10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგამოძიებო სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ GEM fest-ის საქმეზე გიორგი სიგუას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს
საგამოძიებო სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ GEM fest-ის საქმეზე გიორგი სიგუას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

თუ და­ნა­შა­უ­ლი იქ­ნე­ბა, არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ, - ასე პა­სუ­ხობს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ლე­ვან გამ­ყრე­ლი­ძე შე­კი­თხვას, რამ­დე­ნად მო­სა­ლოდ­ნე­ლია, GEM fest-თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მისი დამ­ფუძ­ნებ­ლის, გი­ორ­გი სი­გუ­ას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გეს.

თუმ­ცა, რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძე გან­მარ­ტავს, ამ ეტაპ­ზე "ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­სა­ცე­მი პირი გა­მოკ­ვე­თი­ლი არ არის".

"თუ და­ნა­შა­უ­ლი იქ­ნე­ბა არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ. ჯერ­ჯე­რო­ბით ვი­ძი­ებთ. თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­სა­ცე­მი პირი გა­მოკ­ვე­თი­ლი არ არის. და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს და ამის შემ­დეგ გა­ირ­კვე­ვა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­სა­ცე­მი პი­რის, ან პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა. ვიდ­რე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა, ბრალ­დე­ბუ­ლებ­ზე წი­ნას­წარ პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რათა და­ცუ­ლი იყოს მათი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გამ­ყრე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად საქ­მის დე­ტა­ლებს, გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 185-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს ქო­ნე­ბის მე­სა­კუთ­რის ან მფლო­ბე­ლის ქო­ნებ­რივ და­ზი­ა­ნე­ბას მო­ტყუ­ე­ბით.

"საქ­მე­ზე გა­მო­კი­თხუ­ლია ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ისე სხვე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ იყ­ვნენ და­საქ­მე­ბუ­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ ბიზ­ნე­სე­ბი, სულ, ალ­ბათ, 100-მდე პირი. გა­მო­კი­თხვე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბის ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბაა და ამ ყვე­ლა­ფერს გა­მო­ძი­ე­ბა და დრო სჭირ­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლა, ანუ, რა თან­ხე­ბი შე­მო­ვი­და და რა გა­ი­ცა. გა­მო­სა­კი­თხი არი­ან ასე­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩა­მო­ი­ტა­ნეს აპა­რა­ტუ­რა, და­ა­მონ­ტა­ჟეს და ა.შ. ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის გა­მო­ძი­ე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ფეს­ტი­ვა­ლის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან და­რი­ცხულ ფულს, გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ამა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ცალ­კე მი­დის".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

საგამოძიებო სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ GEM fest-ის საქმეზე გიორგი სიგუას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

საგამოძიებო სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ GEM fest-ის საქმეზე გიორგი სიგუას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

თუ დანაშაული იქნება, არაფერს გამოვრიცხავ, - ასე პასუხობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე შეკითხვას, რამდენად მოსალოდნელია, GEM fest-თან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მისი დამფუძნებლის, გიორგი სიგუას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

თუმცა, როგორც გამყრელიძე განმარტავს, ამ ეტაპზე "ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირი გამოკვეთილი არ არის".

"თუ დანაშაული იქნება არაფერს გამოვრიცხავ. ჯერჯერობით ვიძიებთ. თუმცა ამ ეტაპზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირი გამოკვეთილი არ არის. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ამის შემდეგ გაირკვევა პასუხისგებაში მისაცემი პირის, ან პირების ვინაობა. ვიდრე მტკიცებულება არ იქნება, ბრალდებულებზე წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, რათა დაცული იყოს მათი უდანაშაულობის პრეზუმფცია", - განაცხადა ლევან გამყრელიძემ.

რაც შეეხება თავად საქმის დეტალებს, გამყრელიძის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივ დაზიანებას მოტყუებით.

"საქმეზე გამოკითხულია ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები, ისე სხვები, ადამიანები, რომლებიც იქ იყვნენ დასაქმებული და ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ბიზნესები, სულ, ალბათ, 100-მდე პირი. გამოკითხვები კვლავ გრძელდება. ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობაა და ამ ყველაფერს გამოძიება და დრო სჭირდება. მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა, ანუ, რა თანხები შემოვიდა და რა გაიცა. გამოსაკითხი არიან ასევე ადამიანები, რომლებიც იყვნენ კონტრაქტორები, რომლებმაც ჩამოიტანეს აპარატურა, დაამონტაჟეს და ა.შ. ყველა მიმართულებით მიდის გამოძიება", - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან დარიცხულ ფულს, გამყრელიძის ინფორმაციით, "ამაზე გამოძიება ცალკე მიდის".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ