პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით 15 წლის ქართველი ბიჭი, რომელმაც ინფორმატიკის ევროპულ ოლიმპიადაზე ურთულესი ამოცანა ამოხსნა
გაიცანით 15 წლის ქართველი ბიჭი, რომელმაც ინფორმატიკის ევროპულ ოლიმპიადაზე ურთულესი ამოცანა ამოხსნა

15 წლის ნიკა ბირ­კა­ძემ ევ­რო­პის ჯუ­ნი­ორ მოს­წავ­ლე­თა ოლიმ­პი­ა­და­ზე ინ­ფორ­მა­ტი­კა­ში ურ­თუ­ლე­სი ამო­ცა­ნა ამოხ­სნა, რის შე­დე­გა­დაც ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, ოქ­როს მედ­ლით და­ჯილ­დოვ­და, სა­ქარ­თვე­ლო კი ევ­რო­პის სამ გა­მარ­ჯვე­ბულ ქვე­ყა­ნას შო­რის მოხ­ვდა.

ევ­რო­პის ჯუ­ნი­ორ მოს­წავ­ლე­თა ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 11 წლი­დან სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრ "მზი­ურ­ში" სწავ­ლობს პროგ­რა­მი­რე­ბას. ნიკა კო­მა­რო­ვის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის 199-ე სკო­ლის მოს­წავ­ლეა.

"მა­თე­მა­ტი­კა თა­ვი­დან­ვე მომ­წონ­და. მე­სა­მე კლას­ში ვსწავ­ლობ­დი, როცა გა­მიყ­ვა­ნეს მა­თე­მა­ტი­კის ოლიმ­პი­ა­და­ზე და გა­ვი­მარ­ჯვე. მე­ხუ­თე კლა­სი­დან სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრ "მზი­ურ­ში" და­ვი­წყე ინ­ფორ­მა­ტი­კის სწავ­ლა, რა­მაც ასე­ვე ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პე­ბის გავ­ლის შემ­დეგ მოვ­ხვდი. მა­თე­მა­ტი­კაც მა­ინ­ტე­რე­სებს და ინ­ფორ­მა­ტი­კაც, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში ალ­ბათ უფრო ინ­ფორ­მა­ტი­კას და პროგ­რა­მი­რე­ბას ავირ­ჩევ," - აღ­ნიშ­ნავს ნიკა.

ნიკა ინ­ფორ­მა­ტი­კის ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის სამ წევრთან ერ­თად იყო წა­სუ­ლი, სა­დაც მათი და­ვა­ლე­ბა 6 ამო­ცა­ნის ამოხ­სნა გახ­ლდათ. მათ­გან ერთ-ერთს მხო­ლოდ ნი­კამ და ბულ­გა­რე­თის ნაკ­რე­ბის ერთ-ერ­თმა წევ­რმა გა­არ­თვა თავი.

"ამო­ცა­ნის პი­რო­ბა ასე­თი იყო: პი­რო­ბის მი­ხედ­ვით, ჭად­რა­კის ახა­ლი ფი­გუ­რა ჰქონ­დათ გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი და აღ­წე­რი­ლი იყო რა პრინ­ცი­პით მოძ­რა­ობ­და. ვი­ცო­დით ჭად­რა­კის და­ფის ზო­მე­ბი და ჭად­რა­კის ფი­გუ­რის გზა ისე უნდა გა­მო­გე­ბეჭ­და, რომ ყვე­ლა უჯრა მო­ევ­ლო და სა­წყის წერ­ტილ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ამ ამო­ცა­ნას მთე­ლი შე­ჯიბ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ამოხ­სნი­დი, რო­მე­ლი 7-13 სექ­ტემ­ბრის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და, თუ მა­შინ­ვე, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და. მთა­ვა­რი იყო, შენი პროგ­რა­მა რა სის­წრა­ფით გა­ივ­ლი­და და ჩა­ე­ტე­ო­და თუ არა მეხ­სი­ე­რე­ბის შე­ზღუდ­ვებ­ში," - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ნიკა ბირ­კა­ძე. ოლიმ­პი­ა­და­ში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის მას ოქ­როს მე­და­ლი და რო­ბო­ტი გა­დას­ცეს, რო­მე­ლიც თა­ვად უნდა აა­წყოს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ევ­რო­პის ჯუ­ნი­ორ მოს­წავ­ლე­თა ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ნიკა ბირ­კა­ძეს­თან ერ­თად მი­სი­ვე ასა­კის თე­ი­მუ­რაზ თო­ლო­რა­ია, ივა­ნე კა­პა­ნა­ძე და გი­ორ­გი კო­ბა­ხია იღებ­დნენ, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ორი ვერ­ცხლი­სა და ერთი ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბი მო­უ­ტა­ნეს. სა­ქარ­თვე­ლოს მოს­წავ­ლე­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ინ­ფორ­მა­ტი­კა­ში, გოჩა მან­და­რია აღ­ნიშ­ნავს, რომ ნი­კამ მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გით მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა:

"წარ­მა­ტე­ბის მო­ლო­დი­ნი, რა თქმა უნდა მქონ­და, მის­გან ოქ­როს მე­დალს ვე­ლო­დე­ბო­დი, მაგ­რამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი თუ გახ­დე­ბო­და, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, რად­გან ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და ძლი­ე­რი ბავ­შვე­ბი იღე­ბენ. ძლი­ე­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყავ­დათ რუ­სეთს, ბულ­გა­რეთს, უკ­რა­ი­ნას, პო­ლო­ნეთს, რუ­მი­ნეთს და სხვა ქვეყ­ნებს, მაგ­რამ ჩვენ ევ­რო­პის სამ უძ­ლი­ე­რეს ქვე­ყა­ნას შო­რის მოვ­ხვდით. მე­ო­რე ოქ­როს მედ­ლის აღე­ბაც შეგ­ვეძ­ლო, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ერთი ოქრო, ორი ვერ­ცხლი და ერთი ბრინ­ჯაო მო­ვი­პო­ვეთ," - დას­ძენს ნაკ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

გოჩა მან­და­რი­ას თქმით, ნიკა ბირ­კა­ძეს წარ­მა­ტე­ბა სხვა ოლიმ­პი­ა­დებ­შიც მრავ­ლად ჰქო­ნია. მა­გა­ლი­თად, მოზ­რდილ­თა მსოფ­ლიო ოლიმ­პი­ა­და­ზე, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 85 ქვე­ყა­ნა იღებ­და, ნი­კამ ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა:

"მო­მა­ვალ­ში ამ ბავ­შვე­ბის წარ­მა­ტე­ბის იმე­დი, რა თქმა უნდა, მაქვს, რად­გან ეს შე­დე­გე­ბი არა უბ­რა­ლოდ, არა­მედ მძი­მე და ბევ­რი შრო­მის შე­დე­გად მო­დის. არც ერთი ბავ­შვი ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში შემ­თხვე­ვით არ მოხ­ვედ­რი­ლა, მათი შე­დე­გე­ბიც გვაძ­ლევს იმედს, რომ მო­მა­ვალ­შიც ასე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან,"- აღ­ნიშ­ნავს გოჩა მან­და­რია.

ოლიმ­პი­ა­დის შე­დე­გით ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლია ნი­კას დედა, ლელა ნო­ნი­აშ­ვი­ლი:

"მა­თე­მა­ტი­კა ძა­ლი­ან უყ­ვარს, აქამ­დეც გა­უ­მარ­ჯვია კონ­კურ­სებ­ში, ზო­გი­ერ­თში ვერ­ცხლის მე­და­ლიც მო­ი­პო­ვა, ახლა კი ჯილ­დოდ ოქ­როს მე­და­ლი მი­ი­ღო და უკან ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და. მო­ლო­დი­ნი მქონ­და, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ­და, თუმ­ცა ამ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო," - აღ­ნიშ­ნავს ის.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

გაიცანით 15 წლის ქართველი ბიჭი, რომელმაც ინფორმატიკის ევროპულ ოლიმპიადაზე ურთულესი ამოცანა ამოხსნა

გაიცანით 15 წლის ქართველი ბიჭი, რომელმაც ინფორმატიკის ევროპულ ოლიმპიადაზე ურთულესი ამოცანა ამოხსნა

15 წლის ნიკა ბირკაძემ ევროპის ჯუნიორ მოსწავლეთა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში ურთულესი ამოცანა ამოხსნა, რის შედეგადაც ჩემპიონი გახდა, ოქროს მედლით დაჯილდოვდა, საქართველო კი ევროპის სამ გამარჯვებულ ქვეყანას შორის მოხვდა.

ევროპის ჯუნიორ მოსწავლეთა ოლიმპიადის გამარჯვებული 11 წლიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურში" სწავლობს პროგრამირებას. ნიკა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე სკოლის მოსწავლეა.

"მათემატიკა თავიდანვე მომწონდა. მესამე კლასში ვსწავლობდი, როცა გამიყვანეს მათემატიკის ოლიმპიადაზე და გავიმარჯვე. მეხუთე კლასიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურში" დავიწყე ინფორმატიკის სწავლა, რამაც ასევე ძალიან დამაინტერესა, საბოლოო ჯამში კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შესარჩევი ეტაპების გავლის შემდეგ მოვხვდი. მათემატიკაც მაინტერესებს და ინფორმატიკაც, მაგრამ მომავალში ალბათ უფრო ინფორმატიკას და პროგრამირებას ავირჩევ," - აღნიშნავს ნიკა.

ნიკა ინფორმატიკის ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების სამ წევრთან ერთად იყო წასული, სადაც მათი დავალება 6 ამოცანის ამოხსნა გახლდათ. მათგან ერთ-ერთს მხოლოდ ნიკამ და ბულგარეთის ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა გაართვა თავი.

"ამოცანის პირობა ასეთი იყო: პირობის მიხედვით, ჭადრაკის ახალი ფიგურა ჰქონდათ გამოგონებული და აღწერილი იყო რა პრინციპით მოძრაობდა. ვიცოდით ჭადრაკის დაფის ზომები და ჭადრაკის ფიგურის გზა ისე უნდა გამოგებეჭდა, რომ ყველა უჯრა მოევლო და საწყის წერტილში დაბრუნებულიყო. ამ ამოცანას მთელი შეჯიბრის განმავლობაში ამოხსნიდი, რომელი 7-13 სექტემბრის განმავლობაში გრძელდებოდა, თუ მაშინვე, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო, შენი პროგრამა რა სისწრაფით გაივლიდა და ჩაეტეოდა თუ არა მეხსიერების შეზღუდვებში," - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ნიკა ბირკაძე. ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის მას ოქროს მედალი და რობოტი გადასცეს, რომელიც თავად უნდა ააწყოს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჯუნიორ მოსწავლეთა ოლიმპიადაში მონაწილეობას ნიკა ბირკაძესთან ერთად მისივე ასაკის თეიმურაზ თოლორაია, ივანე კაპანაძე და გიორგი კობახია იღებდნენ, რომელთაც საქართველოს ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლები მოუტანეს. საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ინფორმატიკაში, გოჩა მანდარია აღნიშნავს, რომ ნიკამ მიღწეული შედეგით მოლოდინს გადააჭარბა:

"წარმატების მოლოდინი, რა თქმა უნდა მქონდა, მისგან ოქროს მედალს ველოდებოდი, მაგრამ ევროპის ჩემპიონი თუ გახდებოდა, ამაში დარწმუნებული არ ვიყავი, რადგან ამ კონკურსში მონაწილეობას ძალიან ჭკვიანი და ძლიერი ბავშვები იღებენ. ძლიერი მონაწილეები ყავდათ რუსეთს, ბულგარეთს, უკრაინას, პოლონეთს, რუმინეთს და სხვა ქვეყნებს, მაგრამ ჩვენ ევროპის სამ უძლიერეს ქვეყანას შორის მოვხვდით. მეორე ოქროს მედლის აღებაც შეგვეძლო, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოვიპოვეთ," - დასძენს ნაკრების ხელმძღვანელი.

გოჩა მანდარიას თქმით, ნიკა ბირკაძეს წარმატება სხვა ოლიმპიადებშიც მრავლად ჰქონია. მაგალითად, მოზრდილთა მსოფლიო ოლიმპიადაზე, რომელშიც მონაწილეობას 85 ქვეყანა იღებდა, ნიკამ ვერცხლის მედალი მოიპოვა:

"მომავალში ამ ბავშვების წარმატების იმედი, რა თქმა უნდა, მაქვს, რადგან ეს შედეგები არა უბრალოდ, არამედ მძიმე და ბევრი შრომის შედეგად მოდის. არც ერთი ბავშვი ეროვნულ ნაკრებში შემთხვევით არ მოხვედრილა, მათი შედეგებიც გვაძლევს იმედს, რომ მომავალშიც ასეთივე წარმატებულები იქნებიან,"- აღნიშნავს გოჩა მანდარია.

ოლიმპიადის შედეგით ძალიან გახარებულია ნიკას დედა, ლელა ნონიაშვილი:

"მათემატიკა ძალიან უყვარს, აქამდეც გაუმარჯვია კონკურსებში, ზოგიერთში ვერცხლის მედალიც მოიპოვა, ახლა კი ჯილდოდ ოქროს მედალი მიიღო და უკან ძალიან გახარებული დაბრუნდა. მოლოდინი მქონდა, რომ წარმატებას მიაღწევდა, თუმცა ამ კონკურსში გამარჯვება ჩემთვის მოულოდნელი იყო," - აღნიშნავს ის.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

მე-12 კლასელი ქართველი ბიჭი, რომლის ნიჭიც მსოფლიომ აღიარა

მწერები, დარღვეული სანიტარული ნორმები  -  მაღაზიებისა და კაფეების ნაწილში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

“აბაშიძეზე გამაჩერეს და მითხრეს, ყველს ხომ არ გასინჯავთო?...” - gemrieli.ge-ს რედაქტორის ბლოგი