სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველკლასელები "ქართული ოცნების" დროშებით - რას ამბობს სკოლის დირექტორი ფოტოზე, რომელსაც მითქმა-მოთქმა მოყვა
პირველკლასელები "ქართული ოცნების" დროშებით - რას ამბობს სკოლის დირექტორი ფოტოზე, რომელსაც მითქმა-მოთქმა მოყვა

შუ­ა­ხევ­ში, სო­ფელ სხეფ­ში პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს 15 სექ­ტემ­ბერს ყვა­ვი­ლე­ბის ნაც­ვლად პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დრო­შე­ბი და­ა­ჭე­რი­ნეს ხელ­ში. კლა­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­რი­ნა დარ­ჩა­ძემ ამის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ "ფე­ის­ბუ­ქის"პი­რად გვერ­დზე ატ­ვირ­თა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა.

შუ­ა­ხე­ვის სო­ფელ სხე­ფის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ოთარ და­ვი­თა­ძემ AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ პე­და­გოგ­მა ვერ გათ­ვა­ლა, თუ რა შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და მის ქმე­დე­ბას. და­ვი­თა­ძის თქმით, სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­სია იმ­სჯე­ლებს და პე­და­გო­გის მი­მართ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ა­ცხა­დებს.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­სა­ხებ დის­ციპ­ლი­ნურ კო­მი­სი­ას მივ­მარ­თეთ. აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვი­ხი­ლავთ. შემ­თხვე­ვა 15 სექ­ტემ­ბერს მოხ­და, რო­დე­საც ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად მო­ვიდ­ნენ. ფო­ტო­ე­ბი გაკ­ვე­თი­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­და­ი­ღეს. ისე უხა­რო­დათ ბავ­შვებს, ამას თუ ასე­თი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბო­და, კლა­სის პე­და­გოგს არ ეგო­ნა. მე პი­რა­დად კლა­სის პე­და­გოგს ვე­სა­უბ­რე და მი­თხრა, რომ არც კი დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ ამა­ზეო. ეს დრო­შე­ბი ბავ­შვებს ჰქონ­დათ მო­ტა­ნი­ლი", - აცხა­დებს ოთარ და­ვი­თა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მხო­ლოდ ერთი თვეა დარ­ჩე­ნი­ლი. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, სა­რეკ­ლა­მო მო­წო­დე­ბე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში აკ­რძა­ლუ­ლია და ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­კი­თხზე სკო­ლა­ში არ­სე­ბულ დის­ციპ­ლი­ნურ კო­მი­ტეტს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­უ­ღია.

მა­რი­კო კე­კე­ლი­ძე

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის კო­მენ­ტა­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დრო­შე­ბი­ა­ნი პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბის ფო­ტო­ზე

პირველკლასელები "ქართული ოცნების" დროშებით - რას ამბობს სკოლის დირექტორი ფოტოზე, რომელსაც მითქმა-მოთქმა მოყვა

პირველკლასელები "ქართული ოცნების" დროშებით - რას ამბობს სკოლის დირექტორი ფოტოზე, რომელსაც მითქმა-მოთქმა მოყვა

შუახევში, სოფელ სხეფში პირველი კლასის მოსწავლეებს 15 სექტემბერს ყვავილების ნაცვლად პარტია "ქართული ოცნების" დროშები დააჭერინეს ხელში. კლასის ხელმძღვანელმა მარინა დარჩაძემ ამის ამსახველი ფოტო სოციალური ქსელ "ფეისბუქის"პირად გვერდზე ატვირთა, რასაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა.

შუახევის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის დირექტორმა ოთარ დავითაძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ პედაგოგმა ვერ გათვალა, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მის ქმედებას. დავითაძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით, სკოლაში არსებული დისციპლინური კომისია იმსჯელებს და პედაგოგის მიმართ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

"აღნიშნული შესახებ დისციპლინურ კომისიას მივმართეთ. აუცილებლად განვიხილავთ. შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა, როდესაც ბავშვები სკოლაში პირველად მოვიდნენ. ფოტოები გაკვეთილების დასრულების შემდეგ გადაიღეს. ისე უხაროდათ ბავშვებს, ამას თუ ასეთი რეაგირება მოჰყვებოდა, კლასის პედაგოგს არ ეგონა. მე პირადად კლასის პედაგოგს ვესაუბრე და მითხრა, რომ არც კი დავფიქრებულვარ ამაზეო. ეს დროშები ბავშვებს ჰქონდათ მოტანილი", - აცხადებს ოთარ დავითაძე.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მხოლოდ ერთი თვეა დარჩენილი. კანონის მიხედვით, სარეკლამო მოწოდებები კონკრეტული პარტიების მხარდასაჭერად, საჯარო დაწესებულებებში აკრძალულია და ჯარიმას ითვალისწინებს. საკითხზე სკოლაში არსებულ დისციპლინურ კომიტეტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მარიკო კეკელიძე

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: განათლების მინისტრის კომენტარი "ქართული ოცნების" დროშებიანი პირველკლასელების ფოტოზე

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა