პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე
უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე

16 სექ­ტემ­ბერს ტე­ლე­კომ­პა­ნია "უკ­რა­ი­ნის" ეთერ­ში გოგა ხა­ინ­დრა­ვას სე­რი­ალ "ჰე­როკ­რა­ტი­ის" პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის 9-წლი­ან ის­ტო­რი­ას ასა­ხავს. ამის შე­სა­ხებ გა­ზეთ "რე­ზო­ნან­სის" 18 სექ­ტემ­ბრის ნო­მერ­ში ვკი­თხუ­ლობთ. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს სტა­ტი­ი­დან:

"ამის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სა­ნამ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას ჩა­მო­არ­თმევ­დნენ, ოდე­სის ყო­ფილ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა თა­ვის გა­და­ცე­მა­შიც გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, აპ­რი­ლის ბო­ლო­დან უკ­რა­ი­ნა­ში "ჰე­როკ­რა­ტი­ის" ჩვე­ნე­ბა იყო და­გეგ­მი­ლი, რო­მე­ლიც მი­ლი­არ­დერ რი­ნატ ახ­მე­ტოვს გოგა ხა­ინ­დრა­ვას­გან ჰქონ­და ნა­ყი­დი.

"მე ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში არ მიწ­ვე­ვენ, მაგ­რამ ჩემ­ზე სა­უბ­რო­ბენ. ჩუ­პა­კაბ­რა ჰქვია, მგო­ნი, იმ ცნო­ბილ ცხო­ველს, რო­მე­ლიც არ ჩანს. მე ჩუ­პა­კაბ­რა­სა­ვით ვარ. ჩემ­ზე სა­უბ­რო­ბენ, მაგ­რამ მე არ ვჩან­ვარ. ახ­მე­ტო­ვის და­ვა­ლე­ბით ყო­ველ 3-4 დღე­ში ჩემ­ზე რა­ღაც ფილ­მის ახალ-ახალ სე­რი­ებს უშ­ვე­ბენ. მე­ტიც, ამათ იყი­დეს იმ კო­ლე­გა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­მაც პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფო სა­ქარ­თვე­ლო იყი­და, 25-სე­რი­ა­ნი ფილ­მი. ახ­მე­ტოვ­მა ეს ფილ­მი ოლი­გარქ ივა­ნიშ­ვი­ლის­გან იყი­და და რო­გორც მე ვიცი, მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში და­ი­წყე­ბენ ამ ფილ­მის ჩვე­ნე­ბას უკ­რა­ი­ნის არ­ხებ­ზე," - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სა­ინ­ტე­რე­სოა რომ, ყვე­ლა იმ მოვ­ლე­ნის შემ­დეგ (უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა და ტურ­ნე ქვეყ­ნის მას­შტა­ბით), რაც უკ­რა­ი­ნა­ში სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და, 16 სექ­ტემ­ბერს, უკ­რა­ი­ნა­ში "ჰე­როკ­რა­ტი­ის" ჩვე­ნე­ბა და­ი­წყეს.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით Ambebi.ge ფილ­მის რე­ჟი­სორს გოგა ხა­ინ­დრა­ვას და­უ­კავ­შირ­და:

- "ჰე­როკ­რა­ტია" უკ­რა­ი­ნის ცენ­ტრა­ლურ­მა არ­ხმა 3 თვის წინ შე­ი­ძი­ნა. პირ­ვე­ლი სე­რია ეთერ­ში შა­ბათს უკვე გა­ვი­და. "ჰე­როკ­რა­ტია" მრა­ვალ­სე­რი­ა­ნი ფილ­მია, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რის­თვის 19 სე­რი­ა­ნი გა­ვა­კე­თეთ და უკ­რა­ი­ნის გარ­და სხვა ქვეყ­ნებ­თა­ნაც მი­დის მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რომ­ლებ­მაც მისი შეს­ყიდ­ვის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს. "ჰე­როკ­რა­ტი­ის" გარ­და, არ­ხმა ჩემი მე­ო­რე პრო­ექ­ტი "დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რაც" შე­ი­ძი­ნა.

- გა­მო­ით­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის მიერ "ჰე­როკ­რა­ტი­ის" შე­ძე­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა?

- მარ­ტი­ვი მა­თე­მა­ტი­კა სჭირ­დე­ბა იმას, რომ ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ დღეს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გამო უკ­რა­ი­ნას არ შე­უ­ძე­ნია. ეს არ არის ბა­ნა­ნი, ეს არის ფილ­მი, აქამ­დე მი­დი­ო­და მუ­შა­ო­ბა თარ­გმან­ზე. რა თქმა უნდა, სა­ა­კაშ­ვი­ლის ნამ­დვი­ლი სახე რომ აჩ­ვე­ნონ ხალ­ხს, იმი­ტომ შე­ი­ძი­ნა უკ­რა­ი­ნამ ფილ­მი, თუმ­ცა ეს მოხ­და სამი თვის წინ და დღეს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეს არ უკავ­შირ­დე­ბა.

- რა თან­ხად გა­ყი­დეთ "ჰე­როკ­რა­ტია"?

- ეს არის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და ნამ­დვი­ლად ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ კონ­კრე­ტულ თან­ხას.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე

უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე

16 სექტემბერს ტელეკომპანია "უკრაინის" ეთერში გოგა ხაინდრავას სერიალ "ჰეროკრატიის" პრემიერა გაიმართა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 9-წლიან ისტორიას ასახავს. ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" 18 სექტემბრის ნომერში ვკითხულობთ. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

"ამის შესახებ, რამდენიმე თვის წინ, სანამ უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევდნენ, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა თავის გადაცემაშიც განაცხადა. მისი თქმით, აპრილის ბოლოდან უკრაინაში "ჰეროკრატიის" ჩვენება იყო დაგეგმილი, რომელიც მილიარდერ რინატ ახმეტოვს გოგა ხაინდრავასგან ჰქონდა ნაყიდი.

"მე ტელევიზიებში არ მიწვევენ, მაგრამ ჩემზე საუბრობენ. ჩუპაკაბრა ჰქვია, მგონი, იმ ცნობილ ცხოველს, რომელიც არ ჩანს. მე ჩუპაკაბრასავით ვარ. ჩემზე საუბრობენ, მაგრამ მე არ ვჩანვარ. ახმეტოვის დავალებით ყოველ 3-4 დღეში ჩემზე რაღაც ფილმის ახალ-ახალ სერიებს უშვებენ. მეტიც, ამათ იყიდეს იმ კოლეგა ივანიშვილისგან საქართველოში, რომელმაც პატარა სახელმწიფო საქართველო იყიდა, 25-სერიანი ფილმი. ახმეტოვმა ეს ფილმი ოლიგარქ ივანიშვილისგან იყიდა და როგორც მე ვიცი, მომდევნო თვეებში დაიწყებენ ამ ფილმის ჩვენებას უკრაინის არხებზე," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საინტერესოა რომ, ყველა იმ მოვლენის შემდეგ (უკრაინის საზღვრის გადაკვეთა და ტურნე ქვეყნის მასშტაბით), რაც უკრაინაში სააკაშვილთან დაკავშირებით მოხდა, 16 სექტემბერს, უკრაინაში "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყეს.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით Ambebi.ge ფილმის რეჟისორს გოგა ხაინდრავას დაუკავშირდა:

- "ჰეროკრატია" უკრაინის ცენტრალურმა არხმა 3 თვის წინ შეიძინა. პირველი სერია ეთერში შაბათს უკვე გავიდა. "ჰეროკრატია" მრავალსერიანი ფილმია, მაგრამ საერთაშორისო ბაზრისთვის 19 სერიანი გავაკეთეთ და უკრაინის გარდა სხვა ქვეყნებთანაც მიდის მოლაპარაკება, რომლებმაც მისი შესყიდვის სურვილი გამოთქვეს. "ჰეროკრატიის" გარდა, არხმა ჩემი მეორე პროექტი "დემოკრატიის შუქურაც" შეიძინა.

- გამოითქვა მოსაზრება, რომ უკრაინული მხარის მიერ "ჰეროკრატიის" შეძენა სააკაშვილის გააქტიურებას უკავშირდება?

- მარტივი მათემატიკა სჭირდება იმას, რომ ეს სააკაშვილის მიერ დღეს განხორციელებული ქმედებების გამო უკრაინას არ შეუძენია. ეს არ არის ბანანი, ეს არის ფილმი, აქამდე მიდიოდა მუშაობა თარგმანზე. რა თქმა უნდა, სააკაშვილის ნამდვილი სახე რომ აჩვენონ ხალხს, იმიტომ შეიძინა უკრაინამ ფილმი, თუმცა ეს მოხდა სამი თვის წინ და დღეს განვითარებულ მოვლენებს ეს არ უკავშირდება.

- რა თანხად გაყიდეთ "ჰეროკრატია"?

- ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია და ნამდვილად ვერ დავასახელებ კონკრეტულ თანხას.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი