პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხვდა დახლზე საქართველოს რუქის დაზიანებული სუვენირი - "ბიბლუსის" და მეწარმის კომენტარი
როგორ მოხვდა დახლზე საქართველოს რუქის დაზიანებული სუვენირი - "ბიბლუსის" და მეწარმის კომენტარი

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სუ­ვე­ნი­რის ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­საც აფხა­ზე­თის ნა­წი­ლი არ ჰქონ­და. ფო­ტო­ებს ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუ­ვე­ნი­რი "ბიბ­ლუ­სის" ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში იყი­დე­ბო­და, რაც კომ­პა­ნი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­მაც და­ა­დას­ტუ­რა. "ბიბ­ლუ­სის" გან­მარ­ტე­ბით მა­ღა­ზი­ა­ში სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ შე­მო­ტა­ნი­ლი სუ­ვე­ნი­რე­ბი­დან ასე­თი რამ­დე­ნი­მე ცალი აღ­მოჩ­ნდა და მხო­ლოდ ერთ ფი­ლი­ალ­ში.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მა­ღა­ზი­ა­თა ქსელს სუ­ვე­ნი­რე­ბით ინდმე­წარ­მე ელ­მი­რა მუ­სა­ე­ვი ამა­რა­გებს, რო­მელ­საც თბი­ლის­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზი­ა­ში შე­აქვს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცია. იმის გა­სარ­კვე­ვად, არის თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი სუ­ვე­ნი­რი გან­ზრახ "შე­პა­რე­ბუ­ლი" ბა­ზარ­ზე, თუ ის ქარ­ხნუ­ლი წუ­ნია, ჩვენ ორი­ვე მხა­რეს და­ვუ­კავ­შირ­დით.

რო­გორც "ბიბ­ლუს­ში" გან­მარ­ტა­ვენ, სა­კუ­თარ ქსელ­ში მსგავ­სი სუ­ვე­ნი­რის პოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში შე­სა­ბა­მის ზო­მებს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებ­დნენ, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი რუ­კის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ მა­თაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით შე­ი­ტყვეს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ებ­ში ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მათ შო­რის სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბი და სუ­ვე­ნი­რე­ბი და შე­საძ­ლოა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სუ­ვე­ნი­რი მა­ღა­ზი­ა­ში მი­ღე­ბის დროს მხედ­ვე­ლო­ბი­დან გა­მორ­ჩათ.

"ბიბ­ლუ­სის" დი­რექ­ტო­რი, ირაკ­ლი გაგ­ნი­ძე გან­მარ­ტავს, რომ სუ­ვე­ნი­რის მა­ღა­ზი­ა­ში მოხ­ვედ­რის ფაქ­ტზე კომ­პა­ნია შიდა მოკ­ვლე­ვას ატა­რებს, - "პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ვი­ტა­ნეთ გან­ცხა­დე­ბა, რათა ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით რე­ა­გი­რე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­და­ნაც მოხ­დეს და გა­ირ­კვეს, არის თუ არა ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბა, პი­რა­დად მე ასეთ ფაქტს არ გა­მოვ­რი­ცხავ," - გან­მარ­ტავს გაგ­ნი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, კომ­პა­ნი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცია მომ­ხდა­რი ფაქ­ტით ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლია:

"სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა მხო­ლოდ ერთ ფი­ლი­ალ­ში, იმ ათა­სო­ბით და ათი­ა­თა­სო­ბით პრო­დუქ­ცი­ას შო­რის და­ფიქ­სირ­და, რომ­ლებ­საც "ბიბ­ლუ­სის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იღე­ბენ და ქსელ­ში უშ­ვე­ბენ. ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ამას მას­შტა­ბუ­რი ხა­სი­ა­თი არ ჰქო­ნია, თუმ­ცა გა­და­მოწ­მე­ბას მა­ინც ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ მომ­წო­დებ­ლის­გან 3 000-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ცი­ას ვი­ღებთ და ვარ­კვევთ, რომ რა­ი­მე სხვა ხარ­ვე­ზე­ბიც არ აღ­მოჩ­ნდეს, ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, ამ მო­მენ­ტში მხო­ლოდ ერთი ფაქ­ტი ფიქ­სირ­დე­ბა," - აღ­ნიშ­ნავს "ბიბ­ლუ­სის" დი­რექ­ტო­რი

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, AMBEBI.GE ინდმე­წარ­მეს­თან შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რე­ა­ლუ­რად რა­შია საქ­მე, ვინ და­ბეჭ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სუ­ვე­ნი­რე­ბი, რო­მე­ლიც სკან­და­ლის მი­ზე­ზი გახ­და.

სუ­ვე­ნი­რე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია მუ­სა­ე­ვე­ბის სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სია. თავ­და­პირ­ვე­ლად კო­მენ­ტა­რის­თვის ინდმე­წარ­მე, გა­სან მუ­სა­ევს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც გა­სა­უბ­რე­ბა­ზე დაგ­ვთან­ხმდა, თუმ­ცა შემ­დეგ ჩვენს ზა­რებს აღარ უპა­სუ­ხა. მის სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზე AMBEBI.GE-ს ჟურ­ნა­ლისტს მუ­სა­ე­ვის სი­დედ­რი და სი­მამ­რი დახ­ვდა. გა­სან მუ­სა­ე­ვის სი­დედ­რი, ელ­ვი­რა მუ­სა­ე­ვა აცხა­დებს, რომ მათ სა­ქარ­თვე­ლოს რუ­ქის ფორ­მის სუ­ვე­ნი­რე­ბის დამ­ზა­დე­ბა, სტამ­ბას და­ა­ვა­ლეს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­შია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა სტამ­ბის სა­ხელს არ ასა­ხე­ლე­ბენ და მი­ზეზს ასე ხსი­ან:

"სუ­ვე­ნი­რე­ბის დამ­ზა­დე­ბის შეკ­ვე­თა ჩემ­მა სი­ძემ მის­ცა, მე არ ვიცი კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი სტამ­ბა იყო, თუმ­ცა არის სამი სტამ­ბა რო­მელ­თა­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობთ და სა­მი­ვე სტამ­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შია. ჩემი სიძე ახლა სა­ზღვარ­გა­რე­თაა და ამ დღე­ებ­ში ბრუნ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს იყო სტამ­ბის შეც­დო­მა და ჩვენ ამა­ზე პა­სუხს არ უნდა ვა­გებ­დეთ. სტამ­ბამ არ უნდა იცო­დეს გე­ოგ­რა­ფია? ჩვენც ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­გეთ ამის შე­სა­ხებ და რო­გორც კი ჩემი სიძე დაბ­რუნ­დე­ბა, გა­ვარ­კვევთ ამ სა­კითხს", - აღ­ნიშ­ნავს ელ­ვი­რა მუ­სა­ე­ვა.

კი­თხვა­ზე, რო­გორ ხდე­ბა დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­მოწ­მე­ბა, რომ ხარ­ვე­ზე­ბი არ გა­ი­პა­როს, მუ­სა­ე­ვა გვპას­ხობს, რომ სუ­ვე­ნი­რე­ბი და­ფა­სო­ე­ბუ­ლია, აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­ფუთ­ვა და მისი გახ­სნის უფ­ლე­ბა არ აქვთ. აქვე აღ­ნიშ­ნავს, რომ დამ­ზა­დე­ბულ პრუ­დუქ­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არა დამ­კვე­თი ან შუ­ა­მა­ვა­ლი, არა­მედ ის სტამ­ბა იღებს, რო­მე­ლიც პრო­დუქ­ცი­ას ამ­ზა­დებს.

"ჩვენ მი­ვი­ღეთ შე­ფუ­თუ­ლი სუ­ვე­ნი­რე­ბი, რომ­ლის გახ­სნის უფ­ლე­ბაც არ გვაქვს და მი­ვე­ცით "ბიბ­ლუსს". ეს არის სტამ­ბის შეც­დო­მა და არა ჩვე­ნი, რად­გან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს აღე­ბუ­ლი სტამ­ბას მოგ­ვა­წო­დოს სრულ­ყო­ფი­ლი პრო­დუქ­ცია. კი­დევ ერთხელ გე­უბ­ნე­ბით, რომ უკვე შე­ფუ­თულ პრო­დუქ­ცი­ას ჩვენ ვერ გავ­ხსნით და ვერ შე­ვა­მოწ­მებთ", - აცხა­დებს ელ­ვი­რა მუ­სა­ე­ვა.

AMBEBI.GE ასე­ვე და­ინ­ტე­რესდდა, და­ფიქ­სირ­და თუ არა მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ადრე და რამ­დე­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ მსგავ­სი ხარ­ვე­ზით დამ­ზა­დე­ბუ­ლი სუ­ვე­ნი­რე­ბი, უკვე მოხ­ვდა ტუ­რის­ტე­ბის ხელ­ში. ინდმე­წარ­მე აცხა­დებს, რომ აქამ­დე მსგავ­სი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ მათ­თვის არ შე­უ­ტყო­ბი­ნე­ბი­ათ და არც და­წუ­ნე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია და­უბ­რუ­ნე­ბია უკან ვინ­მეს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნავს რომ სა­ქარ­თვე­ლოს რუ­ქის ფორ­მე­ბის სუ­ვე­ნი­რებს, რომ­ლე­ბიც იმა­ვე სტამ­ბებ­ში მზად­დე­ბა სა­დაც "ბიბ­ლუ­სის­თვის" გან­კუთ­ვნლი სუ­ვე­ნი­რე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­სა და ტუ­რის­ტუ­ლად აქ­ტი­ურ ზო­ნებ­ში გზავ­ნი­ან.

"მსგავ­სი შემ­თხვე­ვა აქამ­დე არ ყო­ფი­ლა. ჩვენ ვი­ღებთ სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბი­დან შეკ­ვე­თებს, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სხვა­დას­ხვა მა­ღა­ზი­ებ­თან და ვაწ­ვდით მსგავს სუ­ვე­ნი­რებს. სულ სამ სტამ­ბას­თან ვთა­ნამ­შომ­ლობთ, აქე­დან ერთი კერ­ძო პი­რი­საა, ორი კი სა­ხელ­მწი­ფო სტამ­ბაა" - ამ­ბობს ინდმე­წარ­მე.

AMBEBI.GE ცდი­ლობს გა­არ­კვი­ოს აღ­ნიშ­ნუ­ლი სტრამ­ბე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა და მო­ი­ძი­ოს ინ­ფორ­მა­ცია, ჰქონ­და თუ არა ად­გი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს არას­რუ­ლი რუ­ქის სუ­ვე­ნი­რე­ბის ბეჭდ­ვას და გავ­რცე­ლე­ბას ად­გი­ლი აქამ­დე. მოკ­ვლე­ვის შე­დე­გებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვაც­ნობთ მკი­თხველს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

როგორ მოხვდა დახლზე საქართველოს რუქის დაზიანებული სუვენირი - "ბიბლუსის" და მეწარმის კომენტარი

როგორ მოხვდა დახლზე საქართველოს რუქის დაზიანებული სუვენირი - "ბიბლუსის" და მეწარმის კომენტარი

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა საქართველოს რუკის დაზიანებული სუვენირის ფოტოები, რომელსაც აფხაზეთის ნაწილი არ ჰქონდა. ფოტოებს ფეისბუქმომხმარებლების აღშფოთება მოჰყვა. მათი ინფორმაციით, სუვენირი "ბიბლუსის" ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდებოდა, რაც კომპანიის ადმინისტრაციამაც დაადასტურა. "ბიბლუსის" განმარტებით მაღაზიაში სარეალიზაციოდ შემოტანილი სუვენირებიდან ასეთი რამდენიმე ცალი აღმოჩნდა და მხოლოდ ერთ ფილიალში.

როგორც აღმოჩნდა, მაღაზიათა ქსელს სუვენირებით ინდმეწარმე ელმირა მუსაევი ამარაგებს, რომელსაც თბილისში კიდევ რამდენიმე მაღაზიაში შეაქვს აღნიშნული პროდუქცია. იმის გასარკვევად, არის თუ არა აღნიშნული სუვენირი განზრახ "შეპარებული" ბაზარზე, თუ ის ქარხნული წუნია, ჩვენ ორივე მხარეს დავუკავშირდით.

როგორც "ბიბლუსში" განმარტავენ, საკუთარ ქსელში მსგავსი სუვენირის პოვნის შემთხვევაში შესაბამის ზომებს აუცილებლად მიიღებდნენ, თუმცა აღნიშნული რუკის არსებობის შესახებ მათაც სოციალური ქსელით შეიტყვეს. მათივე ინფორმაციით, "ბიბლუსის" მაღაზიებში ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი, მათ შორის საკანცელარიო ნივთები და სუვენირები და შესაძლოა, დაზიანებული სუვენირი მაღაზიაში მიღების დროს მხედველობიდან გამორჩათ.

"ბიბლუსის" დირექტორი, ირაკლი გაგნიძე განმარტავს, რომ სუვენირის მაღაზიაში მოხვედრის ფაქტზე კომპანია შიდა მოკვლევას ატარებს, - "პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება, რათა ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება სამართალდამცავების მხრიდანაც მოხდეს და გაირკვეს, არის თუ არა ეს მიზანმიმართულად განხორციელებულ ქმედება, პირადად მე ასეთ ფაქტს არ გამოვრიცხავ," - განმარტავს გაგნიძე.

მისივე თქმით, კომპანიის ადმინისტრაცია მომხდარი ფაქტით ძალიან შეწუხებულია:

"სამწუხარო ფაქტი მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შემთხვევა მხოლოდ ერთ ფილიალში, იმ ათასობით და ათიათასობით პროდუქციას შორის დაფიქსირდა, რომლებსაც "ბიბლუსის" თანამშრომლები ყოველდღიურად იღებენ და ქსელში უშვებენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამას მასშტაბური ხასიათი არ ჰქონია, თუმცა გადამოწმებას მაინც ვახორციელებთ. აღსანიშნავია, რომ ამ მომწოდებლისგან 3 000-ზე მეტი დასახელების პროდუქციას ვიღებთ და ვარკვევთ, რომ რაიმე სხვა ხარვეზებიც არ აღმოჩნდეს, ყოველი შემთხვევისთვის, ამ მომენტში მხოლოდ ერთი ფაქტი ფიქსირდება," - აღნიშნავს "ბიბლუსის" დირექტორი

აღნიშნულთან დაკავშირებით, AMBEBI.GE ინდმეწარმესთან შეეცადა გაერკვია, რეალურად რაშია საქმე, ვინ დაბეჭდა დაზიანებული სუვენირები, რომელიც სკანდალის მიზეზი გახდა.

სუვენირების რეალიზაცია მუსაევების საოჯახო ბიზნესია. თავდაპირველად კომენტარისთვის ინდმეწარმე, გასან მუსაევს დავუკავშირდით, რომელიც გასაუბრებაზე დაგვთანხმდა, თუმცა შემდეგ ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა. მის საცხოვრებელ მისამართზე AMBEBI.GE-ს ჟურნალისტს მუსაევის სიდედრი და სიმამრი დახვდა. გასან მუსაევის სიდედრი, ელვირა მუსაევა აცხადებს, რომ მათ საქართველოს რუქის ფორმის სუვენირების დამზადება, სტამბას დაავალეს, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, თუმცა სტამბის სახელს არ ასახელებენ და მიზეზს ასე ხსიან:

"სუვენირების დამზადების შეკვეთა ჩემმა სიძემ მისცა, მე არ ვიცი კონკრეტულად რომელი სტამბა იყო, თუმცა არის სამი სტამბა რომელთანაც ვთანამშრომლობთ და სამივე სტამბა საქართველოშია. ჩემი სიძე ახლა საზღვარგარეთაა და ამ დღეებში ბრუნდება საქართველოში. ეს იყო სტამბის შეცდომა და ჩვენ ამაზე პასუხს არ უნდა ვაგებდეთ. სტამბამ არ უნდა იცოდეს გეოგრაფია? ჩვენც ტელევიზიით გავიგეთ ამის შესახებ და როგორც კი ჩემი სიძე დაბრუნდება, გავარკვევთ ამ საკითხს", - აღნიშნავს ელვირა მუსაევა.

კითხვაზე, როგორ ხდება დამზადებული პროდუქციის შემოწმება, რომ ხარვეზები არ გაიპაროს, მუსაევა გვპასხობს, რომ სუვენირები დაფასოებულია, აქვს სპეციალური შეფუთვა და მისი გახსნის უფლება არ აქვთ. აქვე აღნიშნავს, რომ დამზადებულ პრუდუქციაზე პასუხისმგებლობას არა დამკვეთი ან შუამავალი, არამედ ის სტამბა იღებს, რომელიც პროდუქციას ამზადებს.

"ჩვენ მივიღეთ შეფუთული სუვენირები, რომლის გახსნის უფლებაც არ გვაქვს და მივეცით "ბიბლუსს". ეს არის სტამბის შეცდომა და არა ჩვენი, რადგან პასუხისმგებლობა აქვს აღებული სტამბას მოგვაწოდოს სრულყოფილი პროდუქცია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ უკვე შეფუთულ პროდუქციას ჩვენ ვერ გავხსნით და ვერ შევამოწმებთ", - აცხადებს ელვირა მუსაევა.

AMBEBI.GE ასევე დაინტერესდდა, დაფიქსირდა თუ არა მსგავსი შემთხვევა ადრე და რამდენად არის შესაძლებელი, რომ მსგავსი ხარვეზით დამზადებული სუვენირები, უკვე მოხვდა ტურისტების ხელში. ინდმეწარმე აცხადებს, რომ აქამდე მსგავსი შემთხვევის შესახებ მათთვის არ შეუტყობინებიათ და არც დაწუნებული პროდუქცია დაუბრუნებია უკან ვინმეს, თუმცა აღნიშნავს რომ საქართველოს რუქის ფორმების სუვენირებს, რომლებიც იმავე სტამბებში მზადდება სადაც "ბიბლუსისთვის" განკუთვნლი სუვენირები, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსა და ტურისტულად აქტიურ ზონებში გზავნიან.

"მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა. ჩვენ ვიღებთ სხვადასხვა კომპანიებიდან შეკვეთებს, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მაღაზიებთან და ვაწვდით მსგავს სუვენირებს. სულ სამ სტამბასთან ვთანამშომლობთ, აქედან ერთი კერძო პირისაა, ორი კი სახელმწიფო სტამბაა" - ამბობს ინდმეწარმე.

AMBEBI.GE ცდილობს გაარკვიოს აღნიშნული სტრამბების დასახელება და მოიძიოს ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა ადგილი საქართველოს არასრული რუქის სუვენირების ბეჭდვას და გავრცელებას ადგილი აქამდე. მოკვლევის შედეგებს მოგვიანებით გავაცნობთ მკითხველს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი