საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელტონ ჯონმა საქართველოში კონცერტები ჩაშალა, თუმცა მსოფლიო ტურნეს აგრძელებს
ელტონ ჯონმა საქართველოში კონცერტები ჩაშალა, თუმცა მსოფლიო ტურნეს აგრძელებს

16 და 17 სექ­ტემ­ბერს შეკ­ვე­თი­ლის Black Sea Arena-ზე ბრი­ტა­ნე­ლი მომ­ღერ­ლის ელ­ტონ ჯო­ნის კონ­ცერ­ტი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო. ვარ­სკვლა­ვის ქარ­თვე­ლი ფა­ნე­ბი ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ მო­ემ­ზად­ნენ ამ თა­რი­ღის­თვის - თვე­ე­ბით ადრე შე­ი­ძი­ნეს საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბი­ლე­თე­ბი (მი­ნი­მა­ლუ­რი ფასი 90 და 150 ლა­რი­დან იწყე­ბო­და), და­ჯავ­შნეს სას­ტუმ­რო­ე­ბი, სამ­გზავ­რო ბი­ლე­თე­ბი და ა.შ. თუმ­ცა, ვარ­სკვლა­ვის და­ა­ნონ­სე­ბულ ჩა­მოს­ვლამ­დე 10 დღით ადრე, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ელ­ტონ ჯონი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ მო­ემ­გზავ­რე­ბო­და. ორ­დღი­ა­ნი მით­ქმა-მოთ­ქმის შემ­დეგ, კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა "ის­თენ ფრო­მო­უ­შენ­მა", რო­მე­ლიც კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბას SOLO-სთან ერ­თად აკე­თებ­და:

"ბრი­ტა­ნე­ლი პოპ და როკ-მუ­სი­კო­სის, მომ­ღერ­ლი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რის, ელ­ტონ ჯო­ნი­სა და მისი ბენ­დის კონ­ცერ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2018 წლის 30 ივ­ნის­სა და 1-ელ ივ­ლისს ჩა­ტარ­დე­ბა" - ამის შე­სა­ხებ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "ის­თერნ პრო­მო­უ­შე­ნის" დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი კე­რე­სე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც "სო­ლო­ში" გან­მარ­ტეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბის თა­რი­ღე­ბის ცვლი­ლე­ბის მი­ზე­ზი ელ­ტონ ჯო­ნის ბენ­დის გი­ტა­რის­ტის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გახ­და. დევი ჯო­უნსთო­უ­ნი ელ­ტონ ჯო­ნის ბენდში 1972 წლი­დან უკ­რავს - ჯგუ­ფის შე­უც­ვლე­ლი წევ­რი, მუ­სი­კა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია და მის გა­რე­შე კონ­ცერ­ტი ვერ გა­ი­მარ­თე­ბო­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ პოპ-ვარ­სკვლავ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერ­ტე­ბი გა­და­დო, თუმ­ცა არ შე­უც­ვლია მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი და ტურ­ნეს გრა­ფი­კი.

8 სექ­ტემ­ბერს ელ­ტონ ჯონი იტა­ლი­ა­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­ზე Celebrity Fight Night-ზე წარ­სდგა მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე (იხი­ლეთ ფოტო)

ამას­თან, მის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე, მსოფ­ლიო ტურ­ნეს თა­რი­ღე­ბი უც­ვლე­ლია: მომ­ღე­რა­ლი 22 სექ­ტემ­ბრი­დან ავ­სტრა­ლი­ა­ში იწყებს კონ­ცერ­ტებს, ერთი კვი­რის შემ­დეგ კი აშშ-ში მი­ემ­გზავ­რე­ბა. მო­ას­წრებს თუ არა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას 10 დღე­ში ვარ­სკვლა­ვის შე­უც­ვლე­ლი გი­ტა­რის­ტი უც­ნო­ბია, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ტურ­ნე­ში ცვლი­ლე­ბე­ბი არ არის. იმის შე­სა­ხებ, რომ 22 სექ­ტემ­ბრი­დან ტურ­ნე ავ­სტრა­ლი­ა­ში აი­ღებს სტარტს, მუ­სი­კო­სის ფა­ნებს მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფე­ის­ბუ­ქის-გვერ­დი­და­ნაც ატყო­ბი­ნე­ბენ (ოფი­ცი­ა­ლურ გვერდს 7 მი­ლი­ო­ნამ­დე "ლა­ი­ქე­რი" ჰყავს).

შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში მსმე­ნე­ლე­ბის­თვის გაფრ­თხი­ლე­ბაა, ადრე მი­ვიდ­ნენ სა­კონ­ცერ­ტო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის გამო, ამას­თან ატყო­ბი­ნე­ბენ, რომ კონ­ცერ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დიდი ჩან­თე­ბის შე­ტა­ნა არ იქ­ნე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი მი­ღე­ბუ­ლია იმის გამო, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნეს და­ცუ­ლი და მე­ტად მხი­ა­რუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა მსმე­ნე­ლის­თვის (იხი­ლეთ პოს­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი ფე­ის­ბუ­ქის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი­დან და ვებ-გვერ­დი­დან)

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერ­ტის გა­და­დე­ბის შემ­დეგ მომ­ღერ­ლის მი­მარ­თვაც გავ­რცელ­და, სა­დაც ის წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს:

"ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბის გა­და­დე­ბის გამო. დე­ი­ვის არ შე­უძ­ლია სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა, მაგ­რამ მალე დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა. კონ­ცერ­ტე­ბი შემ­დე­გი წლის­თვის გა­დავ­დეთ და ძა­ლი­ან ვე­ლო­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩას­ვლას. ასე რომ, ყვე­ლას ძა­ლი­ან მალე შეგ­ხვდე­ბით", - წერს ელ­ტონ ჯონი.

ცნო­ბი­სათ­ვის, ის ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც 16 და 17 სექ­ტემ­ბრის კონ­ცერ­ტე­ბის ბი­ლე­თე­ბი ჰქონ­დათ, მო­მა­ვა­ლი წლის 30 ივ­ნი­სი­სა და 1-ელი ივ­ლი­სის კონ­ცერ­ტებ­ზე დას­წრე­ბას ამა­ვე ბი­ლე­თე­ბით შეძ­ლე­ბენ - 16 სექ­ტემ­ბრის ბი­ლე­თე­ბი გა­და­დის 30 ივ­ნისს, ხოლო 17 სექ­ტემ­ბრის ბი­ლე­თე­ბი - 1-ელი ივ­ლი­სის კონ­ცერ­ტზე.

სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, 2017 წლის 20 სექ­ტემ­ბრი­დან 20 ნო­ემ­ბრამ­დე მომ­ხმა­რებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ და­აბ­რუ­ნონ ბი­ლე­თე­ბი და მი­ი­ღონ ბი­ლე­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის თან­ხა.

რუბრიკის სხვა სიახლეები

ელტონ ჯონმა საქართველოში კონცერტები ჩაშალა, თუმცა მსოფლიო ტურნეს აგრძელებს

ელტონ ჯონმა საქართველოში კონცერტები ჩაშალა, თუმცა მსოფლიო ტურნეს აგრძელებს

16 და 17 სექტემბერს შეკვეთილის Black Sea Arena-ზე ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტი უნდა გამართულიყო. ვარსკვლავის ქართველი ფანები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოემზადნენ ამ თარიღისთვის - თვეებით ადრე შეიძინეს საკმაოდ ძვირადღირებული ბილეთები (მინიმალური ფასი 90 და 150 ლარიდან იწყებოდა), დაჯავშნეს სასტუმროები, სამგზავრო ბილეთები და ა.შ. თუმცა, ვარსკვლავის დაანონსებულ ჩამოსვლამდე 10 დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ელტონ ჯონი საქართველოში აღარ მოემგზავრებოდა. ორდღიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ, კომენტარი გააკეთა "ისთენ ფრომოუშენმა", რომელიც კონცერტის ორგანიზებას SOLO-სთან ერთად აკეთებდა:

"ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტები საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება" - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე "ისთერნ პრომოუშენის" დირექტორმა გიორგი კერესელიძემ განაცხადა.

როგორც "სოლოში" განმარტეს, საქართველოში დაგეგმილი კონცერტების თარიღების ცვლილების მიზეზი ელტონ ჯონის ბენდის გიტარისტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. დევი ჯოუნსთოუნი ელტონ ჯონის ბენდში 1972 წლიდან უკრავს - ჯგუფის შეუცვლელი წევრი, მუსიკალური დირექტორია და მის გარეშე კონცერტი ვერ გაიმართებოდა.

საინტერესოა, რომ პოპ-ვარსკვლავმა საქართველოში კონცერტები გადადო, თუმცა არ შეუცვლია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში დაგეგმილი კონცერტი და ტურნეს გრაფიკი.

8 სექტემბერს ელტონ ჯონი იტალიაში საქველმოქმედო საღამოზე Celebrity Fight Night-ზე წარსდგა მსმენელის წინაშე (იხილეთ ფოტო)

ამასთან, მის ოფიციალურ ვებგვერდზე, მსოფლიო ტურნეს თარიღები უცვლელია: მომღერალი 22 სექტემბრიდან ავსტრალიაში იწყებს კონცერტებს, ერთი კვირის შემდეგ კი აშშ-ში მიემგზავრება. მოასწრებს თუ არა გამოჯანმრთელებას 10 დღეში ვარსკვლავის შეუცვლელი გიტარისტი უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ტურნეში ცვლილებები არ არის. იმის შესახებ, რომ 22 სექტემბრიდან ტურნე ავსტრალიაში აიღებს სტარტს, მუსიკოსის ფანებს მისი ოფიციალური ფეისბუქის-გვერდიდანაც ატყობინებენ (ოფიციალურ გვერდს 7 მილიონამდე "ლაიქერი" ჰყავს).

შეტყობინებაში მსმენელებისთვის გაფრთხილებაა, ადრე მივიდნენ საკონცერტო ტერიტორიაზე გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების გამო, ამასთან ატყობინებენ, რომ კონცერტის ტერიტორიაზე დიდი ჩანთების შეტანა არ იქნება დაშვებული. მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მიღებულია იმის გამო, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დაცული და მეტად მხიარული გარემოს შექმნა მსმენელისთვის (იხილეთ პოსტების ამსახველი ფოტოები ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან და ვებ-გვერდიდან)

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კონცერტის გადადების შემდეგ მომღერლის მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის წუხილს გამოთქვამს:

"ძალიან ვწუხვარ საქართველოში დაგეგმილი კონცერტების გადადების გამო. დეივის არ შეუძლია სცენაზე გამოსვლა, მაგრამ მალე დაგვიბრუნდება. კონცერტები შემდეგი წლისთვის გადავდეთ და ძალიან ველოდებით საქართველოში ჩასვლას. ასე რომ, ყველას ძალიან მალე შეგხვდებით", - წერს ელტონ ჯონი.

ცნობისათვის, ის ქართველი მსმენელები, რომლებსაც 16 და 17 სექტემბრის კონცერტების ბილეთები ჰქონდათ, მომავალი წლის 30 ივნისისა და 1-ელი ივლისის კონცერტებზე დასწრებას ამავე ბილეთებით შეძლებენ - 16 სექტემბრის ბილეთები გადადის 30 ივნისს, ხოლო 17 სექტემბრის ბილეთები - 1-ელი ივლისის კონცერტზე.

სურვილის შემთხვევაში, 2017 წლის 20 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე მომხმარებლებს შეუძლიათ დააბრუნონ ბილეთები და მიიღონ ბილეთების ღირებულების თანხა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება