მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიევში, საკუთარ ავტომობილში აფეთქებული თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, დუისში დაკრძალეს
 კიევში, საკუთარ ავტომობილში აფეთქებული თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, დუისში დაკრძალეს

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე თე­მურ მა­ხა­უ­რი, იგი­ვე რუს­ლან პა­პას­კი­რი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი­ევ­ში, სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში აა­ფეთ­ქეს, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ დუ­ის­ში დაკ­რძა­ლეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დუ­ის­ში ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, თა­მარ მარ­გოშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, თე­მურ მა­ხა­უ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, 12 სექ­ტემ­ბერს ჩა­მო­ას­ვე­ნეს და იმა­ვე დღეს დაკ­რძა­ლეს.

მარ­გოშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ინ­ფორ­მა­ცია ად­გი­ლობ­რი­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით აქვს.

"სო­ფელ დუ­ი­სის მცხოვ­რე­ბე­ლე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ პა­პას­კი­რი აღ­ნიშ­ნულ სო­ფელ­ში ჩა­მო­ას­ვე­ნეს და დაკ­რძა­ლეს. კვი­რის რო­მელ დღეს იყო და­ნამ­დვი­ლე­ბით, ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­შა­ბათს ჩა­მო­ას­ვე­ნეს და ამა­ვე დღეს დაკ­რძა­ლეს. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, დაკ­რძალ­ვი­სას სო­ფელ­ში მან­ქა­ნე­ბის დიდი კო­ლო­ნა შე­მო­ვი­და", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ მარ­გოშ­ვილ­მა.

ასე­ვე, დუ­ის­ში ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­მურ მა­ხა­ურს სო­ფელ ყვა­რელ­წყალ­ში სახ­ლი აქვს, თუმ­ცა პი­რა­დად მან ამის თა­ო­ბა­ზე და­ნამ­დვი­ლე­ბით არ იცის.

"ოჯა­ხი, რო­გორც ამ­ბო­ბენ თბი­ლის­ში ჰყავ­და. ჰქონ­და თუ არა კო­მუ­ნი­კა­ცია ოჯახ­თან, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი ვიცი", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ მარ­გოშ­ვილ­მა.

კი­ევ­ში აფეთ­ქე­ბა, რო­მელ­საც თე­მურ მა­ხა­უ­რი, იგი­ვე რუს­ლან პა­პას­კი­რი ემსხვერ­პლა, 9 სექ­ტემ­ბერს მოხ­და.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ვინ არის კი­ევ­ში გარ­დაც­ვლი­ლი რუს­ლან პა­პას­კი­რი, იგი­ვე "ზონა" და რა გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებ­ში ფი­გუ­რი­რებს მისი სა­ხე­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

კიევში, საკუთარ ავტომობილში აფეთქებული თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, დუისში დაკრძალეს

 კიევში, საკუთარ ავტომობილში აფეთქებული თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, დუისში დაკრძალეს

საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, რომელიც რამდენიმე დღის წინ კიევში, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაკრძალეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დუისში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა, თამარ მარგოშვილმა განუცხადა, თემურ მახაური საქართველოში, სავარაუდოდ, 12 სექტემბერს ჩამოასვენეს და იმავე დღეს დაკრძალეს.

მარგოშვილის განმარტებით, ინფორმაცია ადგილობრივებზე დაყრდნობით აქვს.

"სოფელ დუისის მცხოვრებელები ადასტურებენ, რომ პაპასკირი აღნიშნულ სოფელში ჩამოასვენეს და დაკრძალეს. კვირის რომელ დღეს იყო დანამდვილებით, ვერ გეტყვით, მაგრამ, სავარაუდოდ, სამშაბათს ჩამოასვენეს და ამავე დღეს დაკრძალეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაკრძალვისას სოფელში მანქანების დიდი კოლონა შემოვიდა", - განაცხადა თამარ მარგოშვილმა.

ასევე, დუისში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თქმით, ადგილობრივების ინფორმაციით, თემურ მახაურს სოფელ ყვარელწყალში სახლი აქვს, თუმცა პირადად მან ამის თაობაზე დანამდვილებით არ იცის.

"ოჯახი, როგორც ამბობენ თბილისში ჰყავდა. ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ოჯახთან, ამასთან დაკავშირებით ნამდვილად არაფერი ვიცი", - განაცხადა თამარ მარგოშვილმა.

კიევში აფეთქება, რომელსაც თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი ემსხვერპლა, 9 სექტემბერს მოხდა.

ასევე წაიკითხეთ: ვინ არის კიევში გარდაცვლილი რუსლან პაპასკირი, იგივე "ზონა" და რა გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებს მისი სახელი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია