სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ სიმღერას ვერ შევძლებ, სიცოცხლე აზრს დაკარგავს..." - ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
"თუ სიმღერას ვერ შევძლებ, სიცოცხლე აზრს დაკარგავს..." - ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი ზუ­რაბ სოტ­კი­ლა­ვა გარ­და­იც­ვა­ლა. 80 წლის ტე­ნო­რი ბოლო წლე­ბი ავად­მყო­ფობ­და. ის მოს­კოვ­ში და­ი­ღუ­პა.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მომ­ღე­რალს სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღე­ში ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

ზუ­რაბ სოტ­კი­ლა­ვა 1937 წლის 12 მარტს, სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და. 1965 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია და­ვით ან­დღუ­ლა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და მომ­დევ­ნო ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მღე­რო­და თბი­ლი­სის ზ. ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­ურ თე­ატ­რში.

იხი­ლეთ ვი­დეო: შო­რი­დან და­ნა­ხუ­ლი სო­ხუ­მი და ზუ­რაბ სოტ­კი­ლა­ვას ემო­ცი­უ­რი მო­გო­ნე­ბე­ბი - ქარ­თვე­ლი ტე­ნო­რი რუ­სულ შო­უ­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 2 წლით ადრე

1966-1968 წლებ­ში სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­რა მი­ლა­ნის ლა სკა­ლა­ში. 1973 წელს, დონ ჟო­ზეს პარ­ტი­ით, მომ­ღერ­ლის დე­ბი­უ­ტი შედ­გა მოს­კო­ვის დიდ თე­ატ­რში, ერთი წლის შემ­დეგ კი ზუ­რაბ სოტ­კი­ლა­ვა ამა­ვე თე­ატ­რის დასს შე­უ­ერ­თდა, რო­გორც სო­ლის­ტი. პა­რა­ლე­ლუ­რად, მოს­კო­ვის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­შიც ას­წავ­ლი­და.

მომ­ღე­რა­ლი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სა­პა­ტიო ორ­დე­ნის მფლო­ბე­ლია, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე სა­ზღვარ­გა­რეთ, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი და შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტია. "ვერ­დის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ბრწყინ­ვა­ლე ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის­თვის" ბო­ლო­ნი­ის მუ­სი­კა­ლუ­რი აკა­დე­მი­ის სა­პა­ტიო წევ­რად იყო არ­ჩე­უ­ლი.

ზუ­რაბ სოტ­კი­ლა­ვას ექი­მებ­მა მძი­მე დი­აგ­ნო­ზი 2015 წელს და­უს­ვეს - კუ­წქვე­შა ჯირ­კვლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე. მომ­ღერ­ლის თქმით, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა 5 თვის წინ გა­უ­ა­რეს­და. მან ექი­მებს მუც­ლი­სა და გულ­მკერ­დის არე­ში მწვა­ვე ტკი­ვი­ლე­ბის ჩი­ვი­ლით მი­მარ­თა.

რამ­დე­ნი­მე თვე­ში მომ­ღე­რალ­მა წო­ნა­ში 25 კგ და­იკ­ლო. ონ­კო­ლო­გი­ურ­მა გა­მოკ­ვლე­ვამ თავ­და­პირ­ვე­ლად არა­ფე­რი გა­მო­ავ­ლი­ნა. სამ­წუ­ხა­რო დი­აგ­ნო­ზი ზუ­რაბ სოტ­კი­ლა­ვას გერ­მა­ნულ კლი­ნი­კა­ში და­უს­ვეს. მომ­ღე­რალს სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, რო­მელ­მაც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა. მას შემ­დეგ ზუ­რაბ სოტ­კი­ლა­ვა ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურსს გა­დი­ო­და: "ექიმს მა­შინ­ვე ვუ­თხა­რი: მხო­ლოდ იმი­ტომ ვმკურ­ნა­ლობ, რომ ვიმ­ღე­რო-მეთ­ქი. თუ სიმ­ღე­რას ვერ შევ­ძლებ, სი­ცო­ცხლე აზრს და­კარ­გავს...", - გა­ნუ­ცხა­და ზუ­რაბ სოტ­კი­ლა­ვამ რუ­სულ ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მას 2015 წელს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"თუ სიმღერას ვერ შევძლებ, სიცოცხლე აზრს დაკარგავს..." - ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

"თუ სიმღერას ვერ შევძლებ, სიცოცხლე აზრს დაკარგავს..." - ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ოპერის მომღერალი ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა. 80 წლის ტენორი ბოლო წლები ავადმყოფობდა. ის მოსკოვში დაიღუპა.

ოჯახის ახლობლების განცხადებით, მომღერალს საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.

ზურაბ სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს, სოხუმში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დავით ანდღულაძის ხელმძღვანელობით და მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში მღეროდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.

იხილეთ ვიდეო: შორიდან დანახული სოხუმი და ზურაბ სოტკილავას ემოციური მოგონებები - ქართველი ტენორი რუსულ შოუში გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე

1966-1968 წლებში სტაჟირება გაიარა მილანის ლა სკალაში. 1973 წელს, დონ ჟოზეს პარტიით, მომღერლის დებიუტი შედგა მოსკოვის დიდ თეატრში, ერთი წლის შემდეგ კი ზურაბ სოტკილავა ამავე თეატრის დასს შეუერთდა, როგორც სოლისტი. პარალელურად, მოსკოვის კონსერვატორიაშიც ასწავლიდა.

მომღერალი მრავალრიცხოვანი საპატიო ორდენის მფლობელია, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, მათ შორის, საქართველოს დამსახურებული არტისტი და შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. "ვერდის ნაწარმოებების ბრწყინვალე ინტერპრეტაციისთვის" ბოლონიის მუსიკალური აკადემიის საპატიო წევრად იყო არჩეული.

ზურაბ სოტკილავას ექიმებმა მძიმე დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს - კუწქვეშა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე. მომღერლის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 5 თვის წინ გაუარესდა. მან ექიმებს მუცლისა და გულმკერდის არეში მწვავე ტკივილების ჩივილით მიმართა.

რამდენიმე თვეში მომღერალმა წონაში 25 კგ დაიკლო. ონკოლოგიურმა გამოკვლევამ თავდაპირველად არაფერი გამოავლინა. სამწუხარო დიაგნოზი ზურაბ სოტკილავას გერმანულ კლინიკაში დაუსვეს. მომღერალს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. მას შემდეგ ზურაბ სოტკილავა ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა: "ექიმს მაშინვე ვუთხარი: მხოლოდ იმიტომ ვმკურნალობ, რომ ვიმღერო-მეთქი. თუ სიმღერას ვერ შევძლებ, სიცოცხლე აზრს დაკარგავს...", - განუცხადა ზურაბ სოტკილავამ რუსულ ინტერნეტ-გამოცემას 2015 წელს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება