­ა­თის კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სახ­ლი­დან გა­რეთ გა­მო­სულ ქალს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ახ­ლდეს მახ­რა­მი - ანუ მისი ოჯა­ხის წევ­რი მა­მა­კა­ცი... თუმ­ცა, ბოლო დროს, მდგო­მა­რე­ო­ბა თან­და­თან გა­მოს­წორ­და და გროზ­ნო­ე­ლი გო­გო­ნე­ბი სხვა ქვე­ყა­ნა­ში სას­წავ­ლებ­ლად მი­დი­ან... ისი­ნი, ვინც ცხოვ­რე­ბას "სხვა­ნა­ი­რად" აგ­რძე­ლე­ბენ, ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას სა­მუ­და­მოდ წყვე­ტენ...

ჩეჩ­ნუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ქა­ლის ერ­თა­დერ­თი ღირ­სე­ბა არის ოჯა­ხი - მათი მო­რა­ლის თა­ნახ­მად, მხო­ლოდ უშნო ქა­ლე­ბი არ თხოვ­დე­ბი­ან და სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ქალი თუ გა­უ­თხო­ვა­რია, ამის მი­ზე­ზი მხო­ლოდ თა­ვად არის... ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, "თავ­დას­ხმის" ობი­ექ­ტი ხდე­ბი­ან ის მა­მა­კა­ცე­ბიც, ვინც უკვე 40 წელს არის მიღ­წე­უ­ლი და ოჯა­ხი არ ჰყავს... იქ ნა­უც­ბა­თე­ვად, ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შექ­მნი­ლი ოჯა­ხე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა და ბოლო დროს, მას შემ­დეგ, რაც ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი გახ­და, გან­ქორ­წი­ნე­ბა უკი­დუ­რე­სად გარ­თუ­ლე­ბუ­ლია. მე­ტიც, რეს­პუბ­ლი­კა­ში არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რო­მე­ლიც გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბის შე­რი­გე­ბა­ზე მუ­შა­ობს. 

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლამ იცის არა­ერ­თი შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტის შე­სა­ხებ, რო­გორ მოკ­ლეს ან "გა­აქ­რეს" ადა­მი­ა­ნი მი­სი­ვე ოჯა­ხის წევ­რებ­მა, მხო­ლოდ სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის გამო, 6 წე­ლია ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ და არ­ცერ­თი გეი დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით არ შემ­ხმი­ა­ნე­ბია, რად­გან ისი­ნი ამ თე­მა­ზე ქალ­თან სა­უბ­რის უფ­ლე­ბას სა­კუ­თარ თავს არ აძ­ლე­ვენ", - ამ­ბობს ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი ირი­ნა კოს­ტე­რი­ნა.

მი­სი­ვე თქმით, სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ გო­გო­ნებს ძა­ლით ათხო­ვე­ბენ მათ­ზე ბევ­რად უფ­როს მა­მა­კა­ცებ­ზე, ან სუ­ლაც მათ თა­ნა­ტო­ლებ­ზე, რო­მელ­თაც ისი­ნი გარ­კვე­უ­ლი ან­გა­რე­ბის, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, თან­ხის, სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო მოჰ­ყავთ... საქ­მე ის არის, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ის­ლა­მუ­რი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, მა­მა­კაცს ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია გა­ე­ყა­როს ცოლს და ის თა­ვის ოჯახ­ში და­აბ­რუ­ნოს, რად­გან მა­მა­კა­ცი უპი­რა­ტე­სია. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, "სახ­ლში მობ­რუ­ნე­ბუ­ლი" გო­გო­ნე­ბი ცხოვ­რე­ბას ან ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში აგ­რძე­ლე­ბენ ან თვით­მკვლე­ლო­ბით ას­რუ­ლე­ბენ სი­ცო­ცხლეს" - ამ­ბობს კოს­ტე­რი­ნა, რომ­ლის თქმი­თაც, ოჯა­ხი თა­ვის "ავ­ტო­რი­ტეტს" იმ­დე­ნად უფრთხილ­დე­ბა, რომ მზად არის, ამას სა­კუ­თა­რი შვი­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბა და სი­ცო­ცხლე შეს­წი­როს. 

სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, არ­ცერთ მა­მას ამ ძმას არ უნდა ქა­ლიშ­ვი­ლის მოკ­ვლა, იქამ­დე ვიდ­რე, რო­მე­ლი­მე "გარე ბიძა" ან "ბი­ძაშ­ვი­ლი" არ და­უ­წყებს მათ მო­რა­ლის კი­თხვას "ღირ­სე­ბა­ზე"... არა­და, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მა­მამ ქა­ლიშ­ვი­ლი მო­გუ­და და მისი ცხე­და­რი "მო­ი­შო­რა", ან სუ­ლაც აკუ­წა და ისე "გა­აქ­რო". ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია, რო­გორც წესი, ასეთ მკვლე­ლო­ბებს არ იძი­ებს, რად­გან კა­დი­რო­ვის ხელმღვა­ნე­ლო­ბა "ღირ­სე­ბის მკვლე­ლო­ბას" ნორ­მად მი­იჩ­ნევს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"გამქრალი გოგონები" ჩეჩნეთში: "ყოფილა შემთხვევა, როდესაც მამამ ქალიშვილი მოგუდა და მისი ცხედარი მოიშორა..."

"გამქრალი გოგონები" ჩეჩნეთში: "ყოფილა შემთხვევა, როდესაც მამამ ქალიშვილი მოგუდა და მისი ცხედარი მოიშორა..."

გეების გახმაურებული საქმის შემდეგ, ჩეჩნეთში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების შევიწროება იწყება... ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ლესბოსელი ქალებიც იგივე, ან ზოგ შემთხვევაში, უფრო მძიმე ზეწოლას განიცდიან, ვიდრე გეები, რადგან ქალის უფლებები იქ ისედაც დაუცველია...

"რადიო თავისუფლების" ადგილობრივი სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში 22 წლის გოგონამ სცადა სახლიდან გაქცევა - ის ჯერ მოსკოვში წასვლას აპირებდა, სადაც ელოდებოდნენ კიდეც. როგორც კი სახლში მარტო დარჩა, ოჯახის წევრებისთვის წერილი დატოვა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეეძლო და ტაქსიში ჩაჯდა... გზიდან მეგობარ გოგონას დაურეკა და თავისი გადაწყვეტილების შესახებ უამბო...

ტაქსის მძღოლი მიხვდა, რომ შესაძლო იყო ამის გამო ძალიან დიდი პრობლემები შექმნოდა, რადგან მან არ იცოდა, რის გამო გარბოდა სახლიდან გოგონა. ადგილობრივი მენტალობის გათვალისწინებით, სრულებით შესაძლებელი იყო, რომ მისთვის ადამიანის გატაცება დაებრალებინათ... მან გოგონას კარები ჩაუკეტა და უკან, სახლში მიაბრუნა... ერთ კვირაში გოგონა გარდაიცვალა... ახლობლების ინფორმაციით, მას ვირუსი გაურთულდა, თუმცა, მისი მეგობრები სხვა ვერსიაზე საუბრობენ, - ის მოწამლეს: "იმ დროს, როდესაც ის გარდაიცვალა, მასთან ერთად სახლში მხოლოდ უფროსი ძმა იყო... მისი გაციების და ზოგადად, შეუძლოდ ყოფნის შესახებ არავინ ვიცოდით...", - წერს გარდაცვლილის მეგობარი გოგონა.

გარდაცვლილი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი იყო, თუმცა, ამაზე ოჯახში ხმამაღლა არასდროს საუბრობდა. ერთხელაც მისი მიმოწერა ოჯახის წევრებს ხელში ჩაუვარდათ. გოგონას სცემეს, სახლში ჩაკეტეს და ტელეფონი ჩამოართვეს... არსებული ინფორმაციით, უფროსი ძმა მას მუდმივად "სთავაზობდა" იარაღით თავი მოეკლა და ჰპირდებოდა, რომ ოჯახი ამ ფაქტს თვითმკვლელობად კი არ გაასაღებდა, იტყოდა, რომ მას იარაღი გაუფრთხილებლობით გაუვარდა, მაგრამ გოგონამ ამაზე სასტიკი უარი უთხრა.

ერთ-ერთი გაქცევის მცდელობის შემდეგ, ის ფსიქიატრიულში დააწვინეს... გამოწერის შემდეგ, კიდევ ერთხელ სცადა სახლიდან გაქცევა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა... საეჭვო მიზეზით გარდაცვალების მიუხედავად, ცხედარს ექსპერტიზა არ ჩაუტარდა. 

სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისა და მამაკაცების პრობლემები მსგავსია, - ოჯახის წევრები და ახლობლები მათ "ღირსების სასამართლოებს" უწყობენ, რაც როგორც წესი, მათი "გაქრობით" ან საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებით სრულდება... მათზე ძალოვნებიც ნადირობენ და იმ შემთხვევაში, თუ მათ მოიხელთებენ, ოჯახი ჩუმად არის, რადგან სამართალდამცავები აშანტაჟებენ - ემუქრებიან, რომ მათი ოჯახის წევრის ცხოვრების წესს ყველას გააგებინებენ, რაც ჩეჩნეთში საგვარეულო სირცხვილს ნიშნავს...

გეებისგან განსხვავებით, ლესბოსელი ქალები არასდროს მოხვედრილან "საიდუმლო ციხეში". არც შანტაჟისა და ფულის გამოძალვის მსხვერპლი გამხდარან, თუმცა, მათ მიმართ დაუნდობელია ოჯახი, განსაკუთრებით მამები და ძმები, რომლებიც "ქალიშვილს სასტიკად უსწორდებიან..."

საქმე ის არის, რომ ჩეჩენი მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალებს სხვა ქვეყანაში სამუშაოდ ან სასწავლებლად წასვლის უფლება შეზღუდული აქვთ. შარიათის კანონის თანახმად, სახლიდან გარეთ გამოსულ ქალს, აუცილებლად უნდა ახლდეს მახრამი - ანუ მისი ოჯახის წევრი მამაკაცი... თუმცა, ბოლო დროს, მდგომარეობა თანდათან გამოსწორდა და გროზნოელი გოგონები სხვა ქვეყანაში სასწავლებლად მიდიან... ისინი, ვინც ცხოვრებას "სხვანაირად" აგრძელებენ, ოჯახთან ურთიერთობას სამუდამოდ წყვეტენ...

ჩეჩნური ტრადიციების თანახმად, ქალის ერთადერთი ღირსება არის ოჯახი - მათი მორალის თანახმად, მხოლოდ უშნო ქალები არ თხოვდებიან და სხვა შემთხვევაში, ქალი თუ გაუთხოვარია, ამის მიზეზი მხოლოდ თავად არის... ადგილობრივების თქმით, "თავდასხმის" ობიექტი ხდებიან ის მამაკაცებიც, ვინც უკვე 40 წელს არის მიღწეული და ოჯახი არ ჰყავს... იქ ნაუცბათევად, ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით შექმნილი ოჯახები ჩვეულებრივი მოვლენაა და ბოლო დროს, მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გახდა, განქორწინება უკიდურესად გართულებულია. მეტიც, რესპუბლიკაში არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც განქორწინებული წყვილების შერიგებაზე მუშაობს. 

"მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის არაერთი შემზარავი ფაქტის შესახებ, როგორ მოკლეს ან "გააქრეს" ადამიანი მისივე ოჯახის წევრებმა, მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის გამო, 6 წელია ჩრდილოეთ კავკასიაში ამ მიმართულებით ვმუშაობ და არცერთი გეი დახმარების თხოვნით არ შემხმიანებია, რადგან ისინი ამ თემაზე ქალთან საუბრის უფლებას საკუთარ თავს არ აძლევენ", - ამბობს ჩრდილოეთ კავკასიის სპეციალისტი ირინა კოსტერინა.

მისივე თქმით, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელ გოგონებს ძალით ათხოვებენ მათზე ბევრად უფროს მამაკაცებზე, ან სულაც მათ თანატოლებზე, რომელთაც ისინი გარკვეული ანგარების, ხშირ შემთხვევაში, თანხის, სოციალური მდგომარეობის გამო მოჰყავთ... საქმე ის არის, რომ ადგილობრივი ისლამური კანონის თანახმად, მამაკაცს ნებისმიერ დროს შეუძლია გაეყაროს ცოლს და ის თავის ოჯახში დააბრუნოს, რადგან მამაკაცი უპირატესია. ასეთ შემთხვევაში, "სახლში მობრუნებული" გოგონები ცხოვრებას ან ფსიქიატრიულში აგრძელებენ ან თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს" - ამბობს კოსტერინა, რომლის თქმითაც, ოჯახი თავის "ავტორიტეტს" იმდენად უფრთხილდება, რომ მზად არის, ამას საკუთარი შვილის ბედნიერება და სიცოცხლე შესწიროს. 

სპეციალისტის თქმით, არცერთ მამას ამ ძმას არ უნდა ქალიშვილის მოკვლა, იქამდე ვიდრე, რომელიმე "გარე ბიძა" ან "ბიძაშვილი" არ დაუწყებს მათ მორალის კითხვას "ღირსებაზე"... არადა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მამამ ქალიშვილი მოგუდა და მისი ცხედარი "მოიშორა", ან სულაც აკუწა და ისე "გააქრო". ადგილობრივი პოლიცია, როგორც წესი, ასეთ მკვლელობებს არ იძიებს, რადგან კადიროვის ხელმღვანელობა "ღირსების მკვლელობას" ნორმად მიიჩნევს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

კობი ბრაიანტის დაღუპვის საქმეში ახალი გარემოებები გამოჩნდა - არის თუ არა მთავარი დამნაშავე დისპეტჩერი?

რუსეთმა, "საჭიროების შემთხვევაში“, შესაძლოა ბელარუსში პოლიცია გაგზავნოს - რაზე შეთანხმდენენ ლუკაშენკო და პუტინი

FBI-მ 12-წლიანი ძებნის შემდეგ, ყველაზე მოუხელთებელი დამნაშავე დააკავა - როგორ აღწევდა თავს პოლიციას კაცი, რომელმაც ქალიშვილები "ღირსების სახელით“ დახოცა