"მე კარგი დედა ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კარგი ქალი და დიასახლისი ვარ... არასოდეს მიფიქრია და მიოცნებია დედობაზე. პირიქით, სულ არ მინდოდა შვილების გაჩენა, არ ვიყავი მზად დედობისთვის. ამის გამო იყო, რომ პირველი ქალიშვილი 40 წლის ასაკში შემეძინა, მეორე - 46 წლის ასაკში. ახლა ვხვდები, რა საყვარელია შვილი. დღეს უკვე აღარ მაინტერესებს პრემიერები, წითელი ხალიჩები. მხოლოდ ჩემს შვილებთან ყოფნა მინდა. ძალიან გამიმართლა. ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავი ქალია, ვინც მზადაა მთელი უდაბნო მუხლის ჩოქით იაროს, ოღონდ კი შვილს ეღირსოს. ხომ შეიძლებოდა ეს პრობლემა მეც მქონოდა", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ულამაზესი მონიკა ბელუჩი.
მონიკას, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაშორდა ქმარს - ვენსან კასელს, ორი ქალიშვილი ჰყავს - დევა და ლეონ კასელები. მიიჩნევა, რომ კარგი და ყურადღებიანი დედაა, თუმცა ამ თემაზე ხშირად არ საუბრობს და მისი შვილების ფოტოებიც თითო-ოროლაა ინტერნეტში, რადგან არც მათი საჯაროდ გამოჩენა უყვარს... განაგრძეთ კითხვა + იხილეთ მეტი ფოტო