სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დროშების გამო უნდა გამათავისუფლონ?" - პედაგოგი, რომელმაც პირველკლასელებს "ოცნების" დროშებით გადაუღო ფოტო, საუბნო კომისიის წევრია
"დროშების გამო უნდა გამათავისუფლონ?" - პედაგოგი, რომელმაც პირველკლასელებს "ოცნების" დროშებით გადაუღო ფოტო, საუბნო კომისიის წევრია

შუ­ა­ხევ­ში, სო­ფელ სხეფ­ში პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს 15 სექ­ტემ­ბერს ყვა­ვი­ლე­ბის ნაც­ვლად პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დრო­შე­ბი და­ა­ჭე­რი­ნეს ხელ­ში. კლა­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­რი­ნა დარ­ჩი­ძემ ამის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ატ­ვირ­თა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­რი­ნა დარ­ჩი­ძე 2017 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში სო­ფელ სხე­ფის მე­ო­რე უბან­ზე, სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქის მიერ არ­ჩე­უ­ლი სა­უბ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რი იქ­ნე­ბა. იგი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში ამა­ვე უბ­ნის თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდათ. პე­და­გო­გი სკო­ლა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ას უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ შე­დეგ­ზე არ უფიქ­რია.

მა­რი­ნა დარ­ჩი­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, რომ სკო­ლის დი­რექ­ცი­ის­გან შე­ნიშ­ვნა მი­ი­ღო და მის სა­კი­თხზე დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტი მუ­შა­ობს.

"აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ ვი­ცო­დი, მაგ­რამ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ გა­მი­კე­თე­ბია. ყვე­ლა­ფე­რი და­უკ­ვირ­ვებ­ლად გა­მო­მი­ვი­და. იმ წუთს არ ვიცი რაზე ვფიქ­რობ­დი. დრო­შე­ბი ბავ­შვებს ხელ­ში ჰქონ­დათ და მთხოვ­დნენ ფო­ტოს გა­და­ღე­ბას. ფოტო წუ­ხელ ავ­ტვირ­თე. მე აგი­ტა­ცია და მსგავ­სი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. ეს იყო მე­ქა­ნი­კუ­რი შეც­დო­მა. მომ­ხდა­რის გამო, დი­რექ­ცი­ის­გან საყ­ვე­დუ­რი მი­ვი­ღე. ჩემს მი­მართ დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­სია მუ­შა­ობს. არ ვიცი, უბ­რა­ლოდ დრო­შე­ბის გამო უნდა გა­მა­თა­ვი­სუფ­ლონ?", - აცხა­დებს მა­რი­ნა დარ­ჩი­ძე.

სო­ფელ სხე­ფის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დრო­შე­ბის გა­მო­ფე­ნის ფაქტს არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში უარ­ყო­ფი­თად აფა­სე­ბენ. რო­გორც "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" აჭა­რა, გუ­რია, ფო­თის რე­გი­ო­ნუ­ლი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი მა­დო­ნა ბე­რი­ძე აცხა­დებს, სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლის სკო­ლა­ში გა­მო­ფე­ნა "ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა".

"სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლის სკო­ლა­ში გა­მო­ფე­ნა, პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის გა­მოვ­ლე­ნას წარ­მო­ად­გენს, რაც "ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა". იმ­პე­რა­ტი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია ზო­გად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სწავ­ლის პრო­ცე­სის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა. ფაქ­ტი ჩვენს ან­გა­რიშ­ში აი­სა­ხე­ბა", - ამ­ბობს მა­დო­ნა ბე­რი­ძე.

ამას­თან, მა­დო­ნა ბე­რი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რო­ბის გამო მა­რი­ნა დარ­ჩი­ძეს სან­ქცია არ ეკუთ­ვნის. "სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რია. ამი­სათ­ვის მას სან­ქცია არ ეკუთ­ვნის. სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რებს ოფი­ცი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ენი­ჭე­ბათ უბ­ნის კო­მი­სი­ის პირ­ვე­ლი სხდო­მის შემ­დეგ და ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი არა აქვთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორც უბ­ნის კო­მი­სის წევ­რის ნორ­მა­ზე და სან­ქცი­ა­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ",- აცხა­დებს მა­დო­ნა ბე­რი­ძე.

აჭა­რის გან­თლე­ბის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრი ინგა შა­მი­ლიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სა­მი­ნის­ტრო პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლია და თვალ­ყურს ადევ­ნებს დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

"აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის პო­ლი­ტი­კურ აგი­ტა­ცი­ა­ში ჩარ­თვას, რაც არ­ღვევს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს. ამ პე­რი­ო­დის­თვის სკო­ლის დი­რექ­ცი­ის მიერ მოხ­და ფაქ­ტზე რე­ა­გი­რე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი გან­სა­ხილ­ვე­ლად და რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის გა­და­ე­ცა სკო­ლის დის­ციპ­ლი­ნურ კო­მი­ტეტს. სა­მი­ნის­ტრო ჩარ­თუ­ლია და თვალ­ყურს ადევ­ნებს დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას",- აცხა­დებს ინგა შა­მი­ლიშ­ვი­ლი.

მა­რი­კო კე­კე­ლი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"დროშების გამო უნდა გამათავისუფლონ?" - პედაგოგი, რომელმაც პირველკლასელებს "ოცნების" დროშებით გადაუღო ფოტო, საუბნო კომისიის წევრია

"დროშების გამო უნდა გამათავისუფლონ?" - პედაგოგი, რომელმაც პირველკლასელებს "ოცნების" დროშებით გადაუღო ფოტო, საუბნო კომისიის წევრია

შუახევში, სოფელ სხეფში პირველი კლასის მოსწავლეებს 15 სექტემბერს ყვავილების ნაცვლად პარტია "ქართული ოცნების" დროშები დააჭერინეს ხელში. კლასის ხელმძღვანელმა მარინა დარჩიძემ ამის ამსახველი ფოტო სოციალური ქსელ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ატვირთა, რასაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ მარინა დარჩიძე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სოფელ სხეფის მეორე უბანზე, საარჩევნო ოლქის მიერ არჩეული საუბნო კომისიის წევრი იქნება. იგი საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ამავე უბნის თავმჯდომარე გახლდათ. პედაგოგი სკოლაში "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო აგიტაციას უარყოფს და აცხადებს, რომ შედეგზე არ უფიქრია.

მარინა დარჩიძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას განმარტა, რომ სკოლის დირექციისგან შენიშვნა მიიღო და მის საკითხზე დისციპლინური კომიტეტი მუშაობს.

"აკრძალვის შესახებ ვიცოდი, მაგრამ მიზანმიმართულად არ გამიკეთებია. ყველაფერი დაუკვირვებლად გამომივიდა. იმ წუთს არ ვიცი რაზე ვფიქრობდი. დროშები ბავშვებს ხელში ჰქონდათ და მთხოვდნენ ფოტოს გადაღებას. ფოტო წუხელ ავტვირთე. მე აგიტაცია და მსგავსი არაფერი გამიკეთებია. ეს იყო მექანიკური შეცდომა. მომხდარის გამო, დირექციისგან საყვედური მივიღე. ჩემს მიმართ დისციპლინური კომისია მუშაობს. არ ვიცი, უბრალოდ დროშების გამო უნდა გამათავისუფლონ?", - აცხადებს მარინა დარჩიძე.

სოფელ სხეფის საჯარო სკოლაში "ქართული ოცნების" დროშების გამოფენის ფაქტს არასამთავრობო სექტორში უარყოფითად აფასებენ. როგორც "სამართლიანი არჩევნების" აჭარა, გურია, ფოთის რეგიონული კოორდინატორი მადონა ბერიძე აცხადებს, სააგიტაციო მასალის სკოლაში გამოფენა "ზოგადი განათლების შესახებ კანონს ეწინააღმდეგება".

"სააგიტაციო მასალის სკოლაში გამოფენა, პოლიტიკური აქტივობის გამოვლენას წარმოადგენს, რაც "ზოგადი განათლების შესახებ კანონს ეწინააღმდეგება". იმპერატიულად დაუშვებელია ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების სწავლის პროცესის პოლიტიზირება. ფაქტი ჩვენს ანგარიშში აისახება", - ამბობს მადონა ბერიძე.

ამასთან, მადონა ბერიძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიის წევრობის გამო მარინა დარჩიძეს სანქცია არ ეკუთვნის. "საუბნო საარჩევნო კომისიის წევრია. ამისათვის მას სანქცია არ ეკუთვნის. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ოფიციალური უფლებამოსილება ენიჭებათ უბნის კომისიის პირველი სხდომის შემდეგ და ჯერ ოფიციალური უფლებამოსილებები არა აქვთ. აქედან გამომდინარე, როგორც უბნის კომისის წევრის ნორმაზე და სანქციაზე ვერ ვისაუბრებთ",- აცხადებს მადონა ბერიძე.

აჭარის განთლების კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი აცხადებს, რომ სამინისტრო პროცესებში ჩართულია და თვალყურს ადევნებს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას.

"აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოსწავლეების პოლიტიკურ აგიტაციაში ჩართვას, რაც არღვევს ზოგადი განათლების შესახებ კანონს. ამ პერიოდისთვის სკოლის დირექციის მიერ მოხდა ფაქტზე რეაგირება და აღნიშნული საკითხი განსახილველად და რეაგირებისათვის გადაეცა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს. სამინისტრო ჩართულია და თვალყურს ადევნებს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას",- აცხადებს ინგა შამილიშვილი.

მარიკო კეკელიძე

AMBEBI.GE

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა