კენტუკის შემწვარი ქათმის შესახებ თუ გსმენიათ რამე? ალბათ, არა, მაგრამ თქვენ, აუცილებლად იცნობთ KFC-ის (Kentucky fried chicken), რომელიც სწორედ კენტუკის შემწვარი ქათმის აბრევიატურაა და რომელიც თითქმის საუკუნეა, მსოფლიოს 120 ქვეყანაში მილიონობით ადამიანის საყვარელი რესტორანია.
ამიერიდან აღარ დაგავიწყდებათ, რომ სწორედ ეს ხრაშუნა ბარკლები აშშ-ში, კენტუკიში შეიქმნა ჰარლამ სანდერსის მიერ და კიდევ, აუცილებლად წაიკითხეთ 10 საინტერესო ფაქტი, რაც KFC-ის შესახებ უნდა იცოდეთ.
1. თითქმის 100 წლიანი ისტორიის მქონე ლეგენდარული ქსელი უგემრიელესი მენიუთი 20.000-ზე მეტ რესტორანს მოიცავს მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში. KFC-ის მენიუს მხოლოდ ამერიკაში 8 მილიონზე მეტი ადამიანი აგემოვნებს ყოველდღიურად.
2. ბრენდი თავისი ლეგენდარული ქათმის მომზადების საიდუმლო რეცეპტით გახდა სახელგანთქმული. რეცეპტი საიდუმლოდ ინახება კენტუკიში და მისი საიდუმლოება 11 სუნელშია, რომელთა ზუსტი დასახელებაც არავინ იცის.
3. KFC-ის დამფუძნებელმა ჰარლამ სანდერსმა პირველი კვების ობიექტი 1930 წელს საკუთარ ავტოსახელოსნოში გახსნა, სადაც მხოლოდ 1 მაგიდა და 6 სკამი იყო. 11 სახეობის ბალახ-ბულახით შეკაზმულ ვარიებს კი თავად ამზადებდა. კვების ობიექტის სახელოსნოსგან გამოყოფა 7 წლის შემდეგ მოხდა.
4. სტუმართმანები - ასე შეიძლება ვუწოდოთ KFC-ის თანამშომლებს. სწორედ სტუმრათმოყვარეობაა კომპანიის მთავარი ფასეულობა. საერთო ჯამში ბრენდის ფასეულობები, თურმე 6 ძირითადი კომპონენტისგან შედგება, რაც საინტერესო აბრევიატურას გვაძლევს. C.H.A.M.P.S - ავტომატურად ჩემპიონთან ასოცირდება. მათ სრული ჩამონათვალი კი შემდეგია:
• Cleanliness - სისუფთავე
• Hospitality - სტუმართმოყვარეობა
• Accuracy - სიზუსტე
• Maintenance - ტექნიკური გამართულობა
• Product Quality - პროდუქტის ხარისხი
• Speed of Service - სიჩქარე
5. KFC, ალბათ, სტანდარტული სწრაფი კვების ობიექტების ქსელი გგონიათ, თუმცა, მათი მიდგომა სრულიად განსხვავებულია. We don't serve fast food, we serve fresh food as soon as possible and it’s finger lickin’ good! - ასეთია კომპანიის მიდგომა. "ჩვენ არ გემსახურებით სწრაფი კვების კერძებით, ჩვენ გემსახურებით ჯანსაღი საკვებით, რაც შეგვიძლია სწრაფად ისე, რომ თითებს ჩაიკვნეტ! - თურმე, KFC-ის რესტორნებში შეკვეთის მიღების დრო 30 წამია, გაცემა კი 60 წამის განმავლობაში ხდება.
6. KFC ის გამონაკლისთაგანია, სადაც სამზარეულოს კარი ყველასთვის ღიაა. ვინც უნდა იყოთ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაათვალიეროთ, თუ რა ხდება KFC-ის დახლს მიღმა და სამზარეულოში, რა პროცესს გადის თქვენი შეკვეთა, ვიდრე ის თქვენამდე მოვა.
7. KFC-ში რომ ჯანსაღ საკვებს მიიღებთ, ამაში დარწმუნება არც ისე რთულია. აბა დაფიქრდით, სადმე გინახავთ ქათმის ბარკლები და ფრთები, რომელიც სინამდვილეში სოიოა? სასაცილოდ ჟღერს ხომ? ჰოდა იცოდეთ, KFC-ში ყოველთვის ახალ და ჯანსაღ ხორცს მიირთმევთ.
8. ახლა შეიძლება გაიფიქრეთ, რომ ქათმის ხორცი არ გიყვართ და KFC თქვენი ადგილი არაა, მაგრამ საფირმო ვარიების გარდა, თქვენ აქ მიირთმევთ "შეფ-ბურგერს", "ტვისტერს", "ბიგერს", ასევე, მრავალფეროვან გარნირებს, სალათებს, დესერტებსა და სხვადასხვა გამაგრილებელ თუ ცხელ სასმელებს. ასე რომ, KFC ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანის საყვარელ ადგილად შეიძლება იქცეს.
9. KFC-ში ფასების სიჭრელეა. ყველა ადამიანი მისი ბიუჯეტიდან გამომდინარე შეარჩევს სასურველ საკვებს. თუ ახალაღებული ხელფასით თავს კომბინირებული მენიუთი ტკბობის საშუალებას აძლევთ, ხელფასის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე "ლონგერითა" და "აი ტვისტერით" შეძლებთ წახემსებას, რომლის ფასიც მხოლოდ 2,2 ლარია.
10. მსოფლიოს 20 000-ზე მეტი რესტორნიდან 4 თბილისში მდებარეობს:
R