რამდენიმე დღის წინ თბილისში 13 წლის გოგო მე-13 სართულიდან გადმოხტა. გარდაცვლილის ოჯახი ეჭვობს, რომ მოზარდი ინტერნეტ-თამაშის მსხვერპლია. (იხილეთ ამ შემთხვევის შესახებ). აღნიშნულთან დაკავშირებით გარდაცვლილი გოგონას დედა ნანა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც მშობლებს ინტერნეტსაფრთხეებზე აფრთხილებს:
"არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ინტერნეტი არის ბოროტება, თუმცა ბოროტმოქმედები მას იყენებენ სხვადასხვა საზარელი გეგმის განხორციელებისათვის! დღეს შემხვდა ქალბატონი და მისი შვილიშვილი. ასე 11 წლის ბიჭი. გამოველაპარაკე და ვუთხარი, რომ არ ითამაშო სასტიკი თამაშები-თქო. არაო, დამიდასტურა. შემდეგ მისმა ბებომ მითხრა, არც კი ვიცით რა ვქნათო, სულ კომპიუტერი და ტელეფონი უნდა და ეზოში ძალით ჩავიყვანეო. როცა ეს მითხრა, ვიგრძენი მისი უსუსურობა. განაგრძეთ კითხვა