საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი უნდა იყოს ნამდვილი შქმერული - გაიგეთ ვინ არის პოპულარული კერძის რეცეპტის ავტორი და რა რჩევებს აძლევს ის დიასახლისებს
როგორი უნდა იყოს ნამდვილი შქმერული - გაიგეთ ვინ არის პოპულარული კერძის რეცეპტის ავტორი და რა რჩევებს აძლევს ის დიასახლისებს

ერთ-ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი რეს­ტორ­ნის შე­ფი გა­მო­ვი­და და "შქმე­რუ­ლი" მა­ი­ო­ნე­ზით გა­ა­კე­თა. მა­ი­ო­ნე­ზი ცი­ვი კერ­ძე­ბი­საა და ცხელ­ში არ შე­იძ­ლე­ბა, იჭ­რე­ბა

ბა­ტო­ნი გრი­გოლ გაგ­ნი­ძე კუ­ლი­ნა­რი­ას პრო­ფე­სი­ურ დო­ნე­ზე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და ჯერ კი­დევ 50-იანი წლე­ბი­დან, სხვა­დას­ხ­ვა ად­გი­ლას მუ­შა­ო­ბი­სას დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა და­აგ­რო­ვა. საქ­მი­ა­ნო­ბამ, რო­მელ­საც მთე­ლი მონ­დო­მე­ბი­თა და ენ­თუ­ზი­აზ­მით ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, სა­ხე­ლიც მო­უ­ტა­ნა და ბევ­რი ნაც­ნობ-მე­გო­ბა­რიც შეს­ძი­ნა. ცნო­ბი­ლი კერ­ძის - "ქა­თა­მი შქმე­რუ­ლად" (და არა ჩქმე­რუ­ლად) რე­ცეპ­ტი სწო­რედ ბა­ტო­ნი გრი­შას სა­ხელ­ზეა რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი და მი­სი სა­ფირ­მო კერ­ძია. წარ­მო­შო­ბით რაჭ­ველ­მა ახალ­გაზ­რ­დამ, ბი­ძის დახ­მა­რე­ბით, დე­და­ქა­ლაქ­ში თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა და დე­დის­თ­ვის შრო­მის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა სწო­რედ კუ­ლი­ნა­რი­ით სცა­და. აღ­ნიშ­ნავს, რომ მხატ­ვ­რო­ბის ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და და ნა­ნობს, რომ უდ­რო­ო­ბის გა­მო, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ვერ შეძ­ლო, თუმ­ცა, პრო­ფე­სი­ო­ნალ შეფ-მზა­რე­ულს ხატ­ვის ნი­ჭი ამ სფე­რო­ში ნამ­დ­ვი­ლად გა­მო­ად­გა.

- თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, ღა­მის სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. უმაღ­ლეს­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ჩა­ვა­ბა­რე. ბი­ძა­ჩე­მი მზა­რე­უ­ლი იყო და 1956 წელს თა­ვის­თან წა­მიყ­ვა­ნა სა­მუ­შა­ოდ. მას შემ­დეგ მზა­რე­უ­ლად დავ­რ­ჩი. 24 წლის ვი­ყა­ვი, ბუ­და­პეშ­ტ­ში ახალ­გაზ­რ­და მზა­რე­უ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­ს­ზე მოს­კოვ­მა ორი ახალ­გაზ­რ­და მზა­რე­უ­ლი რომ მო­ითხო­ვა და მე და ჩე­მი მე­გო­ბა­რი - გუ­რამ გე­ლოვ­ნიშ­ვი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხე­ლით გაგ­ვ­გ­ზავ­ნეს. ოთხი ჯილ­დო წა­მო­ვი­ღეთ და ოთხი­ვე მოს­კოვ­ში დარ­ჩა. იქი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი კი უფ­რო სა­ხე­ლოვ­ნე­ბი გავ­ხ­დით და იმის მე­რე, გა­მო­ფე­ნებ­სა და კონ­კურ­სებ­ში ხში­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით.

ძველ­თ­ბი­ლი­სუ­რი ქე­ი­ფი და ცნო­ბი­ლე­ბის გარ­თო­ბა

- მა­შინ სულ სხვა­ნა­ი­რი ქე­ი­ფი იცოდ­ნენ თბი­ლის­ში, უფ­რო გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, ზო­მა-წო­ნა იცოდ­ნენ, არ ჩხუ­ბობ­დ­ნენ, კერ­ძებ­შიც კარ­გად ერ­კ­ვე­ოდ­ნენ. ახ­ლა ის ყვე­ლა­ფე­რი იკარ­გე­ბა. დი­ლა ხა­შით იწყე­ბო­და, 6 სა­ა­თი­დან და გა­და­ა­ბამ­დ­ნენ ხოლ­მე, სულ ხალ­ხი იყო გვი­ა­ნო­ბამ­დე. ზა­ფხულ­ში, ბატ­კ­ნის სე­ზო­ნი რომ დად­გე­ბო­და, სულ გვქონ­და მე­ნი­უ­ში, ახ­ლა კი ცხვარს აღარ მი­ირ­თ­მე­ვენ, არა­და, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბია. მთის ცხვარს, მით უმე­ტეს - ბატ­კანს სუ­ნი არა აქვს, თუ ეს აწუ­ხებთ... პო­პუ­ლა­რუ­ლი კერ­ძე­ბი იყო "ოს­ტ­რი", "სა­ლი­ან­კა", ბატ­კ­ნის მწვა­დი, ბატ­კ­ნის "ჩა­ქა­ფუ­ლი", "ჩა­ნა­ხი", თევ­ზე­ბი­დან - ზუ­თხი შამ­ფურ­ზე, ხრა­მუ­ლი და სხვე­ბი. ჩვენს რეს­ტო­რან­ში ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ და ყვე­ლას ვიც­ნობ­დი. მა­გა­ლი­თად, რე­ვაზ ლა­ღი­ძე, თენ­გიზ სუ­ხიშ­ვი­ლი, თენ­გიზ ზა­ა­ლიშ­ვი­ლი, თე­მურ ქევ­ხიშ­ვი­ლი, ლა­მა­რა ჭყო­ნია, ცი­სა­ნა ტა­ტიშ­ვი­ლი, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ან­სამ­ბ­ლისა და "ე­რი­სი­ო­ნის", მთავ­რო­ბის ხალ­ხი, "რუს­თა­ვის" მომ­ღერ­ლე­ბი, მხატ­ვ­რე­ბი და სხვე­ბი. მათ­თან ერ­თად, უცხო­ეთ­შიც ხში­რად დავ­დი­ო­დი. არა­ერ­თხელ გვი­ქე­ი­ფია. თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, სულ 14 რეს­ტო­რა­ნი იყო. მა­შინ არა­ვის უჭირ­და და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის გას­ტუმ­რე­ბა გვი­წევ­და. მთე­ლი დღე ფეხ­ზე ვი­დე­ქით. მან­ქა­ნაც ცო­ტას ჰყავ­და, ქა­ლაქ­გა­რეთ რომ გა­სუ­ლიყ­ვ­ნენ და ძი­რი­თა­დად თბი­ლის­ში ერ­თო­ბოდ­ნენ. ამ­დე­ნი ხალ­ხიც არ ცხოვ­რობ­და მა­შინ აქ... ახ­ლა ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე რეს­ტო­რა­ნია.

თა­ნა­მედ­რო­ვე კერ­ძებ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი

- უცხო­უ­რი კერ­ძი აქაც ბევ­რი კეთ­დე­ბო­და, მაგ­რამ ად­გილ­ზე რომ გა­სინ­ჯავ, სხვა­ნა­ი­რია. მათ გა­ფორ­მე­ბებს ვაკ­ვირ­დე­ბო­დით და გად­მოგ­ვ­ქონ­და. ახ­ლა ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, თუმ­ცა, თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბი მომ­წონს კი­დეც, ლა­მა­ზად აფორ­მე­ბენ, მაგ­რამ ქარ­თულ კერ­ძებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღა­ცე­ბი არ მომ­წონს, ძვე­ლი იკარ­გე­ბა და ცვლი­ან. ამას წი­ნათ, ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ნიგ­ვ­ზი­ა­ნი ხარ­ჩო ბრინ­ჯით გა­ა­კე­თეს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა? "ჩი­ჟი ბი­ჟი" პო­მი­დორს და კვერ­ცხს და­არ­ქ­ვეს, არა­და, ეს კერ­ძი ცხვრის გა­ტა­რე­ბუ­ლი ხორ­ცით კეთ­დე­ბა, სუ­ნე­ლე­ბი­თაა შე­ზა­ვე­ბუ­ლი, კვერ­ცხით ტა­ფა­ზე წვავ. ერთ-ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი რეს­ტორ­ნის შე­ფი გა­მო­ვი­და და "შქმე­რუ­ლი" მა­ი­ო­ნე­ზით გა­ა­კე­თა. მა­ი­ო­ნე­ზი ცი­ვი კერ­ძე­ბი­საა და ცხელ­ში არ შე­იძ­ლე­ბა, იჭ­რე­ბა. მით უმე­ტეს, შქმერ­ში რა იცოდ­ნენ მა­ი­ო­ნე­ზი?

რო­გო­რი უნ­და იყოს ნამ­დ­ვი­ლი "შქმე­რუ­ლი"

- "შქმე­რუ­ლი" ჩვენს სო­ფელ­ში იცი­ან და აქ რომ ჩა­მო­ვე­დი, მეც ვა­კე­თებ­დი, ოღონდ მე­ნი­უ­ში არ გვქონ­და. მე­რე, სა­მი­ნის­ტ­რომ მითხ­რა, ეგ კერ­ძი შე­ნი სოფ­ლი­და­ნაა, და­ა­მუ­შა­ვე და მე­ნი­უ­ში შე­ვი­ტა­ნო­თო. ნორ­მე­ბი შე­ვი­მუ­შა­ვე და ახ­ლა "შქმე­რუ­ლი" ჩემს სა­ფირ­მო კერ­ძად ით­ვ­ლე­ბა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

როგორი უნდა იყოს ნამდვილი შქმერული - გაიგეთ ვინ არის პოპულარული კერძის რეცეპტის ავტორი და რა რჩევებს აძლევს ის დიასახლისებს

როგორი უნდა იყოს ნამდვილი შქმერული - გაიგეთ ვინ არის პოპულარული კერძის რეცეპტის ავტორი და რა რჩევებს აძლევს ის დიასახლისებს

ერთ-ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი რეს­ტორ­ნის შე­ფი გა­მო­ვი­და და "შქმე­რუ­ლი" მა­ი­ო­ნე­ზით გა­ა­კე­თა. მა­ი­ო­ნე­ზი ცი­ვი კერ­ძე­ბი­საა და ცხელ­ში არ შე­იძ­ლე­ბა, იჭ­რე­ბა

ბა­ტო­ნი გრი­გოლ გაგ­ნი­ძე კუ­ლი­ნა­რი­ას პრო­ფე­სი­ურ დო­ნე­ზე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და ჯერ კი­დევ 50-იანი წლე­ბი­დან, სხვა­დას­ხ­ვა ად­გი­ლას მუ­შა­ო­ბი­სას დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა და­აგ­რო­ვა. საქ­მი­ა­ნო­ბამ, რო­მელ­საც მთე­ლი მონ­დო­მე­ბი­თა და ენ­თუ­ზი­აზ­მით ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, სა­ხე­ლიც მო­უ­ტა­ნა და ბევ­რი ნაც­ნობ-მე­გო­ბა­რიც შეს­ძი­ნა. ცნო­ბი­ლი კერ­ძის - "ქა­თა­მი შქმე­რუ­ლად" (და არა ჩქმე­რუ­ლად) რე­ცეპ­ტი სწო­რედ ბა­ტო­ნი გრი­შას სა­ხელ­ზეა რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი და მი­სი სა­ფირ­მო კერ­ძია. წარ­მო­შო­ბით რაჭ­ველ­მა ახალ­გაზ­რ­დამ, ბი­ძის დახ­მა­რე­ბით, დე­და­ქა­ლაქ­ში თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა და დე­დის­თ­ვის შრო­მის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა სწო­რედ კუ­ლი­ნა­რი­ით სცა­და. აღ­ნიშ­ნავს, რომ მხატ­ვ­რო­ბის ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და და ნა­ნობს, რომ უდ­რო­ო­ბის გა­მო, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ვერ შეძ­ლო, თუმ­ცა, პრო­ფე­სი­ო­ნალ შეფ-მზა­რე­ულს ხატ­ვის ნი­ჭი ამ სფე­რო­ში ნამ­დ­ვი­ლად გა­მო­ად­გა.

- თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, ღა­მის სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. უმაღ­ლეს­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ჩა­ვა­ბა­რე. ბი­ძა­ჩე­მი მზა­რე­უ­ლი იყო და 1956 წელს თა­ვის­თან წა­მიყ­ვა­ნა სა­მუ­შა­ოდ. მას შემ­დეგ მზა­რე­უ­ლად დავ­რ­ჩი. 24 წლის ვი­ყა­ვი, ბუ­და­პეშ­ტ­ში ახალ­გაზ­რ­და მზა­რე­უ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­ს­ზე მოს­კოვ­მა ორი ახალ­გაზ­რ­და მზა­რე­უ­ლი რომ მო­ითხო­ვა და მე და ჩე­მი მე­გო­ბა­რი - გუ­რამ გე­ლოვ­ნიშ­ვი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხე­ლით გაგ­ვ­გ­ზავ­ნეს. ოთხი ჯილ­დო წა­მო­ვი­ღეთ და ოთხი­ვე მოს­კოვ­ში დარ­ჩა. იქი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი კი უფ­რო სა­ხე­ლოვ­ნე­ბი გავ­ხ­დით და იმის მე­რე, გა­მო­ფე­ნებ­სა და კონ­კურ­სებ­ში ხში­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით.

ძველ­თ­ბი­ლი­სუ­რი ქე­ი­ფი და ცნო­ბი­ლე­ბის გარ­თო­ბა

- მა­შინ სულ სხვა­ნა­ი­რი ქე­ი­ფი იცოდ­ნენ თბი­ლის­ში, უფ­რო გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, ზო­მა-წო­ნა იცოდ­ნენ, არ ჩხუ­ბობ­დ­ნენ, კერ­ძებ­შიც კარ­გად ერ­კ­ვე­ოდ­ნენ. ახ­ლა ის ყვე­ლა­ფე­რი იკარ­გე­ბა. დი­ლა ხა­შით იწყე­ბო­და, 6 სა­ა­თი­დან და გა­და­ა­ბამ­დ­ნენ ხოლ­მე, სულ ხალ­ხი იყო გვი­ა­ნო­ბამ­დე. ზაფხულ­ში, ბატ­კ­ნის სე­ზო­ნი რომ დად­გე­ბო­და, სულ გვქონ­და მე­ნი­უ­ში, ახ­ლა კი ცხვარს აღარ მი­ირ­თ­მე­ვენ, არა­და, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბია. მთის ცხვარს, მით უმე­ტეს - ბატ­კანს სუ­ნი არა აქვს, თუ ეს აწუ­ხებთ... პო­პუ­ლა­რუ­ლი კერ­ძე­ბი იყო "ოს­ტ­რი", "სა­ლი­ან­კა", ბატ­კ­ნის მწვა­დი, ბატ­კ­ნის "ჩა­ქა­ფუ­ლი", "ჩა­ნა­ხი", თევ­ზე­ბი­დან - ზუთხი შამ­ფურ­ზე, ხრა­მუ­ლი და სხვე­ბი. ჩვენს რეს­ტო­რან­ში ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ და ყვე­ლას ვიც­ნობ­დი. მა­გა­ლი­თად, რე­ვაზ ლა­ღი­ძე, თენ­გიზ სუ­ხიშ­ვი­ლი, თენ­გიზ ზა­ა­ლიშ­ვი­ლი, თე­მურ ქევ­ხიშ­ვი­ლი, ლა­მა­რა ჭყო­ნია, ცი­სა­ნა ტა­ტიშ­ვი­ლი, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ან­სამ­ბ­ლისა და "ე­რი­სი­ო­ნის", მთავ­რო­ბის ხალ­ხი, "რუს­თა­ვის" მომ­ღერ­ლე­ბი, მხატ­ვ­რე­ბი და სხვე­ბი. მათ­თან ერ­თად, უცხო­ეთ­შიც ხში­რად დავ­დი­ო­დი. არა­ერ­თხელ გვი­ქე­ი­ფია. თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, სულ 14 რეს­ტო­რა­ნი იყო. მა­შინ არა­ვის უჭირ­და და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის გას­ტუმ­რე­ბა გვი­წევ­და. მთე­ლი დღე ფეხ­ზე ვი­დე­ქით. მან­ქა­ნაც ცო­ტას ჰყავ­და, ქა­ლაქ­გა­რეთ რომ გა­სუ­ლიყ­ვ­ნენ და ძი­რი­თა­დად თბი­ლის­ში ერ­თო­ბოდ­ნენ. ამ­დე­ნი ხალ­ხიც არ ცხოვ­რობ­და მა­შინ აქ... ახ­ლა ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე რეს­ტო­რა­ნია.

თა­ნა­მედ­რო­ვე კერ­ძებ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი

- უცხო­უ­რი კერ­ძი აქაც ბევ­რი კეთ­დე­ბო­და, მაგ­რამ ად­გილ­ზე რომ გა­სინ­ჯავ, სხვა­ნა­ი­რია. მათ გა­ფორ­მე­ბებს ვაკ­ვირ­დე­ბო­დით და გად­მოგ­ვ­ქონ­და. ახ­ლა ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, თუმ­ცა, თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბი მომ­წონს კი­დეც, ლა­მა­ზად აფორ­მე­ბენ, მაგ­რამ ქარ­თულ კერ­ძებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღა­ცე­ბი არ მომ­წონს, ძვე­ლი იკარ­გე­ბა და ცვლი­ან. ამას წი­ნათ, ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ნიგ­ვ­ზი­ა­ნი ხარ­ჩო ბრინ­ჯით გა­ა­კე­თეს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა? "ჩი­ჟი ბი­ჟი" პო­მი­დორს და კვერცხს და­არ­ქ­ვეს, არა­და, ეს კერ­ძი ცხვრის გა­ტა­რე­ბუ­ლი ხორ­ცით კეთ­დე­ბა, სუ­ნე­ლე­ბი­თაა შე­ზა­ვე­ბუ­ლი, კვერ­ცხით ტა­ფა­ზე წვავ. ერთ-ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი რეს­ტორ­ნის შე­ფი გა­მო­ვი­და და "შქმე­რუ­ლი" მა­ი­ო­ნე­ზით გა­ა­კე­თა. მა­ი­ო­ნე­ზი ცი­ვი კერ­ძე­ბი­საა და ცხელ­ში არ შე­იძ­ლე­ბა, იჭ­რე­ბა. მით უმე­ტეს, შქმერ­ში რა იცოდ­ნენ მა­ი­ო­ნე­ზი?

რო­გო­რი უნ­და იყოს ნამ­დ­ვი­ლი "შქმე­რუ­ლი"

- "შქმე­რუ­ლი" ჩვენს სო­ფელ­ში იცი­ან და აქ რომ ჩა­მო­ვე­დი, მეც ვა­კე­თებ­დი, ოღონდ მე­ნი­უ­ში არ გვქონ­და. მე­რე, სა­მი­ნის­ტ­რომ მითხ­რა, ეგ კერ­ძი შე­ნი სოფ­ლი­და­ნაა, და­ა­მუ­შა­ვე და მე­ნი­უ­ში შე­ვი­ტა­ნო­თო. ნორ­მე­ბი შე­ვი­მუ­შა­ვე და ახ­ლა "შქმე­რუ­ლი" ჩემს სა­ფირ­მო კერ­ძად ით­ვ­ლე­ბა... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ